საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოქტომბრის მატჩების შემდეგ და მარტის შეხვედრების წინ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდით, თუმცა არის საკითხები, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. ზოგიერთი თემის კიდევ ერთხელ წამოწევა მოგვიწევს. რაც ნამდვილად ვიცით, კვალიფიციურ და არგუმენტირებულ კრიტიკას შესაბამისი ადამიანები ადეკვატურად იღებენ.

წინა შეკრებაზე ვილი სანიოლის კრიტიკა გიორგი გოჩოლეიშვილის სიაში არყოფნამ გამოიწვია. მაშინაც დავწერეთ და ისევ გავიმეორებთ - გამორიცხული იყო, "გოჩო" მწვრთნელს სამომავლო პერსპექტივაში არ განეხილა. ფეხბურთელმა აშკარად სწორად შეაფასა თავისი ცუდი გამოსვლის პერიოდი და "ბარსელონასთან" შესანიშნავ დაცვით ფუნქციებშიც რომ ვნახეთ, ეს კიდევ უფრო სასიხარულო იყო. მოთამაშეებმა თავად იციან, ესა თუ ის გადაწყვეტილება როგორ ახსნან, ხოლო ვისაც თვითრეფლექსიის უნარი მაღალი აქვს, ის აუცილებლად უკეთესი ბრუნდება.

ამასობაში, სანიოლი დაცვის მარჯვენა ფლანგს აძლიერებს. გასულ თვეში კარგად გამოჩნდა, გარკვეულ ტაქტიკასა და სიტუაციაში ოთარ კაკაბაძეს ალტერნატივა რომ არ ჰყავს. უბრალოდ, სხვა ნომინალური მარჯვენა მცველი არ გვყავს. ის ფორმას იბრუნებს, ბევრს თამაშობს და ვნახოთ, რომელ პოზიციაზე ვიხილავთ, ფლანგზე თუ ცენტრში.

უფრო აუხსნელი საბა საზონოვის მდგომარეობაა. ის ახლა უთამაშებელია, მაგრამ იტალიაში შანსის კარგად გამოყენების შემდეგ ტრავმა მიიღო. ჩვენ თუ მარტზე ვფიქრობთ, 21 წლის მცველი მაშინ გუნდის ნაწილად უნდა განიხილებოდეს, ამისთვის კი ახლა განაცხადში ყოფნაც საკმარისი იქნებოდა. საზონოვი სექტემბერში ნაკრებთან ერთად იყო, თუმცა მინიმალური დრო მიეცა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ვილი "ერთა ლიგიდან" მონიჭებული პლეი-ოფის მატჩ(ებ)ისას აქცენტს კვლავ გამოცდილებაზე გააკეთებს. "ტორინოს" უკანახაზელის პირდაპირი კონკურენტი კი საბა კვირკველიაა. დაველოდოთ, არასატურნირო მნიშვნელობის მატჩებში, ივა გელაშვილს დრო რამდენად მიეცემა. ის უფრო კაპიტან კაშიას ალტერნატივად უნდა მოვიაზროთ. დავით ხოჭოლავას ტრავმის პირობებში კი მარცხნივ ლუკა ლოჩოშვილი და სანდრო კალანდაძე იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია. შოტლანდიასა და ესპანეთთან მატჩები იმასაც გამოკვეთს, გაზაფხულისთვის სანიოლი კვლავ "ძველი გვარდიისთვის" (კვეკვესკირი/აბურჯანია) ნდობის გამოცხადებას აპირებს თუ ქოჩორაშვილსა და ალთუნაშვილს უფრო მოიაზრებს. სიაში ველოდით ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც. ფრანგი სპეციალისტი მატჩებს ესწრება, თუმცა...

ჩვენი ფორვარდები სხვადასხვა მიზეზის გამო კლუბში ცოტას თამაშობენ, ამიტომ მიქაუტაძემ და ზივზივაძემ სანაკრებო მატჩებში თავი სრულად უნდა გამოავლინონ. "აიაქსის" ფორვარდმა წინა შეხვედრებში ხასიათი გამოასწორა. რაც შეეხება ვოლკოვს - მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში სეზონში პირველი გოლი 21 ოქტომბერს გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსები გადაწურული აქვს, ესპანეთი და შოტლანდია კი პირველი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან.

პროფესტო
გველესიანი უნდა გამოეძახა! კაშიასაც სჯობს და კვერკველიასაც!
თამაზი
არ უნდა იყოს ლაპარაკი ჩაკვეს ძირითადში დაყენებაზე. ჩაკვე გუნდში ლიდერია!
დ
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ქოჩორაშვილი ახლა ჩვენი ერთადერთი იმედია საყრდენის პოზიციაზე. ვის შეუწყვილებს არ ვიცი, ჩაკვეს თუ ალთუნაშვილს.
QT
რა არის გაუგებარი ? ივა გელაშვილს შეუსრულდა 22 წელი და ახალგაზრდულს ვერ დაეხმარება, ამიტომაც არის ეროვნულში ზუსტად იმ გამოცდილების მისაღებად რასაც აქ წერს ავტორი. ხოლო საზონოვი ჯერ 21 წლის არის, ახალგაზრდულში ჭირდებათ და გამოიძახეს, სავარაუდოდ ითამშებს კიდეც. რაც შეეხება მარტის თამაშებს მანამდე იმედია ორივეს ექნება გუნდში სათამაშო პრაქტიკა და ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან.
არდილესს
და ვინაა მეორე მარჯვენა მცველი? ამპლუით. უჩა ლობჟანიძე?
არდილეს
ოთარ კაკაბაძეს ალტერნატივა არ ყავს?! არ უნდა მორჩეს ეს პროტექციონიზმი?!
გიორგი
არაბიძეს უნდა მიეცეს შანსი, მაგრამ როგორც ჩანს თავს იკავებენ, მისი ცოტა არ იყოს თავისებური ჯიუტი ხასიათის გამო. მაგრამ ბიჭმა აღიარა ეს თავისი სისუსტე ინტერვიუში.
თენგაბი
არადა ამ ფეხბურთელებით უფრო მაღალი მიზნების მიღწევა შეიძლებოდა, ვიდრე ევროპის შესარჩევში ჯგუფში ჩარჩენა ან ერთა ლიგაზე ჯახირია. ძალიან მიჭირს ამის თქმა და არავის გულის ტკენა არ მინდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების და ჩვენი გულშემატკივარის იმედგაცრუება უფრო ძნელი შესაგუებელია - პრობლემა უფრო ნაკრების მწვრთნელებშია და არა ფეხბურთელებში. მეათასედ ნათქვამს ვიმეორებ - ვილის უჭირს გუნდს აათვისებიოს თანამედროვე ფეხბურთი, უბურთოდ მოძრაობის ტაქტიკა, გუნდური მოძრაობის სინქრონი და ა.შ. ჩვენი ნაკრები გაცილებით მეტს მიაღწევდა, თუნდაც ასაკოვანი ვან გაალის ან ასევე მხცოვანი დიკ ადვოკაატის რომანტიული სტილის თანაზიარი რომ ყოფილიყვნენ. დროა მოვძებნოთ ისეთი ტაქტიკოსი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებში წარმატების მომტან სტილს დანერგავს და მაჩანჩალობიდან გრანდებთან ტოლ-სწორად მოპაექრემდე აამაღლებს.
Levani
აქ ამ კონენტარებში ვკამათობთ ხშირად და აზრები არ ემთხვევა,მაგრამ ამ საკითხზე ყველა ვთანხმდებით რომ კაშია,კვირკველია,აბურჯანია,კვეკვესკირმა თავი უნდა გაგვანებონ-მირჩევნია წააგონ ახალგაზრდებმა თამაშები და გამოცდილება მიიღონ ვიდრე მაგათ ცოდვილობას ვუყურო. ვთქვათ მოუგო კაშია-კვეკვემ ლუქსემბურგს და საბერძნეთს.მერე რა? ევროპაზე მაგათი გასვლა ქვეყნის სიამაყე კი არა დიდი სირცხვილი იქნება. აგერ ახალგაზრდა ბიჭები(არც ისე ახალგაზრდა კაცმა რომ თქვას) მოიგონ ლუქსემბურგს და ვინც იქნება და გავლენ,თუ ვერ მოიგეს ისეც არა უშავს-არ ყოფილა მაშინ მაგათი ადგილი ელიტაში. ამ აზრზე ვართ ყველა და ვინც აქ შემოდის ჭადრაკის მოყვარულები კი არა ვართ,ესაა რაც აშკარად ჩანს. სპეციალისტმა კიდე ის გადაწყვიტოს საზონოვი და გელაშვილი ვინ ვის დააზღვევს,ან კალანდაძე ხო არ ჯობია. ამათ თაობას ჰქონდათ შანსი-ხვიჩას მიერ გაფარჩაკებულ და ბებერ პანდევიან მაკედონიას ვერ მოიგეს და რაზე აქვთ პრეტენზიები?
ენხო
იმ ფედერაციის ხელში რომელმაც ნაკრების "საუკუნის მატჩი"ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარა,არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.ყველა ფებურთელი კვარას დონისაც რომ გვყავდეს,რაღაცას ისე მოიფიქრებენ,რომ ვერსად ვერ გავიდეთ.
Semi
ობიექტური სტატიაა
las
რავიცი *კაშია * კვერვკელია * კვეკვსკირი * აბურჯანია * და სეზონში ერთი გოლის გამტანი ვოკლოვის ფორმაციით ტუ ხედავტ თქვენ ნაკრებს. მასეტი ნაკრების გასვლა არც მინდა და არც უყურებ თამაშებს :)
გიო
#გამოიძახეთარაბიძე
Რაგბის ფანი
კვირკველია ბაქოდნა გამოუშვეს და გასაყიდია. ამას ეწირება გუნდის ახალგაზრდა დაცვის ხაზი.
იბერია
მიქაუტაძე კვარაცხელია ჩაკვეტაძე ქოჩორაშვილი სიგუა აზაროვი გოჩოლეიშვილი გელაშვილი საზონოვი ლოჩოშვილი მამარდაშვილი რამე ახალ ველოსიპედს ჰგავას? ან რთულია რამე? ჩემი აზრით ეს არის მომავალი გუნდის ბირთვი და დროა რომ უბრალოდ ერთად თამაშის საშუალება მიეცეთ - რაც მალე უკეთესი
beqa
გაუშვი რა ვისაც უწევს უ21 მაინც არ ათამაშებს იქ შანსიაქვთ ევროპაზე გასვლის საიდან გამონახეს
გიორგი
გაყშვით სანიოლ-ხიზანიშვილი, თორემ ყველა თამაშს წავაგებთ.
გ.შ. მოცლილი
მწვრთნელი
სიგუა ძალიან ჭირდება ახალგაზრდულს და ეს სანიოლი შეუჩნდა და არ უშვებს! რა მნიშვნელობა აქვს სიგუას თადარიგში ყოფნას!? როცა საზონოვი ეხმარება ახალგაზრდულს, გაუშვი რა ითამაშოს ახალგაზრდულში და მის მაგივრად არაბიძე გამოიძახე, არ შეიძლება ცოტა დაფიქრება ამ თემაზე!?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან