უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...

გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?

სიგიჟეა.

- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?

- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

ფედერაციამ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, გახსენით ლინკი

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

პავლე ქუთაისი
ცუდია რა თქმა უნდა ხვიჩას არყოფნა, სამაგიეროდ ლუქსემბურგის ნაკრებშიც არ ითამაშებს მთავარი მოთამაშე, ისიც ყვითელი ბარათის გამო.ასე რომ ლუქსემბურგის ნაკრებს უნდა მოვუგოთ.
ქ. გ.
წარმოიდგინეთ შემდეგი: გავიდა 10 წელი, და ცნობილი გახდა, რომ ამხანაგმა ივანიშვილოვმა რუსეთის დავალების თანახმად ფედერაციას უბრძანა: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა გავიდეს! გამიკვირდება? არა. თქვენ გაგიკვირდებათ?
H
ერთა ლიგის გათამაშებაში არ მიუღია წითელი ბარათი. შესარჩევის ბოლო ტურში მიიღო ლიხტენშტეინთან.
ქ. გ.
26 მარტის თამაშის ადგილი ხვალ იქნება ცნობილი.
ქ. გ.
ლუქსემბურგი აპირებს დანი მოტას გამოყენებას. ის პორტუგალიის მოქალაქეა. ჩვენმა ფედერაციამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და გააპროტესროს.
ქ. გ.
ეს უნდა გაარკვიონ ჟურნალისტებმა: ლუქსემბურგის ფეხბურთელი დანელ სინანი გამოტოვებს თამაშს ჩვენთან იმიტომ, რომ ერთა ლიგის თამაშში ლიხტენშტეინთან წითელი ბარათი მიიღო. ესე იგი პლეიოფი არის ერთა ლიგის გაგრძელება, და არა ევრო 24 საკვალიფიკაციო ტურნირის გაგრძელება! ამიტომ ხვიჩას ბარათი ესპანეთთან არ უნდა მოქმედებდეს პლაიოფის თამაშზე.
უბრალო ქომაგი
არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოლო 3 თამაშში 3 ყვითელი არ მგონია ნორმალური, რამეს მაინც წყვეტდნენ ეს თამაშები, თან ფსიგოლოგი აიყვანაო ნაკრებმა და რას ასწავლის ნეტა? როგორ უნდა მიიღო ლაპარაკის გამო 3 თამაშში 3 ყვითელი? საღოლ მაგრად უმუშავია, ხვიჩას მართებს ამ საკითხზე მუშაობა აშკარად, ნამეტანი ბევრს ლაპარაკობს მსაჯებთანю
Xisti
ჩვენ კი არა თქვენ. რაც არ უნდა რეალისტი იყო ეგეთი მაზოხისტი არ უნდა იყო. ეგრე წყევლი შენ ქვეყანას, ხოდა იცოდე როცა საქართველო გავა შენ და შენნაირებმა კეთილი ინებეთ და ქართველობა ჩამოირთვით. არაფერში გვჭირდებით ეგეთები იმ სუფრას დავა@ვი სადაც თქვენ თამადობთ
თავისუფალი საქართველო.
ეს არ არის თავისუფალი საქართველო სადაც მწვრთნელს პრეზიდენტს და ფედერეციას ვიღაც სხვა გვინიშნავს. თავისუფალი როცა იქნება საქართველო ვინ გაყროყინებთ მაგას განახებთ
კ ო მ ბ ლ ე
ვახ! რა კარგად ახდა ნატვრა, ყველაფერი აეწყო. ლუქსემბურგს ვერ მოუგებთ და ევროპაზე გაგვედოოო. ოპაა! ოპაა! მარტო ხვიჩა გვყავს და მორჩა! ნეტა გუნდმა წააგოს, ნეტა თხაროს ლუქსემბურგმა, თან ისეთი გაგვიდოს, რომ როგორც სპილოს ატმის კურკა. რაია სიმონ ააა? ხვიჩა არ იქნება და ვაი და ვუი ატეხეთ ხო? თუ მართლა სხვა არავინ გვყავს და რომ არ გვყავს მაგიც ხომ იცით? აბა რა ჯანდაბა გვინდა ევროპაში ააა? ნაკრების მწვრთნელი ამბობს 60 ქაჩავენ, მეტს ვერაო, ისიც დაგვინდო, თვარა ერთ ტაიმის თქმა უნდოდა, პეინციპში ეგრეა, ერთი ტაიმი, მეორეში 10 წუთი და მაგის მერე ყველა მკვდარია.. ესენი არიან ფეხბურთელები? ამათ გულიზა უნდა ვინერვიულოთ ევროპაზე გავლენ, თუ ვერა? ამათ დედაც, ორი სამი კაცის გარდა, ამათ დედაც და ფედერაციისაც კიდო!!! უუუხ! რა კარგი იქნებააო ლუქსემბურგმა გაგვიდოოს, რა მაგრად მოგიხდებათო, უკანალიც გაგიყოოს. უუუუუხ! ლალააა! იმისთანა უნდა გვთხაროს ლუქსემბურგმა, რომ წელიწადი საზამთროს დანახვაც არ გვინდოდეს, არათუ ბურთის! მეტის ღირსები არ ვართ, არაა! ფეხბურთელი 60 წლის მსაჯს რომ გაეკიდება საცემრად და ვერ დაეწევა, ის ფეხბურთელია? იმას გუნდში როგორ გავაჩერებდი, მარააა ეს ხომ თავისუფალი საქართველოა ტოოო!!!.
gionat
ორივე, გამოსაყენებელია აეაბიძია ნიჭიც
დდდ
ინტეგრირება თუ იმპლემენტაცია?
gionat
ძალიან ცუდია რაც მოხდა და დიდი უპასუხისმგებლობა ვინც ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ჩავიციკლებით მომხდარზე და ვკონცერტრირდეთ რეალობაზე, მისიაა შესასრულებელი - უნდა გადავლახოთ ლუქსემბურგის ბარიერი, მჯერა კვარას გარეშეც შეგვიძლია ამის გაკეთება და კვარა დაგვიბრუნდება ფინალში ათმაგად დამუხტული. კარგი იქნება არაბიძის ინტეგრირებაც ნაკრებში.
ვოოტ
ფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხი არაფერზე მოეთხოვებათ და შესაბამისადაც იქცევიან, - აქ სადაოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ უკავრავად.... რას ნიშნავს არაფრისმომცემი მატჩი?!... ეს არათუ მცდარი მოსაზრებაა, არამედ - ცალსახად მავნებლურიც... არაფრისმომცემი იყო ტაილანდთან და კუნძულოვან სენტ-კიტსი და ნევილსი თუ ჯანდაბა, სად გამოძებნეს?!... როგორ შეიძლება, შენზე ბევრად ძლიერ გუნდთან ესპანეთთან ან თუნდაც შოტლანდიასთან მატჩი არაფრისმომცემი იყოს?!... აბა, ვისთან და ვისგან უნდა ვისწავლოთ?!... მაშინ რა ოხრობა გვინდა B ლიგაში, ვერ ვეგდეთ D-ში?!... ჩვენი რაგბისტები გმუდმებით იმას ჩივიან და სამართლიანადაც, რომ ძლიერ გუნდებთან თამაშებს წლობით უცდიან და ამიტომაც ვეღარ იზრდებიან და ფეხბურთში უკუღმაა ყველაფერი?!...
გიორგი
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა. სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
Rezo
ასე იქმნება ნაყოფიერი ნიადაგი შეთქმულების თეორიებისთვის. მაკედონიასთან, ახალგაზრდული, ახლა კიდევ. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ თუნდაც ლუქსემბურგს გავცდებით? რომელი გადამწყვეტი მატჩი მოვიგეთ? ერთადერთი კაცი გვყავს გუნდში, ვინც თამაში იცის და, ფოჰორც ყოველთვის, არ გვეყოლება. კვარაცხელიას გარეშე ეს " გუნდი" არავის მომგები არ არის. სამწუხაროდ ჩვენ ვერასდროს ვერ გავალთ ვრრც მსოფლიოზე, ვერც ევროპაზე
ბათუმი
წესით უნდა ცოდნოდა და მსაჯთან კამაყის გამო არ უნდა მიეღო ყვითელი. არ მომეწონა - ზედმეტი მოუვიდა. ასე მესი რა რონალდო არ ეკამათება მსაჯებს
დათო
ზოგი ჭირი მარგებელიაო. ვინ იცის იქნებ ლუქსემბურგთან მიეღო ყვითელი და ხომ გამოტოვებდა საბერძნეთთან

სერიოზული ბრალდებაა ე.ი. ფედერაციამ და ბიჭებმა ესპანეთთან თამაში გაყიდეს?ალბათ დამტკიცებაც შეგიძლიათ,აბა ჭორიკანა დედაკაცივით ხომ არ მოიტყუილებთ.
დავით 67
კი ბატონო ეგ მეც წავიკითხე, მაგრამ როგორც სჩანს ეს ნაკრებებზე არ ვრცელდება. ის რომ ეს უნიათო ფედარაცია ამით ქულებს დაიწერს არ მგონია. მარტო ქართული პრესა არ წერს ამას, ყველგან წერია რომ პლეი ოფს გამოტოვებს.რუსულ და იტალიურ საიტებზე . რა ვიცი მე ასე მგონია. ნეტავ ვცდებოდე და შენ იყო მართალი.
Irakli
კარგია თუ ასეა, მაგრამ საინტერესოა ფედერაცია რატომ დუმს. მეტი რა უნდა გაილანძღოს რომ ხმა ამოიღოს!
კაი ერთი
ფეხბურთის თამაში იცოდნენ მაგათ, ამხელა ინდუსტრიის მართვას კი სხვა ინტელექტი და განათლება ჭირდება და წარსულში ტრუსიკ- მაიკით სირბილი საკმარისი არაა. ხოდა რომელია შემჩნეული ინტელექტის და განათლების სიჭარბეში - კალьა, კობი თუ იაშკა? გადახედეთ რა განათლება და გამოცდილება აქვთ ნორმალური ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელებს. კი ბატონო დავიბრმავოთ თავი და ნუ ვაღიარებთ რომ ფედერაცია უმუშევარი ყოფილი ფეხბურთელების დასაქმების ბიუროდაა გადაქცეული. არა კომპეტენცია, არა იდეა, არა არაფერი!
თზ
ე.ი. გამყიდველმა ფედერაციამ დიდი კუში ააგდო ბევრ გოლზე,ვინაიდან თვითონ არ იყვნენ მოედანზე,ბიჭებიც ,,დოლიაში,, გაიყვანეს და ბიჭებმა თამაში გაყიდეს 1:7 წააგეს.თუ მე სულელმა არასწორად გავიგე და ის 100 მეტი ლაიქის დამწერი განმიმარტავს რა იგულისხმა ამ კომენტარის ატორმა,ჰააა გენიოსებო....
დინამოელი
და რატომ არაფრის მომცემ მატჩებში? ოლიმპიადაზე გასვლაში ხომ მოგვეხმარა? ააა, ბოდიში ვერა, ხო, იქ "დაღლილი" იყო
NAPOLI!
10000 %%%%%%%%%%%%%%%%%%% !!!!!!!!!!!!!!!!!
Tazo
,,ესპანეთთან რაც იკადრა ამ გამყიდველების ბანდამ, ყველამ კარგად ნახა. ვინც ვერ მიხვდა: გოლებზე დიდი კუში ააგდეს და ჯოხი რაღა თქმა უნდა ფეხბურთელებზე გადატყდა. აშენდნენ გამყიდვლური ფულით,,:))):))) ე.ი. შენ გგონია ფედერაცია იყო მოედანზე და ისინი თამაშობდნენ?:))და ვინც ამის დამწერს ლაიკი მიეცით,ნორმალურები ხართ?:)))
gurulo
:))გოლებზე დიდი კუში ააგდო...ფედერაციამ?:)))ფედერაციამ გაუშვა 7 გოლი პირველ თამაშსი და 3 მეორეში?:)):)):))ვაი აღარ შემიძლია:))) სადაა ცხონებული ავლიპი ზურაბიშვილი?
ირაკლი
ზიდანმა არ იყო მატერაცის თავი რომ უთავაზა ფინალში და გააძევეს?
gurulo
:)):)):))აქ სიტყვები ზედმეტია:)))და ამას 102 კაცმა მოუწონა:)):))
ABCABC
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო ამათზეა ნამღერი… მაგრამ რა გუნდია ეს ლუქსემბურგი ესეთი შიშის ზარს რო გვცემს, ხვიჩა კაი იქნებოდა მაგრამ ხვიჩას ფასი რო მოაკლო საქართველოს გუნდს მაინც 2 ჯერ უფრო ძვირადღირებული ფეხბურთელები გვყავს, თან საქართველოში ვთამაშობთ, უნდა მოვიგოთ მაინც, მამარდა იყოს კარში, კიტე იყოს მწყობრში და ჩაკვე ფორმაში და დანარჩენი ყველაფერი ჩვენ მხარესაა, მთავარია ეს 3 ხოდზე იყოს და მოახერხებენ რაღაცას, ლუქსემბურგს მარტო გამოცდილებით უნდა ვაჯობოთ. ხვიჩა რო იყოს ხო კაი მაგრამ რაც მოხდა მოხდა, დუხზე ნუ ვაგდებთ ბიჭებს 1-2 ფეხბურთელი ყავს ლუსემბურგს ისიც საშუალო დონის და არაა საჭირო ეს პანიკა. კობიაშვილმა კიდე რაც თქვა იმაზე მიიღოს კაცური გადაწყვეტილება და გაიყოლოს თავისი მოყვანილები.
გურჯი
რაო ბიჭუნა რომელი აგეწვა?))
Tazo
:))) ჯერ როგორ ჟღერს: ,, მოღალატეებო მოგეკითხებათ,,:)):))კობიაშვილმა და კალაძემ უთხრეს პუტინს ქართველებს მეზარბაზნეები არ ყავთო 100% იანია.მაგარი მოღალატეებია კალაძე,იაშკა და კობი,სპეციალურად უფუჭებენ ,,დიხანიას,, ჩვენს ბიჭებს,თან ფულს აძლევენ მოღალატეებს, ჩვენებს ფიზმომზადება რომ გაუუარესონ:)) უბედურო საქართველო!!!კიდევ როგორ ხარ ამდენი ..ის ხელში
მირო
ვიმეორებ,ხვიჩას ვენაცვალე,მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება,რომ ბოლო ორ თამაშში თითქოს თვითონ ეძებდა შარს,ეძებდა ყვითელს.რატომ?ეს იცის მხოლოდ მან.ასეთი აგრესიული ,მსაჯებთნ მოკამათე ხვიჩა პირველად ვნახე,ალბათ თქვენც.ფედერაცია გასაშვებია სანიოლი რომ მოიყვანა მარტო იმიტომ,მაგრამ სანიოლის თავისი თავი არ აბია?რატომ არ დაიზღვია თავი და არ გაიყვანა?ხვიჩას უნდა ეთამაშა ესპანეთთან,გვასახელა,მაგრამ ცოტა თავი რომ მოეთოკა არაფერი მოხდებოდა.ვიცით,რომ ფეხბურთი ემოციური თამაშია,მაგრამ მესის არა აქ ემოციები,ზიდანს არ ჰქონდა?გინახიათ ისინი ასეთი აგრესიულები?მე არ მახსოვს ასეთი.ესა ობიექტურობა.
მიშა
ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე არაა დაზუსტებული ეს ინფორმაცია. ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ბარათები, იმავე ტურნირის პლეი-ოფებშიც კი არ გადადიოდა ადრე (არა მგონია, რამე შეცვლილიყო მაგ მხრივ) და ისედაც სხვადასხვა ტურნირებზე (შესარჩევი და ერთა ლიგა) მიღებული ბარათები რატომ უნდა ირეოდეს ერთმანეთში? ამბიციური გუნდი რომ ხვიჩას გარეშეც უნდა უგებდეს ლუქსემბურგს, ეგ სხვაა კიდევ. და ფედერაცია რომ არაფრისმაქნისი, ნეპოტიზმით გავსებული სტრუქტურაა, მაგას მარტო აქ ლაპარაკი არ შველის.
ქომაგი
ესაა ამონარიდი უეფას წესდებიდან: Article 54 Yellow and red cards 54.01 As a rule, a player or a team official sent off from the field of play and/or its immediate surrounds, including the technical area, is automatically suspended for the next match in the competition. In case of serious offences, the UEFA Control, Ethics and Disciplinary Body is entitled to augment this punishment, including by extending it to other competitions. 54.02 In case of repeated cautions: in the qualifying competition, players and team officials are suspended for the next competition match after three cautions, as well as after the fifth and any subsequent caution; in the final tournament, players and team officials are suspended for the next competition match after two cautions, as well as after the fourth caution. 54.03 Cautions that have not resulted in a suspension expire on completion of the qualifying group stage. They are not carried forward to the play-offs nor the final tournament. 54.04 Cautions from the play-off matches that have not resulted in a suspension expire on completion of the play offs. They are not carried forward to the final tournament. 54.05 Pending yellow-card suspensions from either the group stage or the play-offs expire on completion of the qualifying competition. They are not carried forward to the final tournament. 54.06 Cautions from matches in the final tournament that have not resulted in a suspension expire on completion of the quarter-finals. They are not carried forward to the semi-finals. 54.07 Cautions and pending yellow-card suspensions from the final tournament expire at the end of the competition. აქ 54,03-ში პირდაპირ წერია, რომ ჯგუფური ეტაპის ბარათების დისკვალიფიკაცია პლეი-ოფზე არ გადადის, ასე რომ დამშვიდდით, ხალხო.
ირაკლი
კიდევ ერთი თავდამახმელი იყო, რუსეთთან მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, ამანაც გაბრაზებულმა ქუდი დაიხურა და სულ წავიდა შეკრებიდან, მიატოვა ბედის ანაბარად გუნდი და ეხლა ჭკუას არიგებს ყველას. კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ნაკრების თამაშისას მინდორზე გაწოლილი თავით იგერიებდა ბურთს კუთხურზე და ეხლა მწვრთნელია. ერთმა ბიძიამ კი ფედერაციის არჩევნები მოიგო, მერე რომ დაურეკეს და თითი დაუქნიეს და ამანაც დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახეო.
დავით 67
3გოლი
დავით 67
ვინც ხვიჩას ადანაშაულებს ყვითელი ბარათის მიღებაში, ის უბრალოდ უვიცია და ყეყეჩი. ფეხბურთ ემოციური თამაშია და ამირან არავინაა დაზღვეული. მსაჯებს ეკამათებაო უკვირთ. თქვენ ქოცი ნაცი და მათი მომხრეები ვერ დაგაწყნარეს მთელმა ევროპამ და ეს გიკვირთ? ვერ ხვდებით თუ ვის უნდა გაეფრთხილებინა, უფრო სწორად არ უნდა ეთამაშებინა?? ბიჭმა 5 გოლი გაიტანა ორ მატჩში, მეტი რაღა გინდათ, ეგეც ტაილანდი და მონღოლეთი ხომ არაა.? ისე იფხორებიან ზოგიერთები თითქოს თავიანთ საქმეში ვუნდერკინდები იყვნენ. ფედერაციაზე ნაკლებად იღებენ ხმას, ყველაფერი ხვიჩას ბრალი ყოფილა. ჩემთვის ესეც გასაგებია ქოცთა ბანდა იკრიბება ხშირად აქ და ამიტომ. ნაცი არ დამიძახოთ, თორემ ყვეელას გაგინებთ
ქომაგი
პირველ ნაწილში გეთანხმები, ფეხბურთელმა თავადაც უნდა იცოდეს, რომ ერთი ბარათიც და ლიმიტი ევსება და ელემენტარულად კითხვა მაინც უნდა გაუჩნდეს, ხომ არ გადავა დისკვალიფიკაცია პლეი-ოფზე. მეტისმეტიც მოდიოდა კამათში, ლიმიტს თავი რომ დავანებოთ და მე თუ მკითხავთ, ერთხელ უხეში თამაშისთვისაც ხვდებოდა ბარათი. მეორე ნაწილში კი მწარე რეალობის წინააღმდეგ მიდიხარ - ძლიერი გუნდია ლუქსემბურგი, წავაგებთ ხვიჩას გარეშე. ეს არაა სხვა ფეხბურთელების დაკნინება, ეს მწარე რეალობაა.
სირცხვილია თქვენი კომენტარების ავტორს!
გეთანხმები მეგობარო! მეც არ მომწონს როცა სხვა ფეხბურთელებს (არა ნაკლებ ნიჭიერებს) ნებსით თუ უნებლიეთ შეურაცყოფას აყენებენ. თუ ერთ კაცზე ვართ ჩამოკიდებულები, მაშინ ნამდვილად ცუდად გქვონია საქმე და ეგ არის რა? რა ნაკლები ფეხბურთელები არიან დანარჩენები? სიმართლე გითხრათ ხვიჩა იქნება თუ არა, ბიჭები უფრო მონდომებითაც ითამაშებენ და უფრო მეტადაც გამოავლენენ თავიანთ პოტენციალსაც. წარმატებები ბიჭებს!
ქომაგი
ტყუილია ეგ! არ გადადის ყვითელი ბარათები პლეი-ოფში, არც არასდროს არ გადადიოდა. შესაბამისად აქ საინტერესო ისაა, რატომ აგორდა ეს თემა. მე ორი სავარაუდო პასუხი მაქვს: 1. მალე ფედერაციიდან იტყვიან, რომ ძალიან იყოჩაღეს და ხვიჩა ითამაშებს პლეი-ოფს ანუ არაფერშიო დაიწერენ ქულებს, ან 2. ჩვენი არ იყოს, ლუქსემბურგს ისტორიული შანსი აქვს და მთავარი წინაღობა ამ ეტაპზე მათთვის ხვიჩაა. ამასთანავე უმდიდრესი სახელმწიფოა ლუქსემბურგი, ჩვენ კი ის ერი ვართ, რომელიც უსირცხვილოდ ყიდის ყველაფერს.
Gogi
ასე გაჩუმება არ გამოვა ამ ამბავზე. კვარაცხელიამაც უნდა გააკეთოს განმარტება და თქვას რა და როგორ მოხდა (იყო თუ არა გაფრთხილებული). ვისაც ბოდიში აქვს მისახდელი უნდა მოიხადოს.
Gaga
ფინალში არ გადადის ყვითლები, სანამ რამეს დაწერ იქმებ გაარკვიო, ავტორმა იწვალა, მაგარი წერილი გამოაქვეყნა, არ ამოეფარა ქვას ისევე და შენ გადაუმოწმებელ რაღაცას იძახი.
სირცხვილია, უკვე თქვენი კომენტარები!
მთელი მსოფლიოა დამნაშავეა და მარტო ხვიჩაა "მამა აბრაამის, უცოდველი ბატკანი"? თავი და თავი ხვიჩაა დამნაშავე! რას ედავებოდა მსაჯს? რა არ იცოდა რო ყვითელს აიკიდებდა? გეყოთ უკვე ეს კერპტთაყვანობა და გაფეტიშება ხვიჩასი! ან რა ლაპარაკია თუ ხვიჩა არ იქნება წავაგებთ, ასე ხო ამცირებთ სხვა ფეხბურთელებს? დაფიქრდით და დადინჯდით, თორე უკვე მაგარ მარაზმში ხართ გადასულები!
ირაკლი
რატომღაც ჩვენ ორ საკითხს ვურევთ ერთმანეთში, პირველი ის რომ ხვიჩას შეეძლო მეტი თავშეკავება მსაჯებთან და აერიდებინა ყვითელი ბარათების მიღება და მეორე ის რომ ფეხბურთის ფედერაცია თავის კომპეტენციაში არსებულ ელემენტარულ საკითხებსაც ვერ ართმევს თავს. პირველი საკითხი საკამათოა, ფეხბურთი ინტენსიური სპორტია, და ამ ჭიდილში ხან ყვითელს მიიღებ, ხან იუხეშებ, ხან შეიძლება ემოციებსაც აჰყვე, ხანაც გოლის გატანისას სამმაგი მალაყი გააკეთო. კარგია თუ მოთოკავ თავს, მაგრამ მაგრამ სათქმელად ადვილია და შესასრულებლად ძნელი. როდესაც თამაშის აზარტში შედიხარ მთელი სული და გული უნდა ჩადო და ამ დროს ყველაფერი შეიძლება შეგემთხვას, მითუმეტეს კვარასნაირ გულანთებულ სპორტსმენს. აი რაც შეეხება მეორე საკითხს, აქ უკვე ცივი გონება ერთვება საქმეში და მათ ყველანაირი სცენარი უნდა გათვალონ, მათ შორის ცუდიც. შესაბამისად მივდივართ რიტორიკულ კითხვამდე: რას აკეთებს ფეხბურთის ფედერაცია სწორად რომ ეს საკითხიც სწორად დაემუშავებინათ. პასუხი - არაფერს!
გივი
ეგრეა 1000%
vava
აი, ამ სტატიაში რომ ხვიჩას კრიტიკაა არაა, ესეცაა იმ სიმპტომის ნიშანი რაც ერს სჭირს და რიც გამოც (გარე მტრების 'დახმარებასთან' ერთად) ეს ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერც წავა.. რა, ახალი ფედერაცია იქნება უკეთესი? შეიძლება გაგვიმართლოს და ოდნავ უკეთესი მართლაც იყოს, მაგრამ ოდნავ უკეთესი არ კმარა - რადიკალურად შესაცვლელია მიდგომები საფეხბურთო მეურნეობაში, თუ წარმატება გვინდა.. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავმოყვარეობა დაკარგულ ხალხს თავზე ხელის გადასმევაღა უნდა/აკმაყოფილებს - ამიტომაც არ კრიტიკებენ ხვიჩას (მიუხედავად ამდენი ღალატისა), რადგან ხვიჩა საუკეთესო სავიზიტო ბარათია "თავზე ხელის გადასასმელად" და დიდი ბიძიების მიერ იმის სათქმელად, "უი, რა კარგი გოგო-ბიჭები ყოფილხართო".. აბა, სიტყვაზე ყაზაიშვილს რომ ექნა ეგეთები აიკლებდნენ გინებით - ეგ კი არა, კაცს მარტო იმის გამო აგინებდნენ, რომ ერთ მომენტში, უკეთეს პოზიციაზე მდგომ პარტნიორს (რომელიც შეიძლება ვერც შეამჩნია) პასი არ მისცა და კარში დაარტყა..
Tazo
აბა რა,კალაძემ,კობიმ,იაშკამ რა იციან ფეხბურთი...აბა ამ კომენტსრების ავტორებს შეეჯიბრონ პლეი სტეიშენზე, თუ მაგრები არიან.მაგათ პუტინმა უთხრა ყველაფერი გააკეთონ ნაკრებმა რომ ცუდად ითამაშოს.100% ვიცი:)):)) ვაი თქვენს პაყრონს:))
გურულო
1989 წლის მერე არ დამთავრდა სუკის აგენტის,მოღალატეების პუტინისა და რუსის მონების ძახილი.უკვე მარაზმში გადავედით.ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ(კარგად და არა ისე რა),ვისწავლოთ,ვიშრომოთ და უაზროდ არ ვაფრქვიოთ ,,აზრები,, რაღაცა გვეშველებოდა,მაგრამ...
goga
სრულიად ანგაჟირებული სტატიაა. და ლუქსემბურგთან რომ ეთამაშა და იქ მიეღო და ფინალი გამოეტოვებინა მაშინ რას იტყოდით. უბრალოდ არის ხალხი რომლებიც ცდილობენ ყველაფერში უარყოფითი დაინიხანონ და ამ ხალხის უმრავლესობას ქართველი ჟურლანისტები წარმოადგენენ. სამწუხაროდ თქვენ გამონაკლისი არა ხართ :(
თზ
:))):)))სერიოზული ნევროზი აქვს საქართველოს 80%-ს:))
Გლახუნა
მამალი ნაცის აზრები.
qomagi
„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე] - აი, ეს წერია უეფას წესდებაში და გაუგებარია, რატომ გადადის აქაური ბარათები ერთა ლიგის პლეი-ოფზე, თუ აქაურსავე პლეი-ოფზეც კი არ გადადის. ორიდან ერთია: ან - ცოტა ხნის მერე გვეტყვიან, რომ ფედერაციამ იმდენი ქნა, რომ ხვიჩას ათამაშებენ, ანუ არაფერში დაიწერენ ქულებს, ან კიდევ უარესი - ძალიან მდიდარი ქვეყანაა ლუქსემბურგი...
Რერო
რა შუაშია აქ პუტინის მონობა,ან მოღალატის ძახილი. რა კობიაშვილზე უკეთ მართვა მითხარით რომელს შეუძლია ფედერაციის.ერთი კაცი დამისახელეთ ნაცებო.გამუდმებით ჩასაფრებულის პოზაში რომ ხართ. მოხდა შეცდომა და რა მარტო კობის ბრალია? რა კვარამ 4 თამაში 3 ყვითელი რომ მიიღო(თანაც შემტევმა) კობის ბრალია? გეყოთ და დაწყნარდით.ლუქსემბურგს კვარას გარეშეც ვაჯობებთ. აი საბერძნეთს კი ვე გეტყვით.
ATP 16 ს
საზღვარგარეთ ვმუშაობ ჩემთან მაკედონელი გაიჩითა და მაგ თამაშია წინა დღეს მეუბნებოდა რომ მთელმა მაკედონიამ იცის 1.0 ს ვიგებდო .როგორ მეთქი და მაფიაო მითხრა ..აქაც დავწერე კომენტარებში დავრეკე მადაც რეაქცია ნულ ..ტელევიზიამდე ვინ მიგვიშვა..ასე რომ ეგ ხალხი ფედერაციის სასტავი ნაძირლების ხროვაა ვაისი ნაგავია
David
საერთოდ თუ ასეთი რისკი არსებობდა ხომ შეიძლებოდა ესპანეთამდე მიეღო ბოლო ყვითელი და ესპანეთთან გამოეტოვებინა შეხვედრა. ისე კვარაცხელიას გარეშე თუ ლუქსემბურგს ვერ ვუგებთ თანაც სახლშივთამაშობთ, საერთოდ რა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე?
Bs
შოტლანდიასთან რა? არ მიიღო ყვითელი? თანაც მაგრად უაზროდ, აუტის ხაზთან
მოღალატეებო მოგეკითხებათ!
პირველ რიგში გიორგის სახით მადლობა რედაქციას, რომ ვიღაცამ ხმა ამოიღო ამ გამყიდველების წინააღმდეგ! ეს რაც ხდება, უკვე სისტემატიურობის სახე მიიღო. მაკედონიასთან ხალხი არ შეუშვეს სტადიონზე ამ ფედერაციის გამყიდველებმა და გაუვიდათ, ესპანეთთან რაც იკადრა ამ გამყიდველების ბანდამ, ყველამ კარგად ნახა. ვინც ვერ მიხვდა: გოლებზე დიდი კუში ააგდეს და ჯოხი რაღა თქმა უნდა ფეხბურთელებზე გადატყდა. აშენდნენ გამყიდვლური ფულით, გამდიდრდნენ, ხალხს თვალში ნაცარს კი არა, ყველაფერს აყრიან და გასდით. აქ ბერვმა სამართლიანად გააჟღერა, რომ სტადიონზე არავინ უნდა მივიდეს, რომ დაფიქსირდეს გულშემატკივრის პოზიცია და რომ ნახონ არარაობა ფედერაციის ღორებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა. ეხლა კიდევ, ერთადერთი რაც ევალებათ მაგ დებილებს, ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდონ სამწვრთნელო შტაბს, ისიც არ გააკეთეს (უეჭველი სპეციალურად!) და პოსტფაქტუმ გამოდის მუჯირი და თავს იმაიმუნებს რაღაცა მესამე კლასელის მიზეზებით. ესენი კი არ უნდა წავიდნენ, ესენი უნდა არბენინო დინამოს გარშემო იმდენი წრე, რამდენიც მილიონიც ჩახეთქეს. არ შეგრჩებათ ეგ ფული და რაც გააკეთეთ გამყიდველობით ერთი მილიარდად დაგედოდ ვალში თქვენ და თქვენნაირებს!
ქომაგი
სტადიონზე არ მისვლა არაფრის მომცემია, ქოცებით გაავსებენ სტადიონს
სიმართლე
სპორტალის რედაქციავ, თქვენ თუ ეს კომენტარი არ გამოაქვეყნოთ, მაშინ თქვენ იყოთ პუტინის მონები! "მივმართავ ფეხბურთის ფედერაციის უფროსობას, კერძოდ: ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს, კახა ჭუმბურიძეს და სხვა დანარჩენებს: ფურთხის ღირსები ხართ იმისთვის, რასაც თქვენი გუნდი ჩვენ, პატრიოტ ქომაგებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად გვიკეთებთ! რომ არაფერი ვთქვათ 2020 წელს მაკედონიასთან თამაშზე ხალხის თამაშგარეში დატოვებაზე (როდესაც თითიც არ გაატოკეთ ქომაგთა თუნდაც მცირე ნაწილი რომ დასწრებოდა ამ ისტორიულ მატჩს, ხოლო თავად ურცხვად გამოიჭიმეთ ტრიბუნებზე შვილებთან თუ სხვადასხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად), ამჟამინდელი ისტორიული შანსის განიავების ალბათობა გაზარდეთ, თქვენს ბუნაგში არსებული არაკომპეტენტურობის გამო! ფედერაციის შენობა გაავსეთ საძმაკაცოთი და ყოფილი ფეხბურთელებით (ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე, ლაშა სალუქვაძე და სხვ.), ხოლო პროფესიონალი და საქმის მცოდნე კადრები დეფიციტური გახადეთ, რის სავალალო შედეგსაც ახლა გულშემატკივრები მწარედ ვიმკით. ჰოდა იცოდეთ, რომ თუკი ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია საბედისწერო აღმოჩნდება ჩვენი ეროვნული გუნდისთვის, მომდევნო დღეები ასევე საბედისწერო იქნება თქვენთვის, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივრის რისხვას ვერანაირად ვერ გაექცევით და უმკაცრეს პასუხს აგებთ გამოჩენილი გულგრილობისთვის!!! P.ს. დღეს ერთადერთი სწორი ქმედება თქვენი მხრიდან იქნება გამოხვიდეთ და საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ნაკრების ქომაგ მრავალათასიან არმიას, ასევე შეპირდეთ რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა მარტის თამაშებამდე სანაკრებო ატმოსფერო საუკეთესო დონეზე იყოს მომზადებული
დიდგორელი
ძმებო ვინც თვლით რომ თუ ხვიჩას გარეშე ლუქსემბურგს ვერ მივუდგეთ არაფერი გვესაქმება ევროზე...დადეთ პლიუსი
goga
ჩვენს ფეხბურთს დიდი ხანია დარხეული აქვს და ამას მხოლოდ წერით ვერ უშველი. საქმე გვაქვს უთავმოყვარეო უცოდინარ კასტასთან, რომლებიც ათწლეულებია წურბელებივით სისხლს წოვენ ქართულ ფეხბურთს და კატასტროფის დონეს ვერც გრძნობან და არც ანაღვლებთ. გაიხსენეთ, კომუნისტებმა ნ.ახალკაცი მოხსნეს, 1982 წ. ერთი ჩავარდნილი სეზონიც არ აპატიეს და ჩვენ ჯერ ქეცბაიას საცოდაობას გვაყურებინეს ხუთი წელი, მერე ვაისის შეშინებულ ფეხბურთს ოთხი და ახლა სანიოლთან ერთად გვეკაიფებიან. რა გამოდის? იმ მარაზმატიკ, ბებერ კომუნისტებს გაცილებით მეტი ცოდნაც ქონდათ, პასუხისმგებლობაც, თავმოყვარეობაც და ალბათ გულშემატკივრის შიშიც. რაც ხდება ჩვენი ბრალია და არა ფედერაციის, არ ვარგივართ არც ჟურნალისტები და არც გულშემატკივარი, თორემ ამდენს ვერ გაბედავდნენ. გამოსავალი ერთადერთია - მაშტაბური ბოიკოტი ყველა სტადიონზე, არც ერთ თამაშზე გულშემატკივარი არ უნდა მივიდეს, ტელევიზიამ, ინტერნეტ მედიამ, ჟურნალისტებმა უნდა დაივიწყონ ქართული ფეხბურთი და სრული იგნორი საკლუბო-სანაკრებო დონეზე. სხვა გზა არ არის.
alexandre
ეეეე, როგორ შემშლია, მეგონა რომ დისკვალიფიკაცია შემდეგ ევროზე გადადიოდა ან თვითონ ევროპის ჩემპიონატზე, თუ გავიდოდით. სამწუხაროდ შემშლია. რაღა უნდა თქვა, თუ მარტზე გადადიოდა ეს ყვითელი ბარათები და ასეთი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ფედერაციამ, სიტყვები არ მყოფნის. კიდე ვიღაცას აქვს 2 ყვითელი, მგონი დავითაშვილს. ხვიჩას და მას უნდა მიეღოთ მესამე ყვითელი შოტლანდიასთან, რომ გამოეტოვებინათ ესპანეთის მატჩი. და მერე თავისუფლად ეთამაშათ პირველი და მეორე თამაშიც მარტში. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ ესპანეთთან არ მიეღო მესამე. კარგი, ლუქსემბურგთან რომ მიეღო, მერე საბრძნეთთან (ალბათ) ხომ ვერ ითამაშებდნენ. ბევრს ვწერ ფეხბურთზე, აქაც სპორტ.ალლ -ზე და ფეხბურთი გვაერთიანებს-ზე. ვერსად ვერ ნახავთ რამე აუგი მეთქვას კობიაშვილზე. ცალსახაა, არამარტო ცდილობენ, ძალიან ბევრსაც აკეთებენ. მაგრამ ამხელა შეცდომის დაშვება?! თუ ლუქსემბურგთან გამოვარდით, ვერ უნდა აპატიონ საკუთარ თავს.
მოღალატე-აგენტი
ისე, რო დაფიქრდე, იცი საიდან დაიწყო ყველაფერი? აი სულ სულ პირველი თამაშიდან ლინფულდთან მსაჯის მოსყიდვა რომ ვცადეთ და არავინ დასჯილა. ასე დაიწყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია. რამოდენიმე მომენტი მახსენდება ყველას რა ჩამოთვლის მარა..... ჯერ იყოდაა, ნომერ პირველი კომენტატორი გვყავდა კაცი ბარახას ბარაიას 5 წელი ეძახდა და ის ჯაცი ახლაც ტელევუზიაში ზის, მერე იყოდა ერთი კომენტატორი იყო ლაივში წამოცდა დამედო ნეტა დამედოოო - გააგდეს მაგრამ ახლაც კომენტატორობს. მერე იყო დაა ერთი იყოო საქართველომ გაიტანა გოლი თუ პორტუგალიამ 45 წუთის განმავლობაში ვერ მიხვდა და ახლაც კომენტატორია. ახლა არის და ის კაცი წავედით წავედით და აბა რაას რომ ყვირის ხოლმე პახოდუ აყოლებს მსაჯი თუ ჩვენს სასარგებლოდ შეცდება პრობლემა არგვაქვაო რო იძახის გუშინწინ გვაიმედებდა ეს ყვითელი იქ არ გადავაო. ეს კაი... მერე იყოდაა ნაკრების კაპიტანმა თქვა ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე უცხოელების სანახავად დადისო და კაპიტნადაც დარჩა და დღეს ნაკრების ასისტენტია. ერთი იყო და ნაკრების გასვლით თამაშებზე ვარჯიშებზე ძლივს მოყავდათ საშოპინგოთ დარბოდაო სულ და ფედერაციის სათავეშია ბიჭი. ერთი ბიზნესმენი იყო ფეხბურთში ფულს დებდა ნაცმომ დაიჭირა. მეორე იყოდაა უეცრად მკვდარი იპოვეს, მესამე იყო და ისე გააკოტრეს რო მისი გუნდი ზესტაფონი რომელ ლიგაში თამაშობს თვითონაც ვერ პოულობენ. მერე იყოო დაა ერთი კაცი გუბერნატორი გახდა ქვემო ქართლის და მისი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა (ბოლნისის სიონი) უეცრად. დღეს ის კაციც პარლამენტშია. კიდევ ერთი იყო და სპორტის მინისტრი გახდა და მისი გუნდის ჩემპიონობამაც არ დაახანა (საბურთალო). ერთი ფეხბურთელი კაცი იყო და ფეხბურთს მიღმა მისი პირველი სამუშაო ენერგეტიკის მინისტრობა იყო. ერთი კაცია უპრეცედენტო ამბავია მის თავს პარლამენტის წევრიც არიზ ფედერაციის პრეზიდენტიც. კლუბებია და 80 % სახელმწიფო ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული. რეგიონული ფედერაციებია და მართველები ადგილობრივი საკრებულოს წევრები არიან. ერთი კაცია კიდე და ბოლომდე გააპარტახა სახალზო კლუბი თან ვყიდიო მაგრამ ვერ ვყიდიო. არა, კი გავყიდიო მაგრამ აკადემიას არ გავყიდიო. ანუ ფაქტობრივად კლუბი მკ...აო მარა ფულის კეთება და ჭრა კი მიმდაო. ხო ეს ის კაცია ორი ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გუნდიდან რუსთავში რომ გააგდო. ხო კიდე ერთი კაცი იყო და ყველა წაგებას საკუთარი მაყურებლისაგან მიღებულ წნეხს აბრალებს და გასვლაზე უფრო კარგი თამაში გამოსდის იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნინ. ახლა ეს კაცი ნაკრების წინასამატჩო ანალიზით გვართობს. ერთი კაცი იყო და თუ სწორად ბავარია და სხვა წამყვან კლუბებში გადასვლაზე უარი თქვა რუსეთში ყოფნა მირჩევნიაო და ასეთი ლუზერი დღეს ნაკრების ცენტრალური მცველია. შესაჩერვია და მესამე ადგილზე ზემოთ 30 წელია არ ავსეულვართ. ყველაზე პრინციპული თამაში იყო რუსეთთან და დენი ჩაქრა და თამაშზე ის ხალხი შემოვა ვინც ბილეთები არ გადაყარაო. სუპერთასი იყო და ბილეთების პლატფორმამ ისე გაჭედა ხალხი 48 საათი რიგში იდგა.ის არის მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია ანშლაგი იქნებაო და 10-15000 ადგილი რჩება - ეგ სტუმრების ბილეთები არ ჩამოვიდნენო. საშინაო ევრო გვქონდა და რა ევრო რა ოლიმპიადა ეგ მეათე ხარისხოვანი ტურნირიაო მაგას რას დაეძებთო. მეორე იყო და მთელი მსოფლიო მხიარულობდა ფეხბურთზე ხალხს გვიშვებენო და ამათ სტადიონი დაკეტეს. ის იყო და ყველაზე დიდმა იმედმა კოვიდი აიკიდა თამაშამდე. აქეთ არის ეს ამბავი და კიდე რამდენზ მოსთვლის კაცი და ბიჭო.. ვაბშე რა ხდება? თქვენ მართლა ....... არა გაქვთ ა?
გურჯი ხუიას!
ბიჭო, შენ ძალიან ხომ არ გაუბერეეე?
Vito
ხვიჩამ იცოდა რო სულ რო წითელი მიეღო პლეიოფის მატჩს არ ეხებოდა.. გიჟი კი არაა ძალით გამოეტოვებინა ყველაზე მბიშვნელოვანი თამაში.. საერთოდ არ უნდა ეთამაშა არც შოტლანდიასთან და არც ესპანეთთან..
მამუკა
ფეხბურთის მცოდნე ,,გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ე ბ ო " , ეს თქვენთვის იყო არაფრის მომცემი მატჩი , მაგრამ თვითონ ხ ვ ი ჩ ა ს შეეკითხეთ? მისი აზრი არ გაინტერესებთ? გოლი რომელიც მან გაიტანა ,არც ერთ ე ს პ ა ნ ე ლ ს არ დაავიწყდება!ამ გოლმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ამ ბიჭის მომავალ ესპანურ საფეხბურთო კარიერაში! რომელზეც ის ბავშვობიდან ოცნებობს!(ითამაშოს მადრიდის რეალში!), რაც შეუსრულდება კიდეც! რაც შეეხება ეს თქვენი ც რ უ პატრიოტიზმი სხვა საქმისათვის შეინახეთ.. (მიხვდით ალბათ რისთვის)..
ზვიადი
გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში - ანუ რომელსაც არ მოჰყვება რაც ნიშნავს იმას რომ 1 ბარათი რომ ქონოდა გაუნულდებოდა და ნახევარფინალში 1 ყვითელი ბარათის მიღების და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში თამაშს შეძლებდა. ჩვენს შემთხვევაში კი მოჰყვა დისკვალიფიკაცია!
გია
ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის წევრია ანუ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს წევრია სადაც კანონები იწერება და მტკიცდება. დანარჩენი თქვენთვის მომინდია......
ნიკოლოზი
თუ მაინც, წინა თამაშში უნდა აეკიდებინა და ესპანეთს გამოტოვებდა და გასუფთავდებოდა! ისე მაგ პოზიციაზე 3 ბარათი ერთ წრეში ნამეტანია!!!
გურჯი
ხვიჩას ბრალიაო)))ფედერაცია არაფერი ხო არა რაა ნაცი და ქოცი ადინ ხუია
მამუკა
გურული სწორი ბრძანდება , მაგრამ უტვინო ,,სპეციალისტთა" უმრავლესობამ ეს არ იციან!8
ლაშა
ხვიჩას ყვითელ ბარათზე, ყველა დამნაშავეა (თვით პუტინიც კი) გარდა თვითონ ხვიჩასი არა? ერთადერთი ვინც დამნაშავეა, ეს არის თვითონვე, ხვიჩა კვარაცხელია! ნუ მიედ-მოედებით დამნაშავის ძებნას და სხვაზე გადაბრალებას!
გურულო
dato. ეგ წერია გარკვევით???:)):)):))
და?
და ეგ რა ამართლებს ფედერაციის მავნებლობას?
კაი ერთი
წიგნი წაიკითხეო კობის იაშკას და კალьას ურჩიე,და მაგათ დანარჩრნ უწიგნურ სასტავს, თუმცა რა აზრი აქვს, წაკითხვას წერა-კითხვის ცოდნა უნდა ელემენტარულად...
გურჯისტან, ხელი მაგრად მოისვი და მოხვალ ჭკუაზე!
მართლაც, შენნაირების შუბაც დავხიეთ რა? ნუ იბრამვებთ მაგ თვალებს, ხვიჩამ აიკიდა ეგ ყვითელი ხვიჩაააააამმმმ!!!!! ისტერიკებს ნუ გაუმართავდა მსაჯს და არ მიიღებდა ყვითეეეეელსსსს!
dato
გარკვევით წერია რომ ანულირდება 1 ან 2 ტუ ქონდა, არ ანულირდება დისკვალიფიკაცია.
Ze-s
აბა ერთი თავზე მოისვი ხელი ბიჭო? ტვინი ხო არ გილაყლაყებს? მინდორზე ფეხბურთელმა უნდა აკონტროლოს თავისი საქციელი, არ მოუჭერს მუხრუჭებს და მიიღებს იმას რაც მიიღო, ყვითელი ბარათი! მიქარა ხვიჩამ, მიქარა! არ უნდა ამას ბევრი ბაზარი!
LL
მაგარი კომენტარებია მოკლედ :)) ლუქსემბურგისთვის ხვიჩას გარეშე მოგება არ მოგებაზე არ არის ხალხო აქ საუბარი, უპასუხისმგებლობაზეა, რომელიც მთელს ქვეყანაში და მათ შორის ფედერაციაშია გამეფებული. შეიძლება შეხვდე ლუქსემბურგზე მაღალი დონის ნაკრებს ხვიაჩას გარეშეც, მოხდეს შემთხვევა და მოიგო, მაგაზე არ არის, მაგრამ ხვიჩასთან ერთად ნაკრები ის აღარ იქნება, რაც არის. ანუ შანსები მცირდება. როცა საუბარი ასეთ გადამწყვეტ თამაშზე და შანსზე, რომელიც შეიძლება ათწლეულები აღარ მოგვეცეს და ამ დროს არაპროფესიონალიზმის გამო შეიძლება დაიკარგოს, ამაზეა გაბრაზებული ხალხი. ითამაშებდა ხვიჩა? წავაგებდით, ვიტყოდით რომ ვერ გავედით, მაგრამ არ თამაშობს, წავაგებთ და რა თქმა უნდა ხვიაჩას არყოფნასაც მიეწერება. ღმერთმა ქნას მოვიგოთ მაგრამ შანსები გვიმცირდება და ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ ამ უტვინოებს, მაგრამ მე პირადად არ მიკვირს, რატომ უნდა იყოს რომელიმე ერთი სფერო თუნდაც ფეხბურთი მოწესრიგებული მაშინ როცა ყველგან დომხალია. აბსურდია ეს.
გურულო
იურისტი არა ვარ მაგრამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლზე, რომელშიც ვკითხულობთ: „გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“.ამ მუხლის თანახმად ხვიჩას დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა და მე მგონი იურისტებმა უნდა გაარკვიონ რამდენად სამართლიანია უეფას გადაწყვეტილება
ATP 16
კიდევ უფრო მიძლიერდება ეჭვი იმის შესახებ , რომ მაკედონიასთან ის ყველაფერი , რის გამოც ხალხიც გამოგვაკლდა და სტადიონზეც არ დაუშვეს მაყურებელი , იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის . დღესაც იგივე სუნი ასდის ამ ყველაფერს , წარმოიდგინეთ ჩაკვესაც რომ მიეღო ყვითელი ბარათი ?! კულუარებში ვიღაცას ძალიან არ უნდა ჩვენი გასვლა დიდ ტურნირზე , რაგბის მაგალითი სახეზეა . გუშინ ერთმა გულშემატკივარმა დაწერა ჟურნალისტებზეც და მეც ვეთანხმები , ეს არის ჟუსტად სახე დღევანდელი არაპროფესიონალიზმის , იმის მაგივრად რომ ბოლო თამაშის წინ დეტალურად განეხილათ ყველაფერი , ჭორაობას უნდებიან მხოლოდ . სამაგიეროდ სალუქვაძეს მიქაუტიძის მოტივაცია არ მოსწონს და მაფიოზების გვერდით თავს ისე გრძნობს , როგორც თევზი წყალში . სამწუხაროდ , სანამ ამ ქვეყანას საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული და გულანთებული ხალხი არ გადაიბარებს , სულ ასე ვიქნებით კომფორმისტების ხელში , რომელსაც საკუთარი კეთილდღეობა ურჩევნია ყველაფერს . თუმცა უტოპიაა იმაზე ოცნებაც , რომ ისეთი ძალაუფლების მქონე ხალხი , ვინც დღეს საქართველოში “ პოლიტიკას” ქმნის , პატრიოტებით ჩაანაცვლო ! ქვეყანა სადაც ბარიგების , კახპებისა და პედარასტების მეტს სოციალურ სივრცეში არავის არეკლამებენ , მომავალი კი არა , მალე აღარც წარსული ექნება მე ისე ვატყობ !!! აბა ჰეე , დაბლოკეთ , ვინმე არ გაგიბრაზდეთ ზემოდან !!!
გურულო
ზზზ -ს...ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლი, რომელშიც ვკითხულობთ: „გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“. ამ პუნქტით ხვიჩას ლუქსემბურგთან უნდა ეთამაშა,მაგრამ როგორც ხედავ დისკვალიფიკაცია მიიღო,აქედან გამომდინარე ლუქსემბურგთან აღებული ყვითელის შემთხვევაშიც გამოტოვებდა შემდეგ მატჩს.ამიტომ შეეშვი ,,პროფესორობას,,:))
თზ
სუფთა ჰაერზე გადით, გაისეირნეთ,ჰემოროი აიკიდეთ მთელი დღე კლავიატურის კაკუნით.ყველაფერზე კომენტარების წერას და სულელური აზრების ფრქვევას ჯობია წიგნი წაიკითხეთ,ბაბაიებო წიგნიიიი
დათო
ამ ქვეყნის მთავქრი პრობლემა (ჩემი აზრით) ყველას ერთი ადგილიდან ექსპერტობაშია. თამაშია და უნდა ითანაშო, ან წითელს მიიღებ, ან მწვანეს, ან დაიმტვრევი, ან ჰეტ ტრიკს იზამ. არ ეთამაშა კვარას, სხვებს, კიდევ ერთხელ გავეხიეთ ესპანეთს და არაფრის მომცემ თამაშზე კი არ დაიწყებოდა ბურდღუნი, აგერ უკეთესი სპარინგი რა გინდა, აქ უნდა გამოსცადო გუნდი, აბა ტაილანდთან მოგება რას გვაძლევს და სხვა ისტერიკები. ლუქსემვურგს თუ ვერ მოვუგეთ, გინდა კვარათი, გინდა მის გარეშე - რა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე? მერე მართლა წასასვლელი იქნება ფედერაცია...
K
ბარემ გვითხარი შენი თეორია. რა რაზე მიგვანიშნებს მოყვანილი ფაქტები?
Tazo
ზზზ. ნამდვილად იცი რომ უქმდება?ლინკი ჩააგდე წყაროს, საიდან აიღე.
გია
რისთვის ყავს ფედერაციას იურიდიული სამსახური, არ უნდა იცოდეს აღნიშნულმა სამსახურმა ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ეს ვინ უნდა აკონტროლოს ფედერაციაში, რა თქმა უნდა ფედერაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ამიტომ სამივეს უნდა მოეთხოვოს მკაცრად პასუხი. ეს უკვე პირველი და საკმაოდ მძიმე შემთხვევაა, აღნიშნული შეხვედრის წინ.
დათოს
კი კაცო, სულ შენს ჭკუაზე ივლის ფედერაცია არა? კაი რა ნუ გვაცინებთ!
დათოს.
დათო! ხვიჩა კვარაცხელიამაც, მოუხადოს ბოდიში ქომაგებს!
გურჯი
ოე იუზგარებო,ანუ კვარას ბრალია,ტფუ თქვენი შუბა დავხიე!!4 დღეში 2 თამაში და კიდე კვარამ იფიქროს ბარათ-წესდებაზე?ხელო მოისვით აბა!!!
გიგა
კობახიძე ხომ კარგად იყო 2020-ში სტადიონზე ? მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს
ZE
აბა ხელი მოისვი ბიჭო?4 დღეში 2 თამაში და კიდე კვარამ აკონტროლოს ბარათ-წესდებები კობის ულოკე
გომორძგუა მარგალეფც
შენ ხარ ბეყე კვარას გამო რაც თქვი იმის გამო
ობიექტური.
ყველაფერს ფედერაციას ნუ აბრალებთ! ხვიჩამაც, რო თავისი " ტლიკინით" მსაჯთან აიკიდა ყვითელი, ხო ფაქტია? რა, არ იცოდა ხვიჩამ, რო მსაჯთან უაზრო კამათს ყოველთვის მოყვება ყვითელი ბარათი? ისე რო ხვიჩაც მაგარი დამნაშავეა!
ბადრი
თუ გგონია ამას ვინმე წაიკითხავს
არჩი
თუ კაცს კალაძის საკლუბო და სანაკრებო კარიერიდან იტალიასთან ორო ავტოგოლის მეტი არაფერი ახსოვს, მისი თამაშით სიამოვნება არ მიუღია და ამაყი არ ყოფილა ქართველის გამარჯვებებით, არ მგონია ასეთი კაცი ფებურთის მოყვარული და გულშემატკივარი ყოფილიყოს როდესმე. ხვიჩას თამაშებს მოსკოვის ლოკოლოტივიდან ვუყურებ და რუბინის და ბათუმის დინამოს თამაში არ გამომიტოვებია, ნაკრებზე და ნაპოლიზე არ ვლაპარაკობ, ჩემი უსაყვარლესი ფეხურთელია. ყოველთვის გასაგები იყო ჩემთვის მისი ფორმის დაკარგვა (ტრავმების მერე ხდებოდა ეს) და მოუთმენლად ველოდებოდი ფორმის დაბრუნებას, გადაღლის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში რომ არ ითამაშა, ისიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ბოლო თამაშებში ნაპოლიში და ნაკრებშიც ხვიჩამ დაიწყო მოწინააღმდეგე ფეხბურთელებთან და მსაჯებთან კინკლაობა და მეტიც - თანაგუნდელების გადაწყვეტილებებზეც დაუფარავად გამოხატავს უკმაყოფილებას. გასაგებია - ოსიმენის არყოფნაში ნაპოლის ლიდერობას ცდილობს მოედანზე (შეიძლება მწვრთნელმა დაავალა), ქვეყნის ნაკრებში ულაპარაკო ლიდერია, თუმცა აშკარად არ უხდება ხვიჩას ასეთი დაძაბვა და აგრესია. ალბათ ფედერაციაში ევალება ვიღაცას ბარათებით დისკვალიფიკაციის პრევენცია, მთავარი მწვრთნელიც უნადა აქცევდეს ამას ყურადღებას, მაგრამ ფეხბურთელმაც უნდა იცოდეს ბარათების რაოდენობა და ისეთი უაზრო გაფრთხილებით, რაც ხვიჩამ ვალიადოლიდში მიიღო, ნაკრები არ უნდა დაეღალატებინა. იმედი მაქვს, საკმაოდ სერიოზულ ლუქსემბურგს გავივლით და ფინალში ექნება ხვიჩას ნაკრების და ქვეყნის წინაშე შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა.
დათო
რომელს აქვს რამე განათლება მიღებული ან საერთოდ რაიმე წიგნი წაკითხული ფედერაციაში რო ზიან კობიაშვილით დაწყებული მუჯირ,დემეტრაძე,იაშვილი და ა.შ.უსაქმურ უცოდინრების დოღი რო აქვთ ფედერაციაში და ხელფასებს 5 ნიშნას რო იღებენ,ადგნენ და გადადგნენ ყველანი.ზუსტად 2015 წელს წერდა ასეთ საკითხზე კობიაშვილი მაშინდელ ფედერაციის ხელმძღვანელებზე რომ ბოდიში მოუხადონ ქომაგებს და წავიდნენ თანამდებობებიდანო.ჰა გელოდებით კობიაშვილო აბა რას იზავ ახლა?
gzp
რატომ ირღვევით... მაინც ვერ გავა ეგ ნაკრები ფლეიოფიდან.
Gel-100
Mogesalmebit yvelas gadavxede komentarebs da mec davamateb chems satqmels,,zogi wers kvaras gareshe tu luqsemburgs ver ugebt ra gvinda evrozeo zogic kide uimedoobas sheupyria me kidev ufro uaresis molodini maqvs vidre ubralod kvaras gareshe ver mogebaa..es gavs imas rac ertxel ukve vnaxet da rogorme unda shevdzlot da ar gavayidinot tamashi federacias..federacia ro tamashebs yidis yvelgan da yvelaferze etyoba. Is rac makedoniastan gvakadres agar unda gavameorebinot qartvelma gulshematkivarma..mnishvneloba ar aqvs federacia ras ityvis tu ar icodnen magati danashaulia da pasuxi unda agon da tu icodnen eseigi mizanmimartulad aqvt ukve dawyebuli tamashis gayidvis wina samushaoebi iseti rogoricaa gundis lideris gayvana tamashidan tac gaaketes ukve,iqamde otxi tvea da iqamde kidev ert romelme lidersac gauchalicheben tramvas an ojaxur mizezs da chvens gunds meti kiar sheudzlia..kvarasac ukve metismeti mosdis es xelebis shla da chxubi an zedized sam tamashshi tavdamsxmeli yvitels rato unda igebdes?? Mokled rogorgac tavi unda davagwiot jer am tamashis gayidvas da mere am federacias radganac amati gaketebuli stadionebi aravis chirdeba tu nakrebis tamashis gayidvit aketeben am stadionebs
გაგა
ფინალში მიღებული ბარათებული უქმდება
ზზზ
ფინალში უქმდება :)) რომც მიეღო ყვითელი საფრთხე არ ემუქრებოდა :)) შენსა და ავტორს შორის რომელია ნეტა პროფესორი?
გოჩა
ეს არის ღალატი ქვეყნის და გულშემატკივრების და ვინ ჩაიდინა ეს ღალატი თვითონ იცოდნენ თორემ კვარაცხელია ჩემთვის დასრულდა ევროპის ჩემპიონატზე
ნიკა
იქნებ გააფრთხილეს კიდეც ხვიჩა ფრთხილად იყავი ყვითელი არ მიიღო და ამან ვეღარ მოზომა, ხომ არ ვიცით, თქვან.. ეეეხ სანიოლ, სანიოლ...
gurulo
იმდენი ,,პროფესიონალი,, არის საქართველოში ნებისმიერი ამ ავტორის ჩათვლით დანიშნეთ მწვრთნელად ,იფრენს ნაკრები:))კარგი ბატონო ახლა ,,არაფრისმომცემ,, მატჩში არ ეთამაშა და ლუქსემბურგთან აეღო ყვითელი რას იტყოდით,გადააბრუნებდით პლასტინკას და ,,ეთამაშა ესპანეთთან და იქ აეკიდებინა ყვითელი,ლუქსემბურგს ისედაც მოვუგებდითო,, არ დაწერდით?მაშ მტყუანის :)):))
მწარე
გეთანხმები. პ.ს. ცნობისთვის.უმაღლესი დონის მენეჯერს ან იურისტს, უმაღლესი დონის ხელფასი უნდა ქონდეს. მაგათზე ტაციაობაა. მითუმეტეს საქართველოში, საიდანაც მცოდნე ხალხი უცხოეთში მიდის.
პროფესტო
რომელიმე ჟურნალისტმა დაწერეთ ეგ მანამდე? ახლა რომ ბაქიბუქობთ? შოტლანდიასთან რომ მიიღო მეორე ბარათი? რამე რეაქცია გქონდათ???
papai
ყველა დამნაშავეა.. ფედერაცია, რომელმაც არ იცოდა რა სანქცია ელოდა ფეხბურთელს, მწვრთნელი რომელმაც ბოლო 20 წუთში არ შეცვალა კვარაცხელია და თვითონ ხვიჩა, რომელმაც გაუმართლებელი ჯაჯღანით ძალით აიკიდა გაფრთხილება.. მოკლედ სრული ბარდაგი და უპასუხისმგებლობა
გოგა
ლუქსემბურგთან, რო მიეღო მერე ყვითელი ხო კატასტროფა იქნებოდა, თუ ასე აეწყობოდა რახან ჯობია ლუქსემბურგთან გამოტოვოს და ფინალი ითამაშოს, კვარას გარეშე ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ, ჯობია არც გავიდეთ ევროპაზე, ამოგვტენიან დიდი ანგარიშებით
ციციკორე
რა ინფრასტრუქტურა გაქვს? ღადაობ? ფედერაცია ელემენტარულს ვერ არკვევს და ესენი ევროპის ჩემპიონატს დააორგანიზირებენ?! ზუგდიდის სტადიონი ჩამისვით ევროს სტადიონთა ნუსხაში :) ქუთაისის კალხოზნიკიც არ გამოტოვოთ.
ვანჩოპე
კონსპირაციული თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ მგონია ეს თამაშიც მაკედონიასთან ფინალივით გაყიდულია. ვინმე თუ ფიქრობს რომ ჩაკვე იქნება მარტის თამაშებზე მაგარი ოპტიმისტი ყოფილა. ახლა ჰკითხეთ ლუქსემბურგს თანაბარ მეტოქედ თუ მივაჩნივართ. უეჭველი ფიქრობენ რომ ამათ მწვრთნელი არ ჰყავთ და ბურთს დავახევთ თავზეო.
mamuka09ze
არ იცოდა ორი გაფრთხილება რომ ჰქონდა? ამ ფედერაციის დამცველს ათი თავი უნდა ჰქონდეს ერთი რომ შერჩეს, მაგრამ მსაჯთან უაზრო და გაუთავებელი კამათი ფედერაციის ბრალია??? სამწუხაროდ, უკვე მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩში ხვიჩა ვერ გვეხმარება, არაფერს ვამბობ ახალგაზრდულზე.
Გაბო
მთავარი დამნაშავე მაინც კვარაა. ვინმემ უნდა უთხრას რომ ამდენი უაზრო კამათი მსაჯებთან არ შეფერის ამ ასაკში. კაშიამ ან კვეკვემ კიდევ მესმის,მაგრამ კვარამ? აკეთე შენი საქმე არ ჯობია? კამათით რას მიაღწევ? მაინც არაფერს.
SOSO
ფედერაციაში,რომ ბრიყვები, უცოდინარები სხედან გასაგებია და თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გააპრავებენ ფაქტია,მაგრამ შენ კვარაცხელია,რომ ხარ და იცი ნაკრები სრულად შენზეა აკინძული, ხარ ნახევარი გუნდი კი არა...ფაქტიურად ნაკრები, არაფრისმომცემ თამაშებში რა საჭიროა ასე გამომწვევად თამაში და ფაქტიურად მსაჯების პროვოცირება. რა აუცილებელებრობას წარმოადგენდა შოტლანდიასთან აუტის ხაზთან მიღებული ბარათი, ან გაუთავებელი მსაჯებთან კამათი ესპანეთში.....ხოდა მივიღეთ ის რაც მივიღეთ....მისი არ თამაში ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდია გუნდისთვის. დაგვაღალატა ისევ ჩვენ ქართველი ქომაგი, სავარაუდოთ ისევ ჩვენ დავრჩებით იმედგაცრუებული და გაძარცვულნი როგორც ახალგაზრდულის თამაშის შემდეგ ისრაელთან, თორემ კვარამ არაფერი დაკარგა ამ თამაშებით-პირიქით, სამი გოლი გაიტანა და მიუხედავათ იმისა ვერც ერთი ვერ მოვიგეთ, გაუგებარია ხალხი ერთმანეთს რატომ ულოცავდა 1-3 წაგებას, არავის ახსოვდა ჯგუფში ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე,რომ გავედით, მხოლოდ ბოლო ადგილოსანს მოვუგეთ და ჯგუფის გამარჯვებულთან 2-10 წავაგეთ, გამოდის, მთავარი კვარას გატანილი გოლებია და არა შედეგი ნაკრების....აი ეს ხალხი ხბოს აღტაცებით, რომ უხარიათ კვარას გოლები, დააღალატა ამ ბიჭმა და ფედერაციამ....იქნებ კარგიც არის და ღირსებიც ვართთ......რადგანაც კვარას ტალანტი და მისი გოლები ხომ მაშველი რგოლია, ქართველი საფეხბურთო მამების... გაუტანა კვარამ ესპანეთს და ვისღა ახსოვს 1-3 წაგება, ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად გაფანტული ბიუჯეტის მილიონები, ევროტურნირების გარეშე დარჩენილი,გაკოტრებული ქართული კლუბები და ნაკრების ტრადიციული ბოლოდან მე-2 ადგილი....მთავარი ხომ კვარას გოლები,ოსიმენასთვის მიცემული პასები და მარიო ლუის ლანძღა- გინებაა კვარას პასებს, რომ არ აძლევს....
რიონი
ძალიან საეჭვოდ ხდება ყველაფერი ვირთხობას ხომ არაა აქვს ადგილი. ყველანი ფეხზე ჩავუხტეთ ფედერაციას.
სვანსკი
სამაგიეროდ გვყავს ,,კვეკვესკირი მექვაბიშვილი მუჯირი სანიოლი ,, და ჯიდევ ბევრი სათრევი ტომარა
ადამიანი
რა გადაეკიდეთ ამ ხვიჩას ვაა...21 წლამდელებიდან წამოწიეთ ბავშვები და მიეცით შანსი თავის გამოჩენით. იქაც ვგვყავს თავდასხმელები
ა.მ.
ხვიჩას ყოველ თამაშს სულმოუთქმელად ველი და სიამოვნებით ვუყურებ. ამასთან, ბოლო პერიოდში ძალიან თვალში საცემია მისი გაუთავებელი კამათი მსაჯთან, რაც, ჩემი აზრით, არ შეეფერება ამ დონის ფეხბურთელს. პირადად მე ცოტა უხერხულობას ვგრძნობ ხოლმე ასეთ შემთხვევებში. იმედია ეს სასჯელი (ნახევარფინალის გამოტოვება) გაკვეთილი იქნება და უფრო თავშეკავებულად მოიქცევა.
QT
უმნიშვნელოვანესი იქნება ფინალი, ლუქსემბურგს კი კვარას გარეშეც უნდა მოვუგოთ. წარმოიდგინეთ აბა, ეს ყვითელი ან მცირე ტრავმა ლუქსემბურგთან დაძაბულ თამაშში მიეღო და მერე ფინალი გამოეტოვებინა, მაშინ რა მოხდებოდა ? იქნებოდა სრული პანიკა და უიმედობა როგორც მაკედონიასთან, ეხლა კი 4 თვეა იმისთვის, რომ მწვრთნელებმა იფიქრონ როგორ ითამაშონ და ვინ ათამაშონ მაგ თამაშზე, მთავარია ყველა ჯანზე იყოს დიდი დროა მაქამდე. ჩვენ ნაკრებში აეია იმის რესურსი, რომ.ლუქსემბურგს კვარას გარეშეც მოვუგოთ და მერე ფინალაი კი ერთად. თუმცა ეს ყველაფერი ვერ ამართკებს ფედერაციის შესაბამისი სამსახურის თუ თანამშრომლოს ბრალეულობას.
Lebron
ნაკრების ადმინისტრაციის და მწვრთნელების გამართლებას არ ვაპირებ სრული არაკომპეტენტურობა გამოიჩინეს და სირცხვილია რაც მოხდა!! თუმცა ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს არაფრისმომცემი თამაშის 75 წუთზე ოტივე ფეხით ვარდნა რატომ უნდა გააკეთო?!!!
ნიკა
ვაისის სახე გახსოვთ მაკედონიასთან მატჩის დაწყებამდე გაყიდული თამაში რომ ეტყობოდა სახეზე, იგივე იქნება სანიოლთანაც.
თემური
მაშინდელი კორონავირუსის და მაყურებლების გარეშე ჩატარებული თამაში რომ მახსენდება "რაღაცნაირი" ეჭვი მიჩნდება ხვიჩას გაფრთხილებების მიღებაზე! მოკლედ ბიჭები, რომ მოხდეს და ლუქსემბურგთან წავაგოთ ერთი თხოვნა მექნება ყველასთან: ერთმანეთს ნუ დავერევით! ქართველთა მტერი ხომ სულ მაგას ცდილობს...
ქორ-პარიკმახერი
ოჰ, ჰიმნს ხომ ნუღარ იტყვი ისე გულით მღერიან
დათო128
არ გადადიოდე ეს 2 ყვითელი ფლეიოფზე,არ გამოტოვებდა.
Bs
ძალიან ბევრს კოტრიალობს მინდორზე და უსაშველოდ ეკამათება ყველას. არ უხდება ეს. არამარტო იმიჯს არ უხდება, არამედ საქმესაც აფუჭებს საბოლოოდ. მაგარი ადამიანია ხვიჩა, ღირსეული და მოედანზეც ღირსეული ქცევა უფრო მოუხდება. კოტრიალი, მსაჯისთვის ხელების შლა და მსგავსი ,,ბაცნობები " არ წაადგება. იმედია ვინმე ახლობელი ეტყვის, მართლა ახლობელი, ვისაც გული შეტკივა და მლიქვნელი მაამებლები.
არტ
1. საქართველოს აქვს შანსი გავიდეს და კვარაცხელიას და შენგელიას ( რომელიც მაგარ ფორმაშია, მოწინაღმდეგეს კი სწორედ ფლანგებთან გამკლავება უჭირს) ერთად ემართებათ კოვიდი . კარგით, შემთხვევითობაა. 2. უეფა გვაძლევს უფლებას ნაწილობრივ დავუშვათ მაყურებელი. არ ვიყენებთ. კარგით ასეც ხდება 3. ახალგაზრდებს შანსი აქვთ ოლიმპიადაზე თამაშის პირველად ჩვენს ისტორიაში. კვარაცხელია და მიქაუტაძე ( რომელიც ძალიან მაგარ ფორაშია) უარს ამბობენ გუნდში თამაშზე. და თან აქვეყნებენ ზუსტად ერთნაირ ტექსტს. ვისაც გინდათ შეამოწმეთ - სიტყვასიტყვით ერთნაირია. ერთი ადამიანის დაწერილია - ორი აზრი არ არსებობს. ნუ შემთხვევითაა ესეც. 4. არაფრისმომცემ თამაშში კვარაცხელია იღებს ყვითელს ძალიან უაზროდ- მსაჯთან გაუთავებელი კამათისათვის - არც არავინ აფრთხილებს წინასწარ, არც თამაშის მიმდინარეობისას მიუთითებს მწვრთნელი რომ თავი შეიკავოს - ამის საშუალება მწვრთნელს ყოველთვის აქვს- დაუძახებს თამაშის რომელიმე შეჩერებისას და მიუთითებს დაწყნარდეს. არ აკეთებს. ნუ დაავიწყდათ, ხდება ხოლმე. ნამეტანი ბევრი ხომ არ დაგროვდა ეს "შემთხვევითობები" და "ხდება ხოლმეები"? და ვთქვათ მაინც მოიგო მომავალი თამაში გუნდმა კვარას გარეშე - ის რაც ზემოთ ჩამოვწერე მნიშვნელიბას დაკარგავს? და ვითომ არც ყოფილა? მართლა ? ხო და კიდევ, ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომელიმე საკვანძო ფეხბურთელი დიდი ალბათობით რაღაც მიზეზით გამოაკლდება მომავალ თამაშს. მინდა ვცდებოდე.
უცხო
თუ კვარა გამოტოვებს მაგ თამაშს აუცილებლად უნდა გამოიძახონ არაბიძე ამ შემთხვევაში თუ არ გამოიძახეს არაბიძე და მაშინ მწვრთნელიან ფედერაციანად ყველა სახლში უნდა გაუშვა და ხალხიც აღარ უნდა გაჩუმდეს რამდენსაც გაუტარებ ამათ იმდენი ტრაკში წავა ჩვენი ფეხბურთი.
ჰე
გმადლობ რომ სიმართლე თქვი. ამ ქვეყანაში ეს ნამდვილად დასაფასებელია.
დავითი
ისმის კითხვა,თავად ფეხბურთელმა რატომ არ იცოდა?ნუთუ არ უნდა სცოდნოდა რეგლამენტი და წესები იმ ტურნირის რომელშიც გამოდის და 2 ყვითელი ბარათი რომ ჰქონდა მიღებული?თან სათამაშო ეპიზოდი რომ ყოფილყო კიდევ მესმის,მაგრამ ესეთი უაზრო კამათი მსაჯთან რა საჭიროა?ეგაა ქართველ ფეხბურთელებს კითხვა რომ ეზარებათ ან კიდევ წაკითხულის გააზრება,იმიტოა 33 წელია ამდენი თაობა გამოვიცვალეთ და შედეგი უცვლელია,ჯგუფში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი.
რუსპირელი
ფეხბურთის ფედერაცია რას აკეთებს? არაფერს! ისიც კი არ იცოდნენ, რომ გაფრთხილების შემთხვევაში ხვიჩა თამაშს ტოვებდა და ათას სისულელეს ავრცელებდნენ გუშინ! წინა ციკლში მაკედონიასთან წაგებაც მათი ბრალია! სფფ ძველებურად უსაქმურთა თავშესაფარია და მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს! აჯობებს ახლა ნებით გადადგნენ, თორემ ღმერთმა ნუ ქნას და ლუქსემბურგს თუ ვერ მოვუგეთ, პირადი ნივთების გამოტანას ვერ მოასწრებენ იქიდან!
goga
3 დაშვებული შეცდომა: 1) კოვიდის დროს; 2) ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდის ფორმირება; 3) ესპანეთთან გასვლა რომ ათამაშეს კვარას. ამ შეცდომას ფედერაციის ბობოლებისათვის ფული თუ მოაქვს ესე იგი შეცდომა არაა.
ბექა
ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ ხვიჩას გარეშე არც არაფერი გვესაქმება ევრო 2024 ზე წერტილი.
ბექა
ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ ხვიჩას გარეშე არც არაფერი გვესაქმება ევრო 2024 ზე წერტილი.
კოტე
ხვიჩა საუკეთესოა, ის ვარსკვლავია. თუმცა, იქცევა, როგორც არშემდგარი ფეხბურყელი. რამდენიმე თვეა, უკვე რაც სულ ეკამათება და ეჩხუბება მოწინააღმდეგე ფეხბურთელებსა და მსაჭებს. არ ეკადრება. გაიხსენეთ, როგორ იქცევა მესი, დებრუინი, კეინი... გადამწყვეტი თამაშის გამოტოვებაც მხოლოდ მისი ხასიათის გამოა.
თომა
ფედერაციის მუშაობა არის -0. სამაგიეროდ გემოვნება აქვთ იცოცხლე, არ იკლებან გაფრენა-გამოფრენებს, 5 ვარსკვლავიან და უფრო მაღალი დონის სასტუმროებს, შოპინგებს ევროპაში და ერიჰააააა, ეხლა კვარა ითამაშებს ნახევარფინალს და გავალთ თუ არა საერთოდ ევროპაზე, მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს? დარწმუნებული ვარ, კვარას რომ ეს საფრთხე სცოდნოდა,იმ ყვითელ ბარათს არ მიიღებდა.
გიორგი 11
კვარაცხელიას ესპანეთის წინააღმდეგ რომ არ ეთამაშა, ისევ ეს ხალხი საშინელ ამბავს ატეხდა კვარას და ფედერაციის წინააღმდეგ!!!
ირაკლი
კობიაშვილს, მუჯირს, ხიზანიშვილს, დვალიშვილს, იაშვილს, ცქიტიშვილს, კალაძეს, ყაველაშვილს და მათ საძმოს ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ და არც იქნებიან საქართველოს სახელით წარმოდგენილნი. ჩვენ რა დავაშავეთ თორემ… ალბათ დავაშავეთ ამ ბანდას დაუსჯელობის განცდა რომ აქვთ.
მამუკა
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თვითონ ხვიჩამაც გაუტია, ყველა თამაშში, იგივე ნაპოლშიც სულ ეკამათება ფეხბურთელებს და მსაჯებს,მაგაშიც პროფესიონალიზმია საჭირო, მესის მაგალითი აიღეთ.
ქართველი ქომაგი
ძალიან სამწუხაროა ამბავია და ამას არაფერი ეშველება ახლა ფედერაციამ ხალხი ხმა გაიგოს და არაბიძე გამოიძახოს ლუქსმბურგთან თავის შეაკლავს და დაანახებს ყველას რისი შესაძლებლობაც აქვს იმედია ასეც მოიქცევიან
ქ. გ.
ამ ნაკრებს ჰყავს 5 ფეხბურთელი: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე. მწვრთნელი არ ჰყავს. ევროპის ჩემპიონატზე რა გვინდა ამ გუნდით?
ქ. გ.
ვაისი მაკედონიასთან წაგების შემდეგ გაუშ ვეს. ახლა სანიოლის გაშვების შანსიც მოგვეცემა.
ქ. გ.
თუ ლუქსემბურგს ვერ მოუგებენ ხვიჩას გარეშე, მაშინ ეს იმის დასტური იქნება, რომ რაც მოიგო ნაკრებმა, ის ხვიჩას მოგებული იყო, და არა სანიოლის.
გიო
არაფრის მთქმელი მატჩი არ არსებობს ფეხბურთელისთვის, მითუმეტეს არაფრის მთქმელი ნამდვილად არ ყოფილა პირადად კვარაცხელიისთვის, მას ევროპული გრანდები აკვირდებოდნენ. დავუტოვოთ ავტონომია სპორტსმენებს და ჩვენს ნება სურვილზე ნუ მოვირგებთ. პ.ს. ალბათ კვარამ არ იცოდა რომ ფტთხილად იქნებოდა, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა სცოდნოდა, ხიზანიშვილი მანდ რას აკეთებეს?!
იკა
მაშინ გახარია იყო პრემიერ მინისტრი, უეფამ ნება დართო გულშემატკივრების გარკვეული რაოდენობა დაეშვათ სტადიონზე, და რაც მაშინ ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეგ იყო ქართველი ხალხის ღალატი, სრულიად გაცნობიერებული ბოროტი ნაბიჯი! დარწმუნებული ვარ ერთ თამაშში ორგზის ავტოგოლას - რომელსაც მსოფლიო ისტორიაში პრეცენდენტი არ აქვს, ნამდვილად არ გაახარებდა საქართველოს ნაკრების წარმატება, რადგან თავად როცა იყო ნაკრებში, კარგად გვახსოვს რისი თავიც ქონდა.
მერაბი
საქართველოს ნაკრები ხვიჩას გარეშე არის კვიპროსი 2
იბერია
წლებია ვწერ რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ინტელექტის არ ქონა, რომ მხოლოდ საფეხბურთო ინტელექტი არ კმარა, რომ კაცს სანამ ხელმძღვანელად დანიშნავ ერთი წიგნი მაინც უნფა ჰქონდეს წაკითხული მაინც და არააოო მიდისლაიქებთ და მიდისლაიქებთ. :))))) არცერთი ყოფულხართ რონალდინიოზე დიდი ფეხბურთელი მაგრამ არ მიყვარს კაცმა წიგნებიო და არც იწევს თანანმდებობაზე დადის ხან იქ იჭერენ ყალბი პასპორტით ხან აქ რა ქნას:)))) არ შეიძლება არა... ან შეხედეთ ქართველ მწვრთნელებს ან ფედერაციაში მომუშავეებზ ან გუნდების მფლობელებს ან ჟურნალისტებს თყნდაც. ან როგორ ლაპარაკობენ ან რას ლაპარაკობენ გადახედეთ მერე სხვა ქვეყნის ფედერაციებს ბიჭოო ყოფული პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ ფედერაციებს და უმაღლესი დონის მენეჯერები, იურისტები და ეკონომისტები და რა ვქნა ძმაო რა ვქნა აბა. რამდენი ამას ვწერ ამ მებლოკება ან ..... ბიჭო მმართველი რო უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული და არა უწიგნური დავიჯერო ძალიან შორს ვარ?! :)
ეეე
რა ენაღვლებათ რა, ვინმე პასუხს მოსთხოვს, ერთ ადგილს აწევს ეს მოსახლეობა ფედერაციასთან მივა რამეს გააპროტესტებს თუ რა არც არაფერი. რასაც ვიმსახურებთ ხალხი ისინი მართას ყველა სფეროს.
Martali
ერთადერთხელ მახსოვს 30 წლის განმავლობაში ნაკრებს ბურთი ეჭირა და პასები ისწავლეს ცხადაძის დროს და ძლივს თანამედროვე გუნდს გავდა და ბოღმების გამო ტიპი მოხსნეს
ვარლამი,პოლონეთიდან
გადაწყდა ლუქსემბურგს ვხვდებით არადა აზერბაიჯანს კვარას გარეშეც მოუგებდით
Walter White
სტატიის ავტორს მინდა მივმართო. კარგია რომ გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მნიშვნელობა აქვს ითამაშებს თუ არა ეს ნაკრები რაიმე ტურნირზე. ფეხბურთს ეგენი არ თამაშობენ და რა ვიცი,აბა მათ მიერ საქართველოს ჰიმნის შესრულება თუ მოგწონთ,ეგ უკვე სხვა საკითხია.
გოგა
ერთი კვირისწინ დავწერე კალაძე და მისი კლანი კობიაშვილ ხიზანიშვილ დაუშვილ დვალიშვილებით თქო სანამ გვყავს სულ იმ დონეზე ვიტრიალებთ რა დონეზეც ეგენი თამაშობდნენ ფეხბურთს თქო ქოცმადიდებლებმა დამიშვეს და აჰა გაგრძელება!!! ეგენი არიან იმედებს და პერსპექტივას ჩანასახშივე რომ გისპობენ კაცს
სიმართლე
U21-ზეც იგივე გააკეთეს და ახლაც. იჩალიჩებთ ძალით და მაზოხისტები ხართ, თუ ასე გიჭირთ ანალიზი? ამდენი ელემენტარული სტრატეგიული შეცდომა უკვე განზრახვას ჰგავს და არა გაუფრთხილებლობას!
ნიკა
აი ზუსტად! შარშანწინ იმავე ესპანეთთან, ასევე "არაფრისმომცემ" შეხვედრაში 4-0 რომ წავაგეთ, სანიოლთან პრეტენზიები იყო, სუსტი შემადგენლობა რატომ დააყენაო... ამაზეა ნათქვამი, ურემი რომ გადაბრუნდებაო...
ქომაგი
ცუდია რო გამოტოვებს.სანიოლის ხელში გუნდი ვერ ვითარდება აშკარად არც არანაირი პრესინგი არცეთ მეტოქესთან არც ბურთის ფლობა არც ბურთის გათამაშება და კობინაციები მიუხედავად იმისა ამ გუნდში არიან ფეხბურთელები იგივე კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი კიტეიშვილი.ფეხბურთელები ეს ფეხბურთელები თავიანთი ნიჭის ხარჯზე თამაშობდნენ და არა მწვრთნელის მითითებით სანიოლი არის ერთერთი უსუსტესი მწვრთნელი ნაკრების ისტორიაში.ცხადაძის დროს კი ნაკრები პრესინგსაც თამაშობდა და ბურთსაც ფლობდა თავის თამაშს თავაზობდა ყველა მეტოქეს ფეხბურთს თამაშობდა გუნდი და ატა ანტი ფეხბურთს როგორც დღევანდელი ნაკრები არადა იმ დროინდელი ნაკრები არაფრით ჯობს დღევანდელს დღეს კი საკმაოდ ნიჭიერი თაობაა კვარაცხელია ჩაკვეტაძე მიქაუტაძე დავითაშვილი არიან კიდევ სხვა გამორჩეულებიც მაგრამ შანსი არ მიეცათ საკმარისადთავის გამოჩენის მაგალითად საზონოვი გელაშვილი კალანდაძე სიგუა ლუკა გაგნიძე.ნაკლები ფეხბურთელები არ ყავდათ ვიდრე შოტლანდიას და ნორვეგიას ყავს 8გივე პორტუგალიის21 წლამდელებს ან ბელგიის21-წლიანებს ან ჰოლანდიის21 წლამდელებს მაგრამ ამ ბიჭებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თაცი არ შეურცხვენიათ და მაგრამ არ ათამაშეს ეროვნულში კი შანსი არ მიცეს ამ ციკლში,რაც დიდი შეცდომა იყო მთავარი მწვრთნელის სანიოლის მხრიდან,სამაგიეროდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი გარანტირებული ქონდათ კაშიას კვეკვესკირს კვირკველიას იმას არ ვამბობ რო ესენი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ მათი საუკეთესო წლები და სათამაშო ფორმა უკან დარჩა და იმის ნახევრები არ არიან რაც4-5 წლის უკან იყვნენ ეს ბიჭები დროს თავისი მიაქვს.ფლეიოფში კი რომელიც არ უნდა შეგვხვდეს აზერბაიჯანი თუ ვითუმეტეს ლუქსემბურგი რასაც დღევანდელი ნაკრებითამაშობს იმ ფეხბურთით ორივესთან მაგრად გაგვიჭირდება თან კვარაცხელიას გარედე ვითუმეტეს.კიდევ ვამბობ ძირითადი პრობლემა მწვრთნელშია სანიოლია ხელში გუნდი ვერც ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს ვერც უმატებს და ვერც ვითარდება.
ჯსჰაჯფჰა
სატურნირო თვალსაზრისით რამე მნიშვნელობა ჰქონდა?
Gio
ერთა ლიგის ნახევარფინალში რომ მიეღო ხვიჩას ყვითელი ბარათი? თან ფინალში გასვლის შემთხვევაში? ხომ გამოტოვებდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან თამაშს! საბოლოო ჯამში რაც მოხდა, მოხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვის.
კარგით რა
ესპანეთთან თამაში არაფრისმომცემი როგორ არის ნეტა თუ ახსნით. აბა სად უნდა გამოჩნდეს გუნდს რა შეუძლია, თუ ესპანეთთან თამაში არაფრისმომცემია, აბა კვიპროსთან მითუმეტეს არ უნდა ვათამაშოთ და გავუშვათ შვებულებაში. ყვითელი ბარათინთავიდან ბოლომდე ხვიჩას დამსახურებაა, ჭკუის სასწავლებლად გამოადგება სამომავლოდ. ნაკრებმა უნდა ისწავლოს ხვიჩას გარეშე თამაში, ეს უკეთესიც არის, იქნებ რამე ახალი იდეა მოუვიდეს მწვრთნელს.
a a
გვითხრეს ჩვენ წლების წინ რო ერთი დიდი სოფელი ვართ და დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდესო. ხო ყველას გახსოვთ?
მალხაზი
არაა ეგრე არ უწევს კვარას თამაშის გამოტოვება უეფამ თქვა და ნუ ავრცელებთ დეზ ინფორმაციებს
ანუ
ქართველმა ადამიანმა რომ არ გაიხაროს ასე ებრძვით ხომ?! ხვიჩას თავისი როლი აქვს, თქვენ თქვენი! აი შოუ სპიდის დედაც. ნაპოლუს დედაც და მესისის დედაც თუ ქართველი ვერ გაიხარებს!
ნიკა
არც ერთში არ უნდა მიეღო
დავით 67
კარგი მაშინ კოვიდი მძვინვარებდა, მაგრამ უეფამ ხომ დართო ნება 30% მაყურებელი დასწრებოდა, რატომ გადაიჭრეს ვენები?,როცა სხვა ქვეყნებში მივიდა გულშემატკივარი სტადიონზე, ახლა კიდევ ეს ყვითლების უბედურება, მიზანმიმართულად არ გინდათ ნაკრების წარმატება??? ვიღაც ლევანას( ალბათ) ნათესავი წერდა ადრე კომენტარში ,რაც ამ ფედერაციამ კობიაშვილის თამადობით გააკეთა სპორტისთვის არავის გაუკეთებიაო, სტადიონებზე დახარჯა უამრავი ფულიო. რად მინდა სტადიონი თუ იქ არ მათამაშე. ეგრე გამოდის. მე დავამატებდი რად გვინდა ფედერაცია თუ წესდება არ იცის? საერთოდ რა საჭიროა ეს ზარალა ფედერაცია?
Martali
ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა უნდა ამოიღონ ხმა. ესპანეთის ფედერაციის შეფი სიხარულისგან კოცნაზე გააგდეს და ესენი ამდენი ხალხის იმედს წლებია სექსს უტარებენ და ამოიღეთ ხმა. ლუქსემბურგი ყაზახეთი მოლდოვა ბოლო ტურამდე იბრძვიან ალბანეთი გავიდა წელი არაა თუ ჩემპიონთა ლიგაზე არა უეფას ლიგაზე სულ არიან აზერბაიჯანული სომხური ყაზახური მოლდოვური კოსივოდან და მალტური დაჟე. და ესეიგი რაღაც ჩვენთან კეთდება არასწორად აღარ ქვია ამას იმენა საშინლად და თან ვითომც არაფერი არავინ არ იცვლება და პირიქით უალტერნატივო გახდნენ და აქეთ გონორზე არიან და ხმა ამოუღეთ ვისაც გეხებათ ეს ყველა გიყიდეს??????
Master
რა გატირებთ რაა.იმ გუნდის დედა ვატირე ვისაც სახლში აზერბაიჯანთან ან ლუქსემბურგთან თამაშის შეეშინდება.ასეთი გუნდით გვინდა ევროზე გასვლა,ვისაც კვარას გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია???თბილისში აზერებთან ან ლუქსემბურგთან????რად გვინდა ასეთი გუნდი,საერთოდ რა გვინდა ასეთი გუნდით ევროზე???არიან ბიჭები კვარას გარდაც,ვისაც შეუძლია ამ პრ აუტსაიდერთან სიტყვის თქმა.დავითაშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე,ბუდუ,მიქაუტაძე.ლოგიკურად ამათზე მეტი არ სჭირდება ნახევარფინალს.მორჩით ტირილს,ღნავილს და მოთქმა-გოდებას.ნუ თარსავთ წინასწარ ბიჭებს.
მირიან მეტრეველი
ანუ ვისი ბრალია ვერ გავიგე?!
რუსთავი
აგერ მთავარმა არხმა ამოუქექა კობიაშვილს 2015 წლის პოსტი, ზუსტად იგივე მიზეზის გამო ფედერაციის გადაყენებას რომ ითხოვდა ))))) ეხლა მიზეზი იგივეა მნიშვნელობა კიდევ ათასჯერ უფრო მეტი!
Tbilis
Iq nuldeba ar gamotovebda
სსს
დავუშვათ და ესპანეთთან არ მიეღო ყვითელი და ნახევარფინალში მიეღო მაშინ ფინალს ხომ გამოტოვებდა ეგ უფრო ცუდი არ იქნებოდა?ისე ხვიჩა ისე იყო აჭრილი შეიძლება წითელიც კი მიეღო მსაჯებთან ჭიჭყინით ვარსკვლავი ვერ გახდები.
რასელ რასვაკეთებ ვესტბრუკი
კარგია, თუმცა მეტი კრიტიკაა საჭირო, რამდენი ბარაბანი და უჭკუო ზის ფედერაციაში კი გამოჩნდა შედეგი, სხვა საიტები როდის შემოგიერთდებიან?
რუსთავი
და მერე დავგეგმოთ რაიმე ან პეტიცია ან რავიცი როგორც ხდება, ვადამდელი არჩევნებისთვის რომ წავიდნენ ესენი თორემ გეუბნებით, ზედ მატჩის წინ ჩაკვეს ტრავმას და მამარდას გრიპს გამოგვიცხობენ!
არტეტას ფანკლუბი
იმედი მაქვს ქართველი ჟურნალისტები ყველანი ერთიან განცხადებას შემოგვთავაზებენ. ფაქტია, ეს ყველაფერი გიორგიმ დაიწყო, დასაფასებელია, დანარჩენი გამოჩნდება...
მადლობა გიორგის
როცა ეს ამბავი გავიგე, ძალიან ცუდად გავხდი, შვილიშვილებს გეფიცებით, ამდენი წელია ამას ველოდები და ვიღაცეების დაუდევრობის გამო ამ შანსს ხელიდან გვართმევენ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რომ მსგავსი რამ მესამედ აღარ მოხდეს, პასუხი აგოს ფედერაციამ !!!
ნიკა
ორი ვარიანტია: პირველი - ფედერაციაში ეს წესი არ იცოდნენ და ხვიჩა არ გააფრთხილეს - ეს უვიცობა და არაპროფესიონალიზმია. მეორე - წესი იცოდნენ და ხვიჩას დავალებული ქონდა ყვითელი ბარათის მიღება (იმდენჯერ ეკამათა მსაჯს უფრო ადრე როგორ არ გააფრთხილა მიკვირდა და ეს ეჭვებს ნამდვილად იწვევს) რომ პლეიოფში უფრო ადვილად გაიყიდოს თამაში, როგორც ერთხელ უკვე მოხდა. რომელი ვარიანტი ჯობია აწი ვიფიქროთ ქართული ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივრებმა.
გიორგი
ესეთია არაპფოფესიონალიზმია ყველგან ჩვენ ქვეყანაში
ვახო
ამ ავტორს მადლობა, მაგრამ სხვა ჟურნალისტებს რატომ უჭირთ სიმართლის დაწერა?
არჩილ
შოტლანდიასთანაც მიიღო ბარათი,აქ მგონი ამ გენიოსებმა უბრალოდ არ იცოდნენ რომ ეს ყვითლები გადადიოდა ერთა ლიგის პლეი ოფზე,მეტი რა უნდა ითქვას, სირცხვილია.
ყოჩაღ სპორტალი
ბევრჯერ კრიტიკული კომენტარი დამიწერია, მაგრამ ახლა 100%-ით ვეთანხმები ავტორს, ესაა სრული სიმართლე, რაც უნდა დაწერილიყო და დაიწერა კიდევაც! მაკედონიასთან კოვიდი და ახლა დაუდევრობა, თან ვისზე? ნაკრების ლიდერზე, მადლობა გიორგი, რომ გამოაქვეყნე წერილი და ჩააქსოვე სრული სიმართლე
გურულო
მიუხედავად ხვიჩასადმი ჩემი სიყვარულისა,უნდა ვთქვა რომ მერამდენე თამაშია არამარტო ნაკრებში,ნაპოლიშიც ,გამუდმებით ეკამათება მსაჯებს,მეტოქე ფეხბურთელებს.მჯერა რომ ეს გაკვეთილი იქნება ხვიჩასთვის,ფეხბურთია ბალეტი კი არა,თანამედროვე ფეხბურთი ძალისმიერი,ათლეტური გახდა და ყველა კონტაქტზე თუ იტირე,მსაჯებს და მეტოქეს ეცი,არაფერი გამოვა.წარმატებები ხვიჩას,ნაკრებსა და სრულიად საქართველოს
ბექა
აღარ ვიცი უკვე ვიცინო თუ ვიტირო!!
დათა თუთაშხია
ფედერაციიდან რომ დიდიან-პატარიანად გასაყრელია ყველა, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ჟურნალისტებო - რა ნამუსით იღებთ საერთოდ ხმას? მთელი დღე რომ ნაცარს აყრიდით ხალხს, წესდების წაკითხვა (სულ ორი პუნქტია, სადაც ამის შესახებ წერია) რომ ასეთი პრობლემაა და ყველა ერთიმეორისგან რომ იწერდა სტატიებს და ერთსა და იგივეს აქვეყნებდა, ამას რა ვუყოთ? ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი და ყველა, ვისაც ეს ეხებოდა, დამნაშავეა. მაგრამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა მაინც დასვა კითხვა, ხვიჩას რომ ათამაშებთ და ყვითელი მიიღოს, მერე რას აპირებთო? საშინელი არაპროფესიონალიზმია სამწუხაროდ ყველა სფეროში ჩაბუდებული და ესაა ყველა პრობლემის თავი და თავი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი...
საქართველო უპირველესად
მადლობა ჟურნალისტს,რომ ფედარაციის კრიტიკა გაბედა!!!უნდა გაბედონ სხვა ჟურნალისტებმაც!!!
გიუშა
სფფ-ში მგონი მოგზავნილები ზიან,აქაოდა უცებ არაფერ წარმატებას არ მიაღწიოს საქართველოს ნაკრებმაო...ასეთი სიტუაცია თუ იყო ნუთუ ვერავინ ურჩია სქოთებთან ყვითელი მიეღო,ესპანეთს გამოტოვებდა და სუფთა გავიდოდა ნახევარფინალში
ბარაბანა
მადლობა სპორტალს და პირადად ავტორს, რომ ყოველთვის სწორ მხარეს დგახართ, იმედია ამ უდიდეს შეცდომას ფედერაციის ხელმძღვანელები საკუთარ თავზე აიღებენ, ამისთვის თქვენ, ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
პატარა მეთოფე
მადლობა ავტორს, დასაფასებელია ასეთ დროს ხმის ამოღება, იმედია სხვებიც მოგბაძავენ და ქართველები ზუსტ დროს ზუსტი პრობლემის დანახვას ვისწავლით. კობიაშვილო წადი!
სანდრო
ყოჩაღ ღვინიაშვილო, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ხარ, რომელმაც სიმართლის დაწერა გაბედა
მამუკა
ერთადერთი შანსი გვაქვს მოხვედრის ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თან ამის პრეცენდენტებიც უკვე არსებობს რომ რამოდენიმე ქვეყანა ინაწილებს მასპინძლობას,ფინალური ეტაპი უნდა ჩატარდეს საქართველოში, სტადიონები და ინფრასტრუქტურა კარგი გვაქვს, რა მოხდა თუ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ ისე როგორც გვინდა, ეგრე ყატარიც ჩვენზე დაბლა იყო რეიტინგით.
როგორც იქნა!
როგორც იქნა ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო. როდემდე უნდა ეწირებოდეს ქართული ფეხბურთი ფედერაციის დაუდევრობას? მადლობა ახალგაზრდავ, იმედი მაქვს, ძველი თაობის წარმომადგენლებიც მოგბაძავენ და ასეთ მნიშვნელოვან დროს, დუმილს არ ამჯობინებენ!
ირაკლი
ამასაც თუ გავატარებთ და პასუხს არ მოვთხოვთ ქართველი ხალხი ფედერაციას მაშინ მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ. ბიჭოოოოო , სადა ბანაობთ ოეეეეეეეეეეე. მე უნდა მეფიქრა უეფას წესდებაზე და ხვიჩას ბარათზე? უვიცი მუჯირი პოსტ ფაქტუმ რომ აკეთებს განცხადებას ეს უკვე შეთქმულებაა ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ. გასდით და აკეთებენ! კიდევ ერთხელ ვიძახი: ეს თუ ოფიციალურად დადასტურდა და ხვიჩა ამათი დაუდევრობით გამოგვაკლდა, ყველანი ფრდერაციასთან და ეს ამათი დასასრულის დასაწყისი უნდა იყოს
სოსო
geo-team დაწერა, რომ ფეხბურთელებმა არაფერი იცოდნენ და მწვრთნელებმაც არაფერი უთხრეს!!!
Surebeli
არ გამოუჩნდენ ადამიანები ამ ბიჭს ვისაც შეუძლია რომ რჩევები მიეცათ მოყოლებული ნაპოლიდან რომ ყველაფერზე პროტესტს გამოთქვავს რომ აჭარბებს თავის სპორტულ საქციელებს და მსაჯებისთვის კარგავს პატივისცემას. თუნდაც ამ შეხვედრაში ბევრჯერ გადააჭარბა მაგრამ ვერცერთმა ვერ მოიფიქრა ჩარეულიყვნენ რომ აქამდე არ მივსულიყავით. მეორე საქმეა რომ ფედერაცია გარტყმაშიც არ იყო რომ გაფრთხილების შემთხვევაში რა დაგვემართებოდა.ხვიჩა არ იქცევა პროფესიონალურად რომ ყველაფერზე ჯიჯღინებს და უნდა იმოქმედოს როგორი დონის მოთამაშეცაა. ვალდებული იყო სანიოლი რომ გაეფრთხილებინა და დაეშოშმინებილა ახალგაზრდაა და მაგიტომ უნდა რჩევები რომ გაიზარდოს ყველაფერში.
აქაური
გამოვიდეს და თქვას ამდენ ყვითელს რატო იღებს? თავდამსხმელია თუ მცველია ვერ გავიგე..
ჯორჯო ბიძია
ევროპას ჩვენ არ ვჭირდებით!!! ეს სპეციალურად გააკეთეს უეჭველი.
ღადაობთ?
ალბათ მოვკვდები ნახევარფინალი რო წავაგოთ!!! აქ აღარ ჩამოვიდეს მაგას ურჩევნია იცოდეს..
იასონას უდარი
ამას ვამბობდი,ყველა შეთანხმებულია რო წარმატება არ გვქონდეს და პრაფესორი ხარო,ხოდა ახლა რას იტყვით? არაფრის მომცემ თამაშებში,შენგელიამ მხარი ამოიგდო და ხვიჩამ ყვითლების ლიმიტი გაავსო,ხოდა ეს ვისი ბრალია? ფედერაციის? სამწვრთნელო შტაბის თუ ფეხბურთელების? მე გეტყვით,ყველას ბრალია და დავამატებდი,გულშემატკივრის ბრალიც არის. კობიაშვილო წადი და გამოიბი სანიოლი რა
დავით
ეს კვარაცხელიას და მწვრთნელის ბრალია რამდენი შეხვედრაა კვარა მსაჯებს ეპასუხება ყვითელი უნდა მიეცათ ნუთუ მცვრთნელი არ ეუბნება რო ბარათი არ უნდა მიეგო? მაურინიო გამახსენდა რამოს რო უთხრა ბარათი მიიგეო
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ