ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

"პროვოკატორი მოურინიო, პოლიტანოს პანღური, კვარაცხელია გალიაში და მხდალი მსაჯი" - იტალიური მედია

აშკარაა, "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლისთან" მოგებულ მატჩში (2:0) თავისი გუნდი ვიზავიზე, ვალტერ მაცარიზე უკეთ მოამზადა და პირადი დუელი მოუგო. პროვოკაციების დიდოსტატმა პორტუგალიელმა შეგირდები სათანადოდ დამოძღვრა, რამაც შედეგი გამოიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, რომ არა პოლიტანო პანღურის გამო გაძევება, შეხვედრა დიდი ალბათობით ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მისი წყობილებიდან გამოყვანა ზალევსკიმ მოახერხა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს "ნაპოლის" არამდგრად ნერვულ ატმოსფეროს.

ilmattino აღნიშნავს, რომ რომაელი მცველების უპირველესი სანადირო ობიექტი კვარაცხელია იყო, რადგან შეუძლია მოედანზე გადამწყვეტი გახდეს, ამიტომ მოურინიომ მეურვეებად კრისტენსენი და კრისტანტე მიუჩინა და საჭიროების შემთხვევაში მათ დაზღვევაზე ლორენტე ან მანჩინი ეხმარებოდნენ, რომლებმაც ნამდვილ გალიაში გამოამწყვდიეს:

"შედეგი: ბევრი უხეშობა და ძალიან ცოტა ფეხბურთი. მსაჯმა კოლომბომ ნეაპოლელები არ დაიცვა, რამეთუ მიუხედავად ყვითელი ბარათების დაუყოვნებლივ ჩვენებისა, "კვარასთან" ხისტად თამაშისათვის წითელი ბარათის გამოყენებაც მართებდა. ქართველი გალიაში აღმოჩნდა გამომწყვდეული, რათა მუდმივად შიშის ქვეშ დაზაფრული ყოფილიყო. კოლომბომ კი მასთან მცველების სასტიკი მოქმედება არ აღკვეთა. თავის მხრივ მოურინიო გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადების ოსტატია, გონიერია და გუნდი მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. არბიტრი ცდილობდა თამაშის სადავეები ხელიდან არ გაეშვა, თუმცა საკვანძო ეპიზოდები მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ჯერ პოლიტანო, ხოლო შემდეგ ოსიმენი გააძევა".

ჟურნალისტ კარლო ალვინოს აზრით, კოლომბომ სიმხდალე გამოიჩინა, ვინაიდან არ ეყო გამბედაობა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის კრისტანტესთვის ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე წუთში ის წითელი ბარათით დაესაჯა, პოლიტანოს გაძევება სასაცილოა და მოურინიომ მიზანს მიაღწია.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მხრის ტრავმა ნატანმა მიიღო, ლობოტკას კი ნეკნები აქვს დაზიანებული. დღეს მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა 29 დეკემბერს "მონცასთან" თამაშს, რომელსაც დისკალიფიცირებული პოლიტანო და ოსიმენი გამოტოვებენ.

• აჩი

ეს ფეხბურთი არ იყო,მოურინიო მწვრთნელი კი არა ყასბების დირექტორია. იტალიის გარეთ მადრიდის რეალის ან რომელიმე ან რომელიმე სხვა გუნდის წინააღმდეგ ასე არავინ ათამაშებს!

• ხათუნა

ხვიჩაზე არის ნადირობა გამართული, რუსეთში რომ იყო, რომ წააქცევსნენ, ტიროდაო და ახლა უკვე დაშინებულია, ისე უხეშობენ მის მიმართ. ცდილობს, რომ თავი დაიცვას. საერთოდ, ასეთ სიტუაციაში თამაშის სურვილიც კი ეკარგება ადამიანს. რა იყო, ამას ფეხბურთი ერქვა, რასაც რომა აკეთებდა ? ხვიჩას ბუნებიდან გამომდინარე, ის უნდა გადავიდეს უფრო აკადემიურ ლიგაში, იტალია თავის კორუფციით, უხეში თამაშით, მიკერძოებული მსაჯობით და შიზოიდი ჰომოსექსუალი მოურინიოებით, რომელიც გასაგდები და დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო, კვარას ბუნებისთვის შესაბამისი არ არის

• სვანსკი

როგორც კი ქართველებში ნიჭიერი გამოგვერევა,მივცვივდებით და სვავებივით დავკორტნით,ზოგიერთ ბოღმა-შურიან ხელმოცარულს შევახსენებდი

• ალექს

სხვას ხვდება შემთხვევით , უნებურად. ხვიჩას კი ურტყამენ მიზანმიმართულად, შეგნებულად, მწყობრიდან გამოსაყვანად , სათამაშო ეპიზოდი ხშირად დასრულებულია, მას მერეც აყენებენ დარტყმას! ამას თუ ვერ ხედავთ, ნუღარ უყურებთ !

• gogi

ფაქტია რომ ნაპოლი მოშლილია, გუნდი დანევროზებულია და ამის შედეგია ეს წითელი ბარათები. ერთის მხრივ აქედან მოდის ხვიჩას სუსტი თამაში. მეორე მხრივ თვითონაც აშკარად მოუკლო და გადატვირთვა ჭირდება. რაც შეეხება უხეშობას, კი ზედმეტად აფორმებს და გამაღიზიანებლად იქცევა რაღაც მომენტებში. არ შეშვენის ასეთი საქციელი. თორე მოურიონიო რომ უნამუსო პროვაკოტორია და ანტი ფეხბურთის მამაა დიდი ხანია ცნობილია.

• გივი

გისურვებ, ყველა ის დარტყმა მიგეღოს, რაც ხვიჩამ მიიღო და მერე ვნახავ, თუ როგორ ,,თეატრალურად" იკოტრიალებ, ბოღმიანო ხელმოცარულო. ფეხბურთი და ბრძოლა წესების გარეშე განსხვავდება და თუ მოწინააღმდეგეებს ეს ბოლო ურჩევნიათ, მეზობელი ესპანეთიდან ილია თოფურია გადმოვა და სპორტის ამ სახეობას სრულიად წარმოუჩენს!

• დავით 67

ა-ს! მე არ მითქვამს პელეს დროს არ იყო თქო ჩეხვა.ასე ამ დონეზე არ იყო თქო. როგორც დღეს. პარადოქსი კიდევ ისაა რომ მაშინ ვარი არ იყო და ეხლა ხომ მარტივად შეიძლება უღირსის გამოვლენა და გაძევება. მარტო პენალტზე და გოლზე რომ ცქვიტავენ ყურებს და თვალებს)

• suxumchanin

ნანახის აღქმა გაქ დაკარგული და ფეხბურთს ნუ უყურებ, მსგავსი არაობიექტურობა დასაძრახია

• leqso

კარგით, დავიჯერეთ ხვიჩა მაგარია სპეციალურად მასზე ნადირობენ და თუ არ მოჩეხეს ისე ვერ უმკლავდებიან, მაგრამ რა ვუყოთ რომ ხისტი,ჯარიმის ზღვარზე თამაში,თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და კვარას გულისთვის არავინ შეცვლის, არც მასთან ყოველ შეხებაზე გააწითლებენ მოწინააღმდეგეს, მინდორზე კოტრიალით და თეატრალური რიტუალით ვერაფერს გახლდები-სხვა რაღაც უნდა მოიფიქროს და დახვეწოს,თორემ სადაც არ უნდა წავიდეს ფიანდაზებს არავინ დაუგებს და ხან ფეხში მოხვდება და ხანაც ცხვირში ისე როგორც სხვებს. ის თამაში კი რასაც ის თამაშობს ყველამ უკვე ზედმიწეერით იცის,განსაკუთრებით შედარებით მაღალი დონის გუნდებმა და მათთან შანსი არ აქვს, რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო თამაშებში-ინტერი,იუე,რეალი,რომა... კიდევ... აბა გაიხსენეთ პირველი გოლი ვის დაკარგულ ბურთს მოყვა-ხვიჩასი, დაახლოებით პირველი 30 წუთი ხვიჩას არავინ მიკარებია, რადგანაც საერთოდ ჩაკარგული იყო,ხოლო მას შემდეგ რაც სახეში შემთხვევით მოხვდა და გააფორმა მხოლოდ მერე დაეძაბა.....აქ ერთი ალიაქოთი რომ არის რომას უხეშობაზე ნახეთ რამდენი ყვითელი მიიღო ნაპოლიმ

• გიო

ხვიჩასნაირად ისიმულიანტა დელ პიერომ და ტოტიმ 2-0 რომ მოგვიგეს,ჩვენ ნამდვილ გულშემატკივარს ფეხბურთი გვინდა და არა მოედანზე გორაობა და წითელი ბარათები ვისიც არ უნდა იყოს

• ა.

კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ პელეს დროს უხეშობა არ იყო. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩათვლილია ყველაზე უხეშ ჩემპიონატად. მაშინ პელემ პირველი თამაშში გოლი გაიტანა. მეორე თამაშში, ჩეხოსლოვაკიასთან, მიიღო ტრამვა და ჩემპიონატს გამოეთიშა. 1966 წლის ჩემპიონატი ტელევიზორში მაქვს ნანახი. ჯერ ბულგარელებმა, მერე უნგრელებმა და პორტუგალიელებმა პელეს ფეხები დაამტვრიეს. მაშინ მოედანზე მოთამაშის შეცვლა არ შეიძლებოდა და პელეც იძულებული იყო დიდი ტკივილების მიუხედავად, მაინც მოედანზე დარჩენილიყო.

• ვაჰმე

პროვოკატორობაზე მეტია ეს.საფეხბურთო დანაშაულია.სამუდამო თუ არა,სეზონის ბოლომდე უნდა მისცე დისკვალიფიკაცია,განსაკუთრებულად უნდა დასაჯო ეს ვაი "განსაკუთრებული"!

• სოსო

ვიღამ უნდა ითამაშოს?ისედაც შეთხელებულ შემადგენლობას,მომდევნო თამაშში,კიდევ ოთხი კაცი გამოაკლდა.

• ქორ-პარიკმახერი

მსაჯმა დავუშვათ ვერ დაინახა, მარა ვარი არიან მათხოვრები და ნა...ბი, რატომ არ უთხრეს მსაჯს კვირას წაქცეულზე რომ განგებ დააბიჯეს წვივზე? ხვდებით რამხელა ტკივი მიაყენეს და რამხელა დაზიანებას გადაურჩა? ვარმა ამ თამაშში ჩაი..ვა, პირდაპირ საწითლე იყო და საერთოდ არც კი უთხრეს მსაჯს! უხ მაგათი....! რაა!

• Klimenti

ყველაფერში გეთანხმები მეგობარო - განსაკუთრებით დიეგოს ყველა დროის №1 ფეხბურთელობაზე

• დავით 67

როგორც ამ ფოტოზეა მაურინიო, ისე უყურეს ზოგიერთმა ქართველებმა რომა ნაპოლის დაპირისპირებას,ვინც გაიძახის ხვიჩა ტყუილად გორაობსო

• სოსოს

ფეხებზე როგორ კიდიათ როცა ასე გააფთრებით ებრძვიან? უბრალიდ შურთ და ამიტომ ვერ იტანენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოროტისაგან. ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. ხვიჩა კი კარგია და რა ვქნათ. ამიტომ ვისაც გვიყვარს გაგვატარეთ

• დავით 67

ვისაც მარადონას თამაშები ნანახი გაქვთ დამეთანხმებით თუ რას უშვებოდნენ, ესეთი ჩეხვა არავის მიმართ არ მინახია მე პირადად. მაგალითად პელეს დროს ასე არ იყო. სულ მიკვირდა რამხელა ტკივილებს უძლებდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ გააგიჟეს, როდესაც ბილბაოს ეთამაშებოდნენ, მანდ მერე ჩხუბი გუნდი გუნდზე წავიდა, ასევე იყო ნაპოლიში. ამიტომაც ვთვლი მე მას ფეხბურთის ღმერთად და ამიტომაც მგონია რომ მისნაირი უდიდესი ფეხბურთელი აღარც დაიბადება. ხვიჩას ესე ეთემაშებიან უღირსი მცველები, ღირსეულად ჩემს სეხნია კალაბრიას გამოვარჩევდი, რომელიც მჩეხავი არაა. კი რა თქმა უნდა ჯარიმებს ღებულობს მაგრამ ბანძი მჩეხავი არ არის, მიუხედავად იმისა რომ რომასაც საკმაოდ ბევრი ჰყავს ყასაბი ფეხბურთელები, ყველაზე ჭუჭყიან ყასაბად გატი მიმაჩნია იუვეს დამცველი

• zura222

იტალიურმა პრესამ ბევრჯერ დაწერა--მსაჯები უფრო მკაცრები უნდა იყვნენ თორემ კვარას დავკარგავთო ! ფეხბურთზე ხალხი კვარას ოსიმენის და სხვა ვარსკვლავების საყურებლად დადის და არა მანჩინების კრისტანტეების და სხვა ყასბების სანახავად ! ყასბები ფეხბურთში ადრეც ბლომად იყვნენ და ყველამ იცის რა დღეში აგდებდნენ მარადონას ვან ბასტენს კიჭა რონალდოს და სხვა ვარსკვლავებს ან ჩვენი გუცაევის მაგალითი ავიღოთ-კაცმა დინამოში 17 წელი გაატარა(დინამოს რეკორდი) და მხოლოდ 302 თამაში ჩაატარა არადა მინიმუმ 500 უნდა ჩაეტარებინა ! ის 200 ზუსტა იმ ყასბების გამო გამოტოვა @ ან ყიფიანს რა უქნა ანხელმა (ესპანურად "ანგელოზმა" ბედის ირონიაა) კარიერა რომ დაამთავრებინა და რა ? ვინმემ დასაჯა ? პირიქით აქეს და ადიდეს @ ეხლამდელმა ყასბებმა თავიანთი "ოსტატობა" უმაღლეს საფეხურზე აიტანეს და მსაჯები ხშირად ვერ ხედავენ იმათ არაკაცურ ჩარტყმებს ფეხებში და ნეკნებში (ლონოტკასაც ასუ ტექნიკურად ჩაარტყეს ნეკნი გაუნზარეს)და აი ამიტომ უფრო დიდი უფლება-ვალდებულებები უნდა მისცენ VAR-ს იქვე უნდა შეუსწორონ მსაჯენს და გააძევებინონ ყასაბი და თამაშების მერეც უნდა იყოს გარჩევები და ყველა ყასაბი და კასტალომი ან დიდხნიანი დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ ან საერთოდ უნდა ჩამოაშორონ ფეხბურთს !

• მესი

კვარა ცოდოა იტალიაში. კვარა დიდი ფეხბურთელია და დიდ ფეხბურდელს ინგლისი ან ესპანეთი ჭირდება

• ქ. გ.

ასეთმა უსამართლობამ შეიძლება გააბრაზოს ნაპოლის ფეხბურთელები და გააერთიანოს გუნდი. შემდეგ თამაშში გამოჩნდება, როგორი განწყობით გამოვლენ მოედანზე.

• ქ. გ.

ასეთ მსაჯს თურქეთში კლუბის პრეზიდენტმა ფეხებით ურტყა. მოურინიოსაც კარგად მოხვდებოდა.

• gito

მსაჯის და მოურინიოს ბრალია ყველაფერი, რა უქნეს ეს ნაპოლის, ყვავის კორუფცია იტალიაში, არ ყავთ არც ფედერაცია არც კანონი, ფულზერა გაყიდული.

• გიგი

მატჩი დინამიკაში საშინელი სანახავი იყო და ჯერ კიდევ პირველუ ტაიმის მიმდინარეობისას გახდა "არაყურებადი". 20-30 წამში ერთხელ ჩერდებოდა თამაში და მეორე ტამიში საერთოდ ნერვების თამაშად გადაიქცა. მსგავს სიტუაციაში უკეთესი იქნებოდა მსაჯს პირველივე ტაიმში გამოეყენებინა წითელი ბარათი, თუნდაც გადამეტებულად გამოჩენილიყო. ბოლობოლო თამაშის მსაჯია და არა მოსამართლე. ასე უფრო ყურებადი გახდებოდა მატჩი. 2 ეპიზოდში კვარაზე და 1 ეპიზოდში რუიზე არასპორტულად იუხეშეს (მაგრამ ასე მხოლოდ კალათბურთში სჯიან).

• გიორგი

იტალიას ფეხბურთის ფედერაცია არ ჰყავს? მექრთამე მსაჯები ხელუხლებელი არიან?

• გიორგი

მსაჯს რანდენი გადაუხადეს, ნეტავ?

• სოსო

ბილბაოს ატლეტიკი,ბარსელონასთან აგებდა.უყურე ახლა,მარადონას რას ვუზავ,გადაულაპარაკა ანდონი გოიკოეჩეამ,მის გვერდით მდგომ ფეხბურთელს,გაექანა და მას კოჭში მოსტეხა ფეხი.მარადონა არასოდეს სიმულირებდა,მაგრამ ამან ვერ დაიცვა ყასბებისაგან,გოიკოეჩეა კი,ბასკებმა გმირად შერაცხეს და ის ბუცები,დღესაც შუშის ყუთით აქვს შენახული.ფეხბურთელის დაცვა,მხოლოდ მსაჯს და საზოგადოებრივ აზრს შეუძლია.მარადონა 5 თვე მკურნალობდა, ნარკოტიკების მიღებაც მაშინ დაიწყო და მისი კარიერა,მერე კი სიცოცხლეც,იმ ნარკოტიკებმა დაუსრულა.

• vava

ზღაპარია - არაფერი გამოვა, რადგან მსოფლიოს დიდი ნაწილი ასეთივე სენითაა დაავადებული და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილიც სწორედაც რომ გლობალიზაციასაა დაწაფებული (უკეთესი ცხოვრების პრიმიტიული იმედით).. მოკლედ, ეროვნული გამოთაყვანება გვჭირს, რაც ასე იოლად არ იკურნება..

• ჯონდო

ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველებს ფეხბურთის მცოდნე ხალხი გვყავს (ესეც ხომ ეკონომიკა და მოღუნულ ეკრანიანი ტელევიზორი არაა). რატომ არ შეიძლება რომ მნიშვნელოვანი თამაშის შემდეგ ოპერატიულად დაიწეროს სპეციალისტის შეფასება, რომელსაც ძირითადად დაიჯერებენ და შეწყდება ეს სრულიად წინააღმდეგობრივი(ხშირად მავნე, მტრული) კომენტარები. ეს მჯერა სასარგებლო და შემეცნებითიც იქნება. მეორე პლანზე იყოს უცხოური შეფასებები რა გინდ წონადიც არა. გვიყვარდეს ყოველივე ჩვენი, ვამაყობდეთ ყოველივე ჩვენით და დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს გონში (იქნებ ნელნელა გაჯანსაღდეს მენტალობა გაძლიერდეს საღი აზრი და უკანა პლანზე გადავიდეს ამდენი ნეგატივი.

• ბექა

ყოჩაღ კვარა კიდევ კარგად გაუძელი მაგ პროვოკატორს, შენს ადგილზე არც ერთი ფეხბურთელი არ მოუთმენდა.

• კობა

ზოგადად ხვიჩას ძალიან უხეშად ექცევიან!!...აქ კი მსაჯიც დადედლებული შეხვდა...

• სოსო

შარშან მახსოვს მოურინიოს კითხეს კვარას შეჩერებას როგორ აპირებთო?? "ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ფეხი მოტეხონო.სწორედ ეგ დავალება მისცა თავის ფეხბურთელებს,საშინლად პროვოკატორი და მანიპულატორია, ვერ ვიტან მოურინიოს!!!

• გოგია

მერედა, ვინ მოგახსენათ, რომ ეგეთ ,,ქართველებს" სიმართლე და ობიექტურობა აინტერესებთ? ძველი გამოთქმაა - ყოველ ხუთ ქართველში, ერთი მოღალატეაო. სწორედ მაგ სტატისტიკიდან არიან ეგ უსამშობლოებიც.

• ლაშა

აქაურო მოღალატე ქართველებო! შეეშვით ხვიჩას დამუნათებას, რადგანაც ფეხბურთის გაგებაში და გარტყმაში არ ხართ!

• დავით 67

სოსო-ს,აბა კაცო, მეც დაახლოებით ესეთი შინაარსის კომენტარი მინდოდა დამეწერა. უამრავმა ხალხმა დაწერა რომ ხვიჩა ვითომ სიმულიანტობდა, ეს მაფიქრებინებს იმას რომ ამ ხალხს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ. ხალხი რომელიც ერთი კვირა იმას არკვევდა და კამათობდა ნაპოლის მწვრთნელი მაძარი იყო თუ მაცარი იმათ რა უნდა მოსთხოვო? ანდა ჰოლანდი არის თუ ჰოლანდი, ჰალანი ასევე ლავრენტისია თუ ლაურენტესი. კიდევ ერთი მარაზმი სჭირთ, ვინ როგორ გამოიყურება და რა აცვია. მოკლედ გრამატიკის და ლინგვისტიკის პროფესორები, სნობები და უბრალოდ მახათის მომხმარებლები სჭარბობენ, ვიდრე ფეხბურთის მოყვარულები

• ლექსო

მართალი ბრძანდებით,მაგრამ ნერვების მოთოკვა უნდა ისწავლოს და ყველაფერზე ხელების შლას და პროტე ტს ჯობია ითამაშოს გუნდურად!თუმცა აშკარაა,რომ მესის წინააღმდეგ ასეთ იხეშობას უფლებას არავის აძლევდნენ და ამის გამო ფეხბურთის მხოლოდ მოიგო.წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ასე რომ დაეცვათ მარადონა,როცა ჯენტილე ფეხებში ,,ნაჯახს,,ურტყავდა.

• სოსო

ამის დედა ვატირე,იტალიელმა დაინახა და შეაფასა,რაას უშვრებოდნენ რომაელები კვარას და მთელ ნაპოლის,ამდენი ქართველი კი,ისევ ხვიჩას სვამს ვირზე.ესეც ფეხბურთის ცოდნა ხომ არ არის?!უბრალოდ ადასტურებენ,რომ ეს ბიჭი,ფეხებზე ჰკიდიათ და რომც მოკლან,არ დაენანებათ.

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

"უბრალოდ დავიღალე" - ჟოზე მოურინიო

"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე

[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს

იქნება დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს