დავიდ სილვას თქმით, ისტლენდზე ტევესის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად და სიხარულით ელოდება
"მანჩესტერ სიტის" 25 წლის ესპანელი ფორვარდი დავიდ სილვა არგენტინელ თანაგუნდელს, 27 წლის კარლოს ტევესს მოუთმენლად ელის და ამბობს, რომ ისტლენდზე მის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად და სიხარულით ელოდება. ფორვარდი, რომელიც რა ხანია "სიტიდან" სხვაგან გადასვლას ლამობს, მაგრამ არაფერი გამოუდის, ქერინკტონის საწვრთნელ ბაზაზე წესით დღეს უნდა დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ტევესი მანჩესტერიდან წასვლის მიზეზად ოჯახურ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, ცოლ-შვილი ინგლისში ცხოვრებას ვერ ეგუება, ის კი შვილებისგან შორს ვერ ძლებს. ზაფხულის წინა ორ თვეში იყო ლაპარაკი, თითქოს ტევესი ბრაზილიურ "კორინთიანსში" ან "ინტერში" გადადიოდა, მაგრამ ორივე ტრანსფერი ჩაიშალა. დღეს სილვა ნატრულობს, არგენტინელმა გადაწყვეტილება შეცვალოს და "ეტიჰედ სთედიუმზე" დარჩეს.

"კარლოსი უნდა დაბრუნდეს და ეს დიდებულია. ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. არა მგონია დარჩენის შემთხვევაში მას რაიმე პრობლემა შეექმნას. "სიტიში" კარლოსს ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ და თუ დარჩება ძალიან კმაყოფილები დავრჩებით.

ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი დანარჩენებს წარმატებას უსურვებს. ტევესის დაბრუნება ამ მხრივაც ძალიან მოუხდება "სიტის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა