ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

როგორ ფორმაში არიან ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელები - სად ვუფრთხით მეტოქეს და სად გვიჭირს ჩვენ...

მოლოდინები უფრო გამძაფრდა; დადგა კვირა, რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები "ჩამორეცხოს"; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. წინ ბევრი ნერვიულობა (ჯერ ნახევარფინალის) გველის, რომლის დასრულებაც სიხარულის შარავანდედით შეგვიძლია; მაქსიმალურად შევდივართ ფეხბურთელების მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობას, როგორც მოსალოდნელი იყო, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იმედი გვაქვს, ბოლოს სანანებელი არაფერი გაგვიხდება... უკანასკნელი სათამაშო კვირისა და ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს ქართველი და ლუქსემბურგელი ფეხბურთელების სათამაშო ფორმაზე გესაუბრებით. ერთი რამ ცხადია, ყველაფერს კონკრეტული დაპირისპირება გადაწყვეტს, სადაც კლუბების დონე თუ ნაჩვენები შედეგი ხშირად აზრს კარგავს...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი, უბრალოდ, ბრწყინვალე ფორმაშია. "მამარდა" აშკარად მუშაობს იმ კომპონენტებზე, რომლებშიც დახვეწა სჭირდებოდა. ქართველ კიპერს გუნდის დაცვის ხაზიც " საშუალებას აძლევს", საქმეში უფრო მეტად იყოს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, ბოლო დროს კარგი ვითარება არც საქართველოს ნაკრებშია. მეკარის ერთ-ერთი ფუნქცია უკანახაზელების თამაშის მართვაცაა და იმედია, გიორგის ამ მიმართულებითაც სრულყოფილს ვიხილავთ, მას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

ლუქსემბურგელთა კარში ენტონი მორისია, რომელიც "როიალ უნიონში" თამაშობს. ერთ დროს გიორგი მიქაუტაძის "სერენთან" ერთად პირველი ლიგისთვის მებრძოლ გუნდს ბრწყინვალე პერიოდი აქვს და იუპერლიგის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულეს, კონფერენს ლიგის მერვედფინალში კი "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდნენ. 33 წლის მორისი, ძირითადად, მაღალ შეფასებას იმსახურებს. გასული წლის ბოლოს, "ბრიუგესთან" შეხვედრაში, ის გააძევეს. ლუქსემბურგის ნაკრებში 61 მატჩი აქვს, მისი სიმაღლე კი 186 სმ-ია (მამარდაშვილის - 197).

დაცვა

საქართველოს ნაკრების დაცვაში ბოლო დროს პრობლემებმა მოიმატა, მთავარ მწვრთნელს კი გამოცდილი ფეხბურთელების სჯერა და ჩვენც იმედი გვაქვს, მათ საუკეთესო შეხვედრებს ვნახავთ.

ცენტრალური მცველებიდან საბა კვირკველიას, გურამ კაშიასა და ლაშა დვალს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. უკანასკნელ 3 ტურში იტალიაში მხოლოდ 3 წუთით იაპარეზა ლუკა ლოჩოშვილმა. რაც შეეხება საბა საზონოვს, რამდენიმე კარგი მატჩისა და ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი პერსონალური მეურვეობისა, სამწუხაროდ, "ტორინოში" მას ცოტა დრო ეძლევა და აქამდე არც სანიოლი სწყალობდა.

გიორგი გველესიანის ნაკრებში გამოჩენა გვახარებს, მაგრამ ნაკლებად გვგონია, ის სასტარტოს წევრად მოიაზრებოდეს. 32 წლის უკანახაზელს "პერსეპოლისში" რამდენიმე კარგი სეზონი დაუგროვდა.

განსაკუთრებული კლუბებით ვერც ლუქსემბურგელთა უკანახაზელები დაიკვეხნიან. გამოვარჩევთ 22 წლის სეიდ კორაჩს, რომელიც სერბულ "ვოივოდინაში" გამოდის და მუდამ მაღალი შეფასებები აქვს. საფრანგეთის მეორე ლიგაში, სადაც ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობს, მათ ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი კი 34 წლის ცენტრალური მცველი მაქსიმ შანოტია, თუმცა მასსა და მის "აიაჩოს" ბოლო ტურებში საქმეები კარგად არ მისდით. ლუქსემბურგელებიც, ძირითადად, სამმცველიანი ტაქტიკით ასპარეზობენ. მათ ჰყავთ მცველები, რომლებსაც გუნდში ახლა ცოტა დრო ეძლევათ (მაგალითად, მარვინ მარტინი "აუსტრიაში"). რაც შეეხება სოფიას ცსკა-ს წევრ ენეს მაჰმუტოვიჩს, ის გაფრთხილებების "მოყვარულია", მათ შორის, ნაკრებშიც. გასულ სეზონში 6 ყვითელი ბარათი ჰქონდა, "ლვოვში" თამაშისას კი - 9.

ლუქსემბურგელთა საყრდენები ირლანდიის ნაკრების კაპიტნის, კოულმენის წინააღმდეგ

ცენტრი

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში სხვადასხვა ტიპის პრობლემებია და იმედია, ფრანგი სპეციალისტი ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ნიკა კვეკვესკირი ცოტას თამაშობს, უკანასკნელ ტურში მხოლოდ 5 წუთი დაეთმო; ახლახან მომჯობინდა "ლევანტეს" შუახაზელი გიორგი ქოჩორაშვილი და ვარჯიშებზე მისი მომზადების შესახებ ბევრი უნდა გაირკვეს; ჯაბა კანკავა დაბრუნდა. შეუძლებელია ვთქვათ, რომ მას აკლიმატიზაცია სჭირდება, მაგრამ გარკვეული შეჩვევის მომენტი აუცილებლად ექნება; ბოლო მატჩებში საუკეთესო ფორმაში არც სანდრო ალთუნაშვილია, ავსტრიაში მისი უკეთესი შეხვედრებიც გვახსოვს. თანაც, უკანასკნელ ხანს გაფრთხილებებს იღებს. ბევრი დრო არც რუმინეთში გადასულ ანზორ მექვაბიშვილს აქვს...

რაც შეეხება მეტოქეს. მინდვრის ცენტრში მათ გუნდში გამორჩეული ორი ფეხბურთელია, რომლებიც ერთმანეთს კარგად აზღვევენ. ლუქსემბურგელებს შედარებით სუსტ ნაკრებებთან ბურთის ფლობა მუდმივად აქვთ. რაც შეეხება ცენტრს, ერთი "მაინცში" მოთამაშე, 24 წლის ლეანდრო ბარეიროა, რომელმაც ბოლო ტურში "ბოხუმის" დამარცხებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება მეორეს, ის მოსკოვის "სპარტაკელი", 27 წლის კრისტოფერ მარტინს პერეირაა. მან სანაკრებო დისკვალიფიკაცია ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიხადა. რუსეთის ჩემპიონატში 2 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. ეს ლიგა დონის შესაფასებლად ახლა ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ ფეხბურთელზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეგვიძლია. ცენტრში საინტერესო ბრძოლას ველით და კანკავას დაბრუნებამ ეს კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა. იმედია, საკუთარი უპირატესობების მოწინააღმდეგეზე მოხვევას შევძლებთ.

ფლანგები

ფაქტობრივად, გადაწყვეტილად შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელი ფლანგებს კაკაბაძესა და შენგელიას ჩააბარებს. ოთარი პოლონეთში გუნდის კაპიტანია და კარგია, რომ მარჯვნივ იქაც სამმცველიან ტაქტიკაში თამაშობს. რაც შეეხება შენგელიას, ბოლო სანაკრებო შეხვედრებში ის მოგვეწონა, მაგრამ უკანასკნელ ტურში, საბერძნეთის ჩემპიონატში, ერთი წუთიც არ მისცემია. თანაც, იქ შემტევის პოზიციაზე ვხედავთ, ისევე, როგორც ნაკრებში მის ალტერნატივას, გიორგი წიტაიაშვილს ბათუმის "დინამოში". რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს, მას მეორე ტაიმში აუცილებლად ველით, ბოლო ამხანაგურ მატჩში 90 წუთი მიიღო. გუნდშია ვლადიმერ მამუჩაშვილიც... ირაკლი აზაროვი ამ გადამწყვეტ მატჩებს რომ ტოვებს, ადამიანურად განვიცდით და მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

გერმანიის ქვედალიგელი "მანჰაიმი", ავსტრიული "სტ.პოლტენი" - გუნდებისა და გვარების მხრივ, მეტოქის ფლანგელებზე ბევრს ვერაფერს გავიგებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

ნახევარფინალში კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია ჩაკვეტაძის როლსა და მნიშვნელობას ზრდის

შემოქმედება

როცა ვწერთ, რომ სანიოლმა ჩვენი პლუსების გამოყენება უნდა შეძლოს, უპირველესად, შემოქმედებას ვგულისხმობთ. რა თქმა უნდა, ბალანსის მნიშვნელობაც გვესმის. "ჯვაროსნებში" არიან ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი (როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში) გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი, უკანასკნელ ტურში რომ მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.

ლუქსემბურგელთა მხრიდან ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე, 30 წლოს სებასტიან ტილია. უკანასკნელ ტურებში მან გაიტანა და "ასისტიც" შემოგვთავაზა. ლიხტენშტაინის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაში ტილი "ათიანი" იყო.

ბუდუს მეორე ბუნდესლიგაში გააქვს...

შეტევა

ბუდუ ზივზივაძეს გოლი-გოლზე გააქვს და ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში მას ძირითად შემადგენლობაში ველით. გიორგი მიქაუტაძემ "მეცში" ხასიათი გამოისწორა, ჯერ "ლიონს" გაუტანა, შემდეგ კი არაერთხელ დაგვარწმუნა, სტანდარტულებს რა კარგად ასრულებს. გუნდშია გიორგი ქვილითაიაც, რომელსაც სანიოლი სასტარტოში ნამდვილად არ წარმოიდგენს და გარკვეულ სცენარებში უფრო ხედავს. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მას თამაში როგორც მეორე ფორვარდად, ასევე ნახევარდაცვაში შეუძლია. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, "სანაკრებო" ზურიკო სულ სხვაა.

ლუქსემბურგელებს სინანი აკლიათ, "სლოვანის" ფორვარდი გერსონ როდრიგესი კი მონდომებას არ დააკლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის ბოლო მატჩს ის დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელმა დასვენების საშუალება კაშიასა და კანკავასაც მისცა (მისი გუნდი "ტრნავასთან" კი დამარცხდა, მაგრამ დიდი უპირატესობა აქვს).

ანონსი. 19 მარტი - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

• სოსო

დათოს.ეგ შენობა წინა მთავრობამ გაყიდა,აკადემია კი უნივერსიტეტს მიაკედლა,სადაც ღარიბი ნათესავის უფლებით,ყველანაირი უფლებების შეზღუდვით და სპორტული ბაზების გარეშე მოუწიათ,არსებობის გაგრძელება.აკადემიაში რაც დოკუმენტაცია და კვლევები იყო,რამდენადაც ვიცი,ისიც დიდწილად განადგურდა.სპორტის სპეციალისტის გაზრდა,სპორტული ბაზის გარეშე,როგორ წარმოგიდგენია?მერე ეგეც შეუმცირეს და აკადემია,ფაქტობრივად ფორმალობად იქცა.იმ დროში კი ამხელა შენობას,თუ არა იმ მთავრობასთან დაახლოებული,ან მათივე წევრი,სხვა ვერავინ შეიძენდა.გასაგებია,რომ იაფად შეიძენდნენ,შემცილებელი ვინ ეყოლებოდათ?ვიღაცაზე,თან იმ მთავრობასთან დაახლოებულზე გაყიდულის გამოსყიდვას,ეს მთავრობა ვეღარ შესძლებდა,რადგან ყველანაირად ხელს უშლიდნენ და უშლიან რაიმე კარგის გაკეთებას,ამ მთავრობის მხრიდან,აღარც ის ბაზებია.ასე რომ მათ დანაშაულს,ამ მთავრობას ნუ აჰკიდებთ,საკუთარიც თავზე საყრელად აქვთ.

• შოთა

გაჩერდი თუ ძმა ხარ, გულშემატკივრობაც ისეთი ვიცით, როგორიც ნაკრები გვყავს! პუტინ ხუილოს სკანდირება ლუქსემბურგის ჯოჯოხეთი ნამდვილად ვერ იქნება!

• შოთა

დისლაიქები იმიტომ დაგიწერეს მეგობარო რომ ჩვენი ნაკრები სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს.

• საბა

ეს ჩარლი რომელია?ჩაპლინი თუ მეორე))

• სლავა მინდელი

ეს შენგელია ვინაა ყველა რო ასნავნოიში აყენებს..სად თამაშობს იქნებ დაწეროთ..აზაროვი არ გამოიძახო და შენგელია ასნავნოიში? ცოტა უცნაურია.. 0:3 დამთავრდება.

• დათო

სპორტის აკადემიის შენობა შარშან დაანგრიეს,მიწასთან გასაწორეს და ვიღაცა ბობოლა იქ ცათამბჯენის აშენებას იწყებს.

• მაიცა რა

22 -ში შოთის პრეზენტაცია იქნება ჩემი აზრით..სუსტი ნაკრები გვყავს ძალიან..კვარა უპასუხისმგებლოა ამდენი ყვითელი არ უნდა მიეღო, მაგის ბრალი იქნება თუ ვერ გავცდებით ლუქსემბურგს.. მერე ისეირნეთ სვეცკებმა დროშებით ნეაპოლში!!!

• გარიბალდი

შენ თამაშში მხოლოდ გოლის მომენტს თუ უყურებ მაშინ ვერ მიხვდები.რა სამუშაოს ასრულებს ჩაკვე თამაში და რა სამუშაოს კვარაცხელია ,ფეხბურთში შენთვის თუ გოლია მთავარი მაშინ კი ბატონო. ისე ვინგერისთვის სეზონში 4 საგოლე გადაცემა კატასტროფაა, მუთუმეტეს თუ რამეზე პრეტენზია აქვს

• სიმართლე უნდა ითქვას

დისლაიქი არ დამიწერია მაგრამ, ჩემს აზრს გავკადნიერდები და დავწერ თუ არ მიწყენთ. სავარაუდოდ ალბათ ისევ 5-3-2 იქნება ტაქტიკა. ფლანგებზე ვფიქრობ მარჯვნივ კაკაბაძე მარცხნივ გოჩოლეიშვილი, შესაძლოა შენგელიაც. აქვს რამოდენიმე თამაში მაგ პოზიციიდან ნათამაშები სანიოლის დროს. დაცვა კვირკველია კაშია ყველა ვარიანტში და საზონოვი ან ლოჩოშვილი მათთან. ნახევარდაცვა ქიტეიშვილი, ჩაკვე, კანკავა. წინ დავითაშვილი და ბუდუ. თუ ძველ მის ტაქტიკებს გავიხსენებთ ეს მგონია ლუქსემბურგთან. თუმცა ახლა შესაძლოა საერთოდ სხვაგვარად ათამაშოს. ბუდუ მაგარ ფორმაშია, მიქაუტაძეც არ გამოიყურება ამ ბოლო დროს ურიგოდ, ჩაკვეზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, როგორ გაანაწილებს და მიიტანს ბიჭებამდე ბურთს. ყველაფერი უნდა ჩადონ ბიჭებმა ევროპაზე გასასვლელად. ბოლო წამებამდე გულშემატკივრის გუგუნი უნდა ისმოდეს სტადიონზე. წარმატებები.

• დედას გორჯისტანა

თენგიზი ჩამოვიდა მოსკოვიდან, ანზორა ხომ იქნება სასტავში?

• სოსო

არ არიან,ლაშა ერთ დონეზე, ობიექტურად და ეს დისლაიქებიც ალბათ ამიტომ გაქვს.მთელი გულით ვგულშემატივრობ ჩაკვეს,მიხარია რომ პროგრესირებს,მაგრამ კვარამდე ჯერ კიდევ სავალი აქვს.სწორედ ამისი არ დანახვის გამო იქნება ეს დისლაიქები.ამ სეზონში ხვიჩამ 10 გოლი გაიტანა სკუდეტოზე.ეს და პრემიერ ჩიპში,საშუალო დონის გუნდში თამაში,სადაც კლუბში ერთერთი საუკეთესოა და არა ლიდერი,ერთი და იგივეა?!ჩაკვეს ჯერ კიდევ სჭირდება ფორმის,თავდაჯერებულობის აღდგენა.ამ თამაშში ისე ჩანს, რომ შეტევების წარმართვა მას მოუწევს და იქნებ ეს მატჩიც გახდეს,შემობრუნების წერტილი.მთელი სულით და გულით მსურს,ეს ამ ორ თამაშში მოხდეს.

• ლაშას

ჩაკვეს ენაცვალოს ჩემი თავი, მარა საღად მოაზროვნე კაცმა, როგორ უნდა თქვა სერია ა ში 10 გოლის და ოთხი ასისტის გამკეთებელი კაცი და ჩემპიონშიპში 1 თუ 2 გოლის გამთტნი კაცი ერთი და ივე დონეა?დდდ

• სოსო

მალხაზ ასე ადვილი გგონია,თბილისში ტერიტორიის მოძებნა,გამოსყიდვა და შენობის აშენება,მერე კვალიფიციური პედაგოგების მოძებნა,თუ კიდევ დაგვრჩნენ ასეთები და მათი იმ სასწავლებელში მიტყუება?იქვე სპორტული ბაზებიც ხომ აუცილებელია აშენდეს.რაც მაშინ სტადიონები დაანგრიეს,მის ჩასანაცვლებლად ვეღარ პოულობენ ტერიტორიებს.განადგურება გაცილებით იოლია,ვიდრე განადგურებულის აღდგენა.ზოგჯერ კი,ეს საერთოდაც ვეღარ ხერხდება.საიდან მოიყვანენ სპეციალისტებს?უკვე ძალიან დიდი წყვეტაა,დროში.

• გიო9

გულშემატკივრებიც ფორმაში ვართ ლუქსემბურგს ჯოჯოხეთს ვუწყობთ დინამოზე 21 მარტს:)

• მალხაზ ჯობავა

ბჯო იმ მთავრობამ თუ დაანგრია, შენ იმიტომ მოგიყვანე რომ შეცვალო, ააღორძინო, ახალი შექმნა, აბა რისთვის მჭირდები?

• ბილეთების ბარიგა

გელა იქნება თავდასხმაში?

• ჩელენჯერი

ცივი გონებით, პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ ლუქსემბურს დამაჯერებლად უნდა მოვუგოთ. არაფერია საპანიკო.

• kaka

ვულოცავ ქეცბას დაბადების დხეს წარმატებები ჯიგარო დიდება უფალს

• პეტრა

სად გვიჭირს? ყველგან. ეხლა დაიწყება სტადიონი გაავსოს ხალხმაო,ზეწოლა იქნება მეტოქეზე და ასე და ისეო,არა და ამ დროს ჩვენი ფეხბურთელები განიცდიან სავსე სტადიონის ზეწოლას,რატომ? იმიტომ რომ ბევრმა არ იცის ბურთის ნორმალურად მოპყრობა,და კიდევ ფსიქოლოგი ერთი კიარა 10 უნდა მიუჩინო მაგათ.

• გიორგი

მარჯვენა ფლაგზე, კაკაბაძე და გოჩოლეიშვილი, მარცხენაზე შენგელია და წითაიშვილი.ცენტრი, ჯაბა და კიტე.

• Charley

ვფიქრობ მატჩის პირველი ტაიმი მეტად ფრთხილი სცენარით წარიმართება, აი მეორე ტაიმის სადღაც შუა ნაწილიდან ბუნებრივია თუ მანამდე ვერ გავიტანეთ გარისკვა სანიოლს მოუწევს იმიტომ რო არანაირად არ გვაწყობს დამატებული დრო და იქ პოტენციური პენალტების სერიის ლატარეა, სადაც წნეხი და ფორიაქი ჩვენ უფრო მოგვემატება და ეს ყველა მწვრთნელმა კარგად იცის და ეს გვაიძულებს ბოლო 15 წუთში გარისკვას შეტევაში. ლუქსემბურგს თუ რამეში გვჯობნის მათ ყავს საკმაოდ ძლიერი ჩვენზე ოდნავ უკეთესი მუშა მოძრავი საყრდენები და ასევე გამოსარჩევია მათი ორი განაპირა ლატერალები რომელთა საკლუბო სახელები ვერავის შეაშინებს მაგრამ ნაკრებში საკმაოდ ხშირად და სწრაფად გადადიან მეტოქის სიღრმეში შესაბამისი გამჭოლი ჩაწოდებებით საჯარიმოში და ამას უნდა ვუფრთხილდეთ. მთავარია საყრდენ ზონაში მეტი მობილურობა/აგრესიულობა და რაც ყველაზე სუსტი წერტილია ჩვენი დაცვის ცენტრ: ხაზი კაშია კვირკველიას დუეტის უშეცდომო მატჩი ვიხილოთ, ამ შენელებულმა კადრებმა მთავარია რაიმე არ "მოიგონონ" და არ დაგვაღალატონ თორე წინ მჯერა ჩაკვე-კიტეიშვილი მოედნის შუა ხაზში და ფორვარდებად მიქაუტაძე-ზივზივაძის დუეტი უცილობლად"გამოადნობენ" მინიმუმ ერთ გოლს მთავარია ჩვენი საყრდენი ზონა და პლიუს ნაკრების ყველაზე კრიტიკული ადგილი ცენტრალური მცველები იმედია უშეცდომოთ გაირჯებიან და ლუქსემბურგი უგოლოდ დატოვებს მოედანს. აქ კიდე შეიძლებოდა არაბიძეზე წერის გაგრძელება და ვფიქრობ სანიოლი მაგრად შეცდა რადგან ჩემი აზრით არავის ეწყინოს და ამ ფორმაში მყოფ არაბიძეზე მეტი საუკეთესო შორეული დაყენებული დარტყმა არავის აქ ამ 25-თ კაციან განაცხადში (არც სხვებს) და მარტო ამისთვის იმსახურებდა გამოცხადებას და მატჩის ბოლო 15-20 წუთს მიცემას ვინძლო კრიტიკულ მომენტში ასეთი არსენალის მქონე ფეხბურთელმა პირადად მისი სოლო გოლით შეუძლია გაგიყვანოს ფინალში და იქ ევროზე.

• tngh

წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!

• inviz9

ვინც დისლაიქი დაუწერა ჩემს მიერ შედგენილ შემადგენლობას-თქვენი ვარიანტი დაწერეთ მაინტერესებს ოღონდ არ დაიწყოთ ახლა შემადგენლობა მწვრთნელის საქმეაო და ასე შემდეგ 2-ჯერ 2 რომ ოთხია ეგეთების წერა

• დაჩი

ევროპაზე რომ გავალთ,იმედია კვარაცხელია არ იტყვის დავიღალე და ვერ წამოვალო.

• ლაშა

ეს დისლაიქები კვარას სექტის წარმომადგენლებისგან არის ეტყობა,არადა რა გეწყინათ,თქვე კაი ხალხო, ორივე ქართველი არ არის?თან წელს კვარას ობიექტურად რომ შევაფასოთ არაფერი უკეთებია..

• რაბუ

ნეტა გავიდეთ. მიყვარს გამარჯვებული საქართველო და ქართველი.

• სოსო

ჯაბა კანკავა,კარგ სათამაშო და ფიზიკურ ფორმაშია.ერთია,რომ რაც ნაკრებიდან წავიდა,სათამაშო კავშირები ცოტა დაკარგული შეიძლება ჰქონდეს პარტნიორებთან და კიდევ,ვიცით,რომ სისწრაფე აკლია.ჩვენი ისედაც საკმაოდ ნელი დაცვის ცენტრის წინ,ასეთივე საყრდენი,სწრაფი მეტოქეების წინააღმდეგ,შესაძლოა დაიჩაგრონ.ლუქსემბურგის თამაში,ნამდვილად არ ვიცი.ჩვენ ბიჭებს,მონდომება,იმაზე მეტი აქვთ,ვიდრე საჭიროა და ეს მაშინებს,თორემ ლუქსემბურგზე უკეთესი ნაკრები,ხვიჩას გარეშეც ვიქნებით.წუხელ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები,პორტუგალიას ეთამაშა და მსოფლიოს თასზე მათთან ფრის შემდეგ ისე იყვნენ ალესილები,რომ ამან,აშკარად ხელი შეუშალათ.მართალია საკმაოდ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ,მაგრამ ბევრი შეტევა გაგვიფუჭდა,სინბინებითაც დავისაჯეთ და ეს ყველაფერი,მეტისმეტი მონდომების გამო.გულშემატკივრებიც უნდა გავუფრთხილდეთ ბიჭებს.არაა საჭირო,მეტისმეტი აჟიოტაჟი და ზეწოლა.ეს მხოლოდ ხელს შეგვიშლის.მათ სიმშვიდე და სტადიონზე მხარდაჭერა სჭირდებათ.

• las

ეს დავითაშვილი განსაკუთრებული სუბიექტია. წვერტი მაინც გაიპარსოს რა უნდა ამას ნაკრებში

• სოსო

დღეს,დაახლოებით 13.30 საათზე,რადიო იმედი ჩავრთე და აღმოჩნდა რომ,დიტო მარინაშვილს,სტუმრად 7 კაცა რაგბის ,საქართველოს ნაკრების მწვრთნელი,გია ლაბაძე ჰყავდა.ბატონი გია,თავის დროზე,ტულონში თამაშობდა ასეთიბრამე თქვა:მთელი წელი,საფრანგეთის მძლეოსანთა ნაკრების მწვრთნელი მოდიოდა და სწორად სირბილს გვასწავლიდაო.საქართველოს კლუბებში რაღაც აქ არ მინახია,ვინმეს ჰყოლოდეს,მძლეოსნობაში მწვრთნელიო.მანდ კი,არა,სკოლებშიც აღარ ასწავლიან მძლეოსნობის საბაზისო ელემენტებს და საერთოდაც,საქართველოში,მძლეოსნობაში,განსაკუთრებით სირბილებში,ხტომებში,თითქმის აღარავინ ვარჯიშობს.მგონი აღარც მწვრთნელები გვყავს და აღარც მათი მომამზადებელი სასწავლებელი.სპორტის აკადემია როგორ გაანადგურა და გაყიდა წინა ხელისუფლებამ,ბევრს ეხსომება.ამიტომაცაა,ქართველ სპორტსმენებს ამდენი ტრავმები რომ ემართებათ და ვერც მაღალ დატვირთვებზე თამაშს უძლებენ,ვერც სწორად დარბიან და ამის გამო,ვერც სიჩქარის მაქსიმალურ გაუმჯობესებას ახერხებენ.ამ თემაზე,ამ საიტზე ხშირად შემოდიოდა ხოლმე,გუჯა კახიძე,თუმცა დიდი ხანია,აღარც ის გამოჩენილა სადმე.არადა როგორც სპეციალისტს,თუნდაც ინფორმაციის დონეზე,შეეძლო გაცილებით მეტი და ჩემზე შეუდარებლად უფრო კომპეტენტური ინფორმაცია მოეწოდებინა დაინტერესებული მკითხველისათვის.ბატონმა გია ლაბაძემაც აღნიშნა და გუჯა კახიძის ვიდეოშიც მაქვს ნანახი,სირბილის დასაწყისში,სწორად გაკეთებული პირველი ნაბიჯის შემთვევაში,როგორ იღებ,სასტარტო უპირატესობას,დაახლოებით ერთ მეტრს.ეს ერთი მეტრი,ხშირად გადამწყვეტი ხდება,მოვლენების განვითარებაში.გია ლაბაძე,იქ სვა ბევრ საინტერესო რამეზეც საუბრობდა და მე აუცილებლად გადავახვევ.ვფიქრობ არც თქვენთვის იქნება უინტერესო.

• Levani

საყრდენ ზონაში ჯობნა არ ნიშნავს რომ იმათი საყრდენები ჩვენს საყრდენებს ეკვეთებიან-იმათი საყრდენები ებრძოლებიან ჩაკვე-კიტეს,ისევე როგორც ჩვენები იმათ შემტევებს,ჩვენ ისედაც ბოლო 5წელი ცენტრიდან ვერ ვუტევთ თუ ხვიჩამ არ შეიწია. ამჯერად კიდე ჩაკვე-კიტე რაღაც სხვა თამაში უნდა იყოს და არ გამოვრიცხავ წიტაიშვილის მარჯვენა შემტევად გამოყენებასაც. და კიდევ ერთი-ბუდუ ძალიან პროდუქტიულია როცა გუნდი უტევს. ერთი მხრივ შეგიძლია შეუტიო და ბუდუ 2-3 გოლს გაიტანს და თუ გამოიყენებ უბრალოდ მაღალ ბიჭად წინ გეყოლება ერთი "ლადო დვალიშვილი" ასე რომ წინ ჟორჟი-ბუდუს დუეტიც კარგი იქნება.

• დიმა

მამარდა წელს სულ სხვა ლეველზეა,წლევანდელი კვარაცხელია ახლოსაც ვერ მივა..

• Master

"სანაკრებო დავითაშვილი სულ სხვაა",აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს.ანალოგიურადაა ზივზივაძეც.აუცილებლად გაიტანს ბუდუ ამ თამაშ(ებ)ში...რაც ჩამოთვლილია,ვფიქრობ მხოლოდ საყრდენ ზონაში გვჯობნიან.ყველა დაძაბულ თამაშს ელის,თუმცა ჩემი აზრით იმხელა მონდომება ეტყობათ ბიჭებს რომ ლუქსემბურგს უბრალოდ შანსიც არ ექნება,პირადად მე გამორიცხული მგონია ამ წყვილში ლუქსემბურგმა გაიმარჯვოს...

• ლაშა

მამარდა ნამდვილად უმაღლესი კლასია..ამ ეტაპზე კვარა და ჩაკვე ერთ დონეზე არიან..ობიექტურად რომ შევაფასოთ..

• ქ. გ.

აქ ვიღაც "სიცრუე"-მ დაწერა, რომ ყვითელი ბარათები არ გადადის ფინალში. არ დაუჯეროთ.

• სიცრუე-ს

გადადის. მერე ფედერაცია იტყვის, რომ ერთმა კაცმა შეცდომა დაუშვა.

• inviz9

მამარადა-კაკაბაძე-კაშია-საზონოვი-წიტაიშვილი-კანკავა-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძე-დავითაშვილი-შენგელია-ზივზივაძე

• სიმართლე

აუ კიდევ კარგი გაგახსენდა რა, არ გადადის ფინალში ყვითლები

• მირო

ძირითადად საშუალო დონის ფეხბურთელები გვყავს,კვარას და მამარდას გარდა,რომლებიც უმაღლესი დონისანი არიან.მაგრამ ლუქსემბურგს საერთოდ ერთი ორი თუ ჰყავს საშუალო დონე,დანარჩენები დაბალი დონის ან ლიგის გუნდებში თანაშო ბენ.რიგორ ვერ უნდა მოუგოთ? თუმცა,თუ სანიოლმა სწორი ტაქტიკა და შემადგენლობა ვერ შეარჩია,რაც არაერთხელ გაუკეთებია,დავიღუპებით.ფეხბურთელების მონდომებაზე საუბარიც არაა,თავს არ დაზოგავენ,სწორი ხელმძღვანელობა უნდა.

• ქ. გ.

ჟურნალისტებო! თუ გექნებათ ჩაკვეტაძესთან კონტაქტი, შეახსენეთ გიოს, რომ ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღოს ნახევარფინალში.

• bejo

სანიოლი თავის სიიდან 4 - 5 ფეხბურთელს საერთოდ არ გამოიყვანს მინდორზე ... ანუ რა აზრი აქვს გამოძახევას ვერ ვხვდები ?? აი მაგალითად ქვილითა , და მექვაბა იქნებიან თუ არაბიძე და აზაროვი 2 შეხვედრა (იმედია 2) სკამზე რა არსებითი მნიშვნელობა ქონდა , გამოეძახა ორივე ეგენი უფრო გააძლიერებდენ ნაკრებს ვიდრე ეს ტყუილად გამოძახებულები ...

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს - მამარდაშვილი და მიქაუტაძე

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი