ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აგუერო: მე ახალი მარადონა არ ვარ

აგუერო: მე ახალი მარადონა არ ვარ

გამოადგება თუ არა "მანჩესტერ სიტიში" ხმაურით მისული თავდამსხმელი გუნდს, მალე გამოჩნდება
როდესაც შენი ტრანსფერი პრემიერლიგაში ზაფხულის ყველაზე თვალშისაცემი ამბავია, ბუნებრივია პასუხისმგებლობა გეკისრება და ღელავ, მაგრამ სერხიო აგუეროსთვის ეს ღელვა არაფერია იმასთან შედარებით, რაც 2007 წელს, 19 წლისამ გადაიტანა, როდესაც არც მეტი არც ნაკლები, დიეგო მარადონას სახლში ვალსს ცეკვავდა - იმ წელიწადს მან არგენტინელთა კერპის საყვარელი ქალიშვილი ჯანინა შეირთო ცოლად. რაც შეეხება "სიტის", გამოადგება თუ არა ხმაურით მისული თავდამსხმელი, მალე გამოჩნდება. გთავაზობთ, აგუეროსთან, უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუს თარგმანს.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ინგლისში გადასვლის დრო იყო?

- ინგლისური ფეხბურთის ყურება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მაშინაც კი, როდესაც სულ პატარა ბიჭი "ინდეპენდიენტეში" ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი, ვფიქრობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრემიერლიგაში ამოვყოფდი თავს. ძალიან მომწონს ტემპი, რომლითაც ინგლისის ჩემპიონატში თამაშობენ. ვფიქრობ, აქაურ სტილს კარგად მოვერგები.

- ბავშვობაში მართლა "ლივერპულს" გულშემატკივრობდით?

- გულშემატკივრობა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა "ლივერპულის" თამაში მომწონდა და 2005 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მილანს" 3:0 შემოუტრიალა, ამ გუნდის ყველა გოლს მივესალმებოდი.

- თქვენთან დაკავშირებით ყველას თქვენი სიმამრი, დიეგო მარადონა ახსენდება. გვითხარით რამე მის შესახებ.

- ძალიან ვამაყობ მარადონას ოჯახის წევრი რომ ვარ. ამას განა მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ის მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელი და არგენტინის გმირია, არამედ იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია.

- გულშემატკივართა უმეტესობა მარადონას სწორედ, როგორც ადამიანს არ იცნობს. რა გააკეთა მან თქვენთვის მას მერე, რაც მისი სიძე გახდით?

- როდესაც რაიმე რჩევა მჭირდება, მხარში მიდგას და მინდა გითხრათ, რომ სიტუაციის ანალიზში ყოველთვის პატიოსანი და პირუთვნელია. ის ყველაფერს მარტივად და ალალად აღიქვამს. მეც მასავით უბრალო ოჯახიდან ვარ და დიეგო სულ ხაზს უსვამს, რომ ადამიანს ფესვები არ უნდა დაავიწყდეს.

- თქვენ ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდით. უკვე ვაჟი გყავთ. დაოჯახებამ თქვენს კარიერას დადებითი დაღი დაასვა?

- ფეხბურთელები, რომელთაც მოედანს მიღმა დალაგებული ცხოვრება აქვთ, წარმატებას აღწევენ და მეც მათ კატეგორიას მივეკუთვნები. ჯანინა ჩემი ცხოვრების საყრდენია. ის საფეხბურთო გარემოში გაიზარდა და ამ სამყაროში ცხოვრების სესახებ ყველაფერი იცის. ეს ძალიან მეხმარება.

- ხალხი მარადონას გადარებთ. როგორ გრძნობთ ასეთ დროს თავს?

- მეღიმება, რადგან ამ ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ რას ლაპარაკობენ. დიეგო განსაკუთრებული იყო, ყველა დროის საუკეთესო. მას ვერავინ გაუტოლდება. როდესაც ბურთს მიიღებდა ის ჯადოქრად იქცეოდა. ნამდვილი ლიდერი იყო, თანაგუნდელებს შთააგონებდა. ვერავი მოახერხებდა არგენტინის ნაკრებსა და "ნაპოლიში" იმას, რაც დიეგომ წლების წინ გააკეთა.

- როდესაც მარადონას გადარებენ, ალბათ, თამაშის სტილს გულისხმობენ.

- რასაკვირველია, მიდგომა მეც მისნაირი მაქვს: ვუტევ, ვრისკავ და მოედნის ბოლო მესამედზე მდგომარეობას ვამწვავებ. მეც, ისევე როგორც დიეგოს, დრიბლინგი მიყვარს, ვცდილობ მოწინააღმდეგეზე სხარტად ვითამაშო. დიეგოს მსგავსად მეც ემოციის სრულ მარაგს ვხარჯავ და ვგიჟდები ისე მწყურია გამარჯვება. თუმცა, ყველა არგენტინელი ფეხბურთელი ბრძოლისუნარიანია. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, დიეგო გენიოსი იყო, მე კი შეგირდი ვარ.

- 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონას ხელმძღვანელობით ითამაშეთ. უცნაური გრძნობა იყო?

- შინ ჩვენ ოჯახი ვართ, მაგრამ იქ, ის არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო, მე კი ფეხბურთელი. მან მე ნაკრებში გამომიძახა, მაგრამ მე მსოფლიოს ჩემპიონატზე მარადონასთვის კი არ ვთამაშობდი, არამედ არგენტინისთვის. ამ ორი დამოკიდებულების დაცალკევება ძალიან ადვილია.

- მართლა გქონდათ "იუვენტუსში" გადასვლის ვარიანტი?

- აგენტმა მითხრა, რომ "იუვენტუსთან" რაღაც მოლაპარაკებები იყო, თუმცა მე არ ჩავრეულვარ. ყველაფერი მას მივანდე. მე ფეხბურთზე ფიქრი მიყვარს, ბევრს კი ფულსა და ტრანსფერებზე ფიქრი ურჩევნია.

- "მანჩესტერ სიტისთან" ერთად რას აპირებთ?

- რასაკვირველია, ჯილდოების მოგებას. მე არც მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, არც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ დროა კედლებზე მედლები ჩამოვკიდო. ვფიქრობ, ჩემი კარიერის შემდეგი წლები უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა