ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს საბერძნეთს უმასპინძლებს. ბერძნული SDNA "ჯვაროსნების" თამაშის შესახებ აზრის გასაგებად კვიპროსელ ჟურნალისტს გიორგიოს ცაველასს დაუკავშირდა, რომელიც 2023 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩვენი გუნდისა და კვიპროსის ნაკრების შეხვედრას დაესწრო:

"იმ მატჩზე 28 ათასი გულშმატკივარი მოვიდა. 4:0 მოგვიგეს. სტადიონი 54 ათას მაყურებელზე მეტს იტევს და ქართველები აქტიურად დაუჭერენ თავიანთ გუნდს მხარს. პირველ ტაიმში შევებრძოლეთ, მეორეში კი ოთხი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

მათ კარგი გუნდი, გამოცდილი ნახევარმცველები და თავდამსხმელები ჰყავთ. გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია, აგრეთვე მეკარე გიორგი მამარდაშვილი. კვიპროსი ძალიან ღრმად ჩადგა დაცვაში და ამისათვის დაისაჯა.

საბერძნეთთან სულ სხვა თამაში იქნება. თქვენ უფრო აგრესიულად იმოქმედებთ და ფავორიტებად მიგიჩნევთ. თუმცა, საქართველო ყაზახეთი არაა, ძალიან ყურადღებით თამაში გჭირდებათ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. დაცვაში სუსტი ადგილები აქვთ და ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ".

ლევანი
ოოხ, როგორ მინდა რომ ბერძნებს მოვუგოთ, რომ აქ მე კი არ დამცინონ, აქეთ მე დავცინო ამათ და ვიამაყო.
gel-100
და ნახევარდაცვაშიც არანაკლები ხალხი გვყავდა ლევან თავისი სათადარიგოებიანად,,მაგ დროს მემგონი მაღალი დონის მეკარე და მწვრთნელი დაგვაკლდა რომელიმე ჩემპიონატზე გასასვლელად ჩემი აზრით
უუუ
სიტყა არახალია-ს მხოლოდ ხიხოები იყენებენ. ძირითადად - პარლამენტში.
Levani
საუკუნის დასაწყისისკენ იყო პერიოდი როცა ფურცელზე ბომბა დაცვის ოთხეული გვყავდა ხიზანა,ასათიანი-კალაძე,კობიაშვილი. ოთხივე კარიერის პიკში იყო,მაგრამ რატომღაც ხან ისრაელმა მოგვიგო სახლში,ხან ირლანდიამ,ხან შვეიცარიამ.. და თან ეს ის დროა როცა წინ 6 მაგარი თავდამსხმელი გყავს.. არ ვიცი რატო ხდებოდა მასე.
მაია
დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას. უფ, ძალიან მაგარი გუგუნი გველის 26 ში. იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი ბიჭები ღირსეულად წასრდგებიან საბერძნეთის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ გაგვახარებენ.
კიეზა
ამ ტიპს რომ ეთქვა მაგარი დაცვა ჰავს ნაკრებსო..არიქა ჩვენი ქებით ცამდე აიყვანდნენ..ჩვენ კი სიმართლე არ მოგვწონს..და რა თქვა ცუდი ან არასწორი..სადაც ძლოერია და დაბალანსებული თქვა..და დაცვის შესახებ სულ რომ ერთი სიტყვა არ ეთქვა..თუ ვინმე ვერ ხედავს..ფეხბურთის არაფერი გაეგება...ფორმაში რომ არ იყვეს არცერთი მცველი..დაუშვებელკა რაც წინა თამაშშო გოლის გაუქმებდა მოხდა.ეს მომენტი უნდა აყურბინოს და ვაანალოზპს სანიოლმა დაცვასაც და მთლიან ნაკრებს..
ქ. გ.
ე.წ. "უცნობი" ბოღმა-ბოტი ამ ფორუმზე ცნობილია ასევე როგორც "სიცრუე".
ქ. გ.
"ამ სისულელის დაწერას, ჯობდა არაფერი დაგეწერა", - მიმართა საკუთარ თავს თვითკრიტიკული აღსარებით 'უცნობმა' ბოღმა-ბოტმა.
მალხაზ ჯობავა
ვილლი! ხო ხედავ, მთელმა დუნიამ იცის რომ სუსტი დაცვა გყავს. დაცვას მიხედე, დაცვას!
rasa
ფეხბურთელები და მწვრთნელი უფრო მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, ვიდრე უფლის ნება
გუსანი
განსაკუთრებით დაცვაში რომ მაგრად გვიჭირს არახალია.... და სამწუხაროა რომ არც მომავალში ჩანს შედარებით უკეთესები, მახარებს რომ როგორც იქნა მეკარის პრობლემა აღარ გვაქვს, კურტუა არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ნაკრების დონეა იმაზე მეტი აქვს მამარდაშვილს, ასევეა ხვიჩა, ჩაკვეტაძე, მერე მიქაუტაძე და ემატება ზივზივაძე, მომეწონა შენგელიაც, დანარჩენები ევროჩემპიონატზე სათამაშო დონისგან შორს არიან, ვინც ამაში არ მეთანხმება- ჩემი აზრით ფეხბურთის გაგებაში არ არიან, პატრიოტიზმში კი არავისზე ნაკლები არ ვარ...
გუსანი
საზონოვის თამაშებს უყურებთ? თითქმის ყველა ნათამაშევი წუთი ვნახე, არ მიტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, იგივე სისუსტეები აქვს რაც ჩვენი ფეხბურთელების დამახასიათებელი მინუსია, სისხარტე აშკარად აკლია, სწორი პოზიციების დაკავება უჭირს, მომენტებს ვერ კითხულობს მეტწილად, აკადემიერად გადაადგილდება დაცვის ხაზზე, მაგრამ ჩივაძემდე ბევრი უკლია, მაინც იმედით ვქომაგობ...საშას თამაში ვისაც გახსოვთ პროფესორი იყო, პირველ რიგში მომენტებს კარგად კითხულობდა და ფაციფუცის გარეშე აკადემირად კეტავდა სივრცეებს, შემთხვევით კი არ იყო სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი და დაცვის ბურჯი...მას შემდეგ ასეთი აღარ გვყოლია და როგორ დაგვხატავდა ახლა....
უცნობი
ამ სისულელის დაწერას, ჯობდა არაფერი დაგეწერა
სიმართლე
უფალი ამბობს, გაანძრიე ხელი და გიშველიო
KAXA
მოდიტ ერტ რამეზე შევტანხმდეტ,, თუ უფლის ნებაა ვითამაშებტ ევროპაზე . დიდება უფალს და წყალობა საქარტველოს
ქ. გ.
საბერხნეთი ლუქსემბურგი არაა. ლუქსემბურგი უფრო კარგი გუნდია დღეს, ვიდრე საბერხნეთი. საბერხნეთის სუსტი მეკარით, დაცვით და შემტევი ხაზით ვისარგებლებთ.
G.LA
უკვე გვიანია ახლის მოფიქრება. აქამდე უნდა ეფიქრა სანიოლს რამე. ახლა არაფერს შეცვლოს დაცვაში და ყველა ხედავს მათ სისუსტრს. საზონოვი საერთოდ შემადგენლობაში არ მოხვდა და ამით ყველაფერი ნათქვამია. აღარც გველესიანს მისცემს შანს აქამდე უნდა მიეცა შანსი. ასე რომ რაც ვართ ედ ვართ, ასე უნდა იომონ ბიჭებმა.
ჯიმა
საზანოვი ძაან მაგარია, მიკვირს რატო ტოვებს თამაშ გარე. გოჩოლეიშვილი მაგრა უტევს. მაგის გამოყენე შეიძლება. ლოჩოშვილი გვედზე. კვეკვესკირზე უკეთესი შუაში არყავს ამ მომენტისთვის-პასები აქ სასწაული. მოკლეთ იმედია მოვიგებთ!
რობი
სიმართლე თქვა ამ კაცმა...როგორც კი საჯარიმოს მოუახლოვდებოდნენ,ეგრევე პანიკაში ვარდებოდნენ ესენი.კაშიას კიდე საერთოდ რატო იძახებს?არა და ევროპაზე რომ გავალთ,ეგეც გამოგვყვება,და თან გვასუსტებს,გაძლიერება კი არა...
tobo
შენი ჩამ,ჩამშვენი.........././.
fani
ამ სტატიას დისლაიქი ვინ დაუწერა? რამე თქვა ამ კაცმა ტყუილი?! პირიქით, ზედმიწევნით ზუსტად გაუშიფრა თითქმის თანამემამულე ხალხს ჩვენი ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ რამე არ მოიფიქრა სანიოლმა და დაცვა არ გააძლიერა, თამაშს წავაგებთ. ხვიჩა და ჩვენი შემტევები კი გაუტანენ ბერძნებს, მაგრამ ასეთი დაცვის შემხედვარე ვშიშობ, მეტი გოლი არ მივიღოთ. მოკლედ, აუცილებლად მოსაფიქრებელია რაღაც, ზუსტი შესრულების თანხლებით
ლაშა
მწარე სიმართლეა! ასე მაგალითად, საკმაოდ ძლიერ საზონოვს თვით იტალიის ნაკრების წევრთან, ბონჯიორნოსთან უწევს კონკურენცია, კაკაბაძე ფორმაში არაა, კინაღამ გააწითლეს, აზიის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, გველესიანი შანსს ელოდება, გადრანი საერთოდ მივიწყებას მიეცა! გასაგებია, გამოცდილებს უნდა ვენდოთ, მაგრამ ამ გამოცდილებს თავი ქუდში რომ ჰგონიათ რომ აქვთ და შეუცვლელად გრძნობენ თავს?!
ხომ ერა
ცოტა პროვოკაციული სტატიაა, მაგრამ არაუშავს… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ და სამშაბათს ერთად ვიზეიმებთ
ეგრეა
გუშინ ლუქსემბურგთან კი იდგნენ კარგად.მაგრამ ერტი მომენტი არ გამოგვრჩეს.4 კაცი უყურებდა გოლი რომ გაიტანა.რომელიც გაუქმეს.ესე ვერ დაჩაგრავენ ბერძნებს.კონკრეტულ მომენტში.კაკაბაძე თავისუფლად გასაგდები იყო.ლუქსებურგელს რო გაეფორმებინა.ანუ ყურადგებით უნდა ვიყოთ ბერძნებთან.ერთ თამაშს ყველა თამასობს და განსაკუტრებით დაცვამ უნდა მოიკლას თავი.წინ 1-2 მომენტს უეჩველი შექმნიან კვარა და ჩანკვე!იმედია ამჯერად გავალთ!!!
აი მალადეც
ხმელტაშუაზღვის ხალხის ენიდან, რომ გადმოვთარგმნოთ - ამ კუნძულელმა ბრძენმა ბერძენმა კვიპროსელმა, ასწავლა კონტინენტალურ (ნახევარკუნძულელ) ბერძნებს, მიუთოთა ტროას ცხენი, რომ საქრთველოს ნაკრების დაცვა არ ვარგაო.
rigiti
ჰაიტ გიაურო!!!!! ადუღებული კუპრი ჩაასხით პირში მაგ ურჯულოს ჩვენი საიდუმლოს გათქმისთვის! ( მაგან რა იცის რომ ჩვენი დამცველი მეზარბაზნეები თამაშს მალავდნენ საჭირო დრომდე)
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე