ქუთაისის "ტორპედომ" გვაუწყა, რომ 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა.

მას ჰოლანდიის ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, როდესაც ის "დენ ჰააგის", "ალკმაარისა" და ბოლოს 2022-23 წლებში "კამბურის" ღირსებას იცავდა.

2020 წელს ის "ულსან ჰიუნდაისთან" ერთად (სამხრეთი კორეა) ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენი ასევე თამაშობდა "ჰართსში" (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, იყო "როსენბორგსა" (2019) და "მონრეალში" (2021-22).

"ტორპედოს" ახალწვეულს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

Psx
ერთი ტორპედო და მეორე დილა. დანარჩენები ნაგავშია გადასარელი დღევანდელი ვითარებით. დინამოს ეგებ გაყიდვამ უშველოს და კარგი ფეხბურთელები მოიწვიონ სტაბილურად. ბათუმი კიდე უმუღამო გუნდია კონკურენტის დასუსტებით "გაძლიერებული".ისიც კიარ შეუძლიათ უცხოეთიდან 2-3 ფეხბურთელი წამოიყვანონ, როგორიც ფლამარიონი იყო. არანაირი იმედი არ მაქვს მაგათი ლიგაზე. ტორპედოს კი წარმატებებს ვუსურვებ. თავის უმაგრეს მწვთნელთან. მინიმუმ 2 თავით რომ ჯობია ნაკრების მწვთნელს
გენა
კარგი ფორვარდია. დიდი გელა ნუგზარაშვილის თვისებები აქვს თავით თამაშისას..
QT
ერთად დავლიოთ, ლუდი დავლიოთ... მშვენიერი ტრანსფერია, ასეთი დონის ლეგიონერი აქამდე არც ჩამოსულა აქ.
ნიკა
ნამდვილად ძალიან მომწონს ტორპედოს მფლობელების დამოკიდებულება, მოსვლისთანავე ჩამოაყალიბეს კლუბის განვითარების გეგმა, სტრატეგია და ბიუჯეტი. დაიწყეს ძლიერი სტაფის ჩამოყალიბება, ინფრასტუქტურის გამართვა სტადიონი, ბაზა (რომელიც სრულად გაარემონტეს და სადაცაა დამრთავდება ახალი თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის გაკეტება, გამართეს აკადემიის სწორი მუშაობა) ყოველივემ დაიწყო უკვე ნელნელა შედეგების მოტანა და მჯერა ყველაფერი წინ არის !!!
რაბუ
ტორპედო ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება მაგრამ ძნელია კონფერენს ლიგაზე კენჭისყრაში ოთხ შემთხვევაში გაგიმართლოს, ვიღაც ძლიერი მაინც დაეჯახება. ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტია თუ ამ წელს ჩემპიონები გახდებიან და ჩემპიონთა ლიგის გზით შევლენ კონფერენს ლიგის ჯგუფში.
სიმართლე
რომან ფიფიას მოვუსმინე დინამოს ყიდიდა 25 მილიონად და კალაძე მისულა და 50 მოგცემო და ჩემ მეგობრებს გადაუფორმეო და ტიპმა უარი უთხრაა ამნაირი არვიციი
მოირა
ძან საინტერესო ტრანსფერია აშკარად იმედია არაბიძეც დარჩება
Ბაბუაწვერა
ვინ გააქეზა რო?
Cleopatra's Lover
ბრავო ტორპედოს პრეზიდენტს ამბიცია აქ და რეალურად ეს კაცი საქმით ანხორციელებს და ნაბიჯ ნაბიჯ აძლერებს კლუბს რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს და ეგებ ჩვენც ვეღირსოთ ქართული კლუბის ხილვას ესოდენ მონატრებულ ევროტურნირის ქვეჯგუფში. კულუარულად რაც გავიგე ამ კაცს 20 000 $ დოლარი დაუნიშნეს ხელფასი თვიურად რაც საოცნებო თანხაა არამარტო კარგი ფეხბურთელის არამედ ვეჭვობ ბევრ მაღალ ანაზღაურებად პროფესიაში ქონდეს ბევრს საქართველოს რეალობაში. კიდევ საჭიროა დაცვაში 2 ასეთივე მაღალი კლასის ლეგიონერი ერთი საყრდენი და უტოპია ნამდვილად არ იქნება ამ ფორმაციის ტორპედომ საბოლოოდ გაარღვიოს ეს ქართული მოჯადოებული წრე და შევიდეს კონფერენცლიგის ჯგუფში თუნდაც არასაჩემპიონო საკვალიფიკაციოდანაც, ნუ ბუნებრივია თუ იქ წილისყრაში იღბალმა ზურგი არ აქცია და მთლად ევროპის ტოპ 12 ჩემპიონატიდან არ დაეჯახა ვინმე.
რაბუ
ჩემპიონი უნდა გახდეს ტორპედო წელს, კარგი გუნდი შეიკრა.
Master
ტორპედოს ტრანსფერები წელს ძალიან საინტერესოა,ეს უკვე მესამე სერიოზული ტრანსფერია,როგორც ჩანს არაბიძესაც ინარჩუმებემ და აღარ ხუმრობენ.აშკარად ჩემპიონობა აქვთ მიზანში.
დათო
როცა ნიუვიჟემა იყიდა ტორპედო თქვა ამ კაცმა ბევრი არაფერი ვიცი ფეხბურთშიო მაგრამ იცის მენეჯმენტი იცის მართვა. აი ესეთი ხალხია დღეს საჭირო ქართულ ფეხბირთში!! ეს უვიცი გაუნათლებელი მაგრამ ფეხბურთში ვითომ პროფესორები სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ამ სფეროს და ერთად ვნახავთ მალე შედეგს!მე არ მჯერა მოლდოვა რაიმე სფეროში ბევრად მიმზიდველი იყოს ვიდრე ეს დასალოცი ქვეყანა.ბრავო ტორპედოს ხელმძღვანელობას!
Bravo
ბარაქალა ტორპედოს მენეჯმენტს, თურმე სწორი მუშაობით შეიძლება კარგი ლეგიონერების მოყვანა! ვინმე თუ იტყვის, როგორაა კარგიო, მაშინ ამ ფეხბურთელის სივისაც ჩახედოს. იმის ილუზია კი ნაღდად არ უნდა გვქონდეს რომ ამ ჩვენს ჩემპიონატში ვინმე მაგარი ლეგიონერი ჩამოვა (ესეთი ერთადერთი ჩისკო იყო, თანაც მაშინ როცა ფიფია ნორმალურ თანხებს იხდიდა ხელფასებში). მოკლედ, ერთი-ორი მსგავსი ტრანსფერიც პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად და “ტორპედო”-ს სერიოზული შანსი ექნება, რათა გაგვახაროს და ევროსეზონი გვაჩუქოს!
anti
ერთი ლამაზი გადახურული სტადიონი დაამშვენებდა ქუთაისს
fani
ვაააა, "ტორპედო" მართლა აღარ ხუმრობს! ასეთი მიდგომით მგონი მართლაც რეალურია, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლას შეძლებს და ქართველ ქომაგებს გაგვახარებს (საქართველოს ჩემპიონობაზე არ ვსაუბრობ, რადგან ტორპედოს ფანებს თუ არ ჩავთვლით, ეგ ტიტული ქომაგისთვის დიდი არაფერია). როგორც ვუკვირდები, ძალიან კარგი კოლექტივი იკვრება, რადგან სწორი საკადრო-მენეჯერული მუშაობა მიმდინარეობს! ახლა ამას დავუმატოთ სტივ კინის პროფესიონალიზმი, კარგი ლეგიონერების მოყვანა და შედეგიც უნდა დაიდოს. ერთი სიტყვით, წინ ტორპედო!!!
ქომაგი
ტორპედო ძლიერ ლეგიონერებს იმატებს ასეთებია საჭირო ჩვენ ჩემპიონატში ყოჩაღ ტორპედო სწორად მუშაობენ.
ნიკა
სასიამოვნო სიახლეა ვეთანხმები ზურას წელს თუ არა მომავალ წელს ჩემპიონების გზით დიდი შანსი ექნება ჯგუფში შესასვლელად. მთავარია სელექცია გააგრძელონ და ესეთი ხარისხიანი მოთამაშეები დაიმატონ როგორიც წელს ეს 3 ტრანსფერია.
Batumi90
ყოჩაღ ტორპედო, გულწრფელად მიხარია
Zura
წელს ტორპედო შევა ჯგუფში!!! რეალური ტრანსფერებია და ალბათ ჩვენი საფეხბურთო ფინანსებისთვის მაქსიმალური! წარმატებები ტორპედოს!!!
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
ბიორნ იონსენმა "ტორპედოში" დარჩენის მიზეზი განმარტა [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ტორპედომ" იონსენი შეინარჩუნა - ნორვეგიელი კვლავ ქუთაისური გუნდისთვის შეუტევს
სტივ კინი: არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნაკრების მწვრთნელი არ ვარ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...