თბილისის "ლელო სარასენსმა" ქუთაისის "არესთან" პირველ ტაიმში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დაძაბულ მატჩში 19:16 გაიმარჯვა.

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა თავიდან სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. საწყის 26 წუთში გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც "არესმა" გიორგი თევდორაძის ერთი ჯარიმით უპასუხა.

თევდორაძემ 29-ე წუთზე არეკნით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მალევე გაგა ქევხიშვილმა ხაზი გაჭრა, ლელო ძელებშუა გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახა და ტაიმი 16:6 დასრულდა.

"არესმა" საპასუხო ლელო 56-ე წუთზე გაიტანა. ცოტნე კვესელავამ ბურთი საკუთარ 22-თან ჩაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. თევდორაძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმა გაიტანა და 63-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყიასაშვილს საპასუხო ჯარიმის გასატანად სულ 3 წუთი დასჭირდა და მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლელომ" 19:16 გაიმარჯვა.

დიდდიღმელებს 44 ქულა მოუგროვდათ, ქუთაისის "აიას" ურთიერთშეხვედრებით გადაასწრეს და პირველ ადგილზე აღზევდნენ. "არესმა" ნუგეშის ქულა აიღო, 26-ით "ხვამლს" გაუტოლდა, მას ურთიერთშეხვედრებით გადაასწრო და მე-6 პოზიციაზეა.

წყარო: Rugby.ge

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება