მცირე პაუზის შემდეგ განახლდა 3×3 საკალათბურთო აქტივობები, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტია. დღე, ვერის საკალათბურთო სასახლეში დაიწყო ზამთრის თამაშები, სახელწოდებით Wintercup2023, რომლის ქვედა ასაკობრივი ცენზი პირველ ტურნირზე 18 წელი იყო.

ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც სტანდარტულად – 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებულმა გადაინაცვლა და ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ყიფშიძე” – Lets’s go და "მუხბე" – "ალმედა".

ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Let’s go-მ ნიკა გურგენიძის, ნიკა ნინუას, ლუკა ცირეკიძის და საბა სირაძის შემადგენლობით, დაძაბულ ბრძოლაში – 21:18 დაამარცხა “ყიფშიძე”. მეორე ნახევარფინალში "ალმედა" 12:16 დამარცხდა "მუხბესთან", რომლის ღირსებასაც დათო დადუნაშვილი, ვაკა ბიჭაშვილი და ძმები – ბექა და ირაკლი ჯანხოთელები იცავდნენ.

ფინალური მატჩი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რომელიც "მუხბეს" გამარჯვებით – 18:16 დასრულდა. ტურნირის ჩემპიონმა 700-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა – 500. პრიზიორები 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრებების მწვრთნელმა დავით გასიტაშვილმა და ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა