ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 1:3 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას დიდებული პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეიცვალა, ესპანელები ბურთს მუდმივად ფლობდნენ. როდრის თავური მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია, ხოლო ფერან ტორესმა მალე წინ გაიყვანა მასპინძლები. მერე ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ვერ უწია მიზანს. სანიოლმა კვეკვესკირი და მიქაუტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა. ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას ჩაკვეტაძის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა - და შეცვლაზე შესული იამალის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

A ჯგუფში ესპანეთმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველო 8 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და მარტში ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებისთვის მოემზადება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“

ესპანეთი - საქართველო 1:3

გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (72, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მამუჩაშვილი 89), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (გოჩოლეიშვილი 78), კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 60), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 89), კვარაცხელია, მიქაუტაძე (დავითაშვილი 60)

ნუ ეჭვიანობ თუ ძმა ხარ.. კვარას არანაირად არ აკნინებს ჩაკვეს კარგი თამაში. პირიქით. )))
JABA
ჭანკვეტაძე რომელია ?
გიო
ჩვენი გოლი რაც ვნახეთ ესე იგი თამაში შეგვიძლია...კიდევ შეგვეძლო მაგრამ
zviads
ჩაკვე ნაპოლიში!
მწვრთნელი
ხო, რათქმაუნდა ფეხბურთელების გარეშე მწვრთნელი ნულია. თქვენ გინდათ ფეხბურთელების გარეშე იგებდეს მწვრთნელი, არ გამოვა ეგრე არასოდეს!
გიორგი
ჩვენ გუნდში ყველაზე დაბალი კლასის სანიოლხიზანიშვილია.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
კვარას თუ მიანიჭებენ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას,ჩვენ ნაღდი გულშემატკივრები ამაყი და ბედნიერნი ვიქნებით! რადგან ის ამას დაიმსახურებს!
თენგაბი
დიდი საფეხბურთო ანალიზის უნარით ვერ დავიკვეხნი, ერთი ჩვეულებრივი რიგითი გულშემატკივარი გახლავართ, მაგრამ დაკვირვებული თვალის გარეშეც ადვილად შეიმჩნევა, რომ ოცდაათ წელზე მეტია ერთი და იგივე პრობლემებია ჩვენს ფეხბურთში და წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. მესმის, საბოლოოდ ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას და ფეხბურთში ჩადებული ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ რაცა გვაქვს, იმასაც ვერ ვიყენებთ ყაირათიანად. არადა, ზოგიერთებმა რაც არ უნდა იქილიკონ და იმასხარაონ, ისე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ფეხბურთშიც არ გვაკლია ნიჭიერი ახალგაზრდები, თითქოს ინფრასტრუქტურაც შედარებით მოწესრიგდა, მაგრამ საგრძნობი წინსვლა არ ჩანს. ჩვენი ნაკრები ისევ იმ ქაოტურ, უსისტემო, ლამის ეზოს ფეხბურთს თამაშობს. ამ ევროპის ჩემპიონატზე, ზოგიერთი ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგე გუნდების თამაშს შევავლე თვალი, ალბანელების, ყაზახების, აზერების, მოლდოვას, ლუქსემბურგის ნაკრებების თამაშს და პირველი, რაც მომხვდა თვალში იყო ის რომ ყველამ ისწავლა თანამედროვე ფეხბურთი. კარგადა აქვთ დაყენებული გუნდური ურთიერთქმედებები, უბურთოდ მოძრაობა, გახსნა. ამის გამო არ უჭირთ ბურთის ამოტანა, შეტევის გაგრძელების მრავალვარიანტულობა, რაც პრობლემაა ჩვენი გუნდისათვის. შესადარებლად, თანამედროვე, გუნდური ფეხბურთი იმით განსხვავდება ჩვენი ნაჩვენები თამაშიდან, როცა, ვთქვათ გაჩერებულ მანქანას ერთად ვაწვებით, ხოლო ჩვენს შემთხვევაში - ცალ-ცალკე. აგრეთვე, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ფიზიკური მომზადების დონით, რის გამოც სუსტები ვართ ორთაბრძოლებში, არა გვაქვს შესაბამისი სისწრაფე, გამძლეობა. რა გაუხდა ჩვენს ფედერაციას ერთი ძლიერი სპეციალისტის ჩამოყვანა, რომ ჩვენს მწვრთნელებს და ფეხბურთელებს თანამედროვე მეთოდები გააცნოს და აათვისებიოს. არადა ფეხბურთელები მონდომებულები არიან, ლამის თავდადებით თამაშობენ, მაგრამ არასწორი ტაქტიკის გამო ჩვენი ძალისხმევა წყალში იყრება. მნიშვნელოვანი პრობლემაა შემადგენლობის დაყენება. თავისი არსით, აზაროვი და გოჩოლეიშვილი არ არიან მცველები, არც ფიზმომზადება უწყობთ ხელს, რომ მთელი ორი ტაიმის განმავლობაში აკონტროლონ ფლანგები. ვფიქრობ, მარცხენა ფლანგზე დვალი უნდა ადაპტირდეს, რომელსაც საკმაო სიმაღლე და მოქნილობა გააჩნია, ხოლო მარჯვენაზე - ტაბიძე, რომელსაც ათლეტური მონაცემები გააჩნია და თითქმის გაუვალია. ეს და სხვა მსგავსი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი აქტივია და მათ სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. არის ბევრი საკითხი, რომელზეც სერიოზული ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ მთავარი ნაკრების კვალიფიციური მწვრთნელის შემჩნევაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხუთგუნდიან შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილს ვერ ავცდებით.
QT
ალბანეთის ქვეჯგუფი არ იყო ისეთი რთული როგორც ჩვენი - პოლონეთი (არარაა ისეთი ძლიერი როგორც 4-5 წის წინ), ჩეხეთი, მოლდოვა (ესეც ინარჩუნებს შანსს თუ მოუგო გასვლაზე ჩეხეთს). ყაზახებს რაც შეეხება, მათი ჯგუფიც შედარებით იოლი იყო, ასევე ყაზახური გუნდები უკვე ასე თუ ისე გადიან უეფას ჯგუფებში და ასტანა თითქმის ყაზახეთის ნაკრებივითაა და სულ ერთად თამაშობენ. რათქმაუნდა ეს ჩვენების გამართლება ვერ იქნება, მეტი უნდა მოინდომონ როგორც აქ კლიბებმა ისე ლეგიონერებმა თავიანთ გუნდებში და ბევრი ბევრი ბიჭი გვინდა ევროპულ ჩემპიონატებში და ნაკრებშI კონკურენციის გაზრდა.
სოსო
იმ კაცის სახელს რომ დაირქმევ,ვინც თბილისის დინამოს დაცვა აიკლო და საქართველოს ნაკრებს სასაცილოდ აიგდებს,ქართული ფეხბურთის,საქართველოს ნაკრების და ქვეყნის გულშემატკივრად ვერ ჩავთვლი.დაგერქვა პირდაპირ შაჰ აბასი,ბუღა თურქი,თემურ ლენგი..!მათ გაცილებით მეტად აიკლეს საქართველო და მეტადაც სძულდათ,ეს ქვეყანა.მიდი,ნუ მოგერიდება!
სოსო
კარგი ანალიზია!
სოსო
ორი ტაიმი სრულყოფილად რომ ითამაშო,ძლიერ ლიგაში,ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდე.ასეთი,მხოლოდ ხვიჩა გვყავს(მამარდას არ ვთვლი,კარში დგას),ეს შემადგენლობა ესპანეთს,თუნდაც ფიზიკურად რომ ვერ გაუძლებდა,ან შოტლანდიას და ნორვეგიას,ვისი ფეხბურთელების უმეტესობაც,წამყვან ლიგებში თამაშობენ და საერთოდაც,სწორედ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან,მოულოდნელი რატომ უნდა იყოს?ასეთ ლიგებში თამაში კი,ფიზიკასთან ერთად,კლასსაც ნიშნავს.ჩვენ,ნაკრებში,5-6 კაცი მაინც როცა გვეყოლება,ტოპ ლიგაში სტაბილურად მოთამაშე და კიდევ სულ ცოტა ერთი მაგდენი,შეზღუდული დროით მოთამაშე,კიდევ რამდენიმე საშუალო დონის ჩემპიონატებში,სტაბილურად მოთამაშესთან ერთად,მაშინ გვექნება საფუძველი,პირველი თუ არა,მეორე ადგილიდან მაინც,ჯგუფიდან გასვლის საფუძვლიანი იმედი გვქონდეს.რამდენიმე წლის წინ,ჩვენი ნაკრები,სადღაც ასეულის ზღვარზე იყო,მსოფლიოს რეიტინგში.ახლა?ახლა,სადღაც 75 ადგილთან ვართ ამოწეული.ეს პროგრესი არ არის?გასაგებია,რომ გვეჩქარება,მაგრამ ბავშვი,9 თვეზე ადრე თუ დაიბადა,დღენაკლულად ითვლება და მის გადასარჩენად,სპეციალური ღონისძიებებია გასატარებელი.ყველაფერს თავის დრო აქვს და დღესვე,როგორც ამ საიტზე ძალიან ბევრს სურს,არაფერი გამოვა.დროა საჭირო,ახალაშენებულ ბაზებზე,ფეხბურთელების და მწვრთნელების გასაზრდელად.თვითონ ამ ბაზების მშენებლობასაც დრო და სახსრები სჭირდება,რომელიც გაცილებით მცირე იქნებოდა,წინა მთავრობას,ძალიან ბევრი რომ არ დაენგრია და გაეყიდა.ამ ფედერაციას,ალბათ ძალიან ბევრი შეცდომებიც აქვს,მაგრამ ბევრსაც აკეთებს და როცა აკეთებ,იქ ცდები კიდეც.ყოველ შემთხვევაში,მათ სწორი მიმართულება დაისახეს და თუ ფეხბურთში,ბიზნესისაგან ფულის ჩადებაც მოხერხდა,შედეგები,კიდევ უფრო ჩქარა გამოჩნდება. ამ პოსტით,თქვენ არ მოგმართავთ,ბატონო ჟორა,რადგან დარწმუნებული ვარ,ეს ყველაფერი,თქვენთვისაც ცხადია.აი აქ მწერალი ახალგაზრდები კი,თუ წაიკითხავენ და დაფიქრდებიან,ძალიან კარგი იქნება.არც მე ვარ მტყუან-მართალის გარკვევის უკანასკნელი ინსტანცია.სხვებსაც აუცილებლად ექნებათ საწინააღმდეგო არგუმენტები,მაგრამ საუკეთესოს ძებნას,კარგიც არ გადავაყოლოთ,ამისი მეშინია და ამისი თქმა მინდა.ასეთი რამე ხომ ადრეც უამრავჯერ დაგვმართნია.
კახა
კაი რა.ამ ფედერაციის და ამ მწვრთნელის გამო,წარსულზე აღარ ვლაპარაკობ,რადგან წარსულია და ამათზე ნაკლები არც ისინი იყვნენ საშველი არ არის,რადგან არასწორად ირჩევა შემადგენლობა.ასევე არ აძლევენ ბევრ ფეხბურთელს შანს,საერთოდაც არ იძახებენ და საერთოდ კლუბურ ფეხბურთსაც დედა უტირეს და ერთ დროს ევროპის ფეხბურთში საუკეთესო ქვეყანა მაჩანჩალად აქციეს.რაც შეეხება ნაკრებს ბოლო ორ თამაშში მაღალი ქონდა კვარაცხელიას, ჭანკვეტაძეს და კაკაბაძეს.რასაც ვეთანხმები.დანარჩენი 7 ქულას ვერ აცდენ. დაცვა ძაან სუსტია ბურთი ვერ ამოაქვთ და მაღალ ბურთებს ხშირად აგებენ.ამ 2 თამაშში ყველა გოლი მარცხენა ფლანგზე .ბურთი მარცხენა ფლანგზე გავიდა.კაშია.კვირკველია მადლობა,მაგრამ გასაშვებია.აზაროვი სუსტია,ბევრ შეცდომას უშვებს.ლოჩოშვილი ხშირად ჯარიმის ზღვარზე თამაშობს და ხშირად ჯარიმდება. იმედი მაქვს მოუმატებს.პოტენციალი აქვს. კალანდაძესაც არა უშავს.მოუმატებს მაგეც. იუნდა ვათამაშოთ გელაშვილი,საზონოვი.უნდა მოვსინჯოთ გველესიანი,გადრანი და კიდევ მოიძებნებიაბ სხვებიც.ნახევარდაცვაც სუსტია.ბურთი ვერ ამოაქვს თავდასხმელაბდე ჭანკვეტაძის გარდა. მიქაუტაძეს ჩავარდნა დროებითია მოუმატებს,ასევე დავითაშვილის იმედიც მაქვს.კიტეიშვილი კარგია.ქოჩორაშვილსაც არა უშავს მოუმატებს მაგეც.ნახევარდაცვაშიც შეიძლება სხვა ფეხბუთელების მოსინჯვა. მექვაბიშვილმა მოუკლო,აღარ მომწონს,ზივზიბაძეც მოუმატებს თუ კლუბუს ძირითადში ჩაჯდება.გოჩოლეიშვილსაც არა უშავს. ალთუნაშვილსაც,მამუჩაშვილსაც არა უშავს.წიტაიშვილიც არ არის დასაკარგი ფეხბუთელი.
ბმბ
წარუმატებელი ადამიანი ხარ ცხოვრებაში გეტყობა, თან შურიანი.
ამატაკი
მართალია ის, რომ ესპანეთთან თამაშით შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ვერაა მთლად სასარგებლო, მაგრამ ჩაილია ეს მორიგი შესარჩევი ციკლიც და მთლიანობაში შეიძლება საერთო სურათის დანახვა. რა შეიძლება ითქვას დადებითი: გვყავს რამოდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი, გუნდს ესმის მწვრთნელის მოთხოვნები და არჩეულ სქემას შეუძლიათ რომ დისციპლინირებულად მისდიონ, ანუ მართვა არის შესაძლებელი, ძირითადი სათამაშო სქემაც გამოკვეთილია.სამწუხაროდ აქ პლუსები თითქმის ამოწურულია. რაც შეეხება უარყოფითს: ზოგი ფიქრობს რომ შეტევითი ფეხბურთი (პირობითად თუ ვიტყვით) მხოლოდ შემტევებზე, ან შეტევით ფაზაში მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. შედარებით სუსტ გუნდებთან კიდევ შესაძლებელია ფონს გასვლა, მაგრამ დღეს ფეხბურთი ასე აღარ მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორაა მოწყობილი ბურთის მოპოვება, შეუძლია თუ არა გუნდს პრესინგის თამაში რაღაცა დროის განმავლობაში მაინც. ამ ასპექტში დიდი როლი აქვს დაცვის ხაზს. ჩვენი დაცვა ასაკოვანია, სტატიკურია. ამ დაცვით ვერასოდეს ვითამაშებთ მაღალ პრესინგს(ესპანეთთან ერთადერთხელ ავედით და ეგრევე მომენტი მოგვეცა). ჩვენ ცენტრებს არ ყოფნით სისწრაფე და ვერ ამოვლენ ძლიერ გუნდებთან ძალიან ზევით, კონტრშეტევების შიშით. ისინი კარს ეჯაჭვებიან, შესაბამისად არა თუ პრესინგი ბურთის ამოტანაც უჭირთ. არ გვყავს კიტეს გარდა ხაზების შემაერთებელი ფეხბურთელი, ჩვენ კარგ გუნდებთან არ გვაქვს ბურთის კონტროლი, შესაბამისად გვიწევს ბევრი უბურთო სირბილი შემტევებიანად და სადღაც ერთი საათის შემდეგ მართლაც არაქათგაცლილი გუნდი ვერაფერს ვეღარ ახერხებს. შეცვლებზე უკვე აღარაფერს ვამბობ.ეს არის ის ძირითადი უბედურებები, რაც გვჭირს და რის გამოც გვიჭირს არათუ გრანდებთან, არამედ ნებისმიერ თანამედროვე ყაიდაზე ორგანიზებულ გუნდთან ( მაგ. ლუქსემბურგი) რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა: ამ ჯგუფში ჩვენი შანსები მალე ამოიწურა, რატომ არ დავაყენეთ იმთავითვე ახალგაზრდა დაცვა საზონოვი-გელაშვილი-ლოჩოშვილი. აქამდე ხომ მეტად შეთამაშებოდნენ, შუა ხაზში აღმოაჩინეს ერადერთი ანზორი, როცა შეიძლებოდა სხვების მოსინჯვა, ისევე როგორც შენგელია იქცა ფლანგელად.ან მაგალითად ემუშავათ მარადიშვილზე. ხომ ცხადი იყო რომ კიტე ტრავმამიდრეკილია. 5-3-2 ითაც შესაძლებელია სემტევი ფეხბურთის თამაში, მთავარი სქემას მორგებული სწორი კონტინგენტია
ასეა!!!
ისე ამ ჩაკვეს რომ აფეტიშებთ,ცოტა მეტი ხომ არ მოგდით,რა მის საოცარ თამაშზეა საუბარი-ფეხბურთში საერთოდ მოდებაში არ ხართ, გუნდი, ოთხი ტაიმი კარებში ავტობუსად იდგა და ბურთი ვერ ამოქონდა,ვერ იჭერდა, ნახევარდაცვისა და დაცვას შორის კავშირი მოშლილი იყო,ხოლო თავდასხმა სრულიათ მოწყვეტილი გუნდს. ეს ყველაფერი, თამაშის წაყვანა,ტემპის კონტროლი, ბურთის დაჭერა, მაღალი პრესინგის ორგანიზება მას ეხება და ტყუილად ნუ ტენით მას გმირობას,ის გატანილი გოლები, მხოლოდ კვარას დამსახურება და მისი უმაღლესი კლასის შედეგია,თორემ მისი აუტის ხაზთან მიცემული ე.წ. საგოლე პასით მაგარი თამაშით,ორივე თამაში 5 გოლი გავუშვით,ერთი ამდენი კიდევ შეეძლოთ. გუშინაც ხომ ნახეთ გოლის შემდეგ საერთოდ ჩაიკარგა და იყო თუ არა მინდორზე არც იგრძნობოდა, საერთოდ შესაცვლელი ეგ იყო პირველ რიგში მიქაუტაძესთან ერთად.
მწვრთნელი
ვაისი ჩაკვეტაძემ გაიყვანა ერთა ლიგაში, სანიოლი კვარაცხელიამ! აი როგორც კი არ აღმოჩნდა ერთიც და მეორეც ვაისიც განულდა როგორც მწვრთნელი და სანიოლი ხომ ნულია, რად უნდა განულება! დაველოდოთ როდის მორჩება ფულის კეთებას ფედერაცია და მერე მივაღწევთ ალბათ ლუქსემბურგის დონეს მაინც!
ჟორა
ქტ. გასვლაზე არაა საუბარი. ნაკრების ფეხბურთელი ბურთს ხომ უნდა აჩერებდეს? ან 2 პასიდან ერთმა მაინც ხომ უნდა უწიოს მიზანს? მთელი ორი ტაიმი მოწინააღმდეგემ ბურთი ხომ არ უნდა დაგიმალოს?
ჟორა გაბრიჭიძე
ამ გუნდით არსად გამოსაჩენები არ ვართ. ბურთს ვერავინ აჩერებს, პასს ვერავინ აძლევს, გადაცემათა 70%-ზე მეტს მოწინააღმდეგე ეუფლება. ორ ტაიმს სრულყოფილად ვერავინ თამაშობს, ასეთი ფეხბურთელებით რა შედეგი უნდა დადოს მწვრთნელმა? მთელი გუნდი თავის საჯარიმოშია და იცავს თავს, მოწინააღმდეგეს ჩვენი ნახევარი აქვს ოკუპირებული, ამ დროს ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოს გარეთ იგერიებს ჩვენი მცველი, ანუ პირდაპირ ფეხებში აძლევს მოწინააღმდეგეს და ეს გრძელდება მთელი თამაშის განმავლობაში, ანუ ვერავინ ხვდება, რომ ასეთი მოგერიება არ შეიძლება.
გოჩა
ლოგიკურია:რომ ჩვენ არ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო თავმდამსხმელი ნორვეგიასავით(თუმცა მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას)არ თამაშობენ ჩვენები ისეთ კარგ კლუბებში როგორშიც ნორვეგიელები და როგორ უნდა გვქონდეს მატზე უკეთესი შედეგი;მაგრამ რა ვუყოთ ალბანელებს და ყაზახებს რომელთაც არც კვარაცხელია ყავთ და არც ჰალანი და არც ისეთ კარგ გუნდებში თამაშობენ?
simartle
ამ ნაკრებიდან ბევრი გასაშვებია, სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული. ამათ მეტს ვერავინ ათამაშებს.,მწრვთნელი რომ ვიყო ხელების გაშლას როგორც კი ფეხბურთელი დაიწყებს და ზედმეტ აფერისტულ კოტრიალს უდროო დროს სასწრაფოდ მოედნიდან გავიყვანდი და შეიძლება საერთოდ აღარ გამოვუძახო. მაგ ხელების შლამ და არბიტრთან კამათმა კვარას მეორე ყვითელი მიაღებინა და ფლეიოფს ტოვებს. კარგი ფეხბურთელია და მის თამაშს არ ვტოვებ რუბიში გადასვლის შემდგომიდან, მაგრამ შვილი ცოტა ტვინი დააყოლოს უნდა ადამიანმა. ასეთი შეცდომის დაშვება ლაყაფისთვის ყვითლის აკიდება ღალათის ტოლფასია. მოუწევსი ისევ ტრიბუნებიდან ყურება და იგივე სცენარი გამეორდება რაც წინა შესაღჩევსი. აზაროვი ძალიან უსუსურია ფიძიკურად, სანაკრები დონის ფეხბურთელი სამწუხაროდ არ არის, ორი გოლი მისი ბრალია. მოკლედ შუა ხაზში ბევრი რამ არის გასაუმჯობებსებალი, რადგან ჩაკვეტაძეს გარდა ბურთის დაჭერა და ამოტანა არც ერთს არ შეუძლია. აუტი საერთოდ სულ იმათ ჩააბარეს და ბურთს უსუსურად იგერიებდნენ პირდაპირ მოწინააღმდეგეზე....სამწუხაროდ ყველა ისწავლა ფეხბურთის სწორად თამაში ჩვენს გარდა და ფედერაცია როგორც რაგბში ასევე აქაც პოლიტიკური ხაზებით არის დაყენებული. სსრკ-შია სს s
QT
ჩვენ ჩვენი ვვტკივა, მაგრამ ნორვეგიამ რაღა თქვას, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ყავთ და მას გარდა მთელი ნაკრები ევროპის წამყვან კლბებში თამაშობენ თან სტაბლურად, ეგენიც ვერ გავიდნენ ევროპაზე და ესპანელებთან გასვლა 3:0 წააგეს. დარწმნებული ვარ, ისეთ გუნდებში რომ ჩვენი ბიჭები თამაშობდნენ სადაც ნორვეგიელები, კაი ხაბია ევროპაზე გასლები ვიქნებოდით და შოტლანდიის ნაირ ნაკრებებს ბურთს თავზე დავახევდით. თუმცა რეალობა ისაა რომ ერთი კვარაცხელიათი, ჩემპიონშიპში მოთამაშე საოცარი ჩაკვეთი და ვალნსიას მამარდათი ძნელა ასეთ გრანდებს მოუგო.

აი ეგ ფეხბურთთან რა შუაშია?? საერთო ჯამში მართალი კი ხართ. რით ვერ გადავედით მაგ აზროვნებიდან. ძალიან ჩამოვრჩით ბევრ რამეს. სამწუხაროდ.
ევრო
არა მეგობარო მასე არაა. ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეთ მანდ არ გამოტოვებს. გამოტოვება მოუწევს ევრო 2028 შესარჩევის პირველი მატჩის.
las
გოჩოლეიშვილის იგნორი მართლაც გაუგებარია. მიმაცნია. ჩაკვეს, მამარდას და კვარას, მერე ყველაზე კლასნი იგროკი ეგ არის. პროგრესირებადი. როგორ ვერ უნდა დაინახო და ვერ მოუძებნო ადგილი ნაკრებში. 2 წელი მთელი ხალხი ვიხვეწებოდით ჩაკვეს ნაკრებში გამოძახებას და თამაშს და ამას 2 წელი დაჭირდა ამას რო მიმხვდარიყო.
aburjga
მანუჩარი გვინდა, დიდი მანუჩარ მაჩაიძე, რომელსაც ბურთი ფეხს არ წვავდა და რომელსაც 2-3 მეტოქე ბურთს ვერ წაართმევდა! ამისთანა კაცს მოძიება და გაზრდა სჭირდება! ამიტომ საჭიროა იური სიომინის ჩამოყვანა და დიდი ფულის გადახდა! აბა ანდრო ჟორდანიას და ანატოლი ნორაკიძეს ვერ გავაცოცხლებთ!
არტ
ბურთის ამიტანა ხდება წინასწარ დამუშავებული კომბინაციებით, სად ნახეთ რამე წინასწარ დამუშავებული გინდა ამოტანისას გინდა კუთხურისას გინდა ჯარიმისას?
არდილეს
კითხვას ვსვამ,არ ვიცავ არავის, დავშვათ ფედერაციაც შეიცვალა, ,მწვრთნელიც და ვინც გინდათ კიდევ,თუნდაც ფოთის პოლიცმეისტერი... თუ ნახევარდაცვაში მებრძოლო, ბურის ამომტანი, სწორი პასისი მიმცემი,სწრაფი ხალხი არ გვეყოლება , მერე? აი, გატუზოს ნახევარი, მოდრიჩის 1/3, "იმდროინდელი" მანუჩარ მაჩაიძე თუნდაც .. ვცვალოთ ასე ჩინოვნიკები და ეგაა?
100%

არგუტი
პირველი ტაიმის შემდეგ დავწერე:"სასწრაფოდ ,ახლავე,შესვენებისას აზაროვი უნდა შეიცვალოს გოჩალეიშვილით და მიქაუტაძე დავითაშვილით".სამწუხაროდ ეს არ მოხდა და მივიღეთ ორი გოლი.ეს შეცვლები სანიოლმა მაინც გააკეთა,მაგრამ ძალიან დაგვიანებით,როცა საქმეს უკვე აღარ ეშველებოდა.ურმის ბორბალი როცა აჭრიჭინდება მაშინვე უნდა შცვალო ,თორე გადაბრუნების შემდეგ უკვე რაღა აზრი აქვს? აქედან დასკვნა :სანიოლი ვერ კითხულობს თამაშს და ვერ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს,პრევენცია რომ გაატაროს.დიდი გენიოსობა ნამდვილად არ სჭირდებოდა იმას,რომ ეს ორი ფეხბურთელი [შეიძლებოდა კვეკვესკირისაც] შესვენებაზევე შესაცვლელი იყო.ბიჭებზე საყვედური არ ითქმის,ისინი თავს არ ზოგავენ,მაგრამ ამ თავგანწირვას შედეგი ვერ მოაქვს ,რამეთუ მათი ძალისხმევა არასწორი მიმართულებით მიდის და არასწორად იხარჯება.საჭიროა სწორი ტაქტიკა[ზონური პრესინგი] და მაღალი წესრიგი და თამაშის მიმდინარეობისას დროული პრევენციული ზომების მიღება.ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს იმის თუ დაბალი კლასის გუნდს როგორ დაუმარცხებია თავისზე ბევრად მაღლა მდგომი მეტოქე მაღალი მოტივაციისა და მაღალი ორგანიზაციის მეშვეობით.[ანუ პორიადოკ ბიოტ კლას].სანიოლი კი არ არის ამის მიმღწევი და გამკეთებელი.გვინდა მწვრთნელი რომელიც ,ამ შემადგენლობას თავისი შსაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებინებს .
Qartveli
აი ეგ ბაზარი მწვრთნელით დაიწყეთ
Dato
კვარაცხელიას უკვე ვარსკვლავის ავადმყოფობა შეეყარა როგორც ვატყობ, (თან მესის ხელი ჩამოართვა), უაზროდ კამათობს მსაჯთან, უხეშობს. კაშიას შემდეგ ნაკრების კაპიტნად მაგას დანიშნავენ სავარაუდოდ და აწი მერე ნახეთ.
ირაკლი ქუთაისელი
სვარკა
ავჭალიდან
ძმები, რაც გინდათ ვთქვათ, რაც გინდათ ვწეროთ, ჩვენს ნაკრებს ერთ საათზე მეტის თამაში არ შეუძლიათ ეგ არის და ეგ.
Las
არაფერი განსაკუთრებული არ მიმხდარა. მოიგო ესპანეთმა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებია. არ ვართ კმაყოფილი მარა რას ვიზამთ. ესაა ჩვენი დონე. გაიგეთ ხალხო სანამ ქვეყანად არ შევდგებით არ გვექნება კარგი ფეხბურთი. მაგალითად რო მოგყავთ ყაზახეთი და აზერბაიჯანი. გადახედეთ რა დინეზე არიან გაუსლი მათი სახელმწიფო და ეკონიმიკა. აქ ბიუჯეტი როგორ გაძარცვონ იმაე ფიქრობენ ჩინივნიკები. რა ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი.
Burton
მე პირადად, არ მგონია, რომ ამ ორ მატჩში სანიოლის ბრალი იყო რამე. ამ შემადგენლობისთვის ოპტიმალური შედეგი გამოადნო. კარგია, მიხვდა როგორც იქნა, რომ ჩაკვეტაძე კვარაცხელიას კონკურენტი არაა და გამთამაშებლად არის მაგის ადგილი და ხვიჩას წინ წაწევაც კარგი მოფიქრება იყო. დღეს ქოჩორაშვილიც მომეწონა. კაკაბაძე კარგი იყო ამ 2 თამაშში (ლობჟანიძეზე ბევრად უკეთესია, გოჩოლეიშვილზეც). ახლა მცველებს რაც შეეხება. ჩვენი ნაკრებისთვის 3 ცენტრალური მცველით თამაში ბევრად რომ ჯობია 4-მცველიან ტაქტიკას, მგონი აშკარაა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ფლანგის "მცველები" უფრო მეტად შეტევაზე ორიენტირებული გვყავს, ვიდრე დაცვაზე. 4 მცველიდან ერთ-ერთი რომ აზაროვია, ძალიან სუსტდება დაცვა. იგივე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია და ა.შ. შემტევები უფრო არიან ეს ფეხბურთელები და დიდი რისკია მათი შემადგენლობაში ყოფნის გამო მხოლოდ 2 ცენტრალურ მცველს ანდო საჯარიმო. მხოლოდ კაკაბაძეა ისეთი ფლანგის მცველი, ვისაც შეიძლება ენდო დაცვაში თამაშის დროს.. ლოჩოშვილი და საზონოვი შეადარეს ქვემოთ და ეგენი რეალურად ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. ლოჩოშვილი ცაციაა და თამაშობს მარცხენა ცენტრალურ მცველს. ლოჩოშვილის კონკურენტები არიან დვალი და კალანდაძე, ტაბიძე. ესენი ყველანი ცაციები არიან. საზონოვი მემარჯვენეა და თამაშობს მარჯვენა ცენტრალურ მცველს. მანდ კვირკველია იდგა დღეს და სერიოზული შეცდომა არ ჰქონია. საზონოვს დიდი ხანია არ უთამაშია კლუბში და არაუშავს თუ ახალგაზრდულში ითამაშებს ამჯერად. დღეს ლოჩოშვილი/აზაროვის ზონიდან გაგვივიდა ფაქტიურად სამივე გოლი. კალანდაძემ ითამაშა ცოტა ხანი შოტლანდიასთან ლოჩოშვილის ადგილას და იმანაც საჰაერო ორთაბრძოლა წააგო მაგ ზონაში, მეორე გოლის დროს. მოკლედ, საზონოვისთვის მაგ პოზიციაზე თამაში უხერხული იქნება. საზონოვი კვირკველიას შეცვლის მალე, დროის საკითხია. ლოჩოშვილიც დასტაბილურდება იმედია თანდათან, ფიზიკურად ძალიან ძლიერია. და ამათ შორის გელაშვილი უნდა დადგეს და ჩაანაცვლოს კაშია. ძალიან სუფთად და ელეგანტურად თამაშობდა ახალგაზრდულში. ლოჩოშვილი-გელაშვილი-საზონოვი(მარცხნიდან მარჯვნივ) ასეთი ცენტრალური დაცვა მოჩანს ყველაზე პერსპექტიულად სამომავლოდ. კალანდაძემ თუ მოუმატა ორთაბრძოლებში, ბურთის ამოტანა ძალიან კარგად გამოსდის და შეიძლება ლოჩოშვილზე უკეთესი ვარიანტი იყო მომავალში
alexandre
გულშემატკივარი რომ ვერ ხვდება ამ მეორე ყვითელის მერე რა იქნება, კიდევ გასაგებია. მაგრამ ამ პირველი არხის უვიცი კომენტატორები ნამდვილად მაღიზიანებენ. თამაშს ხომ საერთოდ არ უყურებენ, ეტყობა თავის მომზადებულ ფურცლებში იყურებიან. რაც შეეხება მეორე ყვითელს. გარკვევით ეწერა, გამოტოვებს შემდეგ მატჩსო. შემდეგს ამ (!) ტურნირში. ანუ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგა სხვა ტურნირია. ესე იგი თუ გავალთ ევროპაზე იქ პირველ თამაშს, თუ არა შემდეგი ევროს შესარჩევის პირველ თამაშს. ყველას წარმატებას გისურვებთ, განსაკუთრებით მარტში.
აე გურამ აეე
ვალიადოლოდის სტადიონზე გულშემატკივრებში მარტო ქართველებს ეკეთა მზის სათვალე . სანამ მოძველბიჭო მეტადონშიკური დვიჟენია არ იქნება სამარცხვინო და ციგნებივით ქურდობა კაი საქმე ,არსად არ გავალთ .არც მსოფლიოზე არც ევროპაზე .ნუ რასტოვის ან ნაბერეჟნიე ჩელნის პირველობაზე კი .
KOSTAKURTA
და ამ ნაკრებით და ფეხბურთით გვინდა ევროპაზე გასვლა რომ ჯგუფში სამივე თამაში ჩავისვაროთ და ყველას სასაცილო და მასხრად ასაგდები გავხდეთ!? კვარას,ჩაკვესა და მამარდას გარდა დანარჩენები ნულია!მარტო ეს 3 ბრძოლას ვერ მოიგებენ. მიქაუტაძე საერთოდ არაა ნაკრების ღირსი!ტყუილად კი არ ყვირიან აიაქსში არაა ეს აიაქსის დონის ფეხბურთელიო.დაცვას ბურთი ვერ ამოაქვს მეტოქის პრესინგის დროს ნახევარდაცვისთვის. ნახევარდაცვა კი საერთოდ ჩახსნილია თავდასხმისაგან.რა ჯანდაბა გვჭირს.ნახეთ რა პროგრესი აქვთ აზერბაიჯანის,ყაზახეთის ნაკრებებს.ჩვენ ხომ კლასით ამათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს?სანიოლი უკვე ვეღარ ახერხებს ფეხბურთელების მოტივირებასა და საბრძოლო სულით დამუხტვას.მე მგონი აღარ ააქვს მეტი კრეატიული იდეები,ფეხბურთელებს ალალბედზე და ვარაუდით უშვებს შეცვლებზე, იქნებ რაღაცა მოხდეს...დისციპლინა მოშლილია.კვარას გამოხტომებიც საკმარისი მაგალითია.ყაზახებმა 18 ქულა მოაგროვეს შესარჩევში.დიდებული შედეგია.მოუგეს დანიას, ირლანდიას, ფინეთს....ჩვენ?!ყაზახებმა დანიას წაგებული თამაში შემოუტრიალეს და 3:2 მოუგეს ამა წლის მარტში.და იცით რატომ მოუგეს?შესვენებაზე ყაზახთა მწვრთნელი ავდიევი, გასახდელში თავის ფეხბურთელებს უყვიროდა:რა დაგემართათ,რა ფეხბურთს თამაშობთ! რაც მე დაგავალეთ ის გააკეთეთ და ითამაშეთ და თუ ჩემი დავალების მაქსიმუს შეასრულებთ და თუ მაინც წავაგებთ, ესე იგი მეცოდინება რომ დამნაშავე მე ვარ, თქვენ ყველაფერი 5-ზე გააკეთეთ,მაგრამ ჩემი ტაქტიკა და სქემა შეცდომა იყოო.მეორე ტაიმში ყაზახებმა თამაში მოიგეს.აი მწვრთნელი!რა გახდა ნაკრებისათვის ერთი მაღალკვალიფიცირებული, ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ყველას თავის ადგილზე მოსვამს, ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული და ჩვენი უჯიგრო,უპასუხისმგებლო ფეხბურთელებით დამთავრებული!
გოჩა
რაც მე თავი ვიმტვრიე რას ეჩურჩულებოდა ლოჩოშვილს იმდენხანს?თურმე დაელოდე მე-3 გოლს და გაიგებ...
დავით 67
კარგი რა. ის ვიღაც 9 ნომრის დანაკლისი და ხვიჩას არ ყოფნა ერთიდაიგივეა? ვერ მოვუგებთ ლუქსემბურგს, ხვიჩას გარეშე! ეგ ადრინდელი ლუქსემბურგი არ გეგონოს. ყველამ ვიცით თუ რა კარგი პატარა ქვეყანაა და ამიტომ ბოლო პერიოდში უამრავმა უცხოელმა ფეხბურთელებმა მიაშურეს ამ ქვეყანას, ძირითადად ესპანელებმა და დონეც ამაღლდა. არ მესმის როდესაც უსუსური თამაშის გამართლება გინდათ დაღლილობით. ესპანელები რატომ არ იღლებიან ან სხვები? მესმის ქართველი უკვე დაღლილი იბადება, მაგრამ ფეხბურთი მარტო სირბილი ხომ არაა. ვერ თამაშობენ და ამას ვერ ხედავთ? ერთი კაცი არ იგებს ფეხბურთს, ეს მხოლოდ მარადონას შეეძლო. ასე რომ ხვიჩას გარეშე 0-ია ნაკრები. ლუქსემბურგს ვერ გავცდებით. რომც გავცდეთ მერე საბერძნეთან ( თუ არ ვცდები) ხომ საერთოდ... ყველგან ვეძებ და ვერ ვპოულობ უეფას წესდებას ,ანულირდება თუ არა ყვითელი ბარათები
Levani
და ისე რა გვინდა ამ გუნდით ევროპაზე? 30 წელი გავიდა უკვე ვინც აქამდე ვერ გაიგო რომ რუსები არა ვართ ისინი ვერც მერე გაიგებენ და სხვა რაში გვჭირდება,სომხებს და აზრებს რო დახარბდეთ? მასე ჯაგლაგი გუნდით ლატვია იყო ფინალურზე და მაკედონია მაგრამ რა მერე-წინ წავიდნენ რამით?
ქომაგი
ვილის მამუჩაშვილის ვარცხნილობა მოსწონს ალბათ.
ქომაგი
"თამაშით კმაყოფილი ვარ"- თქვა სანიოლმა. ამ კაცს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს.
ლაშა
5 მცველით ვითამაშეთ, 3 ცენტრალური მცველით. 3 გოლი გავუშვით, სამივე საჯარიმოში ჩაწოდებული. სრული ფიასკო იყო მცველების დღესაც და შოტლანდიასთანაც. ვერც სანიოლი ალაგებს დაცვას და ვერც მცველები წყვეტენ ინდივიდუალურად ვარსკვლავებს. არც მეკარეს აქვს იმის უნარი ჯერ-ჯერობით, რომ დაცვას უკარნახოს, როგორც ჩანს. იკვეთება, რომ ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას მოაქვთ ის შედეგი, რასაც ვხედავთ და რეალურად მაინც 2 ფეხბურთელის გუნდი გვყავს.
სოსო
შოტლანდიასთან გამოჩნდაააააა,რომ ბუდუ კიდევ უფრო უარეს ფორმაშია.აზაროვის ადგილზე კი,შენგელია გვჭირდებოდა,რომელმაც წინა თამაშში ტრავმა მიიღო.
სოსო
ვიბრძოლეთ რაც შეგვეძლო,მაგრამ 60 წუთის შემდეგ,უკვე დაგვეტყო დაღლილობა.პრინციპში,პირველი ტაიმის ბოლოს,კონტრშეტევაზე "რიოკისათვის"ხვიჩას ძაკა აღარ ეყო და შეტევა დაიკარგა.ისიც უნდა ითქვას,რომ არასათამაშო მომენტებში,ხვიჩას ეტყობოდა,რომ ცოტას კოჭლობდა და რა თქმა უნდა გარღვევაზე გაქცევისასაც შეუშლიდა ხელს.ესპანელებმა,მთავარინ დაწოლა,ირაკლი აზაროვზე გააკეთეს და შედეგიც შესანიშნავი მიიღეს,მაღალ ბურთებზე,მას შანსი არ ჰქონდა,ტანმაღალ მეტოქეებთან და გოლები,სწორედ მის პოზიციაზე მაღალი ბურთების გაშვებით გაგვიტანეს.ლოჩოშვილის ავტოგოლიც,პრინციპში,მისი ფრთიდან ჩაწოდებულის მოგერიების მცდელობისას მივიღეთ.ირაკლი,ძალიან ტექნიკური ბიჭია,მაგრამ არა ესპანელებთან შედარებით,თავისი თავის მოიმედემ,მატჩის განმავლობაში,რამდენჯერმე პირდაპირ საჯარიმოს წინა ხაზთან გადააბარა მეტოქეს,ბურთები და სახიფათო სიტუაციები შეიქმნა.ვერ ვიტყვი,რომ ესპანელები ვერ მოგვიგებდნენ,მაგრამ ტანმაღალი შენგელია რომ გვყოლოდა,შესაძლოა ამდენი ხიფათი არ წამოსულიყო,ამ ფლანგიდან.ესპანელებს,ნადვილად კიდევ უფრო მომატებაც შეეძლოთ,თუ დასჭირდებოდათ.რა ვთქვა?გუნდს ვერაფერს ვუსაყვედურებ.იბრძოლეს და მიუხედავად იმისა რომ ბურთოის ფლობა,24% გვქონდა,თამაში,მაინც კარგი საცქერი გამოდგა და რაც მთავარია,ჩანდა რომ ბიჭები საბრძოლველად მზად იყვნენ და არაფერს თმობდნენ.პირველ ტაიმში,ძალიან კარგი იყო ხვიჩა ჩაკვეს დუეტი და ასეთი გოლი,ჩვენი ნაკრების შესრულებით,დიდი ხანია არ მინახავს,თუმცა მეორე ტაიმში,ხიფათის შექმნსი ენერგია,მგონი უკვე არარ გვქონდა.კი,ვცდილობდით,მაგრამ დაღლილობა ძალიან გვეტყობოდა და ზუსტი პასების გაკეთებას,ვეღარ ვახერხებდით.ძალიან ცუდია,ხვიჩა ასე ძალიან რომ იყო აღგზნებული და მსაჯს გაფრთხილება,შეიძლება ითქვას,რომ ძალად გამოსტყუა.არ ვიცი წესდება როგორ მოქმედებს,მაგრამ მეშინია,რომ ლუქსემბურგთან პლეი ოფის მატჩში,ხვიჩას და კაშიასაც,დისკვალიფიკაცია ექნებათ,გაფრთხილებების გამო.ლუქსემბურგის ნაკრების თამაში არ მიყურებია,მაგრამ ლიხტენშტეინთან ბოლო მატჩში,მათი 9 ნომერი ,უკვე 6 წუთზე გაუძევებია მსაჯს,მაგრამ თამაში მაინც მოიგეს,თუმცა თუ ხვიჩა არ გვეყოლება,არც ეს ფეხბურთელი მიიღებს იმ მატჩში მონაწილეობას.ასეა თუ ისე,ლუქსემბურგს,ხვიჩას და კაშიას გარეშეც ვალდებულები ვართ, მოვუგოთ.ისე,ნამდვილად არ მეგონა,თუ ესპანელები,ჩვენი კარის დასაბომბად,ძირითადად მაღალ ჩაწოდებებს მიმართავდნენ.ეტყობა ჩვენი დაცვის თამაშის ანალიზმა მიიყვანეს,ამ დასკვნამდე. დღეს ყველამ ვნახეთ,როგორ არაფრის გარეშე,მიიღო ტრავმა,გავიმ.ბიჭი ყველგან თამაშობს და კუნთმა თუ მყესმა,გადატვირთვას ვერ გაუძლო.შარშან ბარსელონაში ასე პედრის დაემართა.უფრო ადრე,ანსუ ფატის.ჩვენთან ჯანოს და ლევან ყენიას დაემართათ,მსგავსი უბედურება.გავის სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,მაგრამ ტრავმა რა სიტუაციაში მიიღო,იმასაც რომ არ შევხედოთ,მეორე გოლზე,ესპანელებმა,გავის მხარდასაჭერად,მისი მაისური გაშალეს და ესეც მიგვანიშნებს,რომ ტრავმა სერიოზულია და გუნდი მას უჭერდა,მხარს.ეს ყველაფერი,ისევ და ისევ ხვიჩას თემას მინდა მივაბა,რატომ არ ითამაშაო,ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე.მაშინაც ვწერდით,რა მოსდევს,გადაღლას და აგერ,ცოცხალი მაგალითის მომსწრეებიც გავხდით.ნაკრებმა ეს წელი ჩაამთავრა და გაზაფხულამდე ვემშვიდობებით.იმედია,იმ დროისათვის კიდევ უფრო თავდაჯერებულები და უკეთეს ფორმაში მყოფები შევხვდებით.
მერაბი
ფლეი იგი ვისთანაა ლუქსემბურგთან თუ ყაზახეთი?
gia
წლის მონაგარი - რაგბიში - ჩავარდნა ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე, კალათბურთში კი გავედით პირველად მსოფლიოზე, მაგრამ ისე ვითამაშეთ რომ ჯობდა არ გავსულიყავით, ფეხბურთში გამოჩნდა რომ, არც გუნდი გვყავს და არც მწვრთნელი, გვყავს ერთი კვარა
Bond
ისე ამ კაცის კომენტარში რა არ მოგეწონათ, მე-4 ადგილზე მაღლა ელოდით საქ.ნაკრებს. აქ სულ რამდენიმე კაცი აკეთებს სწორ ანალიტიკურ კომენტარებს, დანარჩენები ,ყვავებივით არიან. ბალეტმეისტერებივით
zoom
აზაროვი 1.56 სმ -ია და ბოლო ძელთან სულ ახტებიან თავზე . მაგ პოზიციაზე მანამდე ნავალოვსკი იყო 1.54 სმ და რა იყო კონვეირია .
გეგი
მამარდამ ითამაშა ძალიან მაგრად და წარმატებას უფრო გაძლიერებას და მომატებას ვუსურვებ მასაც და მთლიან ნაკრებსაც.
Me
საინტერესო გულშამტკივრები ვართ, ესპანეთმა როგორ მოგვივეს, სირცხვილია - შოტლანდიას ფრე ვეთამაშეთ და საზიზღარი გუნდი ვართ. ამ ორ ძალიან ძლიერ გუნდს 3 გოლი გავუტანეთ და მაინც ვლანძღავთ ბიჭებს. მაინტერესებს მოლოდინი როგორი იყო?
რატი
კარგი მწვრთნელი და ახალი ფედერაცია.
ჰაჰა
ეჭვი მეპარება ამ ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხოს. ნეტა ვცდებოდე.
ეეე
მე კმაყოფილივარ და ვისაც მეტი გინდათ, ფეხბურთის აზრზე არ ხართ.
gia
არ გადაყვება, ჯერ გაერკვიე დამერე წერე
ბუჯანგა
უკლასო რომ იყვეს ესპანეთი რა მომგებია ეს მკვდრების სბროდი...ესენი ვერასდროს გახდებიან ფეხბურთელები..აწი ვერც ვერაფერს ისწავლიან...კლასს რომ მიაღწიო იშრომო უნდა ივარჯიშო..იაზროვნო...დღეს და არც წინა თამაშში მსგავსი არაფერი მინახია...ეს სანიოლი თავის დროზე კლასნი მცველი იყო და პირველ რიგში დაცვაში თამაში უნდა მოეწესრიგებინა...ამაზე უარესი დაცვა თუ როდისმე გვყავდა ნამდვილად არ ახსოვს,,,,სირცხვილია ასეთი გუნდით ევროპაზე გასვლა...მარტო კვარა და ჩაკვე წარმატებას ვერ მოგვიტანს...ამდენ აკადემიას მინდა შევეკითხო..რატომ ვერ ზრდით ფეხბურთლებს..გამოდით და თქვით რა პრობლემებია...
დავით 67
მემგონი ანულირდება.
ელიასი
უეფა-ს შესარჩევებიდან ჩვენ, სანამ მზე არ ჩაქრება, ვერსადაც რომ ვერ გავაღწევთ, ამას წვეთი წყალი არ გაუვა. ამიტომაც სასწრაფოდ კონტინენტური ფედერაცია უნდა გამოვიცვალოთ. აფრიკაში კი სიხარულით მიგვიღებენ და ჩაგვიხუტებენ, მაგრამ მაგათთან სულ ვაგებთ (ნიგერიასთან 1:5, მაროკოსთან 0:3), ერთი საცოდავი 0:0 გვაქვს კამერუნთან და ისიც იმის გამო, რომ კამერუნელებმა 18-მეტრიანი ავტობუსები ჩააყენეს თავიანთ კართან რადგან რუსები ვეგონეთ, მათთან კი სულ მწარე ანგარიშით აგებდნენ და ეს იმ საოცარ ხანაში, როცა არგენტინას, ბრაზილიასა და სხვა ლომებს სულ ბუცებიან-გეტრებიან-შნუროკებიანად სანსლავდნენ, რუსებს კი იმ დროს ყველა ანგრევდა და აფარჩაკებდა, სულ-სულ-სულ ყველა კამერუნის გარდა. ახლა მგონი ამ შესანიშნავმა შავმა ბიჭებმაც გაიგეს, რომ რუსები არ ვართ და აქედან გამომდინარე - ვაი ჩვენს თავს. ასე რომ აფრიკა არ გამოგვადგება. ჰოდა, შევუერთდეთ აზიას. მთელი ჩვენი 1-მორწმუნე და 41-მორწმუნე ძმები და მამაძაღლები იქ არ იქნებიან?! მაგალითად: რუსეთი, სპარსეთი, ჩრ.კორეა, თურქმენეთი, ბელარუსი და კიდევ სხვა მრავალი სულ დამპალიც და საშინლად აქოთებულიც. ჯგუფში ტაილანდი და მონღოლეთი გვეყოლება და თავაწყვეტილი გულაობა იქ ნახეთ!!! კობიაშვილს ქუჩაში გავაგდებთ და მის ტახტზე შპიო მუჯირს დავსვავთ (საფეხბურთო გვარია ბოლოს და ბოლოს, საკუთარ კარში ისტორიული გოლების გარჭობა არ იქნება მისთვის უცხო ხილი) და თუ ამასთან მწვრთნელად გატუზოს რომელიმე აქაურ ამფსონს დავნიშნავთ, აი, გოლთა ცვენა მანდ ნახეთ და გულის გასკდომამდე ისიამოვნეთ. მგონი სავსებით საღი იდეაა მთელი ეს ბაზარი საერთო ჯამში! არა?
დავით 67
შენმა ნიკმა ქიმიური ელემენტი უფრო გამახსენა, ვიდრე ის ჰამბურგის გერმანელი ფეხბურთელი
დათა თუთაშხია
კლასმა თავისი გაიტანა კი არა, დავიღუპეთ - კვარა პლეი ოფის მატჩს გამოტოვებს. მაგრამ ქართველი ჟურნალისტები ამას ვერ მიხვდებიან და მთელს ქვეყანას ტყუილში აცხოვრებენ, ვიდრე უეფადან არ მოვა წერილი :( . ტურნირის წესდება ნახეთ უეფას საიტზე, არაა რთული.
ბესო
32 წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ გქონდა შანსი იმისა, რომ ან მსოფლიოზე ან ევროზე გახვიდე და მაინც ჭაობში რჩები!!... ალბათ ვიმსახურებთ ამ ყველაფერს და მაგიტომ ვართ ესე!... კორუმპირებული საძმაკაცო-სანათესაო ფედერაცია, იგივენაირი ფეხბურთის სკოლების სისტემა, უთავმოყვარეობა, სიზარმაცე, დაბალი ინელექტი და შედეგად ჭღ-კლასის ფეხბურტელები (2-3 ის გარდა)... ფეხბურთის ნიჭს და ინტელექტს თავი რომ დავანებოთ, 2 ტაიმი სირბილი და პრესინგი მაინც ისწავლე ს ცხონებულო!!!!
ფეხბურთი
არ შეუძლიათ და რა ქნან. ვერ დარბიან და სირბილის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. მიქაუტაძეს ნახევარი კილომეტრი არ ურბენია ერთ ტაიმში და ასე ფეხბურთი არ ითამაშება. კლასი რომ იყოს მხოლოდ პრობლემა არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ არ შეუძლიათ სირბილი , ეს არის რაც არის.
geo
როგორც დიდმა ბიძიებმა პატარა ბავშვებს, ისე მოგვიგეს. არადა ესპანელებს ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდა ნაკრები ჰყავთ. ჩვენი დაცვა და ნახევარდაცვა - უბრალოდ კატასტროფაა
დავით 67
სწორი და ზუსტი სათაურია. მართლა გაძლებაზე იყვნენ. ამ ლოჩოშვილს რა კარგი თავური დარტყმა ჰქონია. ამათ შემყურეს, ხვიჩა მეცოდება. არადა რა იბრძოლა ბიჭმა. მეორე სართულზე ბრძოლა თითქმის ყველა წააგეს. ამ კვირკველიას და ლოჩოშვილს სიმაღლე აქვთ და მათზე დაბალი მოწინააღმდეგის ფეხბურთელები სჯობნიან. მოკლედ დამთავრდა შესარჩევი, არაფერი სენსაციური არ მომხდარა, საქართველოს ნაკრები ცხრილში დაუბრუნდა თავის ტრადიციულ ადგილს, რაც ეჭვს არ იწვევდა.
რუსთავი
ნახევარდაცვის გარეშე ვთამაშობდით ფაქტიურად, მარტო ჩაკვე ცდილობდა რაღაცას დანარჩენი არვიცი საერთოდ მოწყვეტილი იყო თავდასხმა. კვარა კარგი იყო გოლამდე, მერე აურია რაც ისევ ვიტყვი რომ დისციპლინის ნაკლებობაა. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბიჭები ვერ ხვდებოდნენ დავალებებს რა უნდა გეკეთებინათ. კაშია ძალიან კარგი ლიდერია მაგრამ ასაკი თავისას შვება ფეხები ვეღარ მისდევს ტვინს, დაცვის ცენტრის ლიდერი გვჭირდება სასწრაფოდ. მწვრთნელი და ახალი ფედერაცია სასწრაფოდ! მოშორდეს ეს პარლამენტის ფედერაცია, საერთოდ ვინაა პრეზიდენტი სადმე რამე კომენტარი გაუკეთებია? ან გამოჩენილა?
ადამიანი
მე არანაიარდ არ ვდებ თავს ფეხბურთის მცოდნეობაზე,მაგრამ...ჩააგდეს პირველი ტაიმი მიქაუტაძემ და აზაროვმა,რარას აცდი კიდევ იმდენ დროს??? შეცვალედა ბუდუ რატომ არ შემოიყვანა,მარტო ხვიჩას მხრებზე რად შეატოვა შეტევა,ბუდუს ყოფნით ხომ ხვიჩასაც გაუადვილდებოდა და ჩაკვეტაძეს პასის დროს არეალი ეხსნებოდა,მევაბიშვიმა რა გააკეტა რომ??? კარგი ბატონო,მე უცოდიარი ვარ,აგერვ დაველოდოთ შეფასებებს,ვნახოთ მიქაუტაძეს,აზაროვს და მექვაბიშვილს რა ქულები ექნებათ. ეჰ ვილი,ვილი..
vava
უეჭველი რაღაც რეკორდი დამყარდა ბურთის დაკარგვებში (პროცენტულად, თორე ისე ბურთთან ჩვენ რა დიდი საქმე გვქონდა) - კვარაცხელიაც ლიდერობდა, ამ მხრივ(!) ჩაკვეტაძეს, ყოჩაღ - პროგრესი აქვს!
ლევანი
კიდევ ერთხელ დავინახე, მე პირადად, რომ კარგი მწვრთნელია საჭირო და ნორმალური, კონკურენტუნერიანი გუნდი გვეყოლება. დიდება საქართველოს!
III
რისთვის მოიყვანეს სანიოლი? 5 გუნდიან ჯგუფში მეოთეხე ადგილისთვის?
გია
ამ მექვაბიშვილს რატო ტენიან ნაკრებში ვერ გავიგე. არაბიძე ჭირდება ნაკრებს რომ ბურთი უფრო მეტად გავაკონტროლოთ, ჩაკვე-კვარა-არაბიძე მაგარი ტრიო იქნება. არაბიძე ნაკრებშიიიიიი
Achi
Rato gayavs kvekveskiri da ra saqmeaq meqvabishvils mand magra endzreva naxevardacvas tu cvlis kvekveskirs altunshvili shemoeyvanamainc tu mkitxav amat altunashvili jobia orives kvekve dzan nelia daberda da meqvaba veraa nakrebisdonis dinamoshi kaia iq shuquras etamasheba da aq ver qachavs ra ver gaiget
ადამიანი
და შენ ვინ ხარ?
კოლა
კაი ხრონცკი ბებერი ხარ შენ, ვიღაცა ხარ.

რამოდენიმე ფეხბურთელი ღირსი არ არის ნაკრებში გამოძახები:დავითაშვილი ღირსეული წარმომადგენელია იმ მესამელიგის სადაც ერთობა,ვინმე მექვაბიშვილი საერთოდ გაუგებრობაშია,მამარდაშვილს ბოლო ბოლო ასწავლონ ცეხით თამაში,მოკლედ ხვიჩას და ჩაკვეს გარდა ყველა ბაჯაღლოები არიან…
ნიკა
წაგებას რა უჭირს, კვარას ყვითლები გადაყვება მარტის თამაშებზე და პლეიოფს გამოტოვებს. ვისაც ეკუთვნოდა რა თქმა უნდა არ გააფრთხილა
მანფრედ კალცი
მაჩანჩალა ქვეყნის მაჩანჩალა ნაკრები!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]