დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშებამ, რომელშიც სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ და იანვრის დარჩენილ პერიოდში ტურნირის 8 საუკეთესო გვეცოდინება. მერვედფინალური სერიები 2-მატჩიანია და ასევე იქნება მარტის თვეში დაგეგმილი მეოთხედფინალებიც. საუკეთესო კვარტეტი ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 9-10 აპრილს გაიმართება და იქ სერიების ნაცვლად ერთმატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი იქნება.

დღეს 4 მერვედფინალურ სერიაში პირველი მატჩები გაიმართა. მხოლოდ 1 წყვილში დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგი: “ა” ლიგის წარმომადგენელმა, ახალშექმნილმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 84:81 დაამარცხა სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი “ბათუმი”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორმატჩიან სერიაში აკადემიელები 3 ქულით დაწინაურდნენ. საპასუხო შეხვედრა 25 იანვარს, ბათუმში გაიმართება და თუ აჭარულმა კლუბმა 4 ქულით არ იმარჯვა, მეოთხედფინალში ვსა გავა. 3-ქულიანი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება.

დანარჩენ 3 შეხვედრაში მეტ ინტერესს სუპერლიგის გუნდების – "რაშისა" და გორის "ივერიონის" დაპირისპირება იწვევდა. სუპერლიგის 2 დებიუტანტის მატჩი შიდაქართლელთა გამარჯვებით – 94:80 დასრულდა, რაც დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გორელებისთვის გვარიანი ჰანდიკაპია. შინაურ კედლებში, 27 იანვარს დანიშნულ სერიის საპასუხო მატჩში, "ივერიონს" 14-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მართებს.

კიდევ 2 წყვილში სუპერლიგისა და “ა” ლიგის გუნდები ხვდებიან. "ქუთაისმა" სერიის პირველი მატჩი "თბილისი არენაზე" დამაჯერებლად, 95:76 (სტატისტიკა) მოუგო "ვერას" და საპასუხო შეხვედრის წინ 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა გაუ-სა და "ასტრალის" მატჩში. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა 34 ქულით – 97:63 დაამარცხა "ასტრალი" და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მერვედფინალის დარჩენილ 4 წყვილში სერიის პირველი მატჩები 23 იანვარს გაიმართება:

თსსუ – თსუ 14:00

კავკასია – ორბი 16:00

სოხუმი-საქართველო – გურჯაანი 18:00

მარგვეთი – რუსთავი 20:00

GBF.GE

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
თასის გათამაშებისთვის გუნდები 1/8-ფინალში დაწყვილდნენ
საქართველოს თასის ფინალი გორში გაიმართება - გაგრას სამგურალი დაუპირისპირდება
თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია