იაია ტურე სერ ალექს ფერგიუსონს აფრთხილებს, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში სერიოზულად შეუტევს პრემიერლიგის ტიტულს
"მანჩესტერ სიტის" 28 წლის ნახევარმცველი იაია ტურე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს აფრთხილებს, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში სერიოზულად შეუტევს პრემიერლიგის ტიტულს. შეიძლება ითქვას, "იუნაიტედის" "ხმაურიან მაზობლებად" მონათლული ისტლენდელები კიდევ უფრო ახმაურდებიან.

ტურე ამბობს, რომ მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დამთავრდება "ქომუნითი შილდის" შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს სწორედ მანჩესტერული გუნდები დაუპირისპირდებიან. "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა კარგად იცის როგორი გემო აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას -გასულ სეზონში, "უემბლიზე", ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონს სწორედ მან გაუტანა გოლი. ტურემ თქვა:

"უემბლიზე უკვე ორი გოლი მაქვს გატანილი. ფანტასტიკური შეგრძნებაა. ძალიან მინდა მესამეც გავიტანო, თუმცა, რასაკვირველია, მთავარი სულაც არ არის ის, რამდენ გოლს გავიტან მე. მთავარია ჩვენმა გუნდმა საკუთარ ფანებს და მთელს მსოფლიოს გამოუხცხადოს: ფრთხილად, "მანჩესტერ სიტი" მოდის! ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, "იუნაიტედს" უნდა ვაგრძნობინოთ, რომ სერიოზული კონკურენციას ვაპირებთ.

პრემიერლიგის მომავალი სეზონი ძალიან დაძაბული იქნება. "მანჩესტერ სიტი" კიდევ უფრო გაძლიერდება და ვფიქრობ, დიდ შედეგებსაც მიაღწევს. ამ ეტაპზე კი მთავარია, სეზონის დასაწყისშივე მკაფიოდ და რიხიანად გამოვაცხადოთ ჩვენს შესახებ".

ტურე ძალიან კმაყოფილია, რომ ისტლენდელებმა მადრიდის "ატლეტიკოსგან" 23 წლის სერხიო აგუერო იყიდეს. მოგეხსენებათ, აგუეროს დებიუტიც "ქომუნითი შილდზე" უნდა შედგეს.

"ძალიან კარგია, რომ კლუბი ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობს, ძველი მოთამაშეები კი საუკეთესო ფორმას იბრუნებენ -თქვა ტურემ -აგუერო დავიმატეთ, ედინ ჯეკო კი შესანიშნავად ათამაშდა. აგუერო დიდებული ფეხბურთელია. ის ძალიან სწრაფი და ჭკვიანია. გარდა ამისა, შეგვიძლია შემადგენლობას გადავხედოთ და დავინახავთ, რომ ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. "სიტი" შესანიშნავად დაბალანსებული გუნდია".

კოტ დ"ივუარელ ფეხბურთელს შარშანდელი ნათქვამი შეახსენეს. შარშან მან თქვა, რომ "მანჩესტერ სიტი" ისეთივე ძლიერი გახდება, როგორიც "ბარსელონაა". ტურემ უკან არ დაიხია:

"მე ვთქვი, რომ ერთ მშვენიერ დღეს "სიტის" შეუძლია ისეთივე ძლიერი გუნდი გახდეს, როგორიც "ბარსელონაა". სხვათაშორის, ეს მანამდე ვთქვი, სანამ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებდა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდებოდა, მაგრამ ჩემი ნათქვამი უკან არ მიმაქვს. რასაკვირველია, ევროპის საუკეთესო გუნდობამდე ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მიზანი არჩეულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა