ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ" - 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

"კობიაშვილთან მქონდა საუბარი და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ" - 21 მარტს გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების მატჩის ხილვა დიდ ეკრანზე შეეძლება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე შეეძლება.

„როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი შეხვედრა აშორებს. 21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენი ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის, ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს დაიწყო და ზუსტად 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, ამ შეხვედრას დასწრებოდა, თუმცა ფიზიკურად სტადიონი ამაზე მეტ მაყურებელს ვერ იტევს.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილი დარჩა. შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან მქონდა საუბარი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნულ შეხვედრას პირდაპირ ეთერში უყუროს.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, ასევე კვების ობიექტები იქნება განთავსებული. მესმის, რომ სტადიონზე ყოფნა სხვა რეალობაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო არენაზე“ ყველა ვერ დაეტევა, დედაქალაქის მერია, ფედერაციასთან ერთად, გულშემატკივრისთვის დიდ ეკრანს მოაწყობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს ქომაგობენ, ხოლო ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება უსურვა.

„არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ და ყველაზე პოპულარული სპორტია. გულშემატკივრების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე,, ვიცი, გულშემატკივრობა რამდენად მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა ჩვენს ფეხბურთელებს წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გველოდება ლუქსემბურგის ნაკრებთან. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

• გიო

ხალხს როგორ უყვარხართ აგერ გამოჩნდა კომენტარებში

• გომორძგუა მარგალეფც

იცით რა არის პირველი ფაქტორი იმისა თუ რატომ მაქვს იმედი ევროზე გასვლის?იმიტომ რომ წელს არჩევნებია და ხალხის გულის მოსაგებად ესენი ამ თამაშებს არ გაყიდიან...

• ჩედ

ხუმრობ?:)

• დათო

2 ბილეთი მაჩუქე თუა შესაძლებელი ძალიან გამახარებ.

• David

აბა ტრადიცია არ დავარღვიოთ და სტადიონი მეორე ტაიმზე შევავსოთ

• C

Vikidi simbolur fasad tu gindat :)

• გიორგი

მართლა თუ ხუმრობთ?

• aslani

გავაჩუქებ 4 ბილეთს ვერვახერხებ ჩამოსვლა ევროპიდან

• D

ვისი მოსვლის შანსიცაა, ისინი ძველებირად ვერ გაიჯეჯილებენ, ამისი შანსი 0 %_ია

• zura222

დიდი ეკრანი კი არა შენც და კობიაშვილმაც მიხედედეთ იმ ვირთხებს ფედერაციაში(და სხვა სტრუქტურებშიც) არიან შემძვრალები და აშკარა საბოტაჟს ეწევიან @ ყველა ფაქტს არ გავიხსენებ მაგრამ მაგრამ მაგალითად კვარა ამ თამაშში რომ ვერ მონაწი8ლეობს ისიც ამ საბოტაჟის ამბავია დარწმუნებული ვარ ! ან მაგალითად აქ ბულგარეთთან თამაშის წინ რომ მოხდა ავარია ის საქმე გამოიძიეთ ?? როგორ მოხდა რომ გუნდის ავტობუსს წინ არ მიუძროდა პოლიციის მანქანა ? როგორც ყველა ქვეყანაში ხფება და ვინ იყო იმ მანქანის მძღოლი რომელმაც ასე უცბად დაამუხრუჭა ავტობუსის წინ ?

• ირაკლი

ტრანსპორტი მოაგვარე შენი

• !!-s

შემოგსევია დისლაიქებით კალაძეს ტროლები..

თვითონ კალაძე ხალხთან ერთად უყურებს თუ ოჯახთან ერთად ლოჟაში იჯდება..ეს არის ფარისევლობა! როგორც ქალაქის მერი ხალხთან ერთად უნდა იყოს და არა სტადიონზე.რატომ უნდა ერთობოდეს კალაძეს შვილები იქ და სხვას ამდროს ლუკმა პური ენატრებოდეს..ამას აკეთებდნენ ნაცები თავის დროზე, ეხლა ესენი…აი ეს არის დაცინვა

• კოლხოდელი

სტადიონს ვერ შეცვლის,მაგრამ მაინც კარგია.არ მესმის,ვინც ამის ინიციატორებს ასე ბოროტად და ბოღმიანად ესხმის თავს. ჩვენს ნაკრებსა და მის გამარჯ ებებს გაუმარჯოს!!!

• ეეე

ისინი უფრო არ ევასებათ ვისი მოსვლის შანსიცაა.DDD

• ეეე

ვაი თქვენი ბრალი თუ წააგეთ, ეს ამდენი გაბრაზებული ხალხი საით აიღებს გეზს მთავრობის სახლისკენ თუ ფედერაციისკენ კაცმა არ იცის.DDDD

• დ-ს

ოხანაშვილის მოგებული არ გაიშვას არსად.))) რას იგებენ, რისი მომგებები არიან. ქუჩა რომ კითხო ქალაქში, იმასაც ვერ გეტყვიან.

• Gia

Kesha visi virtxa xar ro kacitaze mogalates ro afareb xels.shenistanebma ra Icis galatis mnishvneloba.galstukiani virtxebis tu tavad eg xar?kvara roara ra shedegs dadebdit.makedoniastan chalichi shegrchat da exla araferi gabedot tore gaisrisebit.

• ნოდოს

მერე აუცილებელია ფეხბურთის სტადიონზე ირბინოს? წავიდეს ირბინოს უტრიბუნო სტადიოზე...

• პური ან სანახაობა? რა თქმა უნდა სანახაობა და ისიც ხალხის ფულით!

მერე ნუ წახვალთ სტადიონზე, დაუთმეთ თქვენი ადგილები ობოლ ბავშვებს, ორივენი მიდით ხალხთან დაცვის გარეშე რესპუბლიკის მოედანზე და უგულშემატკივრეთ ნაკრებს. შეძლებთ, გააქვთ მაგის ერთი ადგილი?

• დ

კომენტარებს რომ ვუყურებ, არავის ესენი აღარ ევასება და არჩევნებს მაინც როგორ იგებენ, ეს ვერ გავიგე?!

• semi

კიდევ კარგი ისაუბრეთ და ეკრანს ჩამოკიდებთ ამ ბუმბერაზ საქმეს როგორიც ეკრანის დაკიდებაა მერი და პრემიერი ჭირდება კიდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ისე მაინტერესებს კალაძემ და კობიაშვილმა ტკტ.გე იყიდეთ ბილეთები ? თუ თქვენც ეკრანთან იქნებით ჩვენსავით?

• მირო

24 სათში გაიყიდაო ბილეთები...კაი ბატონო,მაგრამ რგორ აღმოჩნდა სპეკულანტების ხელში უამრავი ბილეთები,100 ლარად ყიდიანო რომ წერდა გუშინ აქ ერთი???ათეულობით აქვთ გადამყიდველებს,თორემ ერთი და ორი კი არა.ნუტუ არ შეიძლებოდა ამის გაკონტროლება???

• კაირა-ს

მერე მოსაშარდავად სად შეხვალ ან უბანში ან კიდევ რესპუბლიკის მოედანზე? ლუდი კარგია, მაგრამ შეწუხება იცის ნამეტანი.

• kesha

კაციტაძეს სანამ ახსენებ პირი გამოირეცხე ბიჭო! რამდენ შენნაირს მზეს უნდა ფეხი დაუცდეს ნაკრებს თქვე არასწორებო.

• ნოდო

მძლეოსნობა თუ გაგიაგია სპორტის სახეობები რომ არის? რასაც სარბენ ბილიკებს უწოდებ ეგ არის მათი საშეჯინრო ადგილი როგორც ფეხბურთელისტვის მწვანე მინდორი

• Gia

Cudi shedegis shemtxvevashi mteli stadionis da quchashi myofi xalxi federaciis Ken daizreba.kacitadzes sanam gadaefarebit vnaxavt.gmertma nu qnas finals hi ver gavidet.

• დდდ

ახლა არ ივარგებს, მარხვაა და არც ამინდი ვარგა.. აი, ევროზე რომ გავალთ, იცოცხლე, გადასარევი აზრია და ივნისის ბოლო კვირაც მსგეფსია...

• კაირა

რატო მარტო მოედანზე? მოაწყვეთ ყველა უბანში. დაუძახეთ ბიზნესმენებს, მოაწყონ მაგიდები, გაყიდონ ხაჭაპური, მწვადები და ა.შ.. პლის სასმელები ლუდები, წყლები, ლიმონათები და ა.შ. მე წავიყვან შვილიშვილებს, იმათაც გავახარებ, ლუდსაც დავლევ და გამარჯვებითაც ვისიამოვნებ.

• ლადო

კობიაშვილის ნებართვა რად უნდოდა ამ საქმეს?! და დინამო არენა რომ წმინდა საფეხბურთო გახდეს არ შეიძლება? აი მაგალითად, სარბენი ბილიკების ადგილზე და უკან ჩრდილოეთ სამხრეთ ტრიბუნის გამოწევა რომ მოხდეს და ეს არაფრის მომცემი სარბენი ბილიკები რომ ავითვისოთ ტრიბუნებად არ შეიძლება?

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება

ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება

[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა

ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა

[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია

[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!

გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...