სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშების ორი სასტარტო შეხვედრიდან ორივეში დამარცხდა, თუმცა "ბოკეს" თავკაცი შესანიშნავ ხასიათზე იყო
სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშების ორი სასტარტო შეხვედრიდან ორივეში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ახლახან ტურნედან კეიპთაუნში დაბრუნებული "ბოკეს" თავკაცი პიტერ დე ფილიერსი შესანიშნავ ხასიათზე იყო.

"სამი ერის განვლილ ორ მატჩში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ. ისინი "ბოკეს" სამომავლოდ ძალიან გამოადგებიან. ასე რომ, სამხრეთ აფრიკის მომავალ მწვრთნელს საქმის ნახევარი უკვე გავუკეთეთ.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულება არ ნიშნავს რაგბის აღსასრულს მსოფლიოში და მით უმეტეს სამხრეთ აფრიკაში."ბოკეს" ახალ მწვრთნელს იმ დროსითვის სამუშაო თავსაყრელად ექნება. ქომაგებს თავიანთი სათაყვანებელი გუნდის გამარჯვებების ხილვა უნდათ და მათ გასახარებლად ბევრი, შესაძლოა, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმამაც მოგვიწიოს. რაც ახლა გავაკეთეთ, სამხრეთაფრიკულ რაგბის სარგებლობას მომავალში მოუტანს.

კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით ახალი ზელანდიის ნაკრებთან. ვფიქრობ, რომ ანგარიში ზუსტად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ახალი, შეუთამაშებელი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული და დაშვებული შეცდომებიც ამის ბრალია.

სამი ერის ბოლო ორ შეხვედრაში ვეცდებით ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გამოვიყვანით სათამაშოდ. ორივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა მსოფლიოს თასის წინ სათანადო, ამაღლებული განწყობა შევიქმნათ. ეს აუცილებელია, გამარჯვება ბიჭებზე ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ გავლენას იქონიებს" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.

"ბოკე" მომდევნო შეხევდრას 13 აგვისტოს შინ გამართავს ავსტრალიის ნაკრებთან. დე ფილიერსმა უკვე გააცხადა იმ 23 მორაგბის ვინაობა, რომლებიც ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან. მათ შორის 15 ისეთია, ვინც განვლი ორ მატჩში ითამაშა.

სამხრეთ აფრიკა

შერკინება: დენ გრეილინგი, ალისტერ ჰარგრეივზი, რაიან კანკოვსკი, ვერნერ კრუხერი, ეშლი ჯონსონი, ჯონ მიულერი, კოენ ოოსტჰოიზენი, ჩილიბოი რელეპელე, დეონ სტიგმანი, ადრიან სტრაუსი, ფილიპ ფან დერ მერვე

უკანა ხაზი: ბიორნ ბესონი, ბი ჯეი ბოთა, ჰაინრიხ ბროსუ, ადრიან იაკობსი, ელტონ იანტისი, ზან კირხნერი, პატრიკ ლამბიე, ფრანსუა ლოუ, ჩარლ მაკლოიდი, ლვაზი მვოვო, ოდოვა ნდუნგანე, ვინანდ ულიფიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა