ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

ცოტა დრო ლუქსემბურგამდე - კარგ ფორმაში მყოფი ხვიჩა, რომელიც დაგვაკლდება, ნოსტალგია ვეტერანებთან და ოპტიმიზმი...

"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

"გახურდა" მარტი. ახლა ყველაფერს "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ჭრილში განვიხილავთ და ვღელავთ - ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სათამაშო ფორმა (სამწუხაროდ, ის ლუქსემბურგთან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება), გიორგი მამარდაშვილის "მშრალი" მატჩები, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა... ვეტერანთა შეხვედრის დროსაც იმაზე ვფიქრობდით, რაც იმ თაობამ ვერ მოახერხა, უნდა შევძლოთ ახლა!..

ზედმეტი მოტივირება ფსიქოლოგიაში გამართლებული სულაც არაა, რადგან შესაძლოა, დაძაბულობა მივიღოთ. ამის გამოა, თითოეული სიტყვის მოფრთხილება გვიწევს. მეორეა ის სტროფი, რაც პროლოგში გამოვიტანეთ - დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს წრე და ცოტათი მივიწყებული სიხარულით შევცვალოთ. ამ თაობას პასუხისმგებლობა არ აკლია; ასევე, უკვე აქვთ მწარე გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როცა მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ. ყველაფერი ეს ერთად უნდა აკუმულირდეს და შედეგი მოგვცეს!..

"ჯვაროსნების" მეკარეს "მშრალი" მატჩები უყვარს...

ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის მიუხედავად, წარმატებას გუნდურად უნდა მივაღწიოთ, ამისთვის კი არაერთი ორთაბრძოლის მოგება, საჰაერო დუელი, სისწრაფე, გააზრებული მოქმედება, მოთმინება და ამავდროულად, მოუსვენრობა დაგვჭირდება.

თავისი დიდი როლი აქვს მწვრთნელს, რომელმაც ზუსტად უნდა შეარჩიოს წარმატებისკენ მიმავალი გზები. ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია არ იქნება და ასეთ დროს საჭიროა როგორც ტაქტიკური ცვლილებები, ასევე ემოციური ფონის კონტროლი - არ უნდა დაუშვა, რომ ლიდერის გარეშე არ შეგიძლია და გარკვეულწილად, მისთვისაც ითამაშო, მისი მოლოდინები, რომ ფინალში დაგეხმარება, რეალობად აქციო.

ვილი სანიოლი რთული გზის ბოლო ეტაპზეა...

ვილი სანიოლისგან ყველანაირი საკადრო რესურსის სრულად გამოყენებას ველით. ახლა ნამდვილად არაა დრო, რაიმე ისეთი დავაკლოთ, რაც მერე გულს დაგვწყვეტს...

გვჯერა, რომ ევროზე გავალთ და მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას სიდიადის გამო, ჩვენი ფეხბურთისადმი გამოჩენილ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. ეს იქნება გარდამტეხი! მხოლოდ წარსულთან და დღევანდელობაში ლეგიონერების გულშემატკივრობასთან არ უნდა ვასოცირდებოდეთ. ამ შეკითხვის დასმა რიტორიკულადაც არავის უნდა, მაგრამ თუ ვერ? - მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. თბილისში ტკივილიანმა საფეხბურთო დღეებმა იმატა და ერთხელაც ყველაფერი უნდა გადაიფაროს, სხვა მასშტაბის განვითარებაზე გადავიდეთ...

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. მასზე, როგორც ლიდერზე, ლუქსემბურგთან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩებზე ვიფიქრებთ, გონებაში სავარაუდო შემადგენლობასა და სცენარებს დავუშვებთ, ვინერვიულებთ, ზოგს ცუდი წინათგრძნობა ექნება, მუდამ ოპტიმიზმებიც იარსებებენ. ახლა ყველანი "საგანგებო მდგომარეობაზე" გადავდივართ, ქვეყნის წარმატებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. ეს მიზანი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური, რუტინული საქმეები. ვუგულშემატკივროთ ქართველი ფეხბურთელების მეტ სათამაშო დროსა და ტრავმისგან დაცვას, მათი დადებითი ემოციები კი ბოლოს ერთად შევკრათ!..

• inviz9

საინტერესოა რატომ არ აქვეყნებს შეკრებაზე გამოძახებულთა სიას სანიოლი? რარას ელოდება 8 დღეა მატჩამდე!? ეტყობა რაღაცა გოთვერნობა აქვთ ჩაფიქრებული და ისევ არ გამოიძახებენ არაბიძეს, აქედან ჩაკვეტეძის ტრამვაზე გვაპარებენ ინფორმაციებს, მერე იტყვიან მძიმე ტრამვა ქონდაო და არ გამოვიძახეთო>.. მოკლედ მგონი მაკედონიასთან სცენარის გამეორებას აპირებენ, როცა ნორმალური შემტევი არ გვყავდა მხოლოდ ის გაითვალისწინეთ ვილი და ფედერასტებო, რომ მაკედონიისაგან განსხვავებით ხალხი ტრიბუნებზე სავსე იქნება და ვაითუ არასასურველი შედეგი დადგეს მერე თქვენი მშველელი არავინ იქნება. იქიდანვე დაიძრება ხალხის მასა...

• გია

არაბიძეს დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს, ბევრი უნდა იმუშაოს თავის თავზე, სტადიონიდან არც უნდა გამოვიდე, ამ მსხვერპლს მოითხოვს ფეხბურთი.ვუყურე ეს ორი თამაში თავი ვერაფრით გამოიჩინა, დანარჩენი სანიოლის გადასაწყვეტია.სტიმულისთვის დავუძახებდი ნაკრებში.

• dd

არაბიძე აუცილებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტანდარტებს ასრულებს კარგად. შეგიძლიათ გაიხსენოთ საქართველოს ნაკრების მიერ ჯარიმიდან გატანილი გოლი, ან სახიფათო კუთხური? მე ძალიან გამიჭირდება. ჰოდა სხვა არაფერი რომ არ გააკეთოს, ჯარიმის დარტყმა და ჩაწოდება მაინც ეხერხება ამ კაცს.

• ზურა

ნეგატივები არ გვინდა! ვიფიქროთ კარგზე და და მოგებაზე! ცუდს გავიფიქრებთ ცუდი დაგვიბრუნდება, კარგზე ვიფიქრებთ? ეგრევე დადებითით დავიმუხტებით! კოსმოსის კანონია! ხვიჩა არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რო სხვა ფეხბურთელები ჩამოყრიან ყურებს და არ ითამაშებენ, პირიქით რატომღაც მგონია, რო თავსაც შეაკლავენ! დანარჩენი უკვე ქომაგების საქმეა!

• sul2

ჩაკვეტაძეზე ზოგი ისე წერს, თითქოს 2019 წლის შემდეგ არაფერი ღირებული არ შეუქმნია, ნაკრების ბოლო 3 მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთა და როგორი პასები იყო გადახედეთ თამაშებს და ნახავთ.

• rembo

აქ რუსეთი რა შუაშია შე ლიბერონაცო

• მწარე

მაგარი სადღეგრძელოა. ეს ყველამ ფეხზე ადგომით, ბოლომდე უნდა შესვას.

• ქართველი

არ გადისს დროო, 10 დღეც მოვითმინოთ რამენაირად, მესმის რთულია მაგრამ ცივი გონებით უნდა მიუდგნენ ბიჭები. კვეკვესკირის ინტერვიუ გამახსენდა მაკედონიასთან თამაშამდე ბიჭებმა ვერ დავიძინეთ მთელი ღამე ისე ვნერვიულობდითო, მესმის 100% ით რომ ისინიც ნერვიულობენ, მაგრამ მორჩა დროა თავი ხელში ავიყვანოთ და ცივსისხლიანად ვითამაშოთ. უკანდასახევი გზა არგვაქვს ან გავალთ ან ქართული ფეხბურთი ისეთ ნოკდაუნში ჩავარდება რომლიდანაც ვეღარ ადგება და არამხოლოდ ფეხბურთი, ქვეყანას ჭირდება ევროპაზე გასვლა

• სად წევიდა?!

ღმერთმა გისმინოთ! ისეთი ემოციით არის დაწერილი, რომ რეალური სურათი წარმოვიდგინე, თითქოს ეს-ესაა დაიწყება მატჩი, - რთული თამაში გველის, ლუქსემბურგს შეუძლია ჩვენი დონის ნაკრების დამარცხება. მართლაც ამ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის გარდა, ერთი ორი კარგი ფეხბურთელი თუ გვყავს, მაგრამ ხვიჩას გარდა არცერთი რომელსაც შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს, მეორეს მხრივ ლუქსემბურგს კარგად შეთამაშებული ნაკრები ყავს, ამიტომ რომელი ნაკრებიც უფრო გუნდურად და კოორდინებულად ითამაშებს, გამარჯვებულიც ის იქნება. წარმატებები ბიჭებს!

• სიმართლე

მამარდაშვილი კაკაბაძე, კაშია, კვერველია, საზონოვი, აზაროვი(შენგელია), ქოჩორაშვილი, კანკავა,(აბურჯანია) დავითაშვილი (არაბიძე),მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე

• მწარე

ვააააშაააააააააააა!!!!!!!!!!!!!

• ეროვნულებზე ჩაჭრილი

საღოლ ძმაო ამხელა თემა ეროვნულებზე რო დამეწერა დღეს ქართულის ფილოლოგი უნდა ვიყო

• Pirlo

სანდო წყაროსგან ვიცი რომ არაბიძე სანაკრებო სიაშია და მიხარია მართლა, იმედია მოუწევს თამაში და კვარას არყოფნაში ჩაკვე და არაბა გაარღვევენ ლუქსემბურგელთა დაცვას

• იასონას უდარი

30 წელი გვაქვს მოლოდინი რო რაღაც შედეგი იქნება,თუმცა ეს მოლოდინები უფრო გულშემატკივარს აქვს,ვიდრე ფეხბურთელებს ან ფედერაციას. ყოველთვის რაღაცას ხდება თამაშის წინ და უცნაურობებს არ აქვს დასასრული. დარწმუნებული ვარ რო ამ თვეშიც რაღაც იქნება ასეთი და ნაკრებს ვიღაც დააკლდება(კვარას გარდა).იმედია ვცდები,მარა რა ვქნა,ასეთი მოლოდინი მაქვს და თქვენ რატომ გაქვთ სხვა მოლოდინი? ლუქსემბურგს ალბათ გავცდებით,რადგან მომდევნო თამაშიც სახლში ვითამაშოთ,ბილეთები გაიყიდოს და ფული იშოვონ,მერე ფინალს წავაგებთ(ასე მგონია). ნაკრებს ორჯერ მიეცა შანსი და ორივე სიტუაციაში გვაკლდება საუკეთესო ფეხბურთელი,რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ჯერ იყო და კორონა იყო,ახლა ყვითლები და ეს შემთხვევითობა გგონიათ? უბრალოდ,არავის უნდა წარმატების მიღწევა ზედა ეშელონებში და ეს ხალხი ამას ვერ ვხდებით. იცით,რა უთხრეს ერთერთი ისტორიული გუნდის მესვეურებმა მწვრთნელს? ჩვენი მიზანი არ არის დაწინაურება და უმაღლეს ლიგაში ასვლაო,პირველ ლიგაში ყომარი არის ჩვენი მიზანი და აქ ფულის კეთებაო. მეორე დღესვე წამოვიდა ეს მწვრთნელი იმ გუნდიდან და ეხლა უმაღლესი ლიგის გუნდს წვრთნის. ის გუნდი კი ისევ პირველ ლიგაშია და დადანაშაულებული იქნა თამაშების ჩაწყობაში და ყომარბაზობაში. ნაკრები თქვენ სხვანაირი გგონიათ? თუ ეს ასე არ არის,რა უნდა ამისულაშვილს და დვალიშვილს ნაკრების შტაბში? იმ ადამიანს,ვისაც ეზარებოდა ნაკრებში ჩამოსვლა,რატომ ვასაქმებთ ნაკრების სტრუქტურაში? ასეთი ხალხი შერცხვენილი უნდა იყოს,თუმცა ჩვენთან დაფასებულები არიან. თუ მოღალატეს დააფასებ და ხოტბას შეასხავ,მაშინ მოღალატეების სიმრავლე გექნება და გმირები გაქრებიან,რადგან საქმენი საგმირონი აღარავის დასჭირდება. ეს სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში და არა მარტო.

• Levani

შენ მენამცხვრე ხარ ალბათ და მაგიტო გქვია ნაპოლეონი, წადი ჯობია ვანილს კვერცხებს მიხედე

• ნაპოლეონი

ცხოვრებაში არ მოუგერიებია პენალტი რაზეა ლაპარაკი

• ნაპოლეონი

ქართველებს ტოპმეკარე ჰყავდათ ლორიას სახით მაგრამ ქართულმა ე.წ პროევროპულმა ფრთამ ნაკრების კარი ჩააბარა იმ მეკარეს რომელიც ყველა გასაშვება უშვებს,გამოსვლაზე ნულია და ფეხით კი უბრალოდ მოწინააღმდეგის ფეხბურთელი. . .მაგრამ გაპიარებული და . . .აღდგომა და ხვალეო ნათქვამია. . .მეკარე რომ გამოსვლაზე აბსოლუტური ნულია,დაცვაც პანიკდება მაგ დროს. . .ლორიას დროს დაცვა იყო ჩვენი მთავარი კოზირი ,ეხლა ბალაგანია

• ირაკლი 17

რეებს ლაპარაკობ? ჩაკვეს თამაშებს უყურებ საერთოდ? უვარგისი თანაგუნდელები რო ყავს რა მისი ბრალია? გირჩევნია ჩაკვეს და მამარდას გაკრიტიკების ნაცვლად მოხვიდე სტადიონზე და უგულშემატკივრო ჩვენ ბიჭებს. არც კი იცი ვინებზე და რა კლასის ფეხბურთელებზე საუბრობ. სირცხვილია უბრალოდ.

• gulshematkivari0703

აუცილებლად გავალთ! არცერთი ნახევარფინალის გუნდი არ გვჯობია ჩვენ! ყველას პატივისცემის მიუხედავად. ლუქსემბურგს ადვილად დავამარცხებთ. საბერძნეთი არაფერი ისეთი გუნდი არაა და ჩემი აზრით ყაზახები მოუგებენ მაგათ! ფინალი, საქართველო-ყაზახეთი იქნება,აი ნახავთ და რა თქმა უნდა მოვიგებთ ფინალსაც.ყაზახებს ცუდი გუნდი არ ყავთ,მაგრამ ჩვენი დღევანდელი ნაკრები მიმაჩნია რომ ბევრად ძლიერია. ბოლო ბოლო ევროპის ტოპ ფეხბურთელი გვყავს ხვიჩას სახით! პ.ს. კვარა და მამარდამ აუცილებლად უნდა ითამაშონ ევროზე! )

• დინამიტი

თავის გუნდებში გოჩილეიშვილი ზამენა ლოჩოშვილი ზამენა საზონოვი ზამენა ჩაკვეტაძე ზამენა დავითაშვილი ზამენა მიქაუტაძე ბოლო 5 თვიდან ოთხი თამაშზე არ გასულა ქოჩირაშვილი არ ვიცი არაბიძე - ქუთაისის ტორპედო კაკნკავა - ნაკრებიდან წასული კაცი. არცერთ ქვეყანაში არ ექნებოდა ასეთი გუნდის გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ფიქრი თავში

• გოგა

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ევროპაზე გასვლას, ჯერ ჩვენი ფეხბურთისთვის და მერე ფეხბურთელებისთვის,ნუ სულ სხვანაირად შეხედავენ ქართველ ფეხბურთელებს და მეტი შანსი აქვთ კარგ გუნდებში გადასვლის, ქართველი ხალხისთვის ხო რა სასწაული იქნება მაგას სიტყვებით ვერ ავღწერ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპაზე გასასვლელად

• გუბერნიას

პირდაპირ სასომხეთში რომ მოითხოვო ფეხბურთის გაუქმება?

• გიორგი

მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, საზონოვი, აზაროვი, არაბიძე, ქოჩორაშვილი, კანკავა, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი ნუ რაღაც ესე ალბათ

• იბერია

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ სხვა ფეხბურთელები? სხვა ფეხბურთელების იმედი არ გვაქვს? ხო ძნელია კაშია, კვერკველია და კვეკვესკირის იმედი გქონდეს მესმის მაგრამ მაინც. იდეაში ეს არის სულ მამარდა და ჩაკვე? მოდი ცოტა ჩაკვეზე და მის გუნდზე - ბილო 10 თამაში 2 მოგება? რამდენი თამაში დაიწყო ჩაკვემ? ასისტებშია ლიდერი თავისი გუნდის თუ გოლებში? არცერთში. ყველაზე დაბალა შეფასებებს იღებს და ჯსევ გადაინაცვლს სათადარიგოში. ანუ რა დარჩა? მმარდა? და რა ქნას მამარდამ გოლი მოვთხოვოთ თუ პენლებამდე უნდა მივათრიოთ და იქ იქნებ რამე? მაგრამ იქაც რომ ვერ იქნება - ყველაზდ ცუდი მეკარეა ალბათ ვალტერ ძენგას მერე ამ კომპონენტში. ეს არის რეალობა და ამას რომ ხვდება ყველა იმიტომაც ითხოვს არაბიძეს. არა იმიტომ რომ მესია - მაშ ტორპედოში რა უნდა, არა უბრალოდ იმიტომ რომ იქნებ გავარდეს ყარაული. აი ესაა მთელი ამბავი. ხავს ვეკიდებით

• დინამიტჯ

სადღეგრძელოები... ისევ... რეალობას შევხედოთ, ნაკრების თითქმის 80% თავის გუნდებში (თან რა გუნდებში) არათუ ძირითადის ფეხბურთელები არამედ 15-20 წუთიანი შემცვლელები არიან.თანაც ალიბიც უკვე შექმნილია.

• gia

იმედია არაბიძეს გამოიძახებენ ...

• ნიკა

მაგალითად დავითაშვილის, აბურჯანიას, კვეკვესკირის, წიტაიშვილის, გაგნიძის ...

• დო მაჟორი

მე გამოვიძახებდი არაბიძეს და თამაშის წარმართვის კვალობაზე გადავწყვეტდი მის მოედანზე გაყვანას. თუ მისი ფიზიკური კონდიცია ორ ტაიმზე ვერ არის საკმარისი, მაშინ იქნებ მეორე ტაიმში ჩართვა იყოს შედეგის მომტანი.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ლუქსემბურგს თუ გაცდნენ მერე გრეკებთან წააგებენ. ჩვენ მაგარ ფეხბურთელები კვირაში 2 თამაშს ვერ მოიგებენ. იმის მიდგომით რო სულ წერენ დაისვენონო კაცო თითქოს ესენი ძაან გადახლილები არიან ისე. ევროზე რა გვინდა ვაუვა ასეთი საქმის მიმართ მიდგომით მე არვიცი. 22 ში ან 27 ში უნდა მოვითხოვოთ საქართველოში გაუქმება ფეხბურთის. არაა ეს ჩვენი საქმე.

• გიზოგ

ჩაკვემ წინა ერთალიგა რამის ცალი ფეხით მოიგო და ბოლო თამაშებიც ნაკრებში კარგად ითამაშა, მე მისი დიდი იმედი მაქვს. მაცხნივ ჩაკვე, მარჯვნივ არაბიძე და ლუქსემბურგს თავბრუ დაეხვევა.

• გიო

უნდა მოვიგოთ. არაბიძეც უნდა გომოიძახოს და ყველა ვინც გამოგვადგება. ხვიჩას არ ყოფნა არის ჩვენთვის ძალზე ცუდი. მაგრამ უნდა მოვიგოთ. გვეყო ამდენი წაგება. ფეხბურთის ფედერაცია მოინდომე . გადადე გვერდზე წყენები თუ სხვა ამბები. ეს თამაში მოსაგებია

• ირაკლი17

შენ ძმა რომელ არაბიძეზე საუბრობ? მე რომელ არაბიძესაც ვიცნობ ის 26 - ისაა და რაზეა საუბარი საერთოდ?

• ბებიკომ

იცის, იცის. ვაკვირდებიო, ხომ თქვა.

• შალვა

არაბიძეო? რით ვერ გაიგეთ არ ატამაშებს არაბიძეს და არც შეკრებაზე გამოიძახებს. ნუ, ვისაც გჯერათ თქვენი ნებაა, მაგრამ უტოპიაა ეგ. გამორიცხულია. სამწუხაროდ. ნეტავ ვცდებოდე.

• gaigvidze

არაბიძე ჩვენი ჯოკერი იქნება უნდა გამოვიძახოთ !

• tENGO

მე ძალიან მეიმედება,რომ ჩვენ ამ ევროზე გავალთ, მაგრამ ჭაკვეს მიმართ ამდენი ბაქი-ბუქი მაფიქრებს, რადგანაც საერთო პოზიტიური განწყობისა მისი იმედი ნაკლებათ მაქვს, თითქოს ფორმა აღიდგინა,გუნდში ენდობიან და ათამაშებენ,მაგრამ მაინც რაღაც აკლია, შენელებული კადრივითაა და პრინციპულ, აუცილებლად მოსაგებ თამაში მეეჭვება გუნდს ულიდეროს და შედეგი დადოს, ასეა გუნდშიც, კი თამაშობს,გოლიც გაიტანა და ასისტიც შეასრულა,მაგრამ განსაკუთრებული არაფერი შედეგობრივად, ჩვენ ისეთი ორი თამაში დაგვრჩა კარგ, ლამაზ და ელეგატურ თამაშს არავინ მოთხოვს-მთავარია მოვიგოთ და როგორ მე-10 ხარისხოვანია....

• გაგიმარჯოს აზროვნებისთვის-is

ვინ რას ხვდება აქ. ვერ ხედავ რამდენი დისლაიკი მაქვს? რუსეთუმეებს აეწვათ. მტრის სამსახურში დგანან. რა მიხვედრა უნდა მაგას. რასაც მივანიშნე. მაყურებელი არ შეუშვეს სტადიონზე. გამიზნულად ორი წმაყვანი შემტევი კოვიდზე დასვეს. როცა ჩამოსვლამდე ითამაშეს და რო ჩავიდნენ იქაც ითამაშეს. ამრტო თბილისსი დაუდგინდათ კოვიდი :) დინამოს შეხედე რა დღეშია, რუსი ბიზნესმენის ხელში. ანგრევს მიზანმიმარტულად რასაც ქვია კლუბს

• Gia

Chven ver vtamashobt pressings didi xnit, siswrafeebi araa chveni koziri, zalismiers ar vtamashobt,uburtot mozraoba gvichirs.chemi analizia eg.chveni mtavari koziria shemoqmedebiti teqnikuri fexburti.amitom bevri teqnikuri da moazrovne fexburteli gvinda mindorze. Ase ro arabidzis ar gamoyeneba didi shecdoma iqneba.

• გაგიმარჯოს აზროვნებისთვის

ადეკვატური და ისეთი შეფასებაა, რომ გულთან უნდა მივიტანოთ სათქმელი. 1. ასე აწყობს ჩვენს მტერს, 2. ასე აწყობს მტრულად მოფიქრალ ,,მოყვარეს", 3. ასე აწყობს ყველას, ვინც სპორტით მდიდრდება და 4. ასე გამოვიდა პოლიტიკურად, თითქოს სპეცსამსახურები იდგა ამ მატჩის უკან მაკედონიასთან, სწორედ მაგ დროს წაგვექცა ყველა ვისი ძალაც საჭირო იყო. კი ბატონო ისე გაანაწილეს პასუხისმგებლობა რომ კონკრეტულად არავის დაკისრებია და ამავე დროს თითქოსდა ყველას დაეკისრა, მაგრამ შედეგი სამწუხაროდ ასხავს წყალს მტრის ჩანაფიქრზე, რათა ვიფიქროთ რომ ვერ ვარგივართ მარტო ვერც სპორტში და ვერც ერში. ეს კი ჰიბრიდული ომის ნაწილია, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით რომ ომში ვართ, მაგიტომაც არ ვიბრძვით თავგანწირვით ყოველი წუთით ქვეყნისა და ერის სახელისათვის.

• ირაკლი

არაბიძემ მოჭამა თავისი და კვერკველიამ და კაშიამ არა? სასაცილოა პირდაპირ.

• გუსანი

,,ღმერთმა გისმინოთ'' მაგრამ .... ლუქსემბურგთან 55-45% , აი ბერძნებთან მეეჭვება სამწუხაროდ 30-70 % , ბერძნები გაძლიერებულები არიან , რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი ემიგრანტისგან, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც წინ არიან,დაცვა ჩვენზე ორი თავით მაღლა დგას, მოტივაცია კი ჩვენზე მეტი, თორემ ნაკლები არ აქვთ... უძალიანესად უნდა გაგვიმართლდეს და იმათ კი პირიქით, რისხვა უნდა დაატყდეთ, რომ მოვიგოთ, ჩვენი ბიჭები, თან ყველა, საკუთარ თავეებს უნდა გადაახტნენ და ა.შ. თუ ესე არ მოხდა, საერთოდაც რა გვესაქმება ევროპაზე?

• სხვა

ამ ოთხეულიდა ლუქსემბურგს და ყაზახეთს ყველაზე სტაბილური გუნდები ყავთ ძალიან მომატებულიც აქვთ საშუალოდ, თუმცა ზღვარიც აქვთ ზოგადად კლასის ნაკლებობით, გუნდურად კი ბატონო, საბერძნეთი ესეთ გუნდებთან ტოპი ჩანს, ისტორია და ფსიქოლოგიაც მათ მხარესაა თუმცა თაობათა ცვლა არ დაუმთავდებით და არც დიდად ხარისხიანი თაობა ყავთ, აი ჩვენ კი... საშინლად დაუბალანსებელი გუნდი ვართ - მამარდაშვილი კვარა ჩაკვეტაძე - საშუალო თამაშითაც კარგ შედეგს დადებენ, მიქაუტაძე ზივზივაძე გაჩნია რა მომენტი იქნება, ეხლა ზივზივაძე კარგადაა მიქაუტაძე იქოქება,კაკაბაძე და შახტარის ფლანგები იმდენად ეფექტურებიბი იქნებიან რამდენადაც ცენტრ. დაცვა და საყრდენი იქნება საიმედო და აი აქ არის ჩვენი სისუსტე - ასაკიანი დაცვა შეთამაშებული მაგრამ ძალიან შენელებულები, ახალგაზრდა მცველები ენერგიით აღსავსე, ნიჭიერები მაგრამ შეუთამაშებლები, ასე რმ ჩვენ რომ გავიდეთ როგორც იტყვიან ვარსკვლავები ცაზე უნდა სწორად დადგნენ მაგრამ თუ დადგნენ ვერავინაა მაგ სამეულიად ჩვენი მომგები

• ირაკლი

გულებს წინასწარ ნუ დაიხეთქავთ. ჩრდილო მაკედონიასთან წაგებას მეგონა ვერ გადავიტანდი - იქ გაცილებით მეტი შანსი იყო გასვლის!

• zura222

კანკავა უნდა გამოიძახონ ამ ორ თამაშზე და არაბიძე დააყენონ აუცილებლად ლუქსენბურგთან ! ბოლო ბოლო იქნება ჯარიმა დაინიშნოს საჯარიმოსთან ახლოს და არაბიძის ჯარიმა თითქმის პენალივითაა !

• თაზო

ვის მაგივრად დააყენოს ეგეც დაწერეთ იქნებ ნახოს ვინმემ მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტი რომ არის ეგ სამწუხაროდ ბევრმა კიდევ ვერ გაიგო

• დრანდელი

ნათქვამია,"რაც მოსახდენია,ის გარდაუვალიაო".გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება.მოვიდა დრო!!!

• გიორგი

ეჰ, სანამ სანიოლისნაირი უხერხემლო და უნიჭო მწვრთნელი გვეყოლება, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს.

• ზაზა გ.

მოკლედ ველოდებით დიდი იმედით მთელი საქართველო (ემიგრაციაც) 21 და 24 მარტს!! უნდა მოვიგოთ! სხვა გზა არაააააა!!!

• las

30 წელია ქართული კლუბები ვერ ახერხებენ ევროპის ტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგასა აღაც ვთვლი ჯგუფში მოხვედრას. ვინმეს ეს შემთხვევითი გონია? ნუთუ ასეთი უნიჭოები ვართ რომ 30 წელში ერთხელ ვერ შევძლეით. არა ბატონებო შეგნებულად ხდება ასე . რომ არასრულყოფილების შეგღზნება გვქონდეს, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს ვახერხებთ რომ მხოლოდ საბჭოეტის რუსეთის ხსნის მოლოდინში უნდა ვიყოთ. გავიხსენოთ წინა ფინალი, ყველაფერი გააკეთეს რომ ეს თამაში წაგვეგო. ეხლა არის ბოლო შანსი და ყველა ავისმზრახველს უნდა ვაჯობოთ.

• მწარე

ხუტა ბატონო, მე არ ვფიქრობ რომ თავისი მოჭამა. ოღონდ, მე მგონი ქართველებს აწყობთ არაბიძის სახელით სპეკულირება. თუ ვერ გავალთ, იტყვიან არაბიძე არ იყოო. ანუ ჩვენ ძაან მაგრები ვართო, მაგრამო მწვრთნელი გვიშლის ხელსო. აი არაბიძე რომ ყოფილიყოო, ავიღებდით ბერლინსო. პ.ს. არაბიძეს წარმატებას ვუსურვებ. კარგი იყო რომ გაეშვათ არაბეთში, ჯერ ერთი მოუმატებდა და ცოტა ფულსაც იშოვიდა. ანუ ორივე ვარიანტში კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

• ვიტალი

ამ კაცმა, სანიოლმა, გიორგი არაბიძის არსებობა საერთოდ იცის? იქნებ არ იცის და უთხარით ვინმემ, გააგებინენით, მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.

• ვაჰმე

25 წლის ბიჭზე ამბობთ მაგას? სირცხვილია!

• იკა

გაიხარე, კარგი სტატიაა

• alexandre

რამდენი ხანია მარტს ველოდები! ელოდება მთელი ქვეყანა. იმედი დიდია! ყველამ ყველაფერი უარყოფითი უნდა დავივიწყოთ და სულით და გულით ნაკრების გვერდში ვიყოთ! არ აქვს მნიშვნელობა სტადიონზე ხარ, თუ სახლში ტელევიზორთან, ან დენი წავიდა და ვერ უყურებ თამაშს. ყველას დადებითი ემოცია უნდა გვქონდეს ნაკრების მიმართ. და მინიმუმ 5 მილიონი პატარა დადებითი მუხტი გაერთიანებული ძალით დაეხმარება ჩვენ ბიჭებს. წარმატება ლუქსემბურგთან! წარმატება შემდეგ 3 დღეშიც!

• xuta

არაბიძე? მაგან კაი ხანია მოჭამა მისი.

• მწვრთნელი

იოსიფ ბროდსკისა რა გითხრათ, მაგრამ მე მჯერავს, რომ საქართველოს ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატზე და იქაც არ შეირცხვენს თავს! სანიოლს დაუნიშნეთ კარგი გამოცდილი ფსიქოლოგი ნაკრებში! ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო- ლუქსემბურგი 2-0! საქართველო-საბერძნეთი 2-1!

• ნიკა

დააყენონ არაბიძე ძირითად შემადგენლობაში და გავალთ

• pepelu

სტატიის ყველა სიტყვა სწორია!!!!!!!!!!!! თუნდაც იოტისოდენა, თუმცა ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ნაკრების წარმატებაში!!!!!!!!!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ