"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან შეთანხმდა, რომ კლუბში ორშაბათს გამოცხადდება
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან შეთანხმდა, რომ კლუბში ორშაბათს გამოცხადდება. სხვა სიტყვებით, ტევესმა გაიგრძელა შვებულება, რომელიც მას "კოპა ამერიკაში" მონაწილეობის გამო ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ტევესი "სიტიში" ხუთშაბათს უნდა დაბრუნებულიყო, რაზეც ძალიან ბევრი იწერებოდა, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თავდამსხმელს ინგლისიდან წასვლა სურს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, თუმცა არგენტინელი ვერსად გადადის და იძულებულია ისევ მანჩესტერში დაბრუნდეს. თუმცა, "დეილი მეილი" წერს, რომ ტევესმა ისტლენდიდან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც დადასტურებულია, რომ მას უფლება აქვს ვარჯიშზე ორშაბათს, 8 აგვისტოს მივიდეს.

რას ნიშნავს ეს? იმას, რომ არგენტინელი ფორვარდი კვირას, ინგლისის სუპერთასზე, რომელსაც "ქომუნითი შილთი" ეწოდება, ვერ ითამაშებს, არადა ეს გახლავთ მანჩესტერული დერბი: "სიტი" ტევესის ყოფილი გუნდის, "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

"კოპა ამერიკაზე" თამაშისა და შემდეგ დასვენების გამო ტევესს "მანჩესტერ სიტისთან" ერთად სეზონისწინა შეკრება არ გაუვლია. არადა, ჩემპიონატი კარსაა მომდგარი - ისტლენდელებს პირველი შეხვედრა 15 აგვისტოს "სუონსისთან" აქვს. გამოდის, რომ ფორვარდს მოსამზადებლად და მანჩინის რჩეულ ფეხბურთელებში მოსახვედრად ერთი კვირა აქვს. თუმცა, ზოგი წყაროს მიხედვით ამ ერთ კვირაში უნდა ველოდოთ "ინტერის" გააქტიურებას. ამბობენ, არ არის გამორიცხული ტევესმა ინგლისიდან გაქცევის ბოლო შანსი გამოიყენოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა