"რამდენ ხანს ვტკეპნი დედამიწას, ეტყობა ქუსლებს,

შუბლიც ზედ მიკრულ აბლაბუდას როგორღაც უძლებს...

და ეს ყიყლიყოც გრძნობებს მიტომ აღმიძრავს გულში,

რომ ისევე ჟღერს, ვით ჟღერდა გუშინ..." (იოსიფ ბროდსკი)

დადგა დღე(ები), რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები "ჩამორეცხოს"; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკრთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. წინ ბევრი ნერვიულობა (ჯერ ნახევარფინალის) გველის, რომლის დასრულებაც სიხარულის შარავანდედით შეგვიძლია; მაქსიმალურად შევდივართ ფეხბურთელების მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ!..

დღეს, 21 ნარტს, 21:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, საქართველო ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის შესახებ ბევრი რამ დავწერეთ და საღამოს მოუთმენლად ველით. ერთ-ერთი, რაც ყველას აინტერესებს, სასტარტო შემადგენლობაა, ამიტომ მასზე მუდამ გესაუბრებით. მისი გამოცნობა ახლა უფრო რთულია, ჩვენი მსჯელობა და ვარაუდები ვილი სანიოლის აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საკადრო საკითხებს ეფუძნება.

ტაქტიკური სქემა, არსობრივად, არ უნდა შეიცვალოს და ის კვლავ 3 მცველს, 5 ნახევარმცველსა და 2 შემტევს უნდა დაეფუძნოს. უბრალოდ, თუკი ბოლო მატჩებში ფრანგი მთავარი მწვრთნელის მხრიდან 3-4-1-2 სქემა და გიორგი ჩაკვეტაძისთვის ცოტათი შეცვლილი ფუნქციები ვნახეთ, ახლა გამოძახებული ფეხბურთელები, ჯაბა ჯანკავას დაბრუნება და ნახევარფინალის სტატუსი გვაფიქრებინებს, რომ 3-1-4-2 განლაგებას (ერთი საყრდენი დაცვაზე მეტად ორიენტირებული) უფრო ვიხილავთ. ასე თუ ისე, მთავარი არა სასტარტო გეგმები, არამედ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებებია (დიდი სტრატეგი ნაპოლეონი როგორც ამბობდა). ისიც ხომ გვსმენია, რომ მეორე ტაიმში მწვრთნელის ფაქტორი გადამწყვეტია. ვინც უნდა ითამაშოს, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება, ამის გვჯერა! ხუთი ცვლილების პირობებში, ჩვენ გაძლიერების წყაროებზეც დავწერთ...

მეკარე

გიორგი მამარდშვილი ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩს ჩაატარებს და იმედი გვაქვს, თავისი უნარების სრულად გამომჟღავნებას შეძლებს. დაცვის ხაზში ბოლო დროს პრობლემებია და "მამარდას", როგორც უკანა ხაზის "ხელმძღვანელის", როლიც დიდი იქნება. ისეთ გამოცდილ მეკარესთან ერთად მომზადება, როგორიც გიორგი ლორიაა, მას აუცილებლად გამოადგება.

ცენტრალური მცველები

3 ცენტრალური მცველიდან ორის საკითხი დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჩანს. ერთი კაპიტანი გურამ კაშიაა, მეორე კი - საბა კვირკველია. რაც შეეხება მარცხნივ მოთამაშე ცენტრალურ მცველს, აქ მხოლოდ ორი ვარიანტი განიხილება - ლუკა ლოჩოშვილი და ლაშა დვალი. ჩვენი აზრით, სანიოლი უპირატესობას დვალს მიანიჭებს, ამის მიზეზი კი ბოლო დროს უკეთეს სათამაშო პრაქტიკასა (მართალია, ლაშა კვიპროსში გამოდის და ლუკა იტალიაში) და გამოცდილებასთან ერთად ის ფაქტორიც იქნება, საჭიროების შემთხვევაში, მთავარ მწვრთნელს ტაქტიკური სქემის იოლად შეცვლა და ოთხ უკანახაზელზე გადასვლა შეეძლება. ასევე, შეტევის დროს გუნდი მინდორზე მეტად გაშლას შეძლებს. დაველოდოთ საღამოს...

რესურსი. საბა საზონოვი

საზონოვს "ტორინოში" ბევრი დრო არ ეძლევა, მაგრამ ამ პერიოდშიც დაგვანახა, რამხელა პოტენციალი აქვს. საბა ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში ხვიჩა კვარაცხელიასთანაც გამოირჩა და ნამდვილად გვიკვირდა, საქართველოს ნაკრებში თუნდაც ერლინ ჰოლანის წინაღმდეგ მას თამაშის შანსი რატომ არ მიეცა. ახლა მთავარი საფრთხე "ვიტესელი" როდრიგესისგან გველის, რომელთანაც გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს თავისი უპირატესობები ექნებოდა, მაგრამ ის სამატჩო განაცხადშიც არაა.

ფლანგები

სანიოლმა რაც გიორგი გოჩოლეიშვილს დაცვაში თამაში დაუწუნა და ძირითად შემადგენლობაში კაკაბაძე დააყენა, ოთარს როგორც შეტევით, ასევე დაცვით უნარებში კარგი შეხვედრა ჰქონდა. "კრაკოვიას" კაპიტანს ახლა სასტარტო თერთმეტეულში უალტერნატივოდ ველით.

მარცხნივ ლევან შენგელიას სანაკრებო შეხვედრები მოგვეწონა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის კლუბში შემტევია და თანაც, ბოლო დროს ცოტას თამაშობს. ირაკლი აზაროვის არგამოძახება იმას მოწმობს, რომ შენგელიაზე დიდი ავანსებია გაცემული. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, იმედია, ფინალში გავალთ და როტაციის პრინციპით, ის დროს აუცილებლად მიიღებს.

რესურსი. გიორგი გოჩოლეიშვილი

შესაძლოა, გიორგის გარკვეულ ხარვეზებზე ვისაუბროთ, მაგრამ მან "ბარსელონასთანაც" დაამტკიცა, რამდენი შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის გამოცდილებას მაინც სხვა ფასი აქვს. ფრანგი სპეციალისტი გიორგის მარცხნივაც ათამაშებს და ზოჯერ აქ უკეთესადაც გამოდის; ისე კი, პირველ რიგში, კაკაბაძის ალტერნატივად უნდა მოვიაზროთ.

ცენტრი

ჩვენ მიერ წარმოდგენილ ტაქტიკურ სქემაში დაცვასთან ყველაზე ახლოს ჯაბა ჯანკავა ან ნიკა კვეკვესკირი უნდა ვიხილოთ. ჯაბას მთავარი უნარები მოგვეხსენება, ბურთის მოპოვება და მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი კარისკენ მიმავალი გზების გადაკეტვაა; კვეკვესკირს კი უფრო ბურთის კონტროლი და გრძელი პასების შესრულება ხელეწიფება. თუკი კანკავას ვიხილავთ, ამ შემთხვევაში ვილის საშუალება აქვს, ცენტრში ორი მკვეთრად შემტევი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი (მატჩისწინა პრესკონცერენციაზე მისი ყოფნა გვაფიქრებინებს, პირველივე წუთებიდან დაიწყებს) და გიორგი ჩაკვეტაძე დააყენოს. გასაგებია ბალანსიც და კონტრშეტევების დროს ჩვენი უპირატესობები, მაგრამ საშინაო არენაზე ბურთის კონტროლი და შეტევები აუცილებლად დაგვჭირდება. ამავდროულად, ძალების გადანაწილებაც მნიშვნელოვანია.

რესურსი. გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგის ტრავმამ ბევრი დააკარგვინა, თორემ სასტარტოში აუცილებლად მოვიაზრებდით. ბოლო ტურში 90 წუთი ითამაშა, მაგრამ რამდენად იქნება მზად, ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში თავიდანვე ითამაშოს, ეს სამწვრთნელო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს. "ჯვაროსნებში" კიდევ ორი ნახევარმცველია - ჩაშლაზე მეტად ორიენტირებული ანზორ მექვაბიშვილი (ლუქსემბურგთან განაცხადში არაა) და უფრო "შემქმნელი" სანდრო ალთუნაშვილი.

შეტევა

ვილი სანიოლმა ადრე გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთად თამაში დაგვიანონსა, შემდეგ ორ ფორვარდზე გადავიდა, მაგრამ ეს ფუნქცია ხვიჩა კვარაცხელიას (შეგახსენებთ, ამ მატჩში დისკვალიფიცირებულია) დააკისრა. ვივარაუდოთ, რომ ახლა გიორგისა და ბუდუს დუეტს თავიდანვე ვიხილავთ, მაგრამ ფრანგმა მწვრთნელმა ერთხელ ისიც თქვა, გუნდს გაძლიერების რესურსი სჭირდებაო. ამიტომ, მეორე ვარიანტი ზურიკო დავითაშვილის თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშია, რაც ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში საკმაოდ წარმატებით დაიტესტა. ისე, ზურიკოს ნახევარდაცვაში თამაშიც შესაძლებელია და სათადარიგოთა შორის ყოფნაც არაა გამორიცხული (სწორედ გაძლიერების მოტივით).

რესურსი. გიორგი ქვილითაია

იმედია, საქართველოს ნაკრები გეგმის მიხედვით ითამაშებს და წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ტაქტიკური ცვლილებები აუცილებელია. გიორგი ქვილითაიას გარკვეული უნარები აქვს, თუნდაც ორთაბრძოლებში, თანაც, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე ის ერთადერთი ფორვარდი იყოს.

მოუთმენლად ველით 21:00 საათს!..

არგო
თქვენ ავტორს მხოლოდ ერთი შეცდომა აქვს, კანკავას დაბრუნებამ შეაცდინა. არადა, უწერია, ქოჩორაშვილი ახლა მორჩა თორემ ითამაშებდაო
ნაპოლეონს
კაცურად თქვი, მამარდასთან რამე პირადული პრობლემა გაქ?
ზვიადი
ავტორს ზუსტად გამოუცნია, როგორც სეტანტა წერს, დვალი სასტარტოშია
გიორგი
სტატეიბი?))) კარგ მთქმელს კარგი გამოგონე სჭირდებაო, შენზეა ზედგამოჭრილი.
გიორგი
წაკითხულიდან აზრის გამოტანის უუნაროებს იმაზე მეტს ნუ მოთხოვ რაც ბუნებით არ შეუძლიათ.
ავტორი
აქ თითქმის არასდროს ვპასუხობ, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. გველესიანი არ ვახსენთ კი არა, სულ მაგას ვწერთ, რომ ერთი წუთიც არ მისცემია (არადა, უკვე ორჯერ იყო განაცხადში) და კარგია, რომ ახლა გამოიძახა. რაც შეეხება საზონოვს, არ ეცნობით სხვაგან სავარაუდო შემადგენლობებს? საბა თითქმის ყველგან სასტარტოში მოიაზრეს და აქ არაერთხელ ხაზგასმით დავწერეთ, რომ სანიოლი ამ მატჩის წინ კვირკველიას არცერთ შემთხვევაში არ შეცვლიდა. ამ სტატიაში საზონოვზე, როგორც რესურსზე წერია და უკაცრავად ახლა, ასეთადაც თუ არ წარმოგიდგენიათ. გამარჯვება დღეს და 26-ში!
ნიკას
ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ არც ისეთი მაჩანჩთლები ვართ რომ გაპიარებულ ლუქსემბურგს შევალიოთ ნერვები და მერე მართლა საომარ თამაშს ბერძნებთან ფსიქოლოგიურად გადამწვარები შევხვდეთ. ხვიჩიას გარეშეც გვაქვს უპირატესობა და გულშემატკივრები კიდევ დამატებითი მუხტი იქნება. კი, რა თქმა უნდა,, ბურთი მრგვალია"ო, მარა ეგ სხვა თემაა უკვე. მთავარია გადამყიდველებმა არ დაგვაღალატონ და თამაშის წინ მაინც დაუწიონ ფასი ბილეთებს, რომ სტადიონი შეივსოს. რით ვერ დააყენეს კიდევ საშველი ამ პრობლემას !
სპორტალ
ღვთისო, ამხელა სტატია დაწერე და გველესიანი არ ახსენე. აი საზონოვი სულაც არ არის შემადგენლობაში. ასე რომ მოდის ცოტა ფეხბურთში გაერკვიე და მერე წერე სტატეიბი!
ნაპოლეონი
ჯაბა კანკავა ნიშნავს რომ პრაქტიკულად მეთერთმეტე ფეხბურთელი მამარდაშვილი იქნება. . დღეს იმდენ პასს მიიღებს მცველებისგან და ნახევარმცველებისგან რომ აუცილებლად დაგვღუპავს კიდეც,ამ ბიჭის ფეხით თამაშის ამბავი რომ ვიცით. . .კარში დარტყმა გვექნება 0. . .თუ სასწაულად გაგვიმართლა და პენლებამდე მივედით სულ მცირე 3 ოენალს კარს ავაცილებთ. . .აი ესაა სინამდვილე და თუ სართულიანი გინებები ავირტყი,ეგ იქნება ყველა ტკბილად გასახსენებელი გინებები ჩემს ცხოვრებაში. . .
ნიკა
ნეტავი მართლა მასე გვქონდეს საქმე, ასე მშვიდად მოვუგოთ ლუქსემბურგს, ჩვენ ქართველ გულშემატკივარს საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობების გაზვიადება გვჩვევია და განცდა გვაქვს რომ ნიდერლანდებისა და ბელგიის დონის გუნდი გვყავს, არადა საშუალო ევროპულზე დაბალი დონის ნაკრები გვყავს, ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი კარგად დამუშავებული გუნდური მოქმედბები (რაც არ ჩანს სამწუხაროდ და რასაც მაღალი დონის მწვრთნელი ჭირდება) და მოტივაცია უნდა იყოს. ამიტომ დღეს უპირატესობას მხოლოდ გულშემატკივარი და რომელიმე ჩვენი ფეხბურთელის თანდაყოლილი ინდივიდუალიზმი თუ შექმნის.
Gia
Luqsenburgia da ara Portugalia.rat unda amdeni ajiotaji.gautant swraf gols da mere kontrze amovtenot. Berznebtan kide dasvenebuli kvara igulavebs. Berznebis gayvitlebas daiwyebs pirvelive wutebidan. Witelic iqneba.
მართალია ბს
მართლა რა ამბავია ატეხილი მოგებული გვაქ ეს თამაში მთავარია საბერძნეთზე ფიქრი
პროგრეს
გველესიანს შეხედეთ, რა ათლეტურია!
ბს
კარგით რა, მორჩით ტემპერატურის აწევას, არ არის ეს თამაში გადამწყვეტი, უნდა მოვიგოთ წყნარად და მშვიდად, შევუტუოთ და შევუსრულოთ. აი მერე კი მართლა იქნება გადამწყვეტი თამაში ბერძნებთან (ყაზახებზე არ დაიწყოთ ახლა ტყუილი ლაპარაკი) და იქ გამოჩნდება ჩვენი შესაძლებლობები. მორჩით ამ თამაშზე აჟიოტაჟის შექმნას და ზეწოლას გუნდზე! ბიჭები მოიგებენ ულაპარაკოთ, ყოველგვარი ვაის და თუს გარეშე, სჯერათ საკუთარი თავის, ხოდა გავლენ და მოუგებენ! ნუ უქმნით ზედმეტად დაძაბულ ფონს, ვითომ ცხოვრების თამაშია და ა.შ. ნუ ანერვიულებთ იქ სადაც არ არის სანერვიულო! წარმატებები ნაკრებს! დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებით! მჯერა ამ ბიჭების!
კრიტიკა
შეგვიწყალე რა, ხომ გთხოვე ჰორიზონტალურად მაინც დაწერე თქო, რა არის ეს ვერტიკალი, ბოლოში, რომ გავიდე - სქროლმა დამღალა, მთელი გვერდი უკავია!
ტოტტი
ანზორ მექვაბიშვილი არსად დაგეკარგოთ . არაბიძე არ გამოიძახოთ და მექვაბიშვილს მაღალი ინტენსიობა აქვს
სოსო
რატომღაც ყველას ავიწყდება,რომ ჯაბა კანკავა,მხოლოდ დაცვითი სტილი ფეხბურთელი კი არ არის,არამედ ძლიერი და დაყენებული დარტყმაც აქვს.100 სანაკრებო თამაშში,საყრდენი ნახევარმცველის მიერ გატანილი 10 გოლი,მგონი დიდებული შედეგიანობაა,თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ საქართველოს ნაკრები,დიდი შედეგიანობით არ გამოირჩევა.ასეთი შედეგიანობით,საქართველოს ნაკრების ბევრი თავდამსხმელიც ვერ დაიტრაბახებს.ბომბარდირებში,ის მეცხრე ადგილს იკავებს.ისე,ცუდი არ იქნებოდა ამ ბომბარდირთა სიისათვის თვალი გადაგევლოთ.ათეულში,გიორგი მიქაუტაძის გარდა,სულ ისეთი ფეხბურთელები არიან,ვისაც ამ საიტზეც,მავანნი,ქართული ფეხბურთის დაქცევას აბრალებენ და გინებას არ აკლებენ.ნახეთ ეს სია და თვითონვე განსაზღვრეთ,ვინ ყოფილა ქართული ფეხბურთის დამაქცევარ,გამყიდველი და ვინ,გულშემატკივარი.
ნიკა
მამარდაშვილი, საზონოვი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, კანკავა, დავითაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე , მიქაუტაძე.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
დღეს ვიგებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სოსო
ლომინაძეს ტრავმა აქვს და ასაკობრივშიც ვერ თამაშობს.
არჩი
ჩემი სასტარტო ასეთი იქნებოდა: მამარდაშვილი - საზონოვი კაშია დვალი - კაკაბაძე კანკავა ქოჩორაშვილი გოჩოლეიშვილი კიტეიშვილი - ჩაკვეტაძე მიქაუტაძე. შენგელიას და წიტაიშვილს დაცვის ფრთაზე მაინც მცველი მირჩევნია. კანკავა სლოვანში კარგ თამაშს აჩვენებს, ქოჩორაშვილი მართალია ტრავმიდან ახალ დაბრუნებულია, მაგრამ მაინც მგელივით იმუშავებს. არ მგონია სანიოლმა ორი ცენტრალური თავდამსხმელი დააყენოს, კიტეიშვილს კი დავაყენებდი ათიანზე, თავდამსხმელების უკან. შეტევას გააძლიერებენ დავითაშვილი, ზივზივაძე და წიტაიშვილი.
L.J .
Tundac erling haalandtan tamashi kargi iyo!!!!!
ვალერიან მაისურაძე
მე ვარ საქართველო! იწყება არ დავიწყება, რაც დრო გადის, უფრო გვეტყობა მოუთმენლობა, იმედის ნაპერწკალი, ვარსკვლავი ბრწყინავს ჩვენს თვალებში, იმედია სიხარული გაბრწყინდება ჩვენს გულებში, გულებში სიხარული, ქვეყნის სახელის გაბრწყინების. ველით მთელი ერი, როდის ჩაიცმევთ, ქვეყნის ფორმას, როგორც ჯაჭვის პერანგს და გახვალთ მოედანზე საბრძოლველად, ქვეყნის სახელისთვის, ოფლის ბოლო წვეთამდე! იბრძოლოთ ისე თითქოს დავით აღმაშენებელი მიგიძღოდეთ წინ და გვერდს უმშვენებდეს, წმინდა გიორგი, თეთრ რაშზე ამხედრებული, თითქოს დიდგორის ბრძოლა იყოს, წინ ბიჭებო გამარჯვებისკენ, ქართველი ერის , ტანჯული გულების გახარებისკენ! ,,გიპნოზა"
ნუგზარი
ზურიკო და კვარა ერთად გაიზარდენ. მამებიც ძმაკაცები არიან. მიქაუტაძეს კიდევ 18 დან ერთი გაცუდებული პენალტი აქვს მხოლოდ.
ნუგზარი
ოთხმცველიან ტაქტიკას სწრაფად მორბენალი და ბურთი კარგად ამომტანი ცენტრალური მცველები სჭირდება. ასევე ძლერი ნახევარდაცვა.
ლევან მაღლაკელიძე.
კაშია, ჯაბა და კვერკვე? ბარემ ლორია დააყენონ. დიდი ანგარიშით წავაგებთ. ამათ არ უნდათ მოგება.
გიორგი
აზაროვის არ გამოძახებას ვერანაირათ ვხსნი ბიჭი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა დიდი პრაქტიკა მიიღო თანაც აქ რომ მოვიდა ნაკრები მისი წვლილიც დიდია და ისტორიულ შედეგში რომელიც აუცილებლათ დადგება მისი არყოფნა უბრალოდ უმადური ადამიანის ან ადამიანების კისერზეა.
ზაზა
ჩამი აზრით დაცვაში საზონოვი კაშია და ლოჩიშვილი უნდა იყოს კვირკველია არ არი საიმედო
G.LA
ჩემი აზრით საზონოვი ძირითადში უნდა იყოს და კვირკველია სათადარიგო, თუმცა სანიოლი ასე არ გააკეთებს სამწუხაროდ. კვირკველია ძალიან დამძიმდა და ამას მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს. რესურსი რაღად გვენდომება კვირკველიამ თუ ჭამა უკან მერე გინდა საზონოვი შემოიყვანეთ გინდა ბეკემბსუერი, ლუქსემბურგი კარში დადგება 11 კაცით.
simartle
კეკვესკირის მაგივრად ნოდარ ლომინაძეს მივცემდი შანსს. ძალიან ძლიერია ფიზიკურად და გრძელ პასებში და ბურთის კონტროლში კვეკვესკირს ბევრად სჯობს სისწრაფითაც. არაბიძე საჭირო იქნებოდა. ზარბაზანა უნდა ერქვეს ზედმეტ სახელად. საიდანაც დაუჭერს იტანს. ერთი დაცვაში ჩამოსვლა ცოტ ეზარება და ბევრს დასეირნობს აქეთ იქეთ, ან დგას და მაგ არ მოეწონა სანიოლს.
რაბუ
ამ რეკლამას რამე მოუხერხეთ ნუ შემაზარეთ აქ შემოსვლა

წიტაიშვილი და დავითაშვილი? ამათზე უნდა იყოს ნაკრები აგებული,ვერ ხედავთ რა საით იყურებიან
დო მაჟორს
სხვანაირი, როგორი, ცხადაძე და ხიზანიშვილი? ესაა, რაც გამოიძახა. კვირკველია ამხანაგურშიც არ დაასვენა და ნახევარფინალში შეცვლის? კანკავა იმიტო დააბრუნა, არ ათამაშოს? თუ, გვყავს ზურიკოზე უკეთესი და ამას მაინც იწვევს?!
დო მაჟორი
იმედია, ნაკრების შემადგენლობა სხვაგვარი იქნება, თუმცა...
გივი
მიდით ბიჭებო, შეჭამეთ!
ტოტო
ვინებიც იქნებიან ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ და იბეძოლონ ეს თამაში აუცილებლად მოსაგები არის!!
გიორგიპირველი
3-4-1-2 მგონია ყველაზე ოპტიმალური ამ თამაშისთვის, ცენტრში კანკავა-კიტეიშვილით.
მურთო
არ მომწონს ეს 5 მცველიანი ტაქტიკა და რა ვქნა. არადა უკვე რამდენი ხანია ესე თამაშობენ, მაგრამ არაა ჩვენი ეს ტაქტიკა. ვითომ ხო 3-5-2 ია არადა ამ დროს 5-3-2 ია. და ზოგადად კიდე სანამ იაშვილი გადაწყვეტს ვინ გამოიძახოს ნაკრებში და ვინ არაა მანამდე არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს. არაბიძე გადაატოლეს იაშვილთან კონფლიქტს, ნაკრებს არ გააკარეს ბიჭი. არადა არც ერთი შემტევია ეგეთ კარგ ფორმაში, არც ჩაკვეტაძე არც მიქაუტაძე და არც დავითაშვილი. მაგრამ არაა, იაშვილს და მაგუს ბანდას როგორ გადაახტებიან!
Givi
ჩემი აზრით ორი ფორვარდით და შეტევაზე აუცილებელია თამაში და არა კონტრშეტევებზე, ჩვენი დაცვა არ არის საიმედო და ჯობია იმათ ნახევარზე ვიყოთ ხშირად და გოლები შევაგდოთ, რაც შეუძლიათ აშკარად ჩვენს შემტევებს კვარას არყოფნის მიუხედავად.
პროფესტო
გველესიანი კაშიასაც და კვერკველისაც სჯობს!
გიო
ცოტა იმნაირი თამარი ხო არა ხარ
არა
ნუგეშამ ხელი მაისვასო
ბადრი
კანკავა არის შეტევების "მუხრუჭი", ტემპის დამგდები.
ლაშა
ვერ ვხვდები რატომ არის კვირკველია დაცვაში ხელშეუხებელი არ ვკამათობ სხვა პოზიციაზე ყველას თავის შეხედულება აქ მარა ბოლო სანაკრებო თამაშებმა ( რომ არა მისი კლუბში გამოსვლა ) ხო ნათლად აჩვენა რომ ვეღარ თამაშობს მაღალ დონეზე ? ეხლა გარისკვის დრო აქვს საქართველოს ნაკრებს ?
( ვითომ თამარის) ხელწერაზე გეტყობა, რო კაცის ნაწერია.
თამარ! ისემც შენ რა გითხარი, რაც შენ თამარი არ იყო!
ნუგეში
რა დაგვიბარა იეჰოვამ, ფეხბურთში ჩემპიონატი მოაწყვეთ თუ მე მემსახურეთო?
სოსო
კარგი სტატიაა.მომეწონა.
s
შენ რა სულ შეტენვაზე და შავ ასოებზე ლაპარაკობ,თამრო.გასაგებია,რომ ის თამრო აღარ ხარ,მაგრამ რახილადაც ნუ გადაიქცევი.
იკა
კანკავა უბერებელია! არ მახსოვს მაგას რომელიმე სანაკრებო მატჩი ფეხზე დაეკიდოს, ყველაზე ხშირად ეგ იღებდა ყვითლებს რადგან როცა სხვა გზა აღარ გრჩება და შენს უკან ნაკრები და შენი ქვეყანაა, იძულებული ხარ ყვითელზეც წახვიდე და ჩაშალო შეტევა
ქ. გ.
კარგი კომენტარია. გესმის ფსიქოლოგია. ზუსტი ფსიქოლოგიური პორტრეტებია. მამუკა ჯუღაევის ბოტებს არ მოეწონება.
ქართველი
არაბიძე აუცილებლად უნდა გამოეძახა
Რერო
ქვილითაია სისტემატიურად თამაშობს კლუბში და ბოლოს კაპიტანიც იყო. ასე რომ არც მასე საქმე. არც აპოელია დაბალი დონე.
ჯაყო
შენ ის თამრო აღარა ხარ , რააააა რო წერ გოგო თუ გიფიქრია
თამარი
ზუკიტო დავითაშვილი და ქოჩორაშვილი არ მომწონს რაღაცნაირად ქცევებზე ეტყობათ თითქოს შემეტენე ტიპაჟები არიან ერთი კვარას არ ეშვება როცა ხედავს უკან დასდევს არავის აძლევს თითქოს მიახლოების შანსს მეორე კიდე ვითომ ცუქრუმელასავით ხან მწვრთნელს ეტმასნება ხან პენალტის დროს ეჩრება ფორვარდს მე დავარტყამო ვინა ხარ რა გიგეკეთებია შვილო წადი რა
ზვიადი
ვიღაც უსაქმური შემოვა, ან წაგებას გვისურვებს, ან სტატიას გაამინუსებს, ან ჟურნალისტს მოთხოვს, აზაროვი მწვრთნელმა რომ არ გამოიძახა ან სკამზე წინ მარტო ქვილითაია რომაა რესურსი, მთელ სპორტალს შეაგინებს
Zaza
Qvilitaias raunda nakrebshi yvelaze uintelekto forvardi visac nakrebshi utamashia
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ