"ვესტ ჰემში" ეჭვი აქვთ, რომ "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც მათ საბანკო და ტელეფონის ნომრები მოჰპარა
"ვესტ ჰემი" "ტოტენჰემ ჰოთსპურის" წინააღმდეგ საქმის აღძვრას აპირებს. აღმოსავლეთ ლონდონში ეჭვი აქვთ, რომ ჩრდილოლონდონელებმა კერძო დეტექტივი დაიქირავეს, რომელმაც მათ საბანკო და ტელეფონის ნომრები მოჰპარა. "ჩაქუჩებს", მათივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციასთან უკვე ულაპარაკიათ და, სავარაუდოდ, ახლა გამოძიება დაიწყება. ვაი, მას ვინც დამნაშავე აღმოჩნდებაო, თქვეს "აპტონ პარკზე".

გაზეთი "სანი" იუწყება, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილი გახდა, "ვესტ ჰემის" წარმომადგენლებმა თვით "ტოტენჰემშიც" დარეკეს და თავიანთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "დეზების" უფროსობა გააფრთხილეს.

ახლა იმას მოგახსენებთ, რა აქვთ "ვესტ ჰემსა" და "ტოტენჰემს" გასაყოფი. ლაპარაკია ლონდონის 80 ათასიან "ოლიმპიურ სტადიონზე", რომლის ყიდვასაც ორივე კლუბი აპირებდა. მოგეხსენებათ, სტადიონისთვის ბრძოლა საბოლოოდ "ვესტ ჰემის" გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ "აპტონ პარკზე" ეჭვი გაუჩნდათ, რომ კონკურენტი ბინძურ ხერხებს მიმართავდა და გადაწყვიტეს საქმეს ბოლომდე ჩაჰყვნენ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ "უაით ჰართ ლეინზე" დაიქირავეს დეტექტივი, რომელიც მათ შტაბში ძვრომასა და საიდუმლოებების გამოქექვას ცდილობდა. "სფურზმა" ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"ვესტ ჰემის" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია: "ჩვენმა კლუბმა შეატყობინა პოლიციას მავანი კერძო დეტექტივის შესახებ, რომელიც კანონის დარღვევით მოქმედებდა და, სავარაუდოდ, "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ჰყავდა დაქირავებული. "ვესტ ჰემში" ამ ამბავს ძალიან დიდი სერიოზულობით მივუდექით, მითუმეტეს, რომ ლაპარაკია სერიოზულ კანონდარღვევაზე, კერძოდ კი პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე. როგორც ირკვევა დეტექტივმა ხელთ ჩაიგდო როგორც ჩვენი კლუბის ასევე Olympic Park Legacy Company-ს წევრთა საბანკო ანგარიშები და ტელეფონის ნომრები. თუ ეს დამტკიცდება, აშკარა გახდება, რომ საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მკაცრად იზრდება".

"ვესტ ჰემის" ზოგ მაღალჩინოსანს ეჭვი აქვს, რომ მათ საუბრებს გასული წლის სექტემბერში, სტადინოის შეძენასთან დაკავშირებული განაცხადების შეტანამდე უსმენდნენ. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ "ჩაქუჩების" ეს ნაბიჯი გაღმა შედავებაა, რადგან არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტადიონი მათ ქრთამის დახმარებით ერგოთ. ასახელებენ Olympic Park Legacy Company-ის წევრს, ქალბატონ დონი ნაითს, რომელმაც, თითქოსდა, 20 400 ფუნტი აიღო. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ქალბატონი ნაითი "ვესტ ჰემის" დირექტორის იან ტომპკინსის საყვარელი იყო. სანამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ტომპკინსი საქმეებიდან ჩამოცილებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა