სტაბილური და შედეგიანი თამაშით ბექა ბურჯანაძემ ესპანური “კორუნა ბასკეტის” სასტარტო ხუთეულში ადგილი დაიმსახურა. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში, რომელსაც LEB Gold ეწოდება, ქართველი ფორვარდის გუნდი ერთ-ერთი ლიდერია. გასულ ტურში, 20 იანვარს, გალიციური კლუბი სტუმრად, კანტაბრიას ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი იყო, ორმაგი დუბლი რომ შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ის ძირითადად ფარქვეშ ბრძოლებში იყო დაკავებული. მასზე მეტოქეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ და ყველა წესის დარღვევა სასროლი გამოდგა. შესაბამისად, ბექამ 10 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთაგან 8 ჩააგდო. თამაშიდან კი ქართველი ფორვარდი შედარებით მოკრძალებული გახლდათ და 5 ცდიდან მხოლოდ 1 ტყორცნა ჩააგდო. შედეგად, ბექამ 10 ქულა მოაგროვა, რასაც 12 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა.

საერთო სარგებლიანობის ინდექსით ბურჯანაძე თავის გუნდში მეორე იყო. საუკეთესო გორან ჰუკიჩი გახლდათ, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ბალკანელის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, ბურჯანაძისამ კი – 19.

14 მოგებითა და 4 მარცხით "კორუნა ბასკეტი" მე-2 ადგილზეა. "ესტუდიანტესს" 14 მოგება და 3 მარცხი აქვს, რომელიც დღეს "რეალ ბეტისს" ეთამაშება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში