ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"კვარაცხელია გვემუქრება - ჩვენმა უკეთესმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს" - საბერძნეთის ნაკრები თბილისშია, ბერძნული მედია კი ოპტიმისტობს

"კვარაცხელია გვემუქრება - ჩვენმა უკეთესმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს" - საბერძნეთის ნაკრები თბილისშია, ბერძნული მედია კი ოპტიმისტობს

26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უმასპინძლებს. ბერძნული მედია მომავალ დაპირისპირებას ფართოდ აშუქებს.

მეტოქე გუნდი გუშინ საღამოს ჩამოვიდა თბილისში და მისი ფეხბურთელები საკმაოდ მშვიდად და ხალისიანად არიან. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე მოჩანს. მათი გამოცემები კი საქართველოში აჟიოტაჟზე წერენ და სტადიონზე ანშლაგზე ამახვილებენ ყურადღებას. რატომღაც განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას nakrebi.ge-სთან დამაჯერებელმა საუბარმა გააღიზიანა. sportal.gr მიიჩნევს, რომ ქართველი ელადელებს ემუქრება.

sdna.gr აღნიშნავს, რომ ეროვნული გუნდი თავდაჯერებული და ღიმილიანი გაემგზავრა საქართველოში, ურუგვაელი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მიერ გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და ბრძოლისათვის მზადაა.

იგრძნობა, რომ თავს ფავორიტებად თვლიან, თუმცა ფრთხილობენ. უფრო ოპტიმისტური წერილი Fosonline-მ გამოაქვეყნა:

"ათი წელი დიდ ტურნირებზე მონაწილეობის გარეშე ხანგრძლივი პერიოდია, რომლის დასასრული ახლოვდება! ცხადია, ყაზახეთისგან მარცხს არ ველოდით, მაგრამ წარმოუდგენელი იყო, თუ ასეთი ანგარიშით დავამარცხებდით. მატჩის ასეთი საოცნებო სცენარით განვითარება მოულოდნელი გახლდათ, როდესაც პოიეტმა თავის შეგირდებს ქართველებთან დაპირისპირების წინ, ფაქტობრივად, დასვენების საშუალება მისცა.

თუმცა ახლა ბერძნულ გუნდს უფრო რთული ბარიერის გადალახვა მოუწევს, რამეთუ საქართველო ყაზახეთი არაა, თანაც საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, რომლის ტრიბუნებზე ნემსიც ვერ ჩავარდება. ჩვენ მათზე უკეთესი ნაკრები გვყავს, ეს უდავოა, მაგრამ ყაზახეთის ადვილად ძლევით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.

არ ვაკნინებთ რა ჩვენი გუნდის დამსახურებას, დიდ ტურნირებზე გასასვლელად კლასით ნაკლები მეტოქეების დაჯაბვნაა საჭირო, როგორც ეს რეჰაგელისა და სანტოსის დროს ხდებოდა და რასაც ახლა პოიეტის მწვრთნელობისას ვხედავთ. შეიძლება ანდრეას ბუშალაკისის უნარების მქონე ფეხბურთელი დაგვჭირდეს, რომ ბურთი სწრაფად ვამოძრაოთ და შევამციროთ ის ზეწოლა, რომელსაც "კვარადონას" გუნდი განახორციელებს.

მოგვენატრა დიდ ტურნირზე ასპარეზობა და მონაწილეობის მიღების დროც დადგა! მთელ ჩვენს პოზიტიურ ენერგიას და განწყობას პოიეტის ბიჭებს გადავცემთ, რათა სამშაბათს თბილისიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ისინი ამას იმსახურებენ, ისინი ვალში არიან პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ ეს ყველას გვსურს.

წინ, საბერძნეთო..."

• საქართველო უპირველესად-ს

მერაბ დვალიშვილს და გიგა ჭიკაძეს მაგაზე მითითება არც დასჭირდებოდათ,ისინი სხვანაირი ტიპები არიან!!!

• გიორგი

ბიჭბო ნუ დავიგრუზებით და ვიყოთ ოპტიმისტები ასევე ვიყოთ ჩვენს ბიჭებში დარწმუნებულები და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს ❤️ შეუძლებელი არაფერი არ არის და მითუმეტეს საბერძნეთის დამარცხება. წინ საქართველოოო...

• sul2

კომენტარებში ვხედავ, რომ ვიღაცეები გეგმავენ ღამით სასტუმროსთან მისვლას და სტუმრების შეწუხებას, თუმცა მსგავს კომენტარებს უამრავი დისლაიქი აქვს, ეს მაძლევს დიდ იმედს და საფუძველს, რომ ის რასაც ჩვენ ქართველობას და კაცობას ვეძახით ისევ არსებობს და იარსებებს კიდევ დიდი ხანი.

• გოგა

2000 წლიდან თითქმის 15 წელი ძალიან მაგარი ნაკრები ყავდა საბერძნეთსი, მერე ძალიან დიდი ჩავარდნა ქონდათ, ეხლა კი გამოასწორეს ნელ ნელა, მაგრამ ევროპული საშვალო დონეც არ ითქმის საბერძნეთზე, კაი გუნდი ყავს ეხლაც, მაგრამ შოტლანდიას ნორვეგიას არ ჯობია რათქმაუნდა, უბრალოდ არც ჩვენ ვართ უკეთესი და გვეშინია, ისე ერთი დონის ვართ, შეიძლება ბევრ რამეში ვჯობივართ კიდეც

• ეეე

როგორც გუნდი, რომ ჩვენზე უკეთესია, ამას არ უნდა დიდი ფილოსობია, ყოფილა შემთხვევები, უფრო დაბალი დონის გუნდს, მაღალი დონის გუნდი დაუმარცხებია, იმედია ახლაც იგივე მოხდება.

• სოსო

სოსოს-ს.წაკითხვა რომ არ დაგზარებოდათ შენ და მათ,ვინც შენ ლაიქები დაგიწერა,იქნებ ეს პოსტიც აღარ დაგეწერა.პოსტი სიგრძით კი არ ფასობს,არამედ იმით,რასაც ამ პოსტში ამბობ.მე,ჩემი სათქმელი ვუთხარი,აქ შემოსულ საქართველოს შვილებს,შენ კი,არც დაინტერესებულხარ,ისე გამოგაქვს,განაჩენი.მადლობა,რომ დისლაიქი არ დამიწერე,მაგრამ თუ წაიკითხავ,იქნებ შენც მოგეწონოს,ჩემი მსჯელობა.მოწონებას კი არ გთხოვ,წაკითხვას და დაფიქრებას გეხვეწები.ეს პოსტშიც მაქვს ნათქვამი.მოწმე ვარ,რა ხდებოდა თბილისში 1981 წლის 13 მაისს,გამარჯვების შემდეგ და ამიტომ,ვიცი,რასაც ვამბობ.

• ქართველი

ეს კაცი მართალია სადღაც რომ ვთქვათ ფეხბურთში ისეთ რამეებს კადრულობენ რომ ეს იმასთან გართობაა ცდათ ღირს რო რამე ამაში დასაძრახი არაფერია.

• არსენას

არსენ! ჩაატარებთ ეგეთ აქციას და ნაღდად წავაგებთ. მოვიგოთ ვაჟკაცურად და ყოველგვარი მივარდნებების გარეშე!

• Levani

ჯერ არ ყოფილა რო ფორმაში მყოფი ჩაკვე კიტე და ხვიჩა გვყოლოდა. რა დეერხათ გრეკებს...

• დავით 67

აბა დაიკრიჭე თამაშის მერე. ისე ფულის დადებას თუ აპირებ მასე, უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და მათ მიეცი. იმათ ისედაც ბევრი აქვთ.

• კიჭის

კიჭი და ჭირი შენ და შენ დამპალ ენას!

• Levani

უკეთესი გუნდი რომელია ხვალ გამოჩნდება მოედანზე. საქართველო მოიგებს, ეგენიც მოგვილოცავენ-დამსახურებულად მოგვიგესო და მიზეზებზეც იტყვიან ორიოდ სიტყვას. სველი მინდორი,გადმოფრენის გამო დაღლილობა და აშშ

• სა ქა რთ ვე ლო!

უნდა გავიმარჯვოდ აუცილებლად!! მაგრამ ამ ეტაპზე საბერძნეთს ჩვენზე ძლიერი გუნდი ყავს და ამას ნუ ვუარყოფთ, საფეხბურთო ისტორიაც ჩვენზე კარგი აქვთ და ნუ დავფრინავთ ღრუბლებში და დავაფასოთ მოწინააღმდეგე, ბრძოლით და მინდომებით უნდა მოვიგოთ თა ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ და ამათზე ძლიერი გუნდიც დაგვიმარცხებია სახლში! ამიტომ ყურადღებით და ადეკვატურად შევაფასოთ მოწინააღმდეგე

• არსენა

ქომაგებო, ქართველებო თუ გვინდა რომ ადვილად მოუგოთ ბერძნებს. ამაღამ 2-საათზე ბერძნების სასტუმროს წინ,მარტყოფის ველზე დავცხოთ გამაყრუებელი ყიჟინა....ხმაური,ქართული სიმღერები.ცეკვები გნიასი.დოლი.დუდუკი.გიტარა.ზურნა და ასე შემდეგ რომ მეტოქე არ დავაძინოთ მოსვენება არ მივცეთ მთელი ღამე და დღე...გარწმუნებთ უეჭველი მოუგებთ...

• სოსოს

საღოლ ძმაო ამხელა კომენტარის დაწერა რომ არ დაგეზარა და საღოლ კიდევ იმათ ვინც ეს მთლიანად ჩაიკითხა

• akopa

გაგვარგვევენ

• კიჭი

Saberdzneti gava magashi ori azri araa tyuilad geimedebat saqartvelosi daweret oriani saberdznetis

• Lasha

4:1 s movihebt

• ანი

კვარა და ჩაკვე მეიმედებით!❤️❤️

• ვ ტ ფ

ვისზე ლაპარაკობ?

• გიგას

იმედია შენს ცოდვას არ დაიდებენ ჩვენი ბიჭები და მოიგებენ!

• გიორგი-50

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი სუსტი წერტილი ეს თავით თამაშია... მამარდამ გამოსვლებზე უნდა მეტი გამბედაობა და სიზუსტე... ბურთი სველი და მძიმე იქნება, ამიტომ შორიდან დარტყმები და დამატებებზე მისწრება.... და კიდევ, მე ვუყურე საბერძ. -ყაზ. წინა თამაშს. თითქმის ყველა ბურთი კონტრშეტევაზე გაიტანეს... იმედია, სანიოლმა ეს დეტალიც გაარჩია... დაახლოებით, თანაბარი გუნდები ვართ, ამიტომ სპორტული იღბალი(როგორც ლუქს-თან) გადამწყვეტი იქნება... ხალხნო, სალოცავებს და ლომისას შევუთქვათ...

• ფეხბურთზე გადარეული ფანი, გიგა!

ხვალ ჩვენებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, თუ არ უნდათ, რო მტკვარში გადავხტე და ჩემნაირების ცოდვა არ დაიდონ.

• დავიდუს-ს

აქ დამოკიდებულებაზეა საუბარი,ერთი პოსტით უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევდა საქართველოს,სულ ესპანეთის სურათები უდევს,რავი დოლჩე გაბანას სუნამოების ფოტოსესია დადო თავის შეყვარებულთან ერთად და ერთი თბილისიდან გადაღებული ფოტო რა გაუხდა??

• დავიდუსი

გეყოფათ ვაი პატრიოტიზმი! რაც ილიამ ,მისი ჩემპიონობით საქართველოს გაუკეთა, იმის მეასედი გააკეთეთ და მერე ილაპარაკეთ!

• სოსო

ფიზიკური მომზადება გვაკლდებოდა.ერთი საათის,70 წუთის შემდეგ,გუნდი უკვე ვეღარ დარბოდა.

• საქართველო უპირველესად

ილია თოფურია ერთი კვირა საქართველოში იყო და ერთი ფოტო არ დაუდია "პირდაპირ საქართველოდან"!!

• სოსო

საკმაოდ მოზომილად საუბრობენ.ჩვენთან წარმატებული მატჩების ტრადიცია აქვთ და ამის გამოც არიან ძალიან იმედიანად.თუმცა თუ გავიხსენებთ ბერძნებთან ჩვენი შეხვედრების ისტორიას,ისინი ინტენსიურ ფეხბურთს გვეთამაშებოდნენ და ჩვენ ფიზიკურად ვერ ვქაჩავდით,ბოლომდე.დღეს ,რეალურად საქართველოს ნაკრებს ჰყავს მამარდა და ხვიჩა,რომელთა კლასის ფეხბურთელები,საბერძნეთის ნაკრებში არ არიან.გვყავს ფეხბურთელების დიდი ჯგუფი,რომლებიც მშვენიერ ფიზიკურ და სათამაშო ფორმაში შეხვდნენ ამ მატჩს,გვყავს სათადარიგოებიც,რომლებიც გამოვლენ და თამაშს შეინარჩუნებენ.ეს უკვე ის ნაკრები არ არის,ყოველი ძირითადის ფეხბურთელის არყოფნა,ამოუვსებ ხვრელს რომ გვიჩენდა.ჩვენც გვყავს ფეხბურთელები,რომლებსაც ამოცანის მიხედვით,სხვადასხვნაირად რომ შეუძლიათ თამაში და ჯანმრთლად მყოფი,შემქმნელი ნახევარმცველები,რომლებიც ამავე დროს,კარგ ფორმაშიც არიან შესულნი.ყველანაირ სერიას,კარგსაც და ცუდსაც,აქვს დასაწყისიც და დასასრულიც,ჰოდა რატომ არ უნდა დასრულდეს ბერძნებთან ვერ გამარჯვების სერია,ამ თამაშში?თუ იმასაც გავიხსენებთ,რომ გუსტავო პოიეტის ნაკრებმა 6 თამაში წააგო და ყველა გასვლაზე,რატომ არ უნდა წააგოს მეშვიდეც?სანიოლმა,სრულიად მოულოდნელი შემადგენლობა გამოიყვანა ლუქსემბურგთან და გუნდმა კარგად ითამაშა.გამოდის,რომ სანიოლს შესძლებია სწორი და არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება.ლობჟანიძის არ გამოძახება,იმ აზრისაკენ მბიძგებს,რომ ამ თამაშებისათვის,მას სათამაშო გეგმები აქვს მოფიქრებული და იმათ დაუძახა,ვინც ამ გეგმების განხორციელებისათვის სჭირდება.ცხადია,რომ ფეხბურთელებს მიცემული ჰქონდათ ინდივიდუალური დავალებები და ამიტომაც მოვიდნენ კარგ ფორმაში.ბუდუ ზივზივაძემ,ოთხი თვეა,შოკოლადი არ გამისინჯავსო და რამდენი აქვს დაკლებული,წონაში.კვირკველიაც,ნაკრებში რომ დააბრუნა სანიოლმა,როგორი იყო და ახლა როგორი გალასტულია.სულ ცოტა 20 კილო მაინც ექნება დაკლებული.მაინც ვფიქრობ,რომ ვინც შეასრულა სანიოლის მოთხოვნები,ისინი მოხვდნენ ნაკრებში,ხოლო ვინც რაიმე მიზეზით რაღაცა დააკლო,მათ არ დაუძახა.ყველას გვეშინოდა ჩვენი დაცვის შეცდომების და ლუქსემბურგთანაც გვქონდა,მაგრამ ნახევარფინალში,მეტოქემ სულ ორიოდე საგოლე მომენტი შეგიქმნას,რეალურად ბევრი არაფერია.რა თქმა უნდა საბერძნეთი უფრო ძლიერი გუნდია,რომელიც უფრო ინტენსიურად თამაშობს,მაგრამ ისე მგონია,მაგათ პრესინგზე,ჩვენებსაც მომზადებული ექნებათ,საკუთარი გეგმა.ჩაკვემაც დიდებული ფეხბურთი გვიჩვენა,კიტეც მშვენიერ ფორმაშია და ბერძნებმა უხეშობით და დაშინების მცდელობებით თუ არ სცადეს მათი განეიტრალება,სხვანაირად გაუჭირდებათ,მათი შეჩერება.აქ მსაჯებზეც ბევრინიქნება დამოკიდებული,თუმცა ჩვენ ბიჭებსაც სიფრთხილე მართებთ.საკმაოდ ხისტად თამაშობდნენ და ჩვენი ორი სამი კაცი,მსაჯს მკაცრად შეიძლებოდა დაესაჯა.კაკაბაძის ეპიზოდი ხომ არაერთხელ გავარჩიეთ და ჩაკვეც რამდენჯერმე აშკარად გაეთამაშა ყვითელ ბარათს.არასაჭირო ჯარიმებს იმიტომაც უნდა ვერიდოთ,რომ ბერძნები სტანდარტულებში სახიფათოები არიან,ხოლო შეტევის პირველი ხაზის უკან ბურთის ჩაწოდებით,საკმაოდ ბევრი გოლი გააქვთ.აქ ჩვენი საყრდენი ფეხბურთელების გარჯაზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.ძალიან იმედიანად ვარ,განწყობილი.თუ ბერძნები 10 წლიან არყოფნაზე ლაპარაკობენ,ჩვენ დიდ ტურნირზე არასოდეს ვყოფილვართ და ყველაფრიდან ჩანს,რომ ბიჭებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი,შეისრულონ თავისი და მთელი საქართველოს ოცნება.გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა შორის.საჭირო არ არის ემოციების კიდევ უფრო დაძაბვა.მივცეთ მათ წყნარად მომზადების საშუალება,ვისაც აქვს ბილეთი მივიდეს სტადიონზე და მათ ნაცვლადაც დაიგლიჯოს ყელის იოგები,ვინც ბილეათები ვერ შევიძინეთ.ახლა ერთად დგომის,ერთად გამარჯვების დროა.არაფერი აერთიანებს ერს იმაზე მეტად,ვიდრე დიდი ტრაგედია და დიდი გამარჯვებაა.ტრაგედია ღმერთმა აშოროს,ჩვენ ქვეყანას,დიდი გამარჯვება კი,ჩვენი მოსაპოვებელია.ერთად მოსაპოვებელი!ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გამარჯვება თუ დამარცხება,მხოლოდ საქართველოს ნაკრების კი არა,მთელი საქართველოსი იქნება.პოზიციას თუ ოპოზიციას,ნამუსს თუ უნამუსობას,რწმენას თუ მორალს,მნიშვნელობა აღარ აქვს.ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ყველამ ერთად უნდა გავაღწიოთ,ევროპის ჩემპიონატზე.გავიმარჯვებთ?ყველა ერთად გავიმარჯვებთ!წავაგებთ?ყველა ერთად დავმარცხდებით."ქართველები ცაში"ნანახი გაქვთ?ვისაც არ უნახია,ვურჩევ უყუროს.ერთ თვითმფრინავში,ყველანაირი ქართველი შეიყარა.ვაჟკაციც და უნამუსოც,მოღალატეც და ქურდიც,ბოზიც და პატიოსანიც,ჭამდნენ ერთმანეთს,"ჟუჟუნა წვიმა მოვიდა" რომაა სიმღერა,იმასაც კი,ყველა განსხვავებულად მღეროდა,მაგრამ თვითმფრინავი საჰაერო ორმოში რომ ჩავარდა და მის ამოსაყვანად,თვითმფრინავიდან გადასვლა და ერთად მიწოლა გახდა საჭირო,მფრინავებმა ფორმა გადააბრუნეს და შიგნიდან ჩოხა რომ იყო,იმ მხრიდან ჩაიცვეს.ყველა გაერთიანდა,გადავიდა თვითმფრინავიდან და თქვენ რა გგონიათ?ერთობლივი ძალისხმევით ამოიყვანეს თვითმფრინავი და საკუთარი თავი,ორმოდან.ის ორმოში ჩავარდნილი თვითმფრინავი,არეულ-დარეული,ერთმანეთს დატაკებული საქართველოს სიმბოლოა და მისი გადარჩენის გზაც,იქვეა ნაჩვენები.მხოლოდ ერთიანობაა,ჩვენი გადამრჩენელი.ხვალ,ეს ერთიანობა,ფეხბურთში გვჭირდება,მერე კი,ყველაფერში,რადგან ამის გარეშე,ვერ ვიარსებებთ.ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მას,ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ. ბევრი ვილაპარაკე,არა?მართლაც ასეა,მაგრამ ეს უნდა მეთქვა.იმედი მაქვს,წაიკითხავთ,იფიქრებთ და გულთან მიიტანთ. გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და მასთან ერთად,მთელ საქართველოს.

• პროვოკაციებს არ წამორგოთ ბიჭებო,

პროვოკაციებს არ წამორგოთ ბიჭებო, ეგენი ყველაფერს იკადრებენ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ერიდეთ გაყვითლებას. ათი კაცით თუ დარჩებით, ძალიან გაგიჭირდებათ. ხვიჩა უნდა ეცადოს თავიდანვე მაგათ გაყვითლებას, მერე უფრო გაგიიოლდებათ თამაში. წარმატებები!!!

• ციციკორე

ა, ელაპარაკე მერე ასეთებს. ზღაპრები, მითები, ზღაპრები, მითები :) საქმეს მივხედოთ, საქმეს.

• irakli

საბერძნეთს არც ეხლა და არც არასდროს არ ყოლია დაუმარცხებელი ნაკრები, ყოველთვის, ყველა ჩემპიონატზე ამახინჯებდნენ ფეხბურთს და ასე ითამაშებენ აქაც. მთავარია პროვოკაცოებზე არ ავყვეთ და ჩვენ შანსს ველოდოთ.

• დიმო

სადაც შვედეთს, ბულგარეთს და მაკედონიას მოვუგეთ, ბერძნებსაც მოვუგებთ. ბერძნებიც ამ გუნდების დონის არის. ეს ბერძნები არ იყო: 19 წლის ხვიჩა რმ ვერ გააჩერეს? 5 მცველი რომ დაიხვია საჯარიმოში? სალონიკში რომ გაუთანაბრა და ბურთი ცენტრისკენ წამოიღო? რატომ არ უნდა მჯეროდეს გამარჯვების? მჯერა კი არა ლუქსენბურგთან უფრო მეშინოდა , სიმართლე გითხრათ. გამოვლენ, ხვიჩა, ჩვენი ბიჭები და დადებენ ბეჭებზე. გჯეროდეთ ბოლომდე!!!

• გიორგი 11

მგონია, რომ ბერძნები პროვოკაციებს მოაწყობენ...

• თბილისელი

მე ვერ გავიგე რა გვაშინებს, მერე რა რომ ჯერ არ მოგვიგია მოდი განვიხილოთ ჩვენ მათ ცხრაჯერ შევხვდით და შვიდჯერ დავმარცხდით ამ შვიდიდან ხუთჯერ ანგარიში მიგვყავდა და რაღაც დაგვაკლდა ამის მხედვით სულაც არ არიან ჩვენზე ძლიერები უბრალოდ მაშინ ან ფეხბურთელები ან მწვრთნელები რაღაცას აკლებდნენ გუნდს, მაგრამ ახლა სხვა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ რაღაცას არავინ დააკლებს აბა გამარჯვება!!!!!

• იასონას ფალოსს

შენი პესიმისტი......

• რაბუ

ვინც იტრაბახა არავინ წასულა გამარჯვებული აქედან. თუ არ ჩავთვლით დიდ გუნდებს. მაგრამ დიდი გუნდები არ ტრაბახობენ, საქმეს აკეთებენ მშვიდად და მიდიან

• las

ყველაფერი არის ჩვენს მხარეს. პირველ რიგში დასავლური ელიტის ნება :) სახში ვთამაშობთ. უამრავი გულშემეტკივარი. დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა ბერძნებზე. გვყავს იტალიის საუკეთესო მოთამაშე ნაკრებში, ვისი მზგავსი ბერძნებს არც დაესიზმრებათ. არის კიდევ რამოდენიმე კარგი მოთამაშე. ბოლოს და ბოლოს ჩვენი დროც ხო უნდა მოვიდეს. აგერ ბოლო მაგალითი არგენტინა გახდა მსოფლო ჩემპიოანი? რატომ სხვას რომ დავანებოთ ტავი დრო იყო უკვე მოსული მათთვის. ასე რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ :)

• ირაკლი

არც ჩვენ გუნდშია ნაკლები განწყობა, ასე რომ ველოდებით ომს დინამოზე, ან მოგება ან არაფერი! ვთხოვ ყველა გულშემატკივარს ვინც სტადიონზე იქნება, სახლში მოიტოვეთ პრობლემები, კომპლექსები და ა.შ., ბევრად უკეთესი უნდა ვიყოთ ჩვენც, სხვანაირად არ გამოვა! Welcome to hell Greece!

• მორაგბე

ზუსტად ასეთი ერთიანობა ჭირდება ჩვენს ნაკრებსაც თამაშის წინ და არა ის სრულიად უაზრო და უტვინო კომენტარები, რასაც ამ საიტზე ვკითხულობთ ათასი ჯურის მომხმარებლებისგან!!!!

• ორდე

ოპტიმალური შემადგენლობა, ფსიქოლოგიური მზადყოფნა, დიდი მონდომება, ცოტა იღბალიც და ბერძნებს გადავუვლით!

• xisti

ჩვენ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს.

• Xisti.

30 წელი უფრო დიდი დროა აბა ჩვენ გვკითხეთ. თქვენ დასაკარგი არაფერი არა გაქვთ, მაგრამ თუ ძალიან გაგამწარებთ კონკრეტულად ჩვენთან წაგება ეგ სხვა საკითხია მაშინ გაბედეთ და უფრო ხმამაღლა თქვით ეგ. ქართულ ფეხბურთს ისტორია აქვს და საქართველო იმსახურებს დიდ ტურნირზე მოხვედრას ამას წყალი არ გაუვა. ნაკრები უფრო ძლიერი გყავთ აწყობილი გაქვთ ცხოვრება მაგრამ მთავარი თქვენთან ბევრი ანგარიში გასასწორებელი გვაქვს.

• ლაშა

დროა ქართველები გუნდურ სახეობებშიც გავძლიერდეთ! საბერძნეთთან ნავსი უნდა გავტეხოთ და პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ეს იქნებოდა სიმბოლური, რადგან ბერძნებმა სომხების მსგავსად სხვისი კულტურა მიითვისეს, ვითომ ევროპის ცივილიზაციის აკვანმა. რეალურად კი ევროპული ცივილიზაციის აკვანი კავკასიაა, კერძოდ კი საქართველო, თეთრი რასის სამშობლო!

• იასონას უდარი

აშკარაა,ბერძნებს ჩვენზე ადეკვატური ჟურნალისტები ყოლიათ,ძალიან ადეკვატური მოლოდინი აქვთ. წარმოიდგინეთ,პირიქით რო იყოს,როგორი მოლოდინები ექნებოდათ ქართველ ღურნალისტებს. ქეცბაიას იმის გამო ლანძღავდნენ,საფრანგეთს და ესპანეთს რატომ ვერ მოუგეო და ერთა ლიგაზე რას იზავდნენ. მოედანზე გამოჩნდება რისი მაქნისები ვართ ჩვენს და ისინიც. ფაქტი ის არის,რომ ჩვენთვის უხერხული მეტოქე არის და აქამდე ვერ დავამარცხეთ,თუმცა ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი ხდება,შეიძლება ის "ერთხელ" ხვალ იყოს. რაც შეეხება გულშემატკივარს,ეგ როგორც უპირატესობა,ისე წნეხია,გააჩნია ვინ თამაშობს. დინამო გაივსება,თუმცა ის არც მონუმენტალი,არც სელტიკ პარკი ან ენფილდ როუდია,ბევრი მიზეზის გამო ვერ არის.თუ ისე არ წავიდა საქმე,პირველივე ტაიმშივე დატოვებენ სტადიონს ანუ ოლდ ტრაფორდის დონეს გაუქაჩავენ,ესეც საქმეა ისე.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა

Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს

ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს

ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა