საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თსუ დღეს ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩს კვიპროსში გამართავს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნიქოზიაში თამაშის წინა დღეს, 14 ნოემბერს ჩავიდა და მეტოქე “კერავნოსის” კოსტას პაპაელინოსის სახელობის დარბაზში საღამოს ივარჯიშა.

“კერავნოსი” გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფიბა-ევროპის მიმდინარე ტურნირზე გამარჯვება არ გააჩნია. კვიპროსის გუნდმა 25 თებერვალს თბილისში 60:63 წააგო და ეს გახლავთ თსუ-ს ერთადერთი გამარჯვებაც მიმდინარე ტურნირში. “კერავნოსის” დარბაზი ძალიან პატარაა და 500-ამდე მაყურებელს იტევს.

თსუ-ს ვარჯიში საღამოს 8 საათზე დაიწყო და საათ-ნახევარს გასტანა. ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ნიკოლოზ მსხალაიამ და დიმიტრი ჭელიძემ, მოთამაშეები დიდად არ დატვირთეს. თსუ-ს ნიქოზიაში ჩასვლა შედარებით რთული მარშრუტით, ერევნამდე ავტობუსით და შემდეგ თვითმფრინავით მოუწია და კალათბურთელებს ძალების დახარჯვაზე მეტად აღდგენა ესაჭიროებოდათ.

ძირითადი დრო კომბინაციების გათამაშებასა და სროლებს დაეთმო. თსუ-ს სროლის და "კერავნოსის" დარბაზთან ადაპტაციის შესაძლებლობა თამაშის დღესაც ექნება, როცა დილის 11 საათზე მსუბუქად ივარჯიშებს. ლაფანაშვილის გუნდს კვლავ სოლიდური დანაკლისი აქვს. ვირუსი შეეყარა და გუნდს კვიპროსში ვერ გაჰყვა ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე. სამაგიეროდ, თსუ-ს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი ტაირი ბოიკინი, რომელმაც საზარდულის ტრავმის გამო ფიბა-ევროპის წინა 2 შეხვედრა გამოტოვა.

"კერავნოსისა" და თსუ-ს მატჩი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია ფიბას Youtube-არხზე განხორციელდება - https://youtu.be/KeGgUV2WnuY

GBF

Jora-giorgi
...აპაა რაღა გვიჭირს...ავშენებულვართ, პატარა საქმე ხომ არ არის ნიქოზიაში ვარჯიში....მოგვიგია და ეს არის....
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა