25 წლის ხოსე ენრიკე ჯოი ბარტონის და კევინ ნოლანის მსგავსად "ნიუკასლ იუნაიტედიდან" მიდის
25 წლის ხოსე ენრიკე ჯოი ბარტონის და კევინ ნოლანის მსგავსად "ნიუკასლ იუნაიტედიდან" მიდის -"ლივერპულმა" მასში 10 მილიონი ფუნტის გადახდა გადაწყვიტა.

ენრიკე გახდა მეორე "კაჭკაჭი", რომელმაც "სენტ ჯეიმსი"ზ პარკის" დატოვება ინტერნეტის, უფრო ზუსტად კი სოციალური ქსელის, "ტვიტერის" დახმარებით მოახერხა. გუშინ ბარტონის ამბავს მოგახსენებდით, რომელმაც "ტვიტერში" "ნიუკასლის" ხელმძღვანელები გააკრიტიკა, რამაც ისინი გააბრაზა და ფეხბურთელი კლუბიდან გააგდეს. თავის მხრივ "ნიუკასლიც" ისტორიაში შევიდა -გახდა მსოფლიოში პირველი კლუბი, რომელმაც ფეხბურთელი "ვირტუალური მიზეზით" გააგდი. ინტერნეტ-გაგდება უნიკალური შემთხვევაა. "ლივერპული" კი იმიტომ აჩქარდა, რომ ხოსე ენრიკეს მიმართ "ჩელსის" ინტერესი დაინახა. თუ კენი დალგლიში ესპანელს მართლა იყიდის, მისი საზაფხულო დანახარჯი 50 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.

ხოსე ენრიკე "ნიუკასლის" გულშემატკივრებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ამ ზაფხულს "ვალენსიას", "სელტას" და "ვილიარეალის" ყოფილ მოთამაშეს კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა - მან "კაჭკაჭებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, შემდეგ კი "ტვიტერში" დაწერა მწარე-მწარეები, რის გამოც ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს. მისი გუნდიდან წასვლა "ნიუკასლისთვის" სერიოზული დანაკლისი იქნება. ამბობენ, რომ ბოლოხანს დატრიალებული მოვლენებით აღშფოთებული ფანები ამ უქმეებზე საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ.

რაც შეეხება 28 წლის ბარტონს, მას ბრიტანულ პრესაში ბევრი გამოექომაგა. დაწერეს, რომ "ნიუკასლი" მისი გაშვებით ჰარაკირის იკეთებს, თუმცა კლუბი ამაყ პოზაში ჩადგა და განაცხადა რომ ნახევარმცველი გუნდში ურთიერთობებს ურევდა. პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ გამოჰქონდა ფეხბურთელს "კაჭკაჭთა" საწვრთნელი ბაზიდან თავისი პირადი ნივთებით სავსე დიდი ყუთი.

"ბარტონის" აგენტთან ფეხბურთელის გადაბირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყეს "ასტონ ვილამ" და "ტოტენჰემმა". ამბობენ, რომ შოტლანდიიდან "სელტიკიც" გააქტიურდა, თუმცა არავის სჯერა, რომ წარმოშობით ლივერპულელი ნახევარმცველი შოტლანდიის პრემიერლიგაში გადაიკარგება.

ბარტონის მიზანი გასაგებია: მას ისეთ გუნდში უნდა მოხვედრა, რომელიც ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარება და გაისად ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე მოახვედრებს. ისე, ბერტონის შემთხვევაში ნაკრებში დაბრუნებაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, რადგან ამ ბუნებით გაუწონასწორებელ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში 2007 წელს ერთადერთხელ აქვს ნათამაშები. მისმა მეგობრებმა ინგლისურ ტაბლოიდებს უთხრეს, რომ ფეხბურთელი ყველა წინადადებას განიხილავს, მაგრამ კლუბს ხელფასის მიხედვით არ აარჩევს. მისთვის, ამ ეტაპზე, მთავარი მხოლოდ ფეხბურთია.

ბარტონი გრძნობს, რომ აყალ-მაყალით სავსე წარსულის გამო, წლების მანძილზე, ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი შანსი გაუშვა ხელიდან. ბოლო დღეებში მან, რასაკვირველია, კვლავ მიაშურა კომპიუტერს და "ტვიტერში" დაწერა:

"სანამ ახალ გუნდს ვიშოვნი ისევ "ნიუკასლის" საკუთრება ვარ და ამ კლუბმა მარტო ვარჯიში მომისაჯა. ჰა,ჰა, ჰა, რამდენად მოსალოდნელი იყო -ორი კვირის ხელფასიც დამიქვითეს. წაქცეულისთვის წიხლის ჩარტყმა ხომ ახ ხალხისთვის ჩვეულებრივი ამბავია".

ბევრი დაიწერა, რომ "ნიუკსლ იუნაიტედს" მობეზრდა ჯოი ბარტონის გაუთავებელი კონფლიქტები თანაგუნდელებთან, ბოლო წვეთი კი გასულ უქმეებზე "ლიდსთან" წაგებული ამხანაგური თამაშის შემდეგ მომხდარი მორიგი ინციდენტი იყო. ბარტონმა გადაწყვიტა ამ ბრალდებისთვისაც გაეცა პასუხი და თან ყველა გააოცა, რადგან მწერალ ჯორჯ ორუელის ციტატა მოიტანა. 1984-ის ავტორს უთქვამს საყოველთაო ტყუილების ეპოქაში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებააო. ბარტონმა დაწერა:

"თუ კლუბს ამდენი ტყუილის გამოქვეყნება უნდა, დაე აქვეყნოს და ისიამოვნოს. "სენტ ჯეიმსი"ზ პარკზე" ყველამ კარგად იცის, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა. ამასთან ერთად მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა თანაგუნდელებისა და ფანებისადმი. წვრილმან კამათში ჩაყოლას არც მათ ვაკადრებ და მეც ძალიან გამძაფრებული მაქვს ღირსების გრძნობა".

გაზეთებისთვის ცნობილი გახდა, რომ "ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ალან პერდიუმ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელები შეკრიბა და განუცხადა, რომ ამიერიდან "ტვიტერში" კლუბის შესახებ წერა დაისჯება.

ცნობისთვის: ენრიკე "ნიუკასლის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. შაბათს "კაჭკაჭები" ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ "ფიორენტინასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა