ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, სტუმრებმა კი პრესინგს მიმართეს. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პარტნიორებმა მეურვეებს ვერ დაასწრეს. შემდეგ პოლიტანომ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მილინკოვიჩ-სავიჩმა ფეხით მოიგერია. „ტორინომ“ სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა და საპატას მეკარე მერეტმა არ გაატანინა. მერე „კვარამ“ თავით დაარტყა და მილინკოვიჩ-სავიჩმა ისევ არ დაანება გატანა.

მეორე ტაიმი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. თუმცა, ქართველმა მესამე ცდიდან დალაშქრა ტურინელთა კარი. მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, რაც ნეაპოლურ კარიერაში მეორედ მოახერხა. სამწუხაროდ, სანაბრიამ ლამაზი მაკრატელათი მალევე გაათანაბრა ანგარიში. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კალცონამ პოლიტანო რასპადორით, ხოლო ზილენსკი ტრაორეთი შეცვალა და „ნაპოლი“ შტურმზე გადავიდა. 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო „ტორინოს“ მცველმა ჯიჯიმ და მის ნაცვლად მოედანზე საზონოვი შევიდა. დარჩენილ დროში ოსიმენს მეკარემ ორჯერ არ გაატანინა, ხვიჩას შორიდან დარტყმულიც მოიგერია, ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ტორინო 1:1

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 1:1 სანაბრია (64)

• გიორგი

ჩემი აზრით პირდაპირ უნდა დაერყა, დაუმუშავებლად.

• დავით 67

სოსო-ს! ხვიჩას სტსტისტიკა ასეთია: ითამაშა 90წთ გაირბინა: 7854მეტრი კარშიდაარტყა 4ჯერ.2ჯერ ზუსტად დრიბლინგი:3 ბურთს შეეხო 69ჯერ პასი: 41.36ზუსტი ( 88%) მწვავე პასი 4ჯერ ორთაბრძოლა 8.3 წარმატებული საგოლე მომენტის გაფუჭება 1 დაჯარიმდა 1ჯერ დაჯარიმდნენ მასთან 1 კიდევ რა გაინტერესებს?))

• giorgi

პირველ მომენტში ჯერ უნდა დაეწვინა მცველი და მერე უნდა დაერტყა

• გლახუნა

მიდი ხვიჩა,ასეთი თამაშები ბარსა, ინტერი, რეალი, ინგლისურ კლებებთან. მეტი უბურთოთ მოძრაობა ბურთის მიღებისათვის,პერსონალურ მცველებს რომ თავგზა აუბნიო, მუდმივი აქტიურობა ფლანგებზე, ბურთის მიღების სურვილით.. მაინც არ შეგვჭამეს ამ მეკარეებმა, ყველა ნაპოლისთან რომ იგიჟებს თავს(?!).

• სოსო

სეტანტაზე ყურების დროს,ქართულ რეპორტაჟში ჭყლოპინს რომ დაიწყებენ,რუსულ ენოვან რეპორტაჟზე გადავდივარ ხოლმე.უკეთესი წამყვანები არიან.სამწუხაროდ,ინგლისური მე თვითონ არ ვიცი.

• თენგაბი

ხანდახან გენიოსურ რაღაცეებს წააწყდები კომენტარებში. ისეთი რაღაც წავიკითხე მთელ დღეს მეყოფა გუნების გამოსაკეთებლად და სახარხაროდ. Me - მ დაიჩივლა, ბილეთი გამიწითლდა და თან თამაშს ვერ ვუყურეო. დდდ-მ, შენს ადგილას იმ ბილეთზე მეტად გავწითლდებოდიო! ეს იუმორის ბრილიანტი იყო! კომენტარებს ხშირად ვათვალიერებ და ბევრ ასეთ მარგალიტს ვპოულობ. თქვენ გაიხარეთ ჩემი გახარებისათვის და კიდევ ველოდები ასეთ მარგალიტებს. დღეს ძაან ბედნიერი ვარ, ძველი ხვიჩა დაბრუნდა. მეპატიოს ასეთი აღტკინება, მაგრამ ხვიჩა დღეს იყო ნაკრებ-ნაერთი მთელი ქართველი ვარსკვლავებისა. მასში იყო ყიფიანიც, მესხიც, მეტრეველიც და ა.შ. გიხაროდეთ და იამაყეთ ქართველებო, ეს დიდებული და შესანიშნავი ფეხბურთელი ჩვენი ჯიშისაა. წინ საქართველო! რაც შეეხება თამაშს, ბოლოს და ბოლოს ეტყობა კალცონეც მიხვდა და აქცენტს ხვიჩაზე აკეთებს, თავისუფლება პოზიციის არჩევისას და ბევრი გადაადგილება, კარში შეუზღუდავად დარტყმები. ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა - პოლიტანომ არ იღორა და ორი კარგი პასი გაუკეთა ხვიჩას. გულდასაწყვეტია რომ ლავრენტამ კიმ ინ ჯე გაყიდა და ფაქტიურად გუნდს დაცვა გამოაცალა.

• მალხაზ ჯობავა

დაუმატე სენაკის 900 კაციანი ძალა. ხელმოწერები გრძელდება.....

• დ

ათამაშონ რა ეს ტრაორე თავიდანვე, არ შეიძლება? იგივე ოლივეირა ფლანგზე. კი მისცა საგოლე პასი რუიმ ხვიჩას, მაგრამ ართმევაში ძალიან სუსტია. არ მომეწონა რუის თამაში, ყოველ შემთხვევაში წინამატჩელ ოლივეირაზე უკეთესი ნაღდად არ იყო.

• მალხაზ ჯობავა

ბარსასთან ? ის რაც შენთან გაუკეთებიათ !

• ეხხხხხხ

ტორინოს რომ ვერ მოუგებ ბარსასთან რა უნდა ქნა?

• რაბუ

ვიცი როგორ არ ვიცი. მაგრამ ფინალში ხო იქნება. ჯერ გავიდეთ რა თქმა უნდა

• aburjga

ძალიან მაგრად ითამაშა! ქართული ფეხბურთი გამახსენდა 1964 წლის ნამდვილი ფეხბურთი, რომელიც იყო თამაში და არა ბრძოლა! დიდი სიამოვნება განვიცადე! მადლობა უფალს!

• Lasha

ამ თამაშში ყველაზე მეტად ვისიამოვნე ორი კადრით: გოლი რომ გაიტანა ხვიჩამ და ხელი რომ გადახვია საბას.

• სოსო

პირველ თამაშებში,კალცონა მაინც იმათ ენდო მეტად,ვისაც ადრეც იცნობდა.ახლა კი,უკვე ერკვევა,ვის რა შეუძლია.წინა თამაშში,ხვიჩას თამაში,ფლანგიდან დაავალა,წუხელ კი,პრაქტიკულად თავისუფალი მხატვარის როლში მოგვივლინა.განსაკუთრებით მეორე ტაიმში.დარწმუნებული ვარ,მისი თხოვნა იყო საჯარიმოს გარედან ხშირი დარტყმები და მთელი სეზონი არ დაურტყამს ამდენი,საჯარიმოს გარედან,რამდენიც ამ მატჩში.გასაგებიც იყო,ოსიმენს ძალიან მჭიდროდ იჭერდნენ და წვიმიან ამინდში,საჯარიმოს გარედან დარტყმაც მახვილი იარაღია.ჩემი აზრით,ხვიჩა,სულ ცოტა დუბლის ავტორი უნდა გამხდარიყო,თუმცა ისეთი ფორმა აკრიფა,მაგასაც კიდევ ვნახავთ.მთლიანობაში,ნაპოლის პროგრესი საგრძნობია.ბოლო თამაშებში,ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს,თუმცა სუსტი დაცვის ცენტრი,ამ მატჩშიც ფეხებში წამოედო ნაპოლის და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ფიქრის დაწყება,არ გიღირთო,შეგვახსენა.ნახევარდაცვას მთელი თამაში არ შეუძლია აწყობილად თამაში,საკმაოდ ხშირად ჰკარგავს თამაშის ძაფს,თუმცა მთლიანობაში,პროგრესი აქაც არის. იქნებ დალაგდეს ყველაფერი.რამდენიმე თამაშის წინ ხომ ამასაც ვერ წარმოვიდგენდით.საზონოვი კარგად შემოვიდა და არა მგონია, მწვრთნელებს მის მიმართ პრეტენზიები ჰქონდეთ.იქნებ ნაკრებამდე მეტი სათამაშო დრო მისცენ,მწვრთნელებმა. პ.ს.კვარამ რამდენი ირბინა,იქნებ გამომეხმაუროთ,ვინც იცის?წინასწარ გიხდით,მადლობას.

• 100%

,,ნაპოლი,, არ არის, ხვიჩას კალიბრის გუნდი და წერტილი.

• ოც კაციანი ჯგუფის სახელით

ეროსი მანჯგალაძემ და კოტე მახარაძემ ჯერ კიდევ რადიო რეპორტაჟებით შეაყვარეს ქართველ ხალხს ფეხბურთი. ახლა რა ხდება -'ჰანდიკაპი. პლეიმეიკერი.პარტონოპეი.ბიანკო-ნერო ნერო-ძურო' ვითომ ინელექტის მაჩვენებელია/ ან საიდან მოიტანეს 'საყრდენი ნახევარდამცველი . ჩვენ პირადათ ფულარიანს და მილორავას ვთიშავთ და ისე ვუყურებთ თამაშებს მივმართავთ ფეხბურთის ფედერაციას ჩაატარეთ კონკურსი რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას მხოლოდ მსახიობები რომლებსაც შეუძლიათ გამართული ქართულით რეპორტაჟების წაყვანა წერტილ-მძიმის გამოყებეით და ილაპარაკებენ ფეხბურთზე რეპორტაჟების წაყვანის დროს. სასიამოვნოდ მოსასმენად

• ფირუზა

'საბჭოთა ნაკრებმა იმიტომ წააგო ოლიმპიადის ფინალი რომ ჭკუასელმა რუსული არ იცის'-ო. 'კიფიანი იგრაეტ პა გავრილოვსკი'-ო დიდი ფეხბურთელების შესახებ პატარა კაცუნებიც გამოთქვამენ ხოლმე თავიანთ 'აზრს' იმ ბოღმა ალეგრის სიტყვებს ნუ მიაქცევ ყურადღებას წინ დიდი მომავალი გელის ხვიჩა . გაახარე საქართველო მშობლები და შენი ნიცა

• MARADONA

დღეს კვარადონას თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო, უბრალოდ დაფრინავდა და ფაქტიურად მარტომ შეჭამა ტორინო, მაგრამ აქეთ მეკარემ და იქეთ კი ნაპოლის უხეირო დაცვამ, მართლა ფეხბურთის მოცარტს ამდენი შრომა წყალში ჩაუყარეს...

• ლევანი

ეს მართლა სპექტაკლი იყო, რა ურახუნა ვანიას, მაგრამ სერბი უძლიერესი მეკარეა. დანარჩენები? ეეეჰ, რამდენი ღირსო ოსიმენი? ხოო, მაგას 10, ხვიჩას 1, არაა? ამ თამაშით მაინც თუ გაიგებენ ნიგერიელები, რატომ გახდა სერია ა-ს MVP ხვიჩა, და არა ვიქტორა. დიდება საქართველოს!

• არგუტი

კალცონა ჩადგა წინამორბედების ფორმაში....ნახევარდაცვის ნელი,უღიმღამო თამაში და დაცვის სრულიად მოუქნელი და უსუსური მოქმედებები.ძალიან დააგვიანა შეცვლებიც.ჭკვიანმა მწვრთნელმა გარდატეხა თამაშში შესვენებისას უნდა სცადოს,და არა მაშინ როცა გუნდი საბოლოოდ აიჭრება და აირევა.ამ დროს ხშირად ტოპებიც ვეღარ შველიან ხოლმე თავიანთ გუნდებს და რასპადორი და ტიურამი უშველიან? ზიელინსკი შესვენებამდე იყო შესაცვლელი და ანგისაც კიდევ თავისი სიზანტით და მონოტონურობით კლავს პირდაპირ სიტუაციებს.რაც შეეხება ხვიჩას, ის ძალიან კარგი იყო და გუნდის სუსტმა თამაშმა მისი გარჯა წყალს გაატანა.

• ამატაკი

კალცონა ცოტა ხომ არ ამჩატდა ამ თამაშში? თუ მოგება სურდა, როგორც მინიმუმ ზელინსკის დაყენებით ხომ მიქარა და არც იმის ვაჟკაცობა ეყო თამაშის გამოსასწორებლად დროულად გაეყვანა, ფაქტიურად მძიმე გრაფიკში გუნდი 10 კაცით ათამაშა.ტრაორეს თავში დაყენებით და ლინდსტრომის შემოყვანით ამ თამაშს უპრობლემოდ მოიგებდა. რატომღაც ასეთ მწვრთნელებს უჭირთ შეცდომის აღიარება. პირველ თამაშებში კი წაევაჟკაცა ვითომ ხვიჩას, უდროო დროს რომ ცვლიდა. ნეტა იმას თუ მაინც მიხვდა, რომ ერთადერთია ვისაც მისი კაცად გამოყვანა შეუძლია. სიმართლე გითხრათ, მასზე დიდი წარმოდგენის მაინც არ ვარ. ნე ეხლა წინამორბედებს აშკარად სჯობს, მაგრამ როცა კაცი ვერ ხვდები შენ გუნდში ვინ ვინ არის, ვისი იმედი უნდა გქონდეს უპირველესად და მცირე წარმატებაზე ლოყებს ბერავ, წესით ასეთი ტრენერი კლოპი ვერ გახდება. თუმცა ვნახოთ, აქვს კიდევ შანსი, ეხლა მაინც თუ მოეგო გონს. ხვიჩას შესაცვლელად და ამით დააჩოკებაზე აღარ იქაჩება. ეს უკვე ქულაა მის ბოსტანში. ცოტაც და ამ კვირაში უწევს აბანო, სადაც მისი ვაჟკაცობაც გამოჩნდება. იქნება და მშრალად გამოძვრეს. პ.ს. ამ ჩვენი კაცის შემჩერებელი კი მგონი ბარსაც არაა, მაგარი აკრიფა! მიდი კვარა, ეს თამაში უნდა დახატო!

• კახა

ესე რამ გაგაბოროტათ შენ და შენი *დამლაიქებლები*))

• დდდ

შენს ადგილას იმ ბილეთზე მეტად გავწითლდებოდი....

• Giorgi

ანტიკვარა "პროფესიონალთა" მთელი გუნდი ხართ მობილიზებული თუ მარტო შრომობ ამჯერად?

• ახწ

მაგარი ღადაობა თემაა, რომ თურმე კალცონამ ამოქოქა ხვიჩა. დანარჩენები რატომ ვერ ამოქოქა, რაც იცოდა, სუ ხვიჩას დაახარჯა?

• us

ახლა, ინტერთან და ტრავმებით გაძეძგილ ბარსასთანაც რომ ჩაიკარგება, მაგის გასამართლებელი მიზეზები მოფიქრებული გაქვთ უკვე, ხო? :D

• Me

კვარაზე რამდენჯერ დაჯარიმდნენ სად ვნახო...3 მეწერა და ბილეთი გამიწითლეს...თამაშს ვერ ვუყურე სამწუხაროდ

• Რაგბის ფანი

კვარას ჰეითერებმა მოკეტეს და სოროებში ჩასაფრებული გაყუჩდნენ. კვარა, ხომ გითხარი, ქართველების 99% მაგრად გქომაგობთ. 1%? სად გაგონილა ტყე ტურების გარეშე. შენ მგელი ხარ კვარა!

• დავით 67

რატომღაც მჯეროდა რომ ბოლოს მეორე გოლსაც გაიტანდნენ. მერე ვიტყოდი რომ ხვიჩამ მარტო მოაგებინა თამაში მეთქი გუნდს, რასაც მარადონა აკეთებდა. თუმცა დღეს ბრწყინვალე იყო, ძალიან ბევრი იშრომა და დასანანია რომ ვერ მოიგეს. გამოდის რომ წელს უფრო მეტ გოლს გაიტანს ვიდრე შარშან.ეს ისე სხვათაშორის, ვისაც ეგონა, რომ გოლები ვერ გააქვსო. ძალიან შეშფოთებით ვუყურებ 21 მარტს, რადგან ასეთ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი მაყურებლის როლში გვევლინება.

• gia

სამწუხაროდ ნაპოლის დაბალი დონის მცველები წყალში უყრიან ჩვენს ბიჭს ყველაფერს

• რაბუს

და მერე იცი რომ არ ითამაშებს?

• Charley

ინდივიდუალურად დღეს ხვიჩას ჰქონდა მეგა მატჩი. ძველი სერია ას ვაიბები წამოიღო ხვიჩამ, ბაჯო, ტოტი დელპიერო რომ დგამდნენ აპენინის მწვანე მინდვრებზე. აი რატომ შეარქვეს მას კვარადონა პროსტა დატკბით ესეთი ინდივიდუალისტი მოთამაშეები აღარ არსებობენ თანამედროვე ფეხბურთში. ღმერთო ოღონდ ჯანმრთელად იყოს და ხვიჩა მწვერვალებს დაიპყრობს ბიჭი თითქმის უნაკლო/სრულყოფილი შემტევია. იმ ნაჯახმა როგორი ჩაარტყა და მაინც როგორ გააგრძელა. ეს კალცონას უდიდესი დამსახურებაცაა კვარას სრული კარტბლანში მისცა ყოველგვარი ლიმიტის გარეშე დარტყმებსა თუ სიღრმეში გადაადგილებაზე, უბრალოდ ის ტეხავს რო ცენტრში ისევ მაგრად ცოდავენ ტრაორე 2 თავით ჯობია ზელენსკის და ძირითადში ის უნდა იყოს პოლონელის მაგიერ რომელიც ყოველთვის უთავისუფლებს ხვიჩას სივრცეებს და პლიუს პასს არასოდეს არ უგვიანებს, დაცვა კი ისევ კატასტროფაა, იმედია ბარსასთან იგივე პერფორმანს შემოგვთავაზებს. სეზონის ბოლოს კი წუწურაქს სერიოზული საფიქრალი მოუწევს ან კვარას მინიმუმ 6 ლიმონამდე გაუზრდის ხელფასს ან მას არავინ დაუტოვებს ასეთ მარგალიტს სემიჩკის გასამრჯელოზე და მოუწევს ხვიჩას გაყიდვა.

• მალხაზ ჯობავა

შე ტროლო და ჩიტო მიქაუტაძე, ვარას არა აქვს დრიბლინგი, მოედნის ხედვა გახსნა და დამაგვირგვინებელი დარტყმა? ჰა, შე მართლა დიდო ჩიტო. ის თუ ნახე ბოლოს როგორ დაინდო საბა.... და თქვენ რა ქართველები ხართ, თუ ხართ, რომ ქართველი კაცის წარმატება არ გსურთ თქვე ჩიტებო, ან ამ კომენტატორებს, ფულარიანს და მილორავას როგორ უხარიათ ნაპოლის კარში გოლის გატანა, ვინ ხართ ბიჭო, საიდან მოხვედით თქვე უღმერთოებო, მაგრამ კვარას რას დააკლებთ თქვენ, მთელმა სატროლეთ-საბოტეთმა არ გადაუღუნოთ ერთი ადგილი კვარას და ჩვენ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!

• თორნიკე

სუპერთამაში ჩაატარა ხვიჩამ და ქულები რომ არ დაეკარგა ნაპოლის მთლად უმაგრესი იქნებოდა!!

• გიორგი

მარტო ეთამაშებოდა ტორინოს. ცოტა დააკლდა მოგებამდე. განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა რომ საფეხბურთო შესაძლებლობებით და სულიერი შემართებით ერთი გუნდის ტოლფასია. მივა და მარტოკა ბოლომდე მიაწვება. ქართლი სულის განსახირებაა და ზუსტად ამიტომაა მტრების შავი პიარის გამორჩეული სამიზნე.

• giorgi 3

რა შეფასება მიიღო კვარამ? ეს მაინტერესებს, და არა ნაპოლი მეშვიდე ადგილზე გავა თუ მერვეზე

• მეზღვაური

12ში ველით ხვიჩას კარგ თამაშს ბარსელონასთან.თუ იქაც მოახერხა გოლის გატანა ეგ ხომ საერთოდ მაგარი იქნება.დიდწილად ამ თამაშზე იქნება დამოკიდებული ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერი კატალონიურ კლუბში.

• vava

ცირკი იყო, რო საზონოვი ვერ მოატყუა ხვიჩინიომ და მალევე მეორე ფლანგზე გადაინაცვლა )) ნუ ეს მწვრთნელის დავალება იქნებოდა, მაგრამ მაინც ))

• KOSTAKURTA

ხვიჩამ კი ივაჟკაცა მაგრამ რად გინდა, ნაპოლის ფეხბურტელების უმეტესობას საშინელი რეგრესი აქვთ და კვარას ნაშრომი წყალში იყრება.ანგისა ლანდია, ზომბია თუ რა ჯანდაბაა.სრულიად უპასუხისმგებლოდ თამაშობს.კალცონე ამას როგორ ვერ ხედავს და ტრაორე სკამზე უზის.

• us

ამ თამაშის მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის თვალსაზრისით, ამიტომაც იყვნენ ასე გამწარებულები

• თამაზი

ხვიჩამ დასეტყვა ტორინოს კარი!

• რაბუ

მაგარ ფორმაში ხვდება კვარა სანაკრებო პაუზას. ღმერთო ხელი მოუმართე ჩვენს ნაკრებს

• მხურვალე გულშემატკივარი

ბრავო კვარა ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა. რაც შეეხება ნაპოლის დიდი პატივისცემის მიუხედავად არ არის საკმარისად ძლიერი გუნდი რომ კვარას დონეს შეესაბამებოდეს

• თამაზი

ხვიჩამ დასეტყვა ტორინოს კარი..!

• sul2

კარგი თამაში ჰქონდა ხვიჩას! საბაც შევაქოთ.

• ტოტტი

მაგრათ ითამაშა ერთი თავით მაღლაა ნაპოლის ფეხბურთელებზე მარტომ რა ქნას ამ ხვიჩამ . მეკარემ სამი მაგარი ბურთი აუღო

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?

"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?