ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

• arguti

!!-ს----შენ ვინ მოგცა უფლება ვინმეს თამაშის ყურება აუკრძალო და რუსეთის მონა უწოდო? რა, ნაკრების გაკრიტიკება არ შეიძლება თუ ის გასაკრიტიკებელია? მოყვარეს პირში უძრახე შენთვის უცნობია? მაგ ლოგიკით შენ გაპიდარასტებული დასავლეთის მონა ხარ ,რომელსაც ბევრად სჯობს რუსეთის მონობა.საბჭოთა კავშირი ენატრებათო----რატომ მომანატრე მერე შე რეგვენო ,უკეთესი რომ შეგექმნა ხომ არ მომენატრებოდა.სხვათაშორის მაშინ ბევრად უფრო დამოუკიდებლები ვიყავით ვიდრე ახლა ვართ.დროშაც გვქონდა ჰიმნიც და ღერბიც ,კაცობაც და ღირსებაც,სიამაყეც და ავტორიტეტიც.ახლა ქართველი საზღვარგარეთ ან კრიმინალთან ასოცირდება ან ლუკმაპურისთვის გადაგებულ მოხუცების მომვლელად.მაშინ კი, ერთ პერიოდში,ინგლისელები ჩვენზე წერდნენ:ქართველებმა[და არა რუსებმა]შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო.დღეს კი უმოტივაციო შოტლანდია ბურთს თვზე გვახევს და არაფერი ვთქვათ? ეგ არის შენი,სისხლით მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველო?

• არგუტი

ლუკას:ნაწილობრივ გეთანხმებით,რაშიც არ გეთანხმებით, მოდი,იმაზე დავწერ.1.საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებიანო.აბა სად უდა დახვდნენ,როცა ოდნავ მაინც თავისუფალ სივრცეში უშანსოდ აგებენ ყველა ორთაბრძოლას?2.სად გაგონილა თამაში შეტევის გარეშეო,ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა მუდამ შეტევა იყოო.თან ამბობ ხუთჯერ შევუტიეთ და ორი გოლი გავიტანეთო.ე.ი.ცოდნიათ ხომ შეტევა,მაგრამ შენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომმა მეტოქემ მეტის საშუალება თუ არ მოგცა რაუნდა ქნა? იმასაც ვიტყვი რომ ჩვენს ფეხბურთში იყო პერიოდები როცა მაღალი კლასის თავდამსხმელები არ გვყავდა და მცველები კი.[ხურცილავა ,ძოძუაშვილის დრო].შეტევა იცოცხლე კარგი რამ არის ,მაგრამ თუ შესაბამისი შემსრულებლები არ გყავს და მაინც შეეცდები მიიღებ იმ შედეგს რაც მივიღეთ ესპანეთთან.3.ჰაუტის მოწოდებისას გახსნას კარგი მოძრაობა და ჯანიც ჭირდება,რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ გააჩნიათ.ზოგადად კი სტანდარტულ მდგომარეობებში ჩვენი უსუსურობა და უნიათობა ცალსახად მწვრთნელის კისერზეა.4. უადგილოდ მეჩვენა შედარება ლომების პრაიდთან.მე ასე ვიტყოდი მოედანზე ჩვენ კი გვყავს ლომი მეთაურად,მაგრამ კატა არ გვყავს მწვრთნელად მის უკან მიმყოლი კურდღლებისათვის ხეზე ასვლა რომ ესწავლებინა. რაც შეეხება მენტალიტეტს ,ის მოდის საკუთარი თავის რწმენიდან და დამაჯერებლობიდან ,რწმენა და დამაჯერებლობა კი სიძლიერიდან.სუსტს,უნიათოს და უსუსურს რა მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს?

• !!-ს

სამშობლო ახლა არ გვაქვს,თორემ მაშინ უძლიერესი კავშირის ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. მსოფლიო დონეზეც ერთ-ერთი წარმატებული ყველა მიმართულებით.ახლა კი მომაკვდავ ერთა სიაში ვართ შეტანილები,იმათ მიერ ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო და შენ ტვინი გამოგირეცხა.გუცაევი არ გაუშვესო ,...მაშინ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები და საკმაო წარმატებებს აღწევდა თხუთმეტ ქვეყანას შორის გამართულ პირველობაზე.დღევანდელი ჩვენი გუნდი კი თითქმის ვერცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნის ნაკრებს ვეღარ უგებს.გუცაევი და ყიფიანი რომ გაეშვათ ჩვენ ვიამაყებდით იმ პერიოდის დინამოთი? საბჭოთა კავშირი იყო დამყაყებული და ეს ფსევდო დამოუკიდებელი საქართველოა გდასარევად წარმატებული? კვარაცხელია რომ დინამოში თამაშობდეს და დინამო ეროპული გრანდების ტოლ-სწორი იყოს[მაშინ იყო] უკეთესი არ იქნებოდა? ერთი სიტყვით ბოდიშს ვიხდი წინასწარ,თუ ამ ჩემი კომენტარით ისეთ ვინმეს დავუპირისპირდი რომლის დონეც არ შეესაბამება იმ კატეგორიას რომელთანაც ჭეშმარიტებაზე საუბარი შეიძლება.

• პავლოვიჩი

მეორე გოლის დროს სამი შოტლანდიელი უტევდა ერთი წერტილიდან და მხოლოდ ერთი მცველი იდგა მათთან,თანაც არასწორ პოზიციაში...დანარჩენები კი საჯარიმოს ცენტრში და ხაზისკენ იყვნენ ამოწეული,თანაც იმ სამმა შოტლანდიელმა რამოდენიმეჯერ ანიშნა პარტნიორს რომ ბურთი მათი კვადრატისკენ ჩაეწოდებია. ეს ტაქტიკურ უსწავლელობაზე მიუთითებს...პოზიციას ვერ ირჩევდნენ,თანაც შოტლანდიელები დიდად ტექნიკურები არ არიან...სწრაფი გარღვევა-ჩარბენა ფლანგზე და ჩაწოდება საჯარიმოში,ძირითადად ახლო ან შორეულ ძელთან...მოკლედ ბრიტანულ სტილში. თუმცა ბიჭბს რაც შეეძლოთ გააკეთეს. მწვრთნელი კი შესაცვლელია,რამეთუ ამ დროში გუნდს გამართული ტაქტიკით ვერ ათამაშებს...პროგრესი არ არის. რა ჩვენები,აზერბაიჯანელ ან ყაზახებზე ნაკლები ფეხბურთელები არიან.

ის ვიღაც მჟავანაძე რომ გამოდის და ნაკრებს ლანძღავს, აი ეგეთ რუსეთის მონებს კი უნდა აუკრძალო საერთოდ ნაკრების თამაშის ყურება და არც არის ღირსი ნაკრები ჰყავდეს. სისხლით მოტანილ და მოუკიდებლობას და დამოუკიდებელი ქვეყნის ნაკრებს გვილანძღავენ და საბჭოთა კავშირის ენატრებათ. რა უნდა ელაპარაკო. იმას კი არ იძახიან, ნეტა ყიფიანი და გუცაევისნაირი იყოს ბევრიო, არა, ისინი რა დროშიც ცხოვრობდნენ იმ დროში უნდათ ისევ ბნელებს. გუცაევმა თავად თქვა, რეალში ტრანსფერი როგორ დაუბლოკეს. ვისზე ნაკლები იყო, მსოფლიო დონის იყო მაგრამ მაინც ჩაკეტეს აქ. იქნებ ამ ჩამყაყებულ მჟავანაძეს ვინმემ გააგებინოს, რო მისნაირი გულშემატკივარი არ გვჭირდება და ეს თაობა ყოველთვის გვერდით დავუდგებით საკუთარი დროშის ქვეშ მოთამაშე ბიჭებს, რამდენიც არ უნდა მოინატროთ სსსრ ს მაისური :))) როცა გულზე საქართველო გაწერია, რანაირად უნდა გენატრებოდეს ის დრო როცა ქვეყანა არ გქონდა და ეგენი ჩვენ გვასწავლიან ქვეყნის სიყვარულს?

• კაირა

არა ვარ მომხრე ადამიანი თავისი აზრის გამო გავაკრიტიკო. არ გაკრიტიკებ, არც სანიოლს ვიცავ. უბრალოდ გადაიკითხე შენივე ნაწერი. "მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ." ეხლა კითხვა მაქვს, გჯერა რომ ბანდამ გუნდს დაავალა საჯარიმოსთან მარტივად მიაღებიოს ბურთი და თან დაუმატა ყველა საჰაერო ბრძოლა წააგეთო?. მეც მიყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ როცა არ გაქვს თავი? მაგალითად მეორე ტაიმი გუნდმა კარგად დაიწყო შეტევებით. გამიხარდა. მაგრამ ეგრევე მამარდამ გაგორებული ახლო კუთხეში გაუშვა. არ მჯერა რომ ბანდამ დაავალა. არც ის მჯერა რომ ძალით გააკეთა. უბრალოდ დონე გვაქვს დაბალი. განსაკუთრებით დაცვაში. იმიტომ ათამაშებს 5 მცველს. იგივეს აკEტებდა ქეცბა და სხვა ქართველი მწვრთნელებიც. ესპანეთთან რომ შემტევი სასტავი იდგა, იმიტომაც წავაგეთ 7:1. უკაცრავად. მეც მიყვარს შეტევის ყურება, მაგრამ რა უნდა ქნა????

• 2023

მაგ მიდგომით არც სლოვაკეთის და საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატები წარმოადგენენ ტოპ ლიგებს! ყველა შესაძლო კანდიდატი უნდა ვნახოთ თამაშში და ამოვარჩიოთ ის ვინც ამ მომენტში უკეთეს ფორმაშია.

• Luka

არც მამარდაშვილია დინო ძოფი და კაშია-კვირკველიაზე რა ვთქვა არ ვიცი ...მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, მართლა ძოფი ან ბუფონი რომ იდგეს კარში და ბარეზი-მალდინის წყვილი დაცვის ცენტრში , ისენიც კი ვერ გაუძლებენ ყველა თამაშში ყრუ დაცვაში დგომას . მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს , რომ საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდე მოწინააღმდეგეს . რას გავს საერთოდ , რა ტაქტიკა ქვია ამას არ ვიცი . ვინ თამაშობს ასეთ რაიმეს , ვისაც რაიმეზე პრეტენზია აქვს ? კარგი , დავეთანხმე ვთქვათ სანიოლის და მის ბანდას ( აბა სამწვრთნელო შტაბი ქვია ამათ ?) და ვთამაშობთ მეორე ნომრად , მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ . იმიტომაც გვიჭირს ბურთის ამოტანა . შეტევის გარეშე თამაში სად გაგონილა და ვინ თამაშობს ? ქართული ფეხბურთიუს ხიბლი და ძალა იყო შემტევი ფეხბურთი ! ხიზანიშვილის მენტალიტეტის ფეხბურთელს რო არ ესმოდეს ეს , არ ნიშნავს , რომ მართალი არ ვარ . 5-ჯერ შევუტიეთ და 2 გოლი გავიტანეთ . აქედან გამომდინარე ვერ უნდა მიხვდე რომელი მხარე გაქვს უკეთესი , ძლიერი ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამოვიდეს ?ჰაუტის მოწოდებისას გახსნა და ბურთის მიღება ვერ უნდა ასწავლონ მეტი მონახაზი თუ არ აქვთ ? 1-2 -ის გარდა ყველა ჰაუტი შოტლანდიელებს ჩავაბარეთ .მოკლედ , მითქვამს ათასჯერ და ვიმეორებ, სანამ ასეთი ჩასვრილი მენტალიტეტით ვართ , მანამ არაა ჩვენი საშველი . ლომების პრაიდს , რომელსაც სატავეში ყავს კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი თუ სათავეში ყავთ ლომი . ჩვენ გუნდა სხვა ,,სიკეთესთან" ერთად სათავეში კურდღლები უდგანან და ,, წვრთნიან" . არასწორ თამაშს ათამაშებენ და 98% -ითაც რო შეასრულონ , მაინც ვერ მოვიგებთ . დღეს დავალება გუნდმა დაახლოებით ასეთი პროცენტით შეასრულა . ბიჭების ბრალი არაფერია . თუ ვინმე არ უნდა მდგარიყო მოედანზე , ეს სხვაა , მაგრამ ისინი თვითნებურად არ შესულან სათამაშოდ .ამაშია მთელი საქმე .

• suxumchanin

ამ ბიჭს სერიოზული პრობლემა აქვს გამოსვლაზე, პირველი კარგი თუმცა ისიც ახლო კუთხეში გაგორებით გავიდა, ვერ დაინახა ეფარებოდნენ-მივიღებთ, მაგრამ მეორე ჩაწოდებული გადადგი რა ნაბიჯი და მოხსენი ბურთი. მანამდე კიდევ მსგავსი სახიფათო სიტუაცია რამოდენიმეჯერ შექმნეს სკოტებმა და ვერცერთხელ ივარგა. მამარდამ თუ ვერ აღმოფხვრა ეგ ხარვეზი N 1 მეკარის ძიება დაგვჭირდება. ნაკრებს უფრო მეტი კლასის მეკარე სჭირდება, რადგან მოწინააღმდეგეს ეცოდინება და საჯარიმოში სულ ასე სახიფათო სიტუაცია არ შეიქმნება ბურთის ჩაწოდებისას

• romandro

რაქნას სანიოლმო ხალხოო. როცა იძულებით შეცვლები ჭირდება თამაშისას?60-წუთიდან ნახევარგუნდს გამძლეობა არეყოთ და მხოლოდ დროის გაყვანის იმედად იყვნენ ფეხბურთელები...სანამ გაძლეს და იბრძოლენ იქმდე ვუგებდით კიდეც...

• semi

მშვენიერი თამაში იყო, შემადგენლობაც ყველაზე კარგი იყო დაყენებული, ამ ტამაშზე სანიოლზე ცუდს ვერ ვიტყვი. აქ რომ წერთ ხვიჩა რომ არ გვყოლოდა რას ვიზავდითო, მასე მესი და მარადონა რომ არ ყოლოდა არგენტინას და ხავი და ინიესტა ესპანეთს ვანბასტენი და კრუიფი ჰოლანდიას, ისინიც საქართველოს დონეზე იქნებოდნენ. მოკლედ გულშემატკივრებშიც დაბალია საფეხბურთო ცოდნა.

• Martali

Kai tamashi vachvenet xo daamtkices bichebma Rom shegvidzlia golis gatanac brzola mogeba Xoda ese unda gaagrzelon……. Shecvlaze shenosulebma unda moumaton tamashis xarisxs

• Martali

:)))) iranis sauketeso pexburtelad tu agiares martlac daumsaxurebia tamashi:)))) Jer ise ra aris chveni dacva da iranis ligashi motamashes ro daayeneb mere ra iqneba

• las

ჩაკვე გაიყვანა. აქაოდა ზურიკო მამა გახდა და ხო უნდა ეთამაშებინა :)

• 2023

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ დაცვის ცენტრი არის ნაკრების სუსტი რგოლი. საზოგადოებამ ვერაფრით მივაღწიეთ, რომ თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში ამ პოზიციაზე გვენახა გველესიანის თამაში, რომელიც ირანის ჩემპიონატზე საუკეთესო ცენტრალურ მცველად აღიარეს. ჩემი აზრით, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებული კლანური მმართველობის გამო ხდება.

• გია

შენს ოჯახს მიხედე, დავითასვილს თავი დაანებე, როგორც მოიქცა ცინებული იყო.

• ტოტო

მწვრთნელის ბრალია, როგორ შეიძლებოდა მეორე გოლის შემდეგ მოედნის ცენტრის სრულიად უბრძოლველად დათმობა და თერთმეტი კაცით საკუთარ საჯარიმოსთან შეყუჟვა! ან ჩაკვეს გამოცვლა რა სისულელე იყო, ან ჟორჟის? ჩაკვეს გაყვანით კონტრთამაში ფაქტიურად მოსპო., რადგან მის გარდა კარგი პასი მხოლოდ კვეკვეს აქვს და ისიც გაიყვანა, გასაგებია კვეკვეს არ აქვს ის კლასი რაც საჭიროა, მაგრამ ორივე რომ გაგყავს, რისი იმედი გაქვს, მექვაბიშვილის? ჟორჟი კი შეძლება დღეს ისე არ ჩანდა, მაგრამ ის ფეხბურთელია რომლის მიმართაც დიდი ყურადღება იყო სკოტების მხრიდან და ეგ რომ გაიყვანა ხელფეხი მეტად გაეხსნათ. მოკლედ უმწვრთნელო გუნდია რა...

• სოსო ტიანშანი

ერთ რამეში ვეთანხმები,ნაკრებს რაღაც ეტყობოდა და უფრო მობილიზებულები იყვნენ,თუმცა ახლა რაღად გვინდა?! ბავშობაში ფეხბურთზე დავდიოდი,7-0 ვიგებდით და ჩვენმა მეკარემ წაიბლატავა,7-0 ხომ გადაგარჩინეთო და იგივე ეთქმის ამ თამაშს,როგორც 7-0 სეივი არის არაფრის მომცემი,ისე არის ეს თამაშიც,არაფრად გვარგია. გინდ იქედან მოუარე,გინდ აქედან,0 არის ამ ნაკრების განვითარება და მწვრთნელის მუშაობა. სანამ შანსი გაქვს,მაშინ არის კარგი შემართებით თამაში,თორე ჯგუფში გინდ შოტლანდიას მოუგე და თუ გინდ ამხანაგური ესპანეთს. აგერ აზერბაიჯანმა შვედეთს მოუგო 3-0 და ჩვენ შოტლანდიასთან გვიხარია ფრე,ტაში კუკური,სანიოლი ცეკვავს. ხო მართლა,კაცი რო მშობიარე ცოლს საფრანგეთში მიატოვებს,შვილის დაბადებას არ დაესწრება,დარჩება არაფრის მომცემი თამაშის გამო და სასტარტოსაც ვერ ითამაშებს,ის კაცი არ არის. გამგები გაიგებს და ტყუილად აპრავებთ იმ ბიჭის ქმედებას,თითქოს ქვეყანა უყვარს და ნაკრები უპირველესია. ცოლს რო მიატოვებს,ის ქვეყანასაც იგივეს უზავს და ეს იყო ტრიპაჩული ქმედება. ფეხბურთი მნიშვნელოვანია,თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები,უპირველესად შვილის დაბადება და ამ პროცესში ცოლთან ყოფნა.ის გოგო მეცოდება

• საქართველო

ჩაკვეტაძის შეცვლამდე იყო უკვე ბურთი დაკარგული, მე-60 წუთიდან ბურთი აღარ გვინახავს, ჩაკვე 75-ზე შეცვალა დაახლოებით,მაგიტომაც შემოიყვანა ჯერ მექვაბიშვილი და შემდეგ ზურიკო,რომ დასვენებულ ბიჭებს მაინც დაეჭირათ ბურთი,მაგრამ ვერ შევძელით,რადგან ძალიან აგრესიულად თამაშობდა შოტლანდია და ფსიქოლოგიური მომენტიცაა,როცა იგებ,მითუმეტეს მაღალი დონის გუნდთან,დაცვაში ჯდები,თუმცა პერიოდულად ბურთიც უნდა გქონდეს,რომ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეს გუნდს.ჩვენ ბურთი ვერ ავიღეთ სანამ არ გაგვიტანეს, მხოლოდ გოლის გაშვების შემდეგ შევუტიეთ

• Გუსანი-ს

და შენ რა გგონია 12 წლამდე ბავშვები მამიკოს ფულებით არ არიან ფეხბურთში?ეგენიც გაქაჩავენ 19 წლამდე მამიკოს ფულებით და მერე?

• zura 222-ს

წადი მანდარინის კრეფაზე იმუშავე.არ არი ფეხბურთი შენი საქმე ხო უნდა შეიგნო

• Las

შესაძლოა მეც ვცდებოდეო. შესაძლოაო :) აბსოლიტურად ყველა შეცვლა გააკეთა უაზრო და ამის გამო ვერ მოვიგეთ. რავიცი მე გოჩოლეიშვილი მეჩვენება ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშეთ. ბიჭი ბარსამ ვერ გააჩერა და ამას რით ვერ მოაწონა თავი. მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტია ჩვენს გუნდში და შედეგს მიიღებ თუ ამ მცირე რესურს გამოიყენებ მაქსიმალურად. თამაშს არაუშავდა. მე მომეწონა. შოტლანდია არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები

• მოსეხონელი

აბ ქეძბაიას რაუნდა ექნა 11 დან 7 უთამაშებელი ყავდა.შენ ამ ხრივ მაგრად გვაბოლებენ.ვინ არ თამშობს?კვარა ზურიკო აზრაივო ქოჩორეიშვილი მიქაუტაძე 90 თუარა საკმაოდ რო აქ ფირმა რო შეინარჩუნოს.ნარდს ხოარ თამაშობს გუნდში ვარჯიშობს უთამშებლიბას თუ ამბობ არაბიძე არი კარგ ფორმაში.იდალურად შეცვლიდა ჩაკვეს.გაგყავს ბურთის დამჭერი და მერე ცდილიბ დრო გაიყვანო ლოგიკა არ მესმის.და ერთხელ იქნებ აზაროვი და ქოჩორაშვილი საყრდენად მოსინჯო 30 თამში გაქ ჩატარებული და ბირთვი ვერ ჩამოაყალიბე.არ მესმი როცა ფეხბურთელს 60 პროცენტი შეტევით პოტენციალი აქ და 40 დაცვის.რატო არ იყენებ საყრდენად??და ათამშებ მცველებად?როცა საყრდენზე გიჭირს?

• Პედერაციას

როდის მიხვდებით რომ ეს კაცი აზრზე არაა მწვრთნელობის და მინიმუმ სიბრალულს იმსახურებს ისე სლეა მაგარი.ხიზანა ბოროტებააა

• Anzor

Mogebis xelidan gashveba mcvrtvnelis bralia.chakvetadzis shecvlis shemdeg centri moishala

• dato

ღრმა ანალიზია

• გუსანი

რა? რომ შემთხვევით მოგვეგო დადებითი შეფასებები გვექნებოდაო? დაგვცინის? ასეთი უნიათო თამაშის მერე როგორ უბრუნდება ენა დადებითზე? მაგრამ დავანებოთ თავი ვილის, არ გვყავს ფეხბურთელები, დააკვირდით ეპიზოდებს, არ იციან კონკრეტულ სიტვაციაში რა უნდა ან არ უნდა გააკეთონ , მეორე მომენტია სწორედ იმოქმედო და არ გამოგივიდეს , კი ბატონო, მაგრამ უცოდინარობას რომ იჩენ? რამდენიმე პასის გადაბმას ნაკრები ვერ ახერხებს საკუთარ მოედანზეც კი, რისი იმედი გაქვთ? ვიღაცას გაუვარდება? მორჩა ,ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის შევეშვი, ქართული ფეხბურთი აღარ არის, მინიმუმ 5 წელი არც გვექნება, ბავშვებს მიხედეთ 12 წლამდე, მათზე უფროსები უკვე აღარ,ან ვეღარ გამოსწორდებიან....ვუქომაგებ ხვიჩას და ჩაკვეს, მამარდაც გაიყინა ერთ ადგილზე....

• III

გოჩოლეიშვილი უნდა შემოეყვანა 87-90 წუთზე 1) დროს გავიყვანდით 2) გუნდი ამოისუნთქებდა 3) დაცვა გაძლიერდებოდა 4) დაუფასებდი კაცს ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლას. მარა არ გამოყვანა და მაგ ფლანგიდან გაკეთებულ პასს მოყვა მეორე გოლი. კარგად გამოჩნდა რა დონის მწვრთნელიცაა

• სოსო

მხოლოდ აუტები კი არა,სტანდარტულები საერთოდ არ გვიჩანს,დამუშავებული.კუთხური,ჯარიმა,შეტევაში თუ დაცვაში,აუტი.ვერც მეტოქეს ვუწევთ წინააღმდეგობას და ვერც თვითონ ვქმნით,რაიმეს.ყოველ შეკრებაზე,თითო სტანდარტი მაინც რომ დაგემუშავებინა,ახლა უკვე განსწავლული ნაკრები გვეყოლებოდა.

• Levani

მექვაბიშვილი თუ ასე მოგწონს გააყოლეს ცოლად ვინმე შენი ფრანგი ნათესავი.კი კაი ბიჭია,ეროვნული ლიგისთვის საშუალოდ თამაშობს

აქამდე რა შედეგიც გვაქვს კვარას ინდივიდუალური გაბრწყინებების გამო გვაქ და არა შენს გამო ვილი! ბიჭს თავის უძლიერესი ტკივილებით უთამაშია. გასაგებია, მის გამო მოდის ხალხი სტადიონზე მაგრამ ამხელა რისკი რატომ გასწიეს? იმედია ტვინის შერყევით არ ათამაშეს. რამე არ მოუვიდეს თორე დაგვრჩება ეგ დუბლი და ლამაზი თამაშები მოგონებად. ესპანეთთან თუ არ გარისკავენ კარგი იქნება, ეგ თამაში მაინც წაგებული და არაფრის მომცემია.

• რრრ

უეცდომო არც მესია არაა, საიდან მოიტანა.

• რუსთავი

ფედერაციის და ფულის მონა რომ არის გასაგებია, მაგრამ პრობლემას აუტის მოწოდებაში და ხოჭოლავას დანაკლისში რომ ხედავს უკვე დაგვცინის კიდეც! ისწავლა ფედერაციისგან ირონია და ჩვენი დაკიდება.

• zura222

ეს რეებს ბოდიალობს @ თურმე 60 წუთით კმაყოფილია @ ან რა სასარგებლო რამეები დაინახა მარტისთვის ? და შესაძლოა შეცდომებს მეც ვუშვებო (!!!) კიტეიშვილი კი არა მესი (რომელიც თურმე ღმერთივით უშეცდომოა)რონალდუ ბელინგემი და ჰოლანდიც რომ დაგვემატონ ამის ხელში მაინც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ! გაიტანეთ ეს გრენლანდიაა @@@@

• მაო

სამწიხაროდ,აშკარაა,რომ სუსტი მწვრთნელი გვყავს...

• რატი

მთავარი დამნაშავე ნეხვდერაციაა!

• მწვრთნელი

შეცვლების აზრზე არა ხარ! დავითაშვილი რა ფეხბურთს თამაშობდა აზრზე არ იყო რა! ჩაკვეტაძე რამ შეგაცვლევინა კაცი ბურთს მაინც იჭერდა და შეტევის საშუალებას არ აძლევდა შორლანდიელებს!

• გიზო

კვარაზე რა იპროფესორა ვერ გავიგე.. კვარას დამსახურებაა, რომ ეს თამაში არ წავაგეთ საერთოდ და ეს ახლა ადეკვატური კომენტარია მწვრთნელისგან?

• მამუკა

შეგიძლია ფაქტი დადო? თუ არ გაქვს ფაქტები სოფლის დედაკაცივით ნუ ჭორაობ თუ კაცი ხარ. არც იაშვილია ჩემი ბიძაშვილი და არც სანიოლი, უბრალოდ ამაზრზენია როცა კაცი ქალივით ჭორაობს

• კონსერვატორი

მექვაბიშვილი ბოლოს მაკტომინეის რომ უღიმოდა , ელაპარაკებოდა და ის ყურადღებას არ აქცევდა ის სცენა გამახსენდა ადრე სულ პირველად ესპანეთთან თბილისის მატჩის შემდეგ თუ არ ვცდები ფორვარდი სირბილაძე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რო აღმოჩნდა კასილასის და რამოსის შუა და როგორი გაფართოებული თვალებით და აღტაცებით უყურებდა ესესაა ფეხებში ჩაუვარდება მეთქი ,აი რონალდოს დანახვაზე უზბეკები და არაბები რო გიჟდებიან .ასეთი მენტალიტეტით ვერაფერ მიაღწევ ანრი ,ფეხი უნდა წამოიღო სახლში თუ არადა მაქსიმუმ ალაშკერტი !

• ფედერაცი

სანიოლს ვინ კითხავს შეცვლებს იაშვილი რეკავს და მერე ხდება შეცვლები,ფეხბურთელების სიაც იაშვილი უდებს..სწორედ ეს არის პრობლემა ენაბლუ იაშვილი რომ წყვეტს ნაკრების ფუნქციონირებას და არა მწვრთნელი

• Gia

Kvaram mogiyvana aqamde vili.kvaras gareshe kviprosac ver mougebdit.exla iloce kvara martshi jamrtelad da formashi iyos.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]

შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ