21 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

ლუქსემბურგის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა დანიელ სინანიმ ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩში ლიხტენშტაინთან წითელი ბარათი მიიღო და ავტომატურად შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სინანის დისკვალიფიკაციის გაუქმება მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ასე რომ, "სანკტ პაულის" ფეხბურთელი თავის გუნდს "ჯვაროსნებთან" ვერ დაეხმარება.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მონცას" 25 წლის თავდამსხმელმა დანი მოტამ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა. ის ლუქსემბურგის ქალაქ ნიდერკორნშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით პორტუგალიელია და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

ლუქსემბურგთან მატჩში დისკალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ თუ ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში გაიმარჯვა, ფინალში ითამაშებს.

სვანსკი
მართალი ხარ და გრეხი კი არის ესენი,რომ გვყავს ფედერაციაში უმაქნისი სამარცხვინოები
მამუკა-ს
1964 წელს ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იყო და დანიასთან გადათამაშებაში წააგო (მანამდე ჰოლანდიას მოუგო ორმატჩიანი დუელი 3-2). გასაგებია, რომ 80-იან წლებში მაგრები ვიყავით, მაგრამ ლუქსემბურგს ხანდახან გამოსდის თამაში (ფრე საფრანგეთთან, მაგალითად). ასე რომ, სანამ დავცინებთ, მანამდე უნდა დავფიქრდეთ. საქართველო არ არის ესპანეთი ან გერმანია, რომ ზემოდან დაჰყურებდეს სხვებს.
ლშა
წარსული ,წარსულია და აწყმო,აწყმო. საბანი სადამდეხ გწვდება ,იქამდე უნდა დაიფარო. დრო დადგა თუ ჟამი ძალიან კარგია რო ჩვენნაირად იმათაც აკლიათ თავიანთი ლიდერი ;)
სოსოს
უაზრობა დამიკომენტარე, რა შუაშია კიბე და ადი ჩადი, ეგ შეიძლება უთხრა ვინმე ბიზნესმენს ვინც დღეს ფული იშოვა და ხვალ შეიძლება ისევ გაკოტრდეს, რაგბი რომ მოგყავს მაგალითად, ჰოლანდია სარაგბო ქვეყანა არ არის და მაგიტომ მოვუგეთ, არ გებადება კითხვა რატომ ვერ ვუგებთ ინგლისს, საფრანგეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას. ლუქსემბურგთან რომ შიშით ხარ განწყობილი აი ეგ არის უბედურება დღეს ქართული ფეხბურთის. ხორვატები ჩვენსავით ომგამოვლილი ხალხია და მოსახლეობითაც ჩვენზე ნაკლები არიან, მაგრამ ვისაც არ უნდა შეხვდნენ მინდორზე უბრალოდ ომობენ ბოლო წუთამდე, ჩვენ კიდევ ქვეშ ვიჯვავთ, თურმე რა კარგია რომ ვიღაც მონცას ფეხბურთელმა უარი თქვა ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშზე
სოსო
ეს ცხოვრება კიბესა ჰგავს,ზოგი ადის,ზოგი ჩადის....ჩვენც დ ლიგიდან,ყველაზე დაბალი ლიგიდან აღვზევდით და ვიღაცისთვის მაღლიდან გადმოხედვა,არაწორი მგონია.ლუქსემბურგმაც თამაშით მოიპოვა ამ თამაშში მონაწილეობის უფლება.ისე,რაგბში ბორჯღალმა ჰოლანდიელებთან პირველი შეხვედრა,3-55 წააგო,მაგრამ რამდენიმე დღის წინ,მხოლოდ 31-10 რომ დავამარცხეთ,ზოგიერთმა,ჩვენი ნაკრების კატასტროფად შეაფასა.
ttt
მე რა მაინტერესებს იცით, ჩვენ რატო არ ვთხოვეთ უეფას კვარასთვის მოეხსნა დისკვალიფიკაცია, კი ბატონო ჩვენც უარს გვეტყოდნენ, მარა გვეცადა მაინც, რას ვკარგავდით, თუ გრეხია ვინმეს, რამ ვთხოვოთ?დ
მამუკა
გვეშველა და ეგ არის, რა დრო დაგვიდგა გვიხარია თურმე რომელიღაც ჭ კლასის გუნდში მოთამაშეს დისკვალიფიკაცია რო არ მოუხსნეს, ცხონებული დათო ყიფიანი ალბათ საფლავში ბრუნავს, 80-იან წლებში როცა დინამო ევროპას აზანზარებდა, მაგ დროს ალბათ ლუქსემბურგში საფეხბურთო ლიგაც არ იქნებოდა, დღეს კიდევ იმაზე ვლოცულობთ ლუქსემბურგს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გამოაკლდესო
გია_544
აი იმ ქალისგან რა უნდა, ეგრე რათ უყურებს, ვაა..)
fani
მშვენიერი ნიუსებია! სინანიზე ისედაც ვიყავი დარწმუნებული რომ უეფა უარს იტყოდა, რადგან 2 მატჩიანი იყო დისკვალიფიკაცია და მაქსიმუმ 1-ც რომ გაეუქმებინათ, ჩვენთან მაინც გამოტოვებდა. აი მოტას უარმა კი ჩვენს "წისქვილზე დაასხა წყალი", რადგან ბოლო დროს ათამაშდა იტალიაში და საკმაო საფრთხეს შეგვიქმნიდა. ასეთებიდან რჩება მხოლოდ ჟერსონ როდრიგეში (ეგეც პორტუგალიელი წარმოშობით) და ეგეც კაშია-კანკავას თანაგუნდელია. იმედია, გურამი მასზე ნაკრების წევრებს დეტალურ ინფოს მიაწვდის და გავანეიტრალებთ. მოკლედ, იმის თქმა მსურს, მოვლენები ჩვენს სასიკეთოდ ვითარდება (კვარას დანაკლისს თუ არ ჩავთვლით) და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ