ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

ერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე "ერთა ლიგის" გზით გავიდეს. ეს ტურნირი სულ მესამედ ჩატარდა, თითქოს "საჩვენოა", მაგრამ მთავარი წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დღეს ფინალური მეტოქის, საბერძნეთის ნაკრების ირგვლივ ვისაუბროთ, გადამწყვეტი მატჩი მოახლოვდა...

ცუდი ბალანსი

ოქროს საწმისისა თუ ბერძნული კოლონიზაციების შესახებ ისტორიულ რაკურსს ამჯერად თავს ავარიდებთ და საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს შევეხებით. ბალანსი ჩვენთვის იმდენად ცუდია, სტატისტიკის მოყვანაც რომ უსიამოვნოა, მაგრამ ერთხელაც ნავსი უნდა გატყდეს!.. ირლანდიელებთან ფრესაც ვერ ვახერხებდით და მივაღწიეთ (ჯერ გამარჯვება არ გვაქვს), უელსელებს ჩვენ ვჩაგრავდით და ბოლოს თბილისში დავმარცხდით...

"ჯვაროსნებს" სასურველი შედეგისთვის უფრო დიდ ნაკრებებთან მიუღწევია, ვიდრე საბერძნეთია (ისე, ევროპის ჩემპიონები კი არიან და ეს ზუსტად 20 წლის წინ შეძლეს), მაგრამ ისინი უხერხული მოწინააღმდეგის კატეგორიაში გადიან...

ადრე თემურ ქეცბაიას მშვენიერი გოლი იყო, თუმცა, მაინც წაგება... ფინალურ მეტოქესთან პირველად ფრეს (1:1) 2010 წელს, სტუმრად მივაღწიეთ. ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრები ალექსანდრე იაშვილმა სტარტზევე დააწინაურა. ეს ის ჯგუფური ეტაპია, როცა თბილისში ხორვატიას ვაჯობეთ; ბერძნებთან შინაც ვიგებდით, დავით თარგამაძის გოლით და ხუთწუთიან ინტერვალში დავმარცხდით, გამარჯვების დარტყმა კი 2004 წელს, ბერძენთა ტრიუმფალური ევროპის ჩემპიონატის ფინალის გმირმა ანგელოს ხარისტეასმა შეასრულა.

რისი გახსენებაც არ გვინდა - 2005 წლის ზუსტად 26 მარტს თბილისში წავაგეთ (1:3), შოთა არველაძეს კი ტრიბუნებიდან უსტვინეს (ბურთი ცუდად ამოიტანა, რაც გოლად დაგვიჯდა) და იძულებული იყო, მოედნიდან გასულიყო... ახლა გულშემატკივრობის მხრივ აშკარად პროგრესი გვაქვს!..

სანიოლის დრო

ბოლო მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ და ბერძნები ისევ ერთ ჯგუფში ვიყავით. ორივე შეხვედრაში მაყურებლის გარეშე ვითამაშეთ. ჯერ სალონიკში, სადაც ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მანამდე ცოტათი პასიური იყო, ზუსტად 2 წუთში ბერძნებს დაუვიწყარი გოლი გაუტანა; რაც შეეხება ბათუმურ დაპირისპირებას, ამ ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო გულშემატკივართა სტადიონზე არშეშვება ბოლო მომენტში გადაწყდა. მაშინ დავწერეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს საკუთარ თავზე მაღლა ახტომა და ზედმეტ პასუხისმგებლობასთან გამკლავება უჭირს. იმედია, ახლა, პირველ რიგში, ეს შეიცვლება!..

ის შეხვედრა კიდევ სხვა რამის გამოც იყო მნიშვნელოვანი. მის შემდეგ სანიოლმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და შემდეგ გუნდიც და გიორგი მიქაუტაძეც უკეთ აათამაშა. ხსენებულ მატჩში გიორგი მხოლოდ მაღალი ჩაწოდებების ამარა იყო და მოედნიდან ნაადრევად გაიყვანეს. ამ დაპირისპირებაში არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, ახლა განაცხადშიც რომ არ არიან - ხოჭოლავა, გიორბელიძე, აბურჯანია, ლობჟანიძე, გვილია, ოქრიაშვილი; ლორია უკვე სათადარიგოა, კანკავა კი ნაკრებში დაბრუნდა. გოლები დასანანად, 90-ე და 95-ე წუთებზე გავუშვით...

დღევანდელობა

საბერძნეთის ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ტაქტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ურუგვაელი გუნდს სამი მცველითაც ათამაშებს და ოთხითაც, ორფორვარდიანი ტაქტიკაც დამუშავებული აქვს და სამიც... რთული სათქმელია, ის საქართველოს ნაკრებთან რას გადაწყვეტს. ასე რომ, პოიეტისა და სანიოლის ტაქტიკური დუელი მთელი მატჩის განმავლობაში საინტერესო იქნება.

საბერძნეთის ნაკრებს რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს და თუკი კარში ურტყამენ, საკმაოდ კარგადაც. მაგალითად, საფრანგეთის ნაკრებთან (ბოლო ამხანაგური მარტამდე) ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში კარში ორივე დარტყმა გოლად აქციეს.

ბერძნები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან, ტემპის კონტროლი მშვენივრად გამოსდით, იერიშებს კი ხშირად ფლანგური ჩაწოდებებით ქმნიან. ყაზახებთან განსაკუთრებით აქტიური მარჯვენა ფრთა ვნახეთ...

შემადგენლობა

ბერძნები საშუალო და უფრო მაღალი დონის კლუბებში საკმაო წარმატებით გამოდიან. მათზე ამპლუების მიხედვით გესაუბრებით.

მეკარე ოდისეას ვლახომიდოსს "ნოტინგემ ფორესტში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ის ნაკრებში გამორჩეულია;

დაცვის ხაზში მთავარი კაცი "ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი კონსტანტინოს მავროპანოსია. პრემიერლიგაშია მარჯვენაფლანგელი ჯორჯ ბალდოკი, "ლივერპულელ" ციმიკასს კი ყველა იცნობს (მას დაცვაში სისუსტეები აქვს, რაც უნდა გამოვიყენოთ). პანტელის ხაციაკიდოსი იტალიაში, "კალიარის" რიგებში, ცოტას თამაშობს;

ნახევარდაცვის ლიდერი ანტონიოს ბაკასეტასია. "პანათინაიკოსელი" შუა ხაზში ყველგანაა და შედეგიანიცაა. ყაზახებს თურქეთში მოთამაშე დიმიტრიოს კურბელისმაც გაუტანა. ასე რომ, ბერძენთა ნახევარდაცვას ჩაშლაც შეუძლია და შეტევაც;

საბერძნეთის ნაკრებში ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ყაზახების კარი "პანათინაიკოსის" თავდამსხმელმა ფოტის იონადისმა აიღო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთავარ მეტოქე "ოლიმპიაკოსს" დუბლი შეუსრულა. მეორე ტაიმში შეხვედრაში აშშ-ში ლობჟანიძის თანაგუნდელი გეორგიოს გაკუმაკისი ჩაერთო, რომელსაც თავადაც გააქვს (თერთმეტმეტრიანებსაც ასრულებს) და ცოტა ხნის წინ საბას საგოლე პასი შეუსრულა, თანაც, ძალიან მაღალი კლასის. ნახევარფინალში არ უთამაშია "ალკმარიის" ბომბარდირს, ვანგელის პავლიდისს (სატრანსფერო ფასი 22.2 მილიონი), რომელიც მიმდინარე სეზონში 23 შედეგიანი დარტყმის ავტორია.

საქართველოს ნაკრებს თავისი უპირატესობები გააჩნია და მთავარმა მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, ის როგორ უნდა გამოიყენოს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ბერძნებს სტუმრად სიტუაციის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამავდროულად კი, კონტრშეტევებზე შანსებს აუცილებლად მივიღებთ...

ევროზე უნდა ვითამაშოთ!..

• დავით 67

პროფესიონალი მსაჯია, თავისი პატარა შეცდომებით,ამიტომ არ მგონია რომ მან თამაშზე გავლენა მოახდინოს. მთავარია რომ დანიელე ორსატო არაა ხვალ ჩვენი მსაჯი. ყველაზე ბანძი მსაჯია ორსატო. ადრე მახსოვს მასეთი პორტუგალიელი მსაჯი ბატიშტა.

• რრრ

ეგეთი მოგება არ გვჭირდება, არაკაცული საქციელი არავინ იკადროს, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატია და არა ჩალიჩის და არაკაცობის

• გიორგი

გასასვლელად დიდი ალბათობით სულ მცირე 2 ბურთის გატანა დაგვჭირდება. რას ვგულისხმობ მიხვდება ვინც ყაზახეთის კარში ბერძნების მე-2 და მე-3 გატანილი ბურთები ნახა. ასე რომ წინ თამაშის მაღალ ინტენსიობას უკან ინტენსიური და მაქსიმალურად ყურადღებიანი დაცვა უნდა შევუთავსოთ.

• არსენა

ქომაგებო, ქართველებო თუ გვინდა რომ ადვილად მოუგოთ ბერძნებს. ამაღამ 2-საათზე ბერძნების სასტუმროს წინ,მარტყოფის ველზე დავცხოთ გამაყრუებელი ყიჟინა....ხმაური,ქართული სიმღერები.ცეკვები გნიასი.დოლი.დუდუკი.გიტარა.ზურნა და ასე შემდეგ რომ მეტოქე არ დავაძინოთ მოსვენება არ მივცეთ მთელი ღამე და დღე...გარწმუნებთ უეჭველი მოუგებთ...

• 07-01

მართლაც მძიმე თამაში გველის ფინალში საბერძნეთთან, მთელი გუნდი, ქართული ფეხბურთის ქომაგები უნდა კონსოლიდირდეს ისე როგორც არასდროს, საფეხბურთო მოედანზე უნდა დაინთოს გამარჯვების კოცონი, არავინმა არ უნდა დაზოგოს თავი, განსაკუთრებით კი მთელი სიმძიმე თავის თავზე უნდა აიღონ ნაკრების ლიდერებმა - ხვიჩამ, ჩაკვეტაძემ, ბუდუმ, ჟორჟმა, მამარდამ და ზურიკომ. გამარჯვება საქართველოს! 2 - 1

• გიზოგ

ჩაგდება, რასაც აკეთებდა 70 და 80-იანი წლების გულშემატკივარი დიდ გუნდებთან მატჩში. როდესაც ბურთი ჰქონდა მეტოქეს სტადიონზე ისეთი გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, რომ მეტოქე გუნდის წევრები ერთმანეთს ვერაფერს ვერ აგონებდნენ და ვარდებოდნენ შოკში. იმდენად იბნეოდნენ მე-2 ლიგის გუნდების დონეზეც ვეღარ თამაშობდნენ. შეიძლება დღეს ეს შეუძლებელია, რადგან რამის ნახევარი ქალთა სქესი ესწრება, მაგრამ მამაკაცებმა ამ მხრივ მაქსიმუმი უნდა გააკეთონ. სხვანაირად დიდ ტურნირებზე მონაწილე გამოცდილი გუნდის დამარცხება ძალიან გაუჭირდება ჩვენ ნაკრებს. აბა ქართველებო, ერთად წინ ევროჩემპიონატისკენ!

• თორნიკე

თუ გვინდა ევროზე თამაში უნდა მოუგოთ.ვინც არ უნდა იყოს.

• Gigi

საბერძნეთია და არა პორტუგალია შეილება მოგება

• Gia

Vinc sheva stadionze tamashis bolo wamamde jojoxetshi unda amyofos berznebi, ar unda dajdnen da me12 motamashis faqtori mzlavrad gamoviyenot.cota igbali bijebs da tu swrafi goli gavitanet mere davaxrchobt mag tamashs.kvaram pirvel taimshive gaayvitla mcvelebi meore taimshi witelic garantirebuli aqvt

• ქ. გ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებო! ამ თამაშში ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ. არ გაჩერდეთ. 5-0 რომ ვიგებდეთ, მაინც არ გაჩერდეთ. გააგრძელეთ გოლების გატანა!

• inviz9

მადლობა ლევან ჰო შეიძლება ეგერც არის რასაც წერ-არ გედავები-უბრალოდ არ მახსოვდა ეგ ეპიზოდი საინტერესოა ნეტა ვის მხარეს იქნება, (თუ საერთოდ ვინმეს მიემხრო) ნუთუ ჩვენი დროც დადგა-დაჯერება მიჭირს. ისე პოლონელ მსაჯებზე ცუდი აზრის ვარ მას შემდეგ რაც მაკედონიასთან გასვლაზე ბოლო წუთზე პენალტი მოიგონა მსაჯმა და 1:1 დამთავრდა ის თამაში უნდა დავახრჩოთ შეტევებში და მსაჯის დახმარებაც არ დაგვჭირდება-არ უნდა ამოვასუნთქოთ

• ბს

მძულს საბერძნეთის ნაკრები, მაგათი ვაი-ფეხბურთი არ გეიშვა! ნერვები მეშლება რომ ამ ანტი ფეხბურთელებს ერთხელაც ვერ მოვუგეთ და ვერ მოვსვით! იმ თამშში შოთას მეც ვუსტვინე და ახლა ბოდიშს ვუხდი, მაგრამ საშინლად ითამაშა და რა მარტო იმ ბურთის ამოტანისას, ბურთს ფეხს ვერ არტყავდა და რას აკეთებდა ალბათ თვითონაც არ იცოდა, თორემ ერთი შეცდომის გამო მთელი სტადიონი არავის უსტვენს! დღეს მართლაც ბევრად უკეთესი ბიჭები გვყავს და არც საბერძნეთი არ არის ის რაც ადრე იყო. სავსე დინამოზე ამ გუნდით ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ასე რომ შანსი გვაქვს და ამ შანს არ გავფლანგავთ, მჯერა ამ ბიჭების!

• გულშემატკივარი

კი მეც სულ მაგას ვამბობ. სამწუხაროდ არ გვყვავს დაცვის ისეთი ხაზი კედელი ავღმართოთ და თუ დაც 1:0 მოვიგოთ. ჩვენი მთავარი ძალა შემტევები არიან. ამიტომ ძალიან შემტევი ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ. მჯერა გავალთ. მართლა გულით მჯერა. მაკედონიასთან ესეთი განწყობა არ მქონდა მაგარამ ეხლა რატომღაც დარწმუნებული ვარ ბერძნებს მოვუგებთ. თან ძირითად დროშივე. წინ ბიჭებო. დიდება საქართველოს. მიყვარხართ.

• აქ

ღვთისო ყოველთვის კარგი ანალიტიკური სტატიებით გამოირჩევა, მაგრამ ეს რა სტატია დაწერა მაგ უღმერთომ, ცუდი ისტორიები გაგვახსენდა

• ლევანი

inviz9-ს ერთ ეპიზოდს გაგახსენებ, მუნდიალის ფინალს თუ უყურე, ძირითადი დროის, დამატებული წუთების დამთავრებას აკლდა, მხოლოდ ოციოდე წამი, როცა მსაჯმა ფრანგების კონტრშეტევა, სასტვენით შეაჩერა, რომელიც, მე მგონია რომ 90 პროცენტით გოლით დამთავრდებოდა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს პირადი აზრია.

• The

ღვთისო შენ რამდენი წლის იყავი? შოთას რომ უსტვინეს)))

• ზაკო

მარცინიაკი საკმაოდ მკაცრი მსაჯია და ბარათებს ერიდება, ამიტომ სიხისტის ზღვარზე მოთამაშე ბიჭები ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, რაც კაკაბას გაუტარეს ლუქსემბურგთან აქ შეიძლება არ გაგვიტარონ და თან ბერძნები ფლანგებზე და კონტრზე სწაფად მოქმედებენ, იმედია ეს ინფო ნაკრების სტაფმაც იცის

• რაბუ

მაგ ლოგიკით საბერძნეთმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა და ევროკავშირი მადლობას გადაუხდის ჩემპიონატზე გასვლით. აბსურდია ეგ. ეგრეც რომ იყოს შენ და მე არ გვეცოდინებოდა

• inviz9

ამ მარსინიაკს საბერძნეთი-საქართველო უმსაჯია სასშანწინ 1:1 რომ დამთავრდა გასვლაზე და კაკაბაძის ავტოგოლს, რომ კვარამ უპასუხა. მე ეგ თამაში ვერ ვნახე ვისაც გიყურებიათ რა აზრის ხართ მსაჯზე? ისე თურმე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უმსაჯია შარშანწინ (არგენტინა-საფრანგეთი) და ლიგის თასის ბოლო ფინალი (სიტი-ინტერი) ასეთი მსაჯის ჩვენს თამაშზე დანიშვნა ბევრ რამეზე მეტყველებს უეფას მხრიდან გაზრდილ ყურადღებაზე პირველ რიგში ასე რომ არა მგონია მიკერძოებული იყოს-პირველ რიგში თავის რეპუტაციას გაუფრთხილდება

• inviz9

ვნახე, მსაჯი-მარსინიაკია-პოლონელი. ლევან რის საფუძველზე წერ რომ დავალებების უბადლო შემსრულებელია? მაგალითები დაწერე რა. მადლობა წინასწარ

• inviz9

მსაჯი დანიშნულია უკვეო-გთხოვთ დაწერეთ ვინ არის კონკრეტულდ მსაჯი?

• ვალერი

რა აბსურდია..მაკედონიასთან ვინ რა დაგვათმობინა,ჩვენ ვითამაშეთ საზიზღრულად და წავაგეთ სრულიად დამახურებულად.

• gel-100

ოეე სახელის დაწერისაც რო გეშინია და ისე აკეთებ კომენტარს,,იყო მაგალითი უკვე როცა ვერ აღიდგინა საბამ კონდიციები და იდგა ვერც ინძრეოდა,,ამიტომ ეხლა არ იყო საჭირო მისი გამოძახება და მომავალში საჭიროებისამებრ ან გამოიძახებს ან არა გაიგეე?? ნუ იწყებთ ყველა პროფესორობას თან დამალული სახელებით არ არის მაგისი დრო,ეხლა საჭიროა მხოლოდ გულშემატკივრობა კრიტიკა 26-შემდეგ თუ დაიმსახურებენ

• ლევანი

არ არის ეს საბერძნეთი მუეგებელი გუნდი ნამდვილად, დიდი ბრძოლა გველის, თუმცა უბრძოლველად არაფერი მოდის. მსაჯი დანიშნულია, ხომ იცით ვინ არის? დავალებების უბადლო შენსრულებელი, ეხლა ხომ ჩვენი ჯერია? კიი, მე ასე მგონია: მაკედონიასთან დაგვათმობინეს, ევროკავშირში იღებდნენ, ეს, ის, მოკლედ ახლა ამათი ჯერია, თქვენი დროც მოვაო, რაზეც საქართველომ უარი ვერ თქვა, მოკლედ პოლიტიკური ამბავი იყო (ჩემი აზრით) ჰოდა, ან სიკვდილი ან გამარჯვება, ბიჭებო თქვენ მარტო არ იბრძოლებთ, ყველა გულით ქართველი, და არა მარტო, თქვენთან ერთად იბრძოლებს, ვინ ტრიბუნიდან, ვინ ეკრანთან, ასე რომ, მე პირადად დიდი გამარჯვების მოლოდინში ვარ. დიდება საქართველოს!!!

• ნიკო

უბრალოდ გოჯი მიწა არ უნდა დავუთმოთ მთელი თამაში და გავხევთ აუცილებლად.

• თემო

პირველ რიგში,მადლობა უეფას,რომ არა ერთა ლიგა,ალბათ დიდიხანი არ გვექნებოდა კიდევ ევროზე გასვლის შანსი,თან პლეიოფის თამაშების მუდამ თბილისში გამართვაც არ მგონია უბრალო დამთხვევა.ამიტომ თუ რამის თავი გვაქვს ყველა ვარიანტში უნდა გავიმარჯვოთ და გავიდეთ.ეს საბერძნეთი არც 2004 წლის და არც 2014 წლის გუნდი არაა,საკმაოდ დასუსტებული და საშუალოზე დაბალი შემსრულებლებით დაკომპლექტებული გუნდია.როცა ესეთი შანსი გეძლევა,მითუმეტეს სახლში თამაშობ,ყველა ვარიანტში უნდა მოიგო.

• Levani

ყაზახეთთან რაც გამოჩნდა მარჯვენა ფლანგის ძლიერი,ბალდოკი და მასურასი მაგრა უტევენ. მარცხნივ პელკასს ციმიკასი ვერ ეხმარება-ძირითადი ძალა მარჯვნიდან აქვთ. ბალდოკს სავარაუდოდ შეტევისთვის არ ეცლება. ისე ახლა ვხვდები რატო არ გამოიძახა აზაროვი.ბერძნებთან აზაროვისნაერი მარცხენა მცველი არ გამოდგებოდა. ისეთი თამაში იქნება ვერაფერს ვერ იტყვი წინასწარ. ნეიტრალურ პოზიციაში თავის წარმოდგენა ძნელია,მაგრამ 50-50 თამაშია. ნუ ახლა თუ ისე წავიდა როგორც ჩვენ გვინდა და ხვიჩა-კიტე-ჩაკვე-ბუდუმ თავისი საუკეთესო თამაში ითამაშეს მაშინ 75-25 უეჭველი

• რობი

ბერძნების ნაკრების ჯამური ღ-ბა არის 149,4 მლნ :)

• 289

26 marti chveni dgea istoria daiwereba eseti shansi rodis iqneba vin icis xalxi gagijdeba gadaireva tu ver gavedit

• ტოტო

151 მილიონი!

• ფეხბურთი

ჩვენი დაცვის გადამკიდე, მეტ გოლზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შეტევითი პოტენციალი უნდა გავზარდოთ. გაგვიტანენ ორს, უნდა გავუტანოთ სამი. მხოლოდ ამ პრინციპით დავამარცხებთ ბერძნებს და არა დაცვაში ჩაჯდომით. ჩვენ შემტევებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული , კვარამ და ჩაკვემ უნდა იფრინონ და თავიანთ თავებს უნდა გადაახტნენ. ღმერთმა დალოცოს საქართველო

• ალეკო

მერწმუნე ეგეთი გუნდი უფრო სახიფათოა. როდესაც გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს და დაბალანსებულ, შეკრულ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ვიდრე ერთი გამოკვეთილი ლიდერი ყავდეს, იმ ერთ ფეხბურთელს გაანეიტრალებ და ეგაა.ისე ციმიკასის მავროპანისის დონის რამდენი ფეხბურთელი გვყავს?

• ალეკო

ესპანეთზე ამბობდენ კვარაცხელიას დონის არავინ ყავთ,აქ ჩამოვიდნენ და ნახეთ რას ვუზავთო.. ხოდა ეგეთი ხალხისგან რა უნდა გაგიკვირდეს. იმედია ესპანეთის სცენარი არ განმეორდება

• გიორგი

მოკლედ მეზღაპრეთა მთელი არმიაა ჩვენთან და აქ იქ ჟურნალისტები დაანებეთ თავი მკითხაობას და დავრლოდოთ 26 რიცხვს დიდება უფალს ჩვენ უნდა მოვიგოთ და წერტილი

• კ ო მ ბ ლ ე

რას ამბობთ ტოოო?ჩენები მაგრები არიან,ეგენი სუსტები. მაგრამა ექსპერტმა ხო გაიგეთ რა თქვა; ქართველებმა მთავარია მარჯენა ფეხის ტემპს კუდუსუნიც მიაყოლონ და მარცხენა იღლიამდე აწიონო, ეგე თუ არ მოუგებთ. ისე უნდა მოუგოთ როგორც ლუქსემბურგსა, მსაჯი გჭირდება, კაიმსაჯი და ჯავშანმატარებელი. ი ვსიო! გერმანია აღებულია! ეხლა აღარ მინდა მოვყვე სტალინი და რამე. ის მარტო იყო ჩვენა თერთმეტი გვყაავს და პლიუს ფრანგი სარდალი, ეგე ჩვენი ტაქტიკა! დინამო დინამოოო!

• ზაზა

და შენ გგონია რომ საწმისი მითიური და მოგონილი ამბავია?ეს ისეთი ისტორიაა, როგორიც დავით აღმაშენებელი და დიდგორის ბრძოლა "ძლევაი საკვირველი"და ნუ გგონიათ რომ საწმისი ეს ცხვრის ტყავია და ბერძნებმა ტყავი მოიპარეს,ეს უბრალოდ სინონიმია და საკრალური მნიშვნელობა აქვს, ოქროს საწმისში იგულისხმება ყველაფერი:მედიცინა,მეცნიერება და საერთოდ ცოდნა ყველაფრისა, ვინაიდან და რადგან ქართველი ერი უფრო ძველია, ვიდრე ბერძნული ერი

• erTgul sportalets

ფუი შენს ენას! რას ითარსები?

• კოტეს

ბატონო კოტე, ევროპის ჩემპიონატზე თუ გავედით (ღნერთმა ქნა) თქვენ ფიქრობთ რომ იქ ჯგუფური ეტაპის თამაში ამ თამაშზე მნიშვნელოვანი იქნება? თუ ესე ფიქრობთ ძალიან ცდებით ეს თამაში დიდწილად განსაზღვრავს მომავალ წლებს, ამიტომ არგინდათ ეს მომავლის ცქერა ყველაზე მნიშვნელოვანი თანაშია და იქნება 99% ით

• ცრუცუგა

ბუღალტერი ხარ?

• საბა რას იზამდა

საბა კი დარბის და მშრომელია, მაგრამ სულ ეგ არის მისი პლიუსი. არანაირი შემოქმედებითობა, არანაირი მოულოდნელობა. სირბილით გოჩოლეიშვილიც დარბის და ტექნიკაც უკეთესი აქვს. ასე რომ არ იყო საჭირო საბას გამოძახება. განსხვავებულს ვერაფერს შემატებდა გუნდს

• ertguli sportaleli

შანსი ძალია მცირეა და ჯერ კიდევ მაშინ როგორც დაგვახიეს მედეა და ოქროს საწმისი, ისე დაგვახევენ გერმანიის საგზურსაც.

• aleko

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება რამდენია ჩვენი დაახლოებით 150 მილიონია მგონი

• ტოტო

აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც!!! მაგრამ რო იძახიან ფეხბურთელები არ ყავთო როგორ არ ყავთ? კარგად დაბალანსებული გუნდი არის, ციმიკასი ლივერპულში თამაშობს თან ძირითადის ფეხბურთელია, მავროპანოსი ვესტ-ჰემში ადრე დორტმუნდში და არსენალშიც იყო, სხვებიც საშუალო დონის გუნდებში თამაშობენ, ამიტომ ნუ იძახით დეხბურთელები არაყავთო ესეთ სისულელეს, ციმიკას და მავროპანოს უნდა ვუფრთხილდეთ აუცილებლად და კიდევ ოლიმპიაკოსში ყავთ მასურასი ესეც საშიშია, ზაფხულში ინტერში გადადის და ტყუილად არავინ წაიყვანს! აბა წარმატებები და კარგად შევაფასოთ მოწინააღმდეგე გუნდი, ისე მაგათზე ბევრად ძლიერ გუნდებზეც მოგვიგია და იქნებ ჩვენი დღე იყოს და მოვიგოთ!!!!!!!!

• Guardiola

თუ დაცვაში ბავშვურ შეცდომებს არ დავუშვებთ(რაც გვჩვევია)მოვიგებთ! წარმატებები ბიჭებო,გაგვახარეთ გაახარეთ საქართველო!!

• კოტე

რას ქვია ამაზე მნიშვნელოვანი თამაში არ გვექნება?ეს მხოლოდ დასაწყისია..ყველაფერს ნუ ვაუფასურებთ

• inviz9

არაფერი განსაკუთრებული და დაუმარცხებელი გუნდი არ არის საბერძნეთი-მით უმეტეს დინამოზე! მაღალი ტემპი უნდა მოვახვიოთ თავს, ისეთივე თამაში ართმევაზე როგორც ლუქსემბურგთან და შემართება და შეტევა-მოგვიტანს შედეგს პირველივე ტაიმში ახლა კიდევ ერთხელ ვუყურე ბერძნების ორივე თამაშს ფრანგებთან, (6 თამაშის ჰაილაითები ვნახე) ირლანდიელებთან და ჩვენთან 2021-ში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ის საბერძნეთი არ არის 3:0 რომ გვიგებდა. საშუალო დონის გუნდია, რომლიც საშუალო ტემპში თამაშობს-ამიტომ მაღალი ტემპი უნდა შევთავაზოთ და სანამ ძალა გვეყოფა იმდენი გავუტანოთ პირველივე ტაიმში, რომ მეორეში თავადჯერებული ვიყოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ ბათუმურ თამაშშიც და საბერძნეთშიც ორი გოლი კაკაბაძის შეცდომების გამო გავუშვით. ოთარმა ლუქსემბურგთანაც ძალიან ცუდად ითამაშა და მისი ფლანგიდან ციმიკასი და სხვებიც შემოგვიტევენ ამიტომ ამ ფლანგს გაძლიერება სჭირდება. ბაკასეტასი ხშირად ურტყამს საჯარიმოს გარედან მოულოდნელად ცაციათი, ამიტომ მამარდას ყურადღება მართებს და საერთოდ კარგი იქნება თუ საყრდენები დარტყმის საშუალებას არ მისცემენ. უნდა ვუფრთხილდეთ მე7, მე-8, მე-10 და მე-11 ნომრებს დანარჩენი ისე რა მოთამაშეები არიან ზურიკოს დამატება კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩამშლელი ქოჩორაც საჭიროა. ჟორჟი უნდა დაჯდეს სკამზე და კვარამ და ჩაკვემ მარცხნიდან იაქტიურონ ბუდუ კიდევ დააგვირგვინებს წინ გამარჯვებისკენ! საბერძნეთი ლუქსემბურგზე ბევრად უკეთესი გუნდა სულაც არაა. არანაირი შიში და მორიდება-უნდა გადაუაროთ როგორც კი თამაში დაიწყება. თუ ფრთხილად და დაბალ ტემპში აკადემიურად გავაგორეთ ბურთი-პოზიციურ თამაშში მათ მეტი შანსი ექნებათ ამიტომ გრიგალივით უნდა დავატყდეთ თავს

• ქართველი

ომი იქნება ჩვეულებრივი. აიხო ყველას გვიფიქრია ნეტა მაკედონიასთან რო გულშემატკივარო ვყოფილიყავით რამოხდებოდაო.ხოდა აგერ ვიქნებით და ჩვენ ვიცით. არასდროს არ დამავიწყდება არგენტინის ნაკრების ე.წ დუხი ფინალში ფრანგებთან, აი შეჭამეს რასაც ქვია, ეტყობოდათ რომ ან მოიგებდნენ ან მოკვდებოდნენ. ხოდა ეგრე უნდა ვიყოთ ჩვენც, ამაზე მნიშვნელოვანი თამაში ალბათ არასდროს აღარ გვექნება. ღმერთმა მოგვცეს ძალა რომ შევძლოთ მოგება. ეს იქნება უმნიშვნკვანესი მოვლენა ამ ქვეყნისთვის. გთხოვთ იმღერეთ ჰიმნი არ ტეხავს

• მწვრთნელი

იმაზე მეტი უნდა გავიღოთ რაც შოტლანდიასტან (2-2) თამაშში გავაკეთეთ და აუცილებლად მოგება ჩვენ დაგვრჩება! ანგარიში 2-1 ჩვენს სასარგებლოდ!

• kaxa

საწმისი და მითიური ამბები აქ არაფერ შუაშია.

აჰააა ესეიგი საბერძნეთმა გამოიძახა ამერიკიდან ფეხბურთელი და თურმე ჩვენი საბა ვერ აღიდგენდა კონდიციებს.... გაკლია სანიოლ და პატრონიც არ გყავს რომ გითხრას

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ