ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

სანიოლი 12 საათზე იტყვის - ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და ვინ მოხვდება განაცხადში?

დღეს, 22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელებს დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. ვხედავთ, რომ მწვრთნელები ჯერჯერობით გაფართოებულ შემადგენლობას ირჩევენ, საიდანაც 26-კაციან განაცხადს დააკომოპლექტებენ...

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის აქამდე აუხდენელი მიზანი შესრულებულია და დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვართ. ამისთვის ენერგია არავის დაგვიზოგავს, არაერთი ტკივილიანი საღამო გვქონია, გვინერვიულია, მაგრამ ოპტიმიზმი არასდროს დაგვიკარგავს. რა იყო მთავარი, რამაც საბერძნეთის ნაკრებთან ფინალი მოგვაგებინა? - ყველა ბოლომდე დაიხარჯა; იმ განცდამ და წნეხმა, რომ თუ არა ახლა, მაშინ როდისღა, ჩვენი ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ გულშემატკივრები უფრო მოტივირებული და ძლიერი გახადა.

ვილი სანიოლი გაგვიკრიტიკებია, მაგრამ არა როგორც ჩასაფრებულის პოზიციიდან, მიზანი ყოველთვის უკეთესი გუნდის ხელშეწყობა იყო. ფაქტია ის, რასაც აქამდეც ვწერდით - ფრანგი მთავარი მწვრთნელის საქმიანობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა; ის სწავლობდა საკუთარ შეცდომებზეც, ჩაგდებულ სანაკრებო პაუზას ყოველთვის უკეთესი მოსდევდა. ვილის აქვს სპორტული იღბალიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია...

ეს დიდი გამარჯვება გუნდმა შექმნა - შემართებით, ერთმანეთის შეცდომების დაზღვევით, გამოკვეთილი ვარსკვლავებითა და "ახალი მებრძოლებით"...

ევროპის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დროა, 14 ივნისი მალე მოვა და ერთგვარად საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა - გაცნობთ მეტოქეებს (თურქეთი, ჩეხეთი, პორტუგალია), მეტს გესაუბრებით ჩვენს ლეგიონერებზე. საქართველოს ნაკრები, როგორც ევრო 2024-ის მონაწილე, ამხანაგურ შეხვედრას აუცილებლად ჩაატარებს (ახლა მონტენეგროს შესახებ ვიცით). დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, რომელზედაც დაწერა ბავშვობის შემდეგაც კი გვიოცნებია - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატზე. საკადრო საკითხებზე დავას არ ვაპირებთ, უბრალოდ ვიმსჯელებთ სანიოლის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე (ამავე ლოგიკით, სასტარტო შემდგენლობის შერჩევა გადამწყვეტ მატჩებში გაგვიმარტივდა). მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს!..

კოვიდინფექციისას სამატჩო განაცხადი 26-კაციანი გახდა, შემდეგ კვლავ ტრადიციულ 23-ს დაუბრუნდა (შეხვედრაში 5 ცვლილება კი ძალაში დარჩა). ევროპირველობაზე ნაკრებებს 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნებათ. ეს მწვრთნელებს, პირველ ეტაპზე, საქმეს გაუადვილებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად აუცილებლად იბრძოლებს. ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარიერის უკეთეს გუნდებში გაგრძელების გზაზე დიდი გამოწვევაა და იმედი გვაქვს, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების იდეალურ ბალანსს შემოგვთავაზებს. ამ ბიჭებს ეს ძალიან სჭირდებათ. ჩვენი სავარაუდო განაცხადი სწორედ მოსალოდნელ რაოდენობაზე (26) განვიხილოთ.

მეკარეები (3 ფეხბურთელი)

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი - სადაც ცვლილებებს გამოვრიცხავთ, ეს მეკარეებია. გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე გარკვეული დრო (ამას მწვრთნელები მიმართავენ) გიორგი ლორიასაც მიეცემა, რაც მისი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის ერთგვარად დაფასება იქნება;

ცენტრალური მცველები (5)

სავარაუდოა, რომ საქართველოს ნაკრების განაცხადში 5 ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლიათ. არ დაგვავიწყდეს, რომ აქედან 3 ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

საბა კვირკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი, საბა საზონოვი, ლუკა ლოჩოშვილი ან გიორგი გველესიანი - როცა ახლა ტრავმირებული "კოპენჰაგენის" მცველი დავით ხოჭოლავა ფორმაში იყო, სანიოლის ნაკრების შეუცვლელი წევრი გახლდათ. დარჩენილ დროში მას სასურველ კონდიციებში დაბრუნება გაუჭირდება და ევროზე თამაშის დიდი შანსი არ ექნება. საბა საზონოვი "ტორინოში" ბევრს დროს ვერ იღებს, მაგრამ გვჯერა, ფრანგი სპეციალისტის სიაში ადგილს დაიკავებს.

ფლანგები (6)

საქართველოს ნაკრების თამაშში ფლანგის ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში სჭირდებათ. გვგონია, რომ აქ მაქსიმალურად საკადრო მრავალფეროვნება და კონკურენცია უნდა ვნახოთ.

ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ირაკლი აზაროვი - შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ფლანგებზე სამი ალტერნატივა მეტისმეტია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აზაროვის პერსპექტივის ფეხბურთელს ევროპირველობაზე დრო უნდა მიეცეს და ირაკლიმაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, მწვრთნელის დავალებები ზუსტად გაითავისოს; ლევან შენგელიას დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!.. ამავდროულად, საბა ლობჟანიძის სტილისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელზე, რომელსაც საჭირო დროს შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე გამოიყენებ, უარის თქმა რთული იქნება.

აქვე შეგახსენებთ, სანამ ნახევარდაცვასა და შეტევაზე გადავალთ, 26 ადგილიდან 14 დაკავებულია.

ნახევარდაცვა (8)

გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა გაგნიძე ან გაბრიელ სიგუა - კანკავას ნაკრებში დაბრუნება და შემდეგ მისი, ფაქტობრივად, უთამაშებლობა, დასკვნების გამოტანას გვირთულებს. ახალგაზრდების მნიშვნელობაზე თუ ვსაუბრობთ, ასეთები 21-წლამდელთა ნაკრებიდან გაგნიძე და სიგუა არიან.

შეტევა (4)

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია - თუკი სანიოლი გუნდში ოთხი შემტევის ყოფნას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ეს ოთხეული ხელშეუხებელი უნდა იყოს.

მოუთმენლად ველით ევრო 2024-ის დაწყებას!..

ევრო 2024-ის განრიგი - როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს

• ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.

მე რომ მკითხოთ, ძლივს გავედით ევროპაზე. დღეს საქართველოს ჰყავს ოთხი ფეხბურთელი. მამარდა, კვარა, ჭაკვე და ჟორჟი. სხვები საშუალო დონის ფეხბურთელებია. ეს არ არის მესხისა და ყიფიანის პლეადის სიძლიერის გუნდი. რადგან ევროპაში გასვლის, ასეთი საშუალება არ გვქონდა, შესაბამისად ვერ გვაფასებდნენ. დღეს, დაცვა საერთოდ დირკაა. მამარდა, რომ არა.. ნახევარდაცვა ბურთს ვერ იკავებს. ზაურ კალოევის მერე თავით მოთამაშე, არავინ გვყოლია. არაუშავდა ჩივაძეს. დღეს, ბურთის უაზრო, უკან-უკან ტარება, ფეხბურთი არ არის. სად არის ძველი ქართული შემტევი ფეხბურთი. ამიტომ გუნდს და სანიოლს, ბევრს ნუ მოვთხოვთ. როგორც იტყვიან, ამას არ უნდა "კრაჭუნი". სათქმელი ბევრია, ალბათ გამიგებთ.

• თავაშვებულ ახალგაზრდათა ლიგა.

სანიოლს უჯობს, პირველ თამაშამდე წარმოადგინოს სია, თორემ მიიღებს, დამანგრეველ აქციას რუსთაველზე. გუნდი გააძლიეროს გრიგორიადისით, მარცხენა ფრთაზე, მაგარი პროვოკატორია.

• უსაქმურ ახალგაზრდათა, საქმიანი კავშირი.

მატჩის დაწყების წინ, თუ არ იქნება შემადგენლობის სია, სანქციები სანიოლს და ყველა რუსთაველზე. მიზეზი იქნება გართობა ხომ გვინდა.

• ლექსო

ღმერთმა არ ქნას მამარდაშვილმა ტრავმა არ მიიღოს და სხვა შემთხვევაში როგორ მიეცემა სათამაშო დრო ლორიას?პორტუგალიასთან 5:0 ს წავიყვანთ თამაშს და შევუშვებთ?მაგარი ანალიზია რა!?

• ქომაგი

ყაზაიშვილი როგორც ჩანს ნაკრებში ორი რამის გაო არაა: 1. ფორმა არ შეესაბამება ნაკრების დონეს. 2. ნაკრებში დალაგებულ სიტუაციას არავინ აარევინებს. https://formulanews.ge/News/77967?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0gvwLDwTC2KYqZ-ia3tvO-QRQzrcaUMpiVOX7pzgyOdiq9-pnICNuqBNM_aem_AUrfrI3cxRUxpPN70u4Vl3W5fZilruw2usU3Dfga_sw3_G43a3pEXRXf3DoXoLA3UXzCs9LeHUD1ianmb07j28C6

• ika

არაბიძე გამოუშვი !

• მწვრთნელი

გაგნიძე, სიგუა და შენგელია სავარაუდოდ არ იქნებიან ევროზე!

• გიო

თუ იცით დაწერეთ ძალიან გთხოვთ სად იქნება პირდაპირ ეთერში რო მოუსმინოთ სანიოლს

• las

სიგუა რათქმაუნდა რა გაგნიძე. რუსეტის ფარჩაკ გუნდში ძირითადში ვერ ხვდება და იქიდანაც აგდებენ

დისციპლინა ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია, როდესაც არაბიძეზე ვსაუბრობთ რათქმაუნდა იმსახურებს და უნდა იყოს კიდევაც მისი დონის ფეხბურთელი ნაკრებში, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ დისციპლინას ემდურებიან? ამას ხომ ჩვენ გულშემატკივრები ვერგავიგებთ და მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, შესაძლოა ფეხბურთელი ძლიერი იყოს მაგრამ თავისი ცუდი დისციპლინით გუნდი არიოს მე არვიცი კონკრეტულად რას ედავებიან, მაგრამ ჭორები ტყუილად არ ვრცელდება, შესაძლოა ეგ ჭორები წარსულს ჩაბარდა და ეხლა გამოასწორა ის შეცდომები, თუმცა მთავარი მწვრთნელისთვის ალბათ ჯერ ვერა.

თქვენ ვის ჩაანაცვლებდით? რომელმა არ დაიმსახურა ნაკრებში თამაში?

• Temo

ახალგაზრდებიდან სიგუა აუცილებლად წასაყვანია

• Deme

Qvilitaias magivrad arabidze an salia caikvane jobia

• ლაშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა 1. გიორგი ლორია (მეკარე, IV ვიცე-კაპიტანი) 2. ოთარ კაკაბაძე (მარჯვენა მცველი, III ვიცე-კაპიტანი) 3. ლაშა დვალი (ცენტრალური მცველი) 4. გურამ კაშია (ცენტრალური მცველი, I ვიცე-კაპიტანი) 5. სოლომონ კვერკველია (ცენტრალური მცველი) 6. გიორგი ქოჩორაშვილი (ცენტრალური ნახევარმცველი) 7. ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა ნახევარმცველი) 8. ბუდუ ზივზივაძე (თავდამსხმელი) 9. ზურიკო დავითაშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი) 10. გიორგი ჩაკვეტაძე (ნახევარმცველი) 11. გიორგი ქვილითაია (ცენტრფორვარდი) 12. გიორგი მამარდაშვილი (მეკარე) 13. გიორგი გოჩოლეიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი) 14. ლუკა ლოჩოშვილი (მცველი) 15. გიორგი გველესიანი (ცენტრალური მცველი) 16. ნიკა კვეკვესკირი (ცენტრალური ნახევარმცველი, II ვიცე-კაპიტანი) 17. ოთარ კიტეიშვილი (ნახევარმცველი) 18. ვლადიმერ მამუჩაშვილი (საყრდენი ნახევარმცველი) 19. ლევან შენგელია (მარჯვენა შემტევი ნახევამცველი) 20. ჯაბა კანკავა (საყრდენი ნახევარმცველი, კაპიტანი) 21. გიორგი წიტაიშვილი (მარჯვენა ნახევარმცველი) 22. გიორგი მიქაუტაძე (თავდამსხმელი) 23. ლუკა გუგეშაშვილი (მეკარე) 24. ? 25. ? 26. ?

• ახალგაზრდა

12 საათამდე ვაძლევთ ვადას, რომ გაასაჯაროვოს სია და შეუთანხმოს ახალგაზრდობას, თორემ დავუწესებთ საბქციებს

• ამირანა გამყრელიძე

ხოჭოლავამ ითამაშოს ხახოლების ნაკრებში,ვისაც საკუთარი სამშობლოსი რცხვენია,რა უნდა საქართველოს ნაკრებში?!ხოჭოლოვას სანკრებო კარიერა დასრულებულია წერტილი და მორჩა. ეხლა არ ატყდეთ ქოციო,ნაციო და ა.შ.გასაგებად თქვა ხახოლების მლოკველმა რომ საკუთარი სამშობლოსი რცხვენია,ქართველობის რცხვენია,პოლიტიკური აზრები არ მაინტერესებს... მთავარია სამშობლო უყვარდეს და ქართველობის არ რცხვენოდეს....

• ნიკა

კი მარა რა დანასაული აქვთ ყაზაიშვილსა და არაბიძეს? მინიშნებით მაინც გაგვაგებინონ.ამ ბიჭების დატოვება ალბათ ბევრ კითხვას დატოვებს. არ უნდა დატოვონ გველესიანიც, რატომ ექცევიან ასე ამ ბიჭს ესეც გაუგებარია.

• რონი

პენალტის კარგად დარტყმის გამო თუ წაიყვანს კაცი კვეკვესკირს ევროზე თორემ მაგას რაუნდა იქ? ან ნაკრებშიც აქამდე რატომ იძახებდნენ კლუბშიც აღარ ათამაშებენ და უშვებენ გუნდიდან. არაბიძე ნაკრებში უნდა იყოს სკამზე რომ დასვან ბოლო 10-15წუთი ათამაშონ არაფერი დაშავდება. მაგრამ მაგის იმედი არ მაქვს არ დაუძახებენ მამუჩაშვილი აქ არ ყავთ? სკამს მაინც გაათბობს აბა სხვა არაფერი სარგებელი მაგას არ მოაქვს.! ფედერაცია ნახეთ თუარა 1-2 ისეთ ფეხბურთელს ჩააკვეხებს პირს დაგვაღებინებს... ფული ჯოჯოხეთს ანათებს

• kesha

რა გაგნიძე მეგობარო კარგი რა, მოსკოვის დინამოში სკამს ხეხავს და ან კიდევ ახალგაზრდულში რა თამაშებიც ითამაშა ამ ბოლო დროს ყველაზე სუსტი იყო.

• inviz9

ოქრიც უნდა წაიყვანოს და არაბიძეც-სიგუა, კანკავა და მექვაბიშვილი არ არიან წასაყვანი თანაც 3 კაცით იზრდება განაცხადი. შეცვლაზე მაინც გამოიყვანს არაბიძეს და მისი ერთი ჯარიმით შეილება შედეგი შეიცვალოს კონკრეტულ თამაშში საშუალება რომ არ იყოს კიდევ მესმის მაგრამ 26 კაციან განაცხადში უნდა მოხვდეს არაბაც და მაშინ ნახეთ მისი თავდადება თუ კი ნდობა გამოუცხადეს-ტორპედოში თავის არ მოკვლა აქ საზომად არ გამოგვადგება-ეს ხომ ევროპის ჩემპიონატია და ნახევარ საათს ყველა მაქსიმალურად მოტივირებული ითამაშებს-თუნდაც არაბა და პლიუს მისი ტექნიკა და დარტყმა-მგონი წაყვანა მაინც ღირს -რა იცი რა დროს გაისვრის ცხრიანში კედელზე დაკიდებული თოფივით. რასაც სამწუხაროდ ვერც სიგუასა და ვერც მექვაბიშვილისგან ვერ ველოდებით

• ამატაკი

დიდი მადლობა კანკავას, ყველაფრისათვის. მაგრამ ამ მომენტისათვის არაბიძე და ორი ახალგაზრდიდან (სიგუა, გაგნიძე) ერთი მაინც, აუცილებლად უნდა მოხვდნენ შემადგენლობაში. ეროვნული ჩემპიონატის პატივისცემის ნიშნად მაინც, სხვას თუ ვერაფერს ხედავთ ამ ბიჭში (არაბიძე). რაც შეეხება სანიოლს, მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ მისი დამსახურებები ცოტა გაზვიადებულია, ევროს ჯგუფში ჰქონდა ძალიან თვალშისაცემი უხეში შეცდომები. ისეთი შეგრძრნება რჩება, რომ ჩვენი ნაკრების პოტენციალი ბოლომდე არ არის გახსნილი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ეხლა გვყავს თაობა, რომელსაც შეუძლია კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მთლად ხორვატია თუ არა სადღაც ავსტრია- ჩეხეთის დონეზე მაინც. სამწუხაროდ სრულებით შესაძლებელია ეს ყოველთვის ასე არ იყოს. ჩვენნაირ ქვეყნებს აქვთ გარკვეული პერიოდულობით ჩავარდნები (მაგ. უნგრეთი). სწორედ ეხლა გვყავს კარგი საფეხბურთო თაობა და მისი პოტენციალის სრულად გამოვლენა ძალიან წაადგება მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

• Shavi kaci

არაბიძეს მე პირადად ნაკრებში უთამაშებელი ოქრიაშვილი მირჩევნია.. ოქრიაშვილი არის დაღვინებული არაბიძე რომელმაც ნაკრებში არაერთხელ დაამტკიცა რომ პატრიოტი ვაჟკაცია რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე ირჯებოდა.. არაბიძე კარგი ბიჭია უბრალოდ მოედანზე არ ჩანს და 10 კაცს უწევს თამაში 11ის წინააღმდეგ ეგ ხომ ფაქტია გადახედეთ ტორპედოს თამაშებს..

• მირო

სანიოლს ვაკრიტიკებდითო,მე ეხლც მგონია,რომ სანიოლი ევროპაზეც ბევრ შეცდომებს დაუშვებს.მართლი გითხრათ,იმედი მქონდა წავიდოდა,როგორც თვითონ აცხდებდა,მგრამ გადიფიქრა,როდის მიეცემოდა კიდევ ევროპაზე მოხვედრის შანსი?უფრო გამოცდილი მწვრთნელი რომ გვყავდეს,ეს ბიჭები ბევრს მიაღწევდნენ.მე უფრო ჩვენი ბიჭების ოსტატობის,მონდომების და შემართების იმედი მაქვს,ვიდრე სანიოლის.

• zura222

არც გაგნიძე არც კანკავა ! ორივეს გამოძახების პირველი მომხრე ვიყავი და ეხლა სხვა აზრზე ვარ--გაგნიძე მგონი საერთოდ არარ თამაშობს და ნაღდად არ იქნება ფორმაში და რაც მთავარია კაანკავამ მაგრა გამიცრუა იმედი-ძალიან ცუდად გამოიყურებოდა რაც ითამაშა ეხლა ნაკრებში

• ბუხუტი

აუცილებელია აზაროვი საზანოვის დამატება და რათქმაუნდა არაბიძეეე!!!!რას ერჩიან ამ ბიჭს პირადი წყენები დეივიწყეთ ბიძია და წეიყვანეთ არაბიძე ევროპაზე ახლა წყენების დროი არაა მარტო თქვენ არ ხართ ხალხი ითხოვს ნაკრებში იყოს ვისაც ეკუთნის და ნუ ახურებთ

მანჯგალაძე ტორპედოს აღზრდილია?

• Ქუთაისი

მე ვფიქრობ გიული მაჯგალაძე უნდა წაიყვანოს სანიოლმა. ტორპედოს აღზრდილი ფეხბურთელის ნაკრებში თამაში ფანტასტიკის სფერო უფრო არის,მაგრამ ტორპედოს ერთი წარმომადგენელი გიული მანჯგალაძის სახით კი აუცილებლად უნდა გვყავდეს ნაკრებში!!! ტორპეეეეეეედოოო

• ეროვნულიდან

კეჭაყმაძე და მესტვირიშვილი?

• ეროვნულიდან

კეჭაყმაძე და მესტვირიშვილი?

• ზაზა

აუუუ შეეშვით რა ამ პროფესორობას და თქვენს საქმეს მიხედეთ.მაგრამ უსაქმურები ხართ და დრო უაზრო კომენტარების წერით გაგყავთ.იცის სანიოლმა თქვენზე უკეთ ვინ წაიყვანოს და ვინ დატოვოს.მახსოვს ეს ვაი მცოდნეები იმასაც წერდნენ სანიოლი რგასაშვებია,ეგ რა მწვრთნელიაო

• სიმართლე

სრულიად გეთანხმები გაგნიძე მარტო იმიტომ არუნდა გამოიძახო ფულის გულისთვის დინამოს ზამენას რო ხეხავს ...არაბიძე წასაყვანია აუცილებლივ

• მამუკა

დაიწყეს ეხლა ექსპერტობა, თვითონ იცის ვინ უნდა წაიყვანოს და ვინ არა

• თავად ერჩის თავის თავს

ვინ რას ერჩის , თავად ერჩის თავის თავს. არსად ნახევარი სეზონი არ უთამაშია: შახტარი, ნასიონალი, როტორი, თურქეთი… ყველგან სკამზე სვამდნენ. ყველა კაცი თავად უშვრება თავის თავს. 26 წლის ხდება. გაიყვანა კარიერა სიზარმაცეში

• ხასანა ძია

გაგნიძე ნაკრებში და არაბიძე ნაკრებს გარეთ?სირცხვილია,ვიტყვი რომ ფედერაციას არ სურს არაბიძის წაყვანა

• რეზი

არაბიძეს რას ერჩით

• რეზი

არაბიძეს რას ერჩით/

• nikoloz

არა 26 კაცში არაა არაბას ადგილი არც 52_ში - ინტენსივობა არ უვარგა :)

• alexander

ქვილითაიას ვინ შეეხება! ის იმდენად ინტენსიურია, რომ არაბიძე ამოაგდო სიიდან))) არაბიძე უნიკალური ფეხბურთელია. შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს ნებისმიერი მატჩის ბედი, მაგრა ვიღაცას ზემოდან არ ევასება და ამიტომაც არის არაინტენსიური.

• მე არ ვარ ბოროტი

არ არის ბერძენი, როჟა უბრალოდ კაიფობს.

• gel-100

შე ჩემის ბერძენო თუ ფეხბურთი არ გიყვარს ნუ შემოდიხარ ამ საიტზე სხვაგან შედი,,სასწაული პირდაპირ კაცი საფეხბურთო საიტზე შემოდის და ნუ შეგვჭამეთო თითქოს ვინმე აძალებდეს აქ შემოსვლას,,სტადიონზე მიდიხარ და ფეხბურთის ყურება არ გინდოდეს აბა მაშინ რაღატო მიდიხარ სტადიონზე?? წადი მაშინ ოპერაში, თეატრში, კინოში

• სოსო

ალბათ გაგნიძეს ამოაგდებენ.შეცვლაზე ათამაშებენ,ბოლო 10 წუთს და ისიც არასისტემატურად.მხოლოდ თასზე დაუყენებიათ,ძირითადში,ხაბაროვსკში.მთელი აპრილის თვე გადავხედე.მოსკოვის დინამო,სამეულში კი იბრვის,მაგრამ უკვე რამდენი ხანია მანდ არის და ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.ორი წლის უკან,თითქოს უკეთესიც კი იყო,რასაც ვუყურებდი.ახლა,მხოლოდ ნაკრებში მიწევს,მისი ნახვა და ასე მეჩვენება.ბურთთან,თითქოს ძველებურად ვეღარ მუშაობს.რუსეთი ხომ მაინც რუსეთია და ტექნიკაზე მეტად,ათლეტიზმს აფასებენ.

• Temo

Qvilitaias magivrad salia gamoidzaxos da arabidze

• დათო

არაბიძე ნაკრებში! დაიმსახურა ამ ბიჭმა შანსის მიცემა! მით უფრო რომ 26 კაცამდე წაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა. მეტი რაღა უნდა გააკეთოს?! ულამაზესი გოლები გააქვს, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, საჯარიმოებს ასრულებს შედეგიანად, ნაკრებშიც როცა ათამაშეს, საჯარიმოდან გაუტანა ლატვიას, მაინცადამაინც პოლიტიკური პოსტები უნდა დადოს სოც ქსელში რომ მიიწვიონ?!

• lm

არაბიძე ჩაგეკვეხებიათ სადმე მაინც.

Chakvetadze ratom ar aris?

• მ.მ.

ლობჟანიძეს და აზაროვს ეკუთვნის.

• სოსო

გერმანიაში კი არა,მანამდე დანიშნულ ამხანაგურებში ვთქვი მისი გამოცდა,შეკრებაზეც ხომ შეხედავს.თუ ფიზიკური მომზადებით გავიდა სათანადო დონეზე,ტექნიკაში არც ახლა ედავება ვინმე.სანამ ცვლილებები კიდევ შეიძლება,კარი ბოლომდე არავის უნდა დაუხშო.ზოგიერთი ვაიგულშემატკივრებისათვის რომ დაეჯერებინათ,ახლა ნაკრების პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელი,უკვე დიდი ხნის ჩამოშორებული იქნებოდა ნაკრებიდან.მგონი მხოლოდ მამარდაშვილია,ვისზეც ჯერ არავის უთქვამს,მოაშორეთო ნაკრებს.

• ზაალ

ძირითადად სანიოლს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ არაბიძე არ აიყვანა ნაკრებში. არაბიძის ან ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების წინაამღდეგი, როგორ შეიძლება იყოს კაცი, მაგრამ შემადგენლობას აყენებს მწვრთნელი და შედეგზეც ისაა პასუხისმგებელი. გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.

• გ.ზ.

მსოფლიოზე განაცხადში 26 ფეხბურთელი ყავდათ გუნდებს.იქნებ ევროზეც ასე იყოს.ამიტომ კიდე 3 ფეხბურთელია დასამატებელი.რაც შეეხება ახალ სისხლს და ფეხბურთელების გამოცდას.უკვე აზრი არ აქვს.არც ამხანაგურში და მითუმეტეს ევროზე.ახალი ფეხბურთელები შემოდგომაზე უნდა გამოიცადოს.რადგან ევრო ისეთი ტურნირია.ბევრმა სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულო.ამაზე კაი მონენტი არ არსებობს ფეხბურთელისთვის.იმ ფეხბურთელების არ წაყვანა ვინც ეს 2 თამაში ითამაშა უსამართლობა იქნება.არც გვყავს შემცვლელი.კანკავას არ წაყვანა საცოდაობა იქნება.არ უნდა გამოეძახებინათ საერთოდ ეხლა.ლობჟანიძეს ეკუთვნის წაყვანა და ხოჭოლავა თუ შევა ფორმაში.ისე არა.

• alexandre

ვააა. კაშიასაც ჩემსავით უტირია!

• გიორგი

ნუ შეჭამეთ რა ამ არაბიძეთი ტვინი. დაიწყეს ეხლა ისევ პროფესორობა და თავის ნათესავების დარეკლამება. ვინც საჭიროა ის ითამაშებს და ამას სანიოლი გადაწყვეტს და არა თქვენ ბირჟაზე.

• გიორგი

ჩემი აზრით გიორგი მაკარიძე ჯობია გუგეშაშვილს ბევრად. ლობჟანიძე და ყაზაიშვილიც დასაფიქრებელია..

• Bs

ლობჟანიძე როგორ დაგავიწყდა პატივცემულო? გადრანი უნდა გამოიცადოს! სიგუა ჯერ არ ჩანს სანაკრებო მზად, მარადიშვილიც უნდა გამოიცადოს, ქვილითაიაზეც ასე ცალსახად ვერ ვიტყვი რომ უნდა იყოს, რადგან მას შესაძლოა ვოლკოვი სჯობს, სანახავია იმ დროისათვის ვინ როგორ იქნება. კვეკვესკირს მადლობა და წარმატებები, მაგრამ მარტო შორეული პასები დღეს ძალიან ცოტაა ფეხბურთში. ჯაბა ძალიან მენანება მაგრამ მგონი ის აღარ არის მართლაც რაც გვახსოვს და მარადიშვილმა თუ ივარგა (როგორ ვთქვა ეს, მაგრამ), მაშინ ჯაბას უნდა დავეშვიდობოთ, ოღონდ ისე არა როგორც მანამდე , უმადურად და უხმოდ რომ წავიდა, თუ გაუშვეს (არა აქვს ახლა მნიშვნელობა), ამხანაგურების მეორე თამაშით, 9 ივნისს რომ გვაქვს მაშინ გავაცილოთ ლამაზად, როგორც მას ეკადრება ისე. სხვა ისეთი არავინ მახსენდება უცებ

• სოსო

ნაპოლეონ,ყოფილების პატივისცემაზე ლაპარაკობ,რას მიქვიაო და შენი სახელი რას ნიშნავს,იმ ყოფილი ნაპოლეონ ბონაპარტესს სახელზე ხომ არ დაირქვი,შემთხვევით?

• ნუგო

ყველას პატივისცემა ჩემგან ბიჭებმა მაინც გააკეთეს თავიანთი გასაკეთებელი და ისტორია დაწერეს. ჩემი აზრით კვარას და ჩაკვეს მერე ნაკრების უეჭველი მოთამაშე ერთი გიორგი არაბიძე უნდა იყოს. დაიმსახურა მან ნაკრებში თამაში

• შახრუდინი

გენაცვალოს ჩემი თავი ძმაო მაგრამ მთლად ფეხი რომ მოიტეხოს კვეკვესკირმა მაინც უნდა წაიყვანო ევროზე მაგ გატიანილი პენალტის გამო ჩვენი ოცნების წერტილის დამსმელი.რას ლაპარაკობ ძმაო როგორ შეიძლება კვეკვესკირის დატოვება

• მირო

ლობჟანას ესე ადვილად ვივიწყებთ? ვფიქრობ ქოჩომ ისე დაალაგა ცენტრში რო ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯაბა ან ერთი კაცი ნახევარდაცვიდან უნდა მოაკლოს და ან თავდამსხმელი ან შემტევი ფლანგელი უნდა დავამატოთ.

• დავითი

არ დაერია მეგრელებს ერთიანად? :)

• ixvi

ჩვენი კაპიტნები - კანკავა, კაშია, ლორია - აუცილებლად უნდა იყვნენ ევროზე, გინდაც არ იყვნენ ფორმაში, მარტო მათი დაფასების მიზნად თუნდაც. უხანგრძლივესი კარიერა გაიარეს, ჭირში და ლხინში იყვნენ ნაკრებთან ერთად. ახალგაზრდებს ბოდიში, მაგრამ ამ ხალხის არწაყვანა არ შეიძლება. ნუ ლორია მაინც მეორე მეკარეა, კაშია - ძირითადი მცველი, ისინი ყველა ვარიანტში იქნებიან, უფრო კანკავაზე მაქვს საუბარი. უნდა იყოს ჯაბა ნაკრებში ევროზე.

• ნაპოლეონი

დააკვირდი რა მამალ ნაცებს ყველას გამოხმაურება გამორთული აქვთ. . .რას მიქვია მთავრობა და ქვეყანა. . მთავრობა ქვეყნის არჩეულია და როცა იქ ამბობ ამას ესეიგი შენი ხალხის გამო გრცხვენია. . ეგ ბიჭი არავითარ შემთხვევაში. . არ მაინტერესებს საერთოდ. . .ხოჭოლავას ე.წ ქომაგები ლობირებენ,ხოლო ეგ ქომაგები კი ნაცბანდის ბრიგადაა. . . როცა ეკითხები ყველაზე მაგარი ვინააო,ნუ ცხადია ჯვარს გვერდს ვერ უვლიან მარა მეორეზე ყველა ერთხმად კაშიას ასახელებს. . . რა არის რეალურად კაშია ლიდერი?. . კანკავას რომ სამკლაური გადაუგდო მაგის მერე რა ლიდერი არა იხვი. . . კაპიტანი შენ ხარ და რას მითქვია ყოფილის პატივისცემა.სხვანაირად და სხვაგან თუ ძაან გულით გინდა. . . ეხლა კანკავას სავარაუდოდ ჩასვამენ და სხვა ღირსეულს დატოვებენ. . .საერთოდ კომენტარებს რომ ვკითხულობ ყველა თავისას ლობირებს,არავის ანაღვლებს ნაკრები. . ეხლა უკვე ისეთი სურათი იკვეთება რომ მთავარია გავედით ,ნუღა მოვთხოვთ ბევრს. . . რას მითქვია ნუღარ მოვთხოვთ. . დიახაც უნდა მოვითხოვოთ და რა გამოვა ეგ სხვა საქმეა. . უბრალოდ ,აი ხოჭოლავას მთავრობისა სცხვენია და მე კი ე.წ ქომაგის. . . პუტინ ხუილოს მსოფლიოში არავინ ყვირის. . რატომ ისლანდიასთან უკრაინელები არ ყვიროდნენ,ვინმეს აქვს ამ კითხვაზე პასუხი,?. . . მე ვსვამ კითხვას ,რატომ სხვები არ ყვირიან პუტინ ხუილოს.მერე კიდე და ეს ზღაპრის ბოლოა თუ დასაწყისი რა სასტადიონო სიმღერაა ვერაფრით ვხვდები. . სადაა ქართული დოლი,გარმონი,კლარნეტი,ბუკი დაფდაფი თუნდაც. . . ლექტრონული მუსიკით აღნიშნავდა გამარჯვებას ეს უსამშობლო თაობა. . . სად იყო ან ჩაკრულო ან მრავალჟამიერი. . მეგრელებს რომ კითხო ისევ მეგრელმა მოგვაგებინაო და თქვე დალოცვილებო მოითხოვეთ თუნდაც დოუნანა,რა არ წავა?!. . . ან თუნდაც ბერი ბიჭო ოროლაო. . .ხორუმი . . აუ რამდენი მოგვეძებნება და ევროპაზე იმენა ჰიტად ვაქცევთ,მარა არა არაევროპულს ხომ არ გავაკეთებთ არა?!. . .ქართველები ვართ როგორ გეკადრებათ,შინ ევროპაში მიმავალთ. . . და ღმერთმანი ოლეოლეოლეც რომ არ გაქვთ რელერტუარში?!. . .

• დათო

არაბიძე ნაკრებშიიიიი!

• BOSS

ქვილითაიას მაგივრად საბა ლობჟანიძე აუცილებლად.მიუხედავად პენლის გატანისა სხვა მხრივ კვეკვესკირის წაყვანა არ შეიძლება-ასეთი ნელი ნახ მცველი და ამდენი წუნის მქონე განაცხადში არ უნდა იყოს.არც ხოჭოლავაა ნაკრების ღირსი.თუმცა 100% დარწმუნებული ვარ,რომ ქვილითაიაც წავა და კვეკვესკირიც სამწუხაროდ….

• gel-100

ოეე წერტილო აქ რო აკომენტარებ სახელი მაინც დაიწერე რამე რა გაშინებს,,იქ და იმ ვითარებაში სადაც ხოჭოლავამ ეგ თქვა ზუსტად ასე მრცხვენია ჩემი ქვეყნის და მისი მთავრობისო,,როცა უბანში დგახარ ან სამეზობლოში ჭორაობ მაშინ შეილება მთავრობა ქვეყანასთან არ გააიგივო მარა როცა უცხოეთში უცხოურ გამოცემას აძლევ კომენტარს დიახაც მთავრობა იგივე ქვეყანაა შენი რომელიც გააკრიტიკა და მრცხვენიაო თქვა იმის გამო რო უკრაინაში თვითმფრინავი არ გაუშვით ბიჭებით დატვირთული საომრად,,გაიგე ეხლაა??

• ასემგონია

არავინ ამბობს და არც თავად აქვს სასტარტოზე პრეტენზია, მაგრამ ახალი სისხლია საჭირო და ახალგაზრდები უნდა გამოიცადონ. სიგუას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე შეუძლია მიხმარება.

• gel-100

სპორტალ ლორიამ წითელი მიიღო დისკვალიფიკაციას მიცემენ და სავარაუდოდ ვერ ითამაშებს ევროზე პირველ ორ თამაშს (იმედია არ დაავიწყდებათ და საშარო არ გახდება) ასე რომ ჯობია მასწავლებლად (ასისტენტათ) წაიყვანონ ვიდრე ფეხბურთელად,,მინდვრის ფეხბურთელებს რაც შეეხება,ვფიქრობ დებიუტანტი ნაკრებისთვის რომელიც სტაბილურად პირველ ნომრად თამაშს არც მიჩვეულია და არც მისცემენ მეტოქეები მაგის საშუალებას კლასიდან გამომდინარე ოთხი თავდამსხმელი ნამეტანია და ჯობია ნახევარმცველი დაამატონ რომელსაც შეუძლია შეტევით ფაზაში ყველგან თამაში მათ შორის ცრუ ცხრიანადაც როგორც ზურიკოს და სიგუა მეგულება ასეთად თუ ჯამრთელი იქნება მაგარ ჯანზეც არი ბიჭი და თან ახალგაზრდაა და თუ ახალგაზდებს არ მივეცით შანსი მომავალში რას ვშვებით?? ეხლა ალბათ ბევრი დამიწერს დისლაიქს ამის დაწერის გამო (მან ხო პენალი გაიტანაო) მარა კვეკვესკირის ბოლო თამაშები ნახეთ გინდ ნაკრებში და გინდ კლუბში ძაან აქვს მოკლებული ამ ბოლო დროს მითუმეტეს,ვენაცვალე გულში და ადამიანობაში მარა როგორც ფეხბურთელი ჩანაცვლებას საჭიროებს დიდი ხანია,საერთოდ მაკედონიასთან ფინალის წამგები ფეხბურთელები ნელა ნელა უნდა ჩაჩოჩდნენ ვნახეთ უკვე მაგათი თამაში რომელ მეტოქეებს ყოფნის მეტი კიდე არ შეუძლიათ და მაინცდამაინც საშვილიშვილო შეცდომა უნდა დაუშვან ან ავტოგოლი გაიტანონ რო ჩაანაცვლოოთ?? არაბიძე კიდე რავიცი საქართველოს ჩემპიონატში ნათამაშები ფეხბურთით რასაც ეგ თამაშობს ვის გგონიათ რო თუნდაც საბერძნეთთან როგორი თამაშიც იყო ეგეთ თამაშში რამეს შემატებდა ნაკრებს?? აა ჰოო პენალტებშიიი

• გოგა

მე რა ვერ გავიგე იცით, ეს კვარა როდის მერეა თავსამსხმელი? კვარა არის გარემარბი და მარცხნივ გრძნობს თავს ყველაზე კარგად, პოზიციებს თუ იცვლუს მწვრთნელის დავალებით, ეგეც კარგია ზოგჯერ, მაგრამ თავდამსხმელი არა კვარა და კიდევ ბევრ ცვლილებას არ გაკეთებს სანიოლი, ვინც გაგვიყვანა ევროპაზე, ძირითადად მაგ ხალხს დაეყრდნობა და ეს ლოგიკურიცა, ამხანაგურებზეც არ გამოიძახებს სხვებს, ამ გუნდთან ერთად რაც არ მოსწონს იმ კუთხით ამუშავებს ბიჭებს

• გრიხო

ნაპოლეონ, ავლიპას ხომ არ გამოექეცი?

• tobo

სიგუა ჯერ სიონის ძირითადის თუ არა ზამენაზე მაინც სტაბილურად მოთამაშე გახდეს და ნაკრებზე მერე იფიქქროს, ავტობუსით სიარული და ულვაშებში ჩაცინება არ კმარა, ვარჯიშებზე ბლომად ოფლი უნდა ღვაროს.

• Rezo

საბა ლობჟანიძის დატოვება როგორ შეიძლება? ძალიან ყოჩაღი ბიჭია, არაბიძეს რას ერჩიან ვერ ვხვდები?

• რონი

საბერძნეთან გამოჩნდა რომ შეტევის გაძლიერების რესურსი გუნდს აღარ გააჩნდა... ლობჟანიძეზე არაფერი თქმულა...... არაბიძეზე რაც არუნდა ვიძახოთ მაგ სტილის ფეხბურთელი არ გვყავს....... შორიდან მისნაირად ვინ ურტყავს ნაკრებში??? ჯარიმასაც კარგად ასრულებს.. ამხანაგურებში უნდა მიეცეს შანსი არაბიძეს გველესიანს იმედია ხოჭოლავაც აკრიფავს ფორმას მაგისნაირი გამოცდილი მცველი ბევრი არ გვყავს საჭირო კაცია..ქვილითაიას მაგივრად ვოლკოვი ჯობია. ამხანაგურებში ნახონ ვინ როგორ მოერგება ნაკრებს. დღეს კიდევ ვუყურე განმეორებით თამაშს და კვეკვეს პენლის გარდა თამაში ყველა პასი შეცდომით გააკეთა თუ მარტო პენლის გამო წაიყვანს არ ვიცი. მაგრამ მადლობა ბოლო პენლის კარგად დარტყმისთვის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ და სიგუა წაიყვანონ

• თეიმურაზიცაშვილი

დაამატეთ მარადიშვილი,ჭანტურიშვილი არაბიძე და მამაცაშვილი(საუკითესო მცველია) ააუცილებლად

• Achi

Sigua unda waixvanos da cotadro misces mainc axalgazrdebi unda wavidnen gamocdilebas miixeben bebrebs madloba gadauxafot daxmarebistvis

• Temo

Qvilitaia amosagdebia adgils ikavebs tyula

• გვარდიოლა

კვეკვესკირი კატასტროფაა

• დდდ

მეოთხე თავდამსხმელი აშკარად ზედმეტია, ქვილითაიას ნაცვლად, იქნებ, ლუკა გადრანი და გაბრიელ სიგუა გვესინჯა ამხანაგურებში? მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები გვჭირდება და მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა, ვერც ჩაკვე და ვერც კიტე 90 წუთს ვერ ქაჩავენ და მაგდენს არც კლუბებში თამაშობენ, ნებისმიერის ტრამვა კატასტროფა იქნება და ისედაც სუსტი შუახაზი საერთოდ გაქრება, კვეკვესკირი ვეღარ ქაჩავს სანაკრებო დონეს. თავის დროზე ქოჩორაშვილიც არ უნდოდათ, მაგრამ ბოლო თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ ყველაზე სუსტი მაინც ნაევარდაცვაა, რადგან სიღრმე არ აქვს და ისევ ცალკარას თამაში მოგვიწევს... კი ბატონო, მაგ ცალკარამ ევროზე გაგვიყვანა, მაგრამ იქ ფეხბურთის სათამაშოდ არ მივდივართ?!...

• მერაბი

ჩემი აზრით, არავითარი ხოჭოლავა! ნაკრებში მისი კარგი თამაში არ მახსოვს. სამაგიეროდ ის მახსოვს, ვითომ ტრავმის მიზეზით რომ არ ჩამოვიდა და კლუბში ითამაშა. ქვილითაიაც სუსტია დანარჩენებთან შედარებით და მის ნაცვლად კვერნაძის წაყვანა ჯობია

სახელმწიფოსა და მთავრობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. წაკითხულის გააზრება არაა ჩვენი ძლიერი მხარე

• ბატონ სოსოს

მაგ ამხანაგურებში ვინმეს გამოცდა კი არ ხდება, ევროს განაცხადში ვინცაა, ისინი შეთამაშდებიან. რა არაბიძის გამოცდა, დააკვირდა, ნახა და არ მინდაო, ახლა გერმანიაში წაიყვანს და იქ გამოცდის?!

• ხალხო

გველესიანს ახლა არ მისცა წუთიც, არაბიძე არაო და ევროზე წაიყვანს? კანკავა ტყუილად დააბრუნეს. თქვენი აზრები ნაკლებად საინრეტესოა, სანიოლი არავის უსმენს

• სოსო

უკვე დაანონსდა ამხანაგური მატჩი,ჩერნოგორიასთან.სხვებიც იქნებაო.დარწმუნებული ვარ,არაბიძესაც და გველესიანსაც,იქ გამოსცდის.ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან,მათ თამაშს,ვერ გარისკავდა. სანიოლმა,არაბიძეს,დაბალი ინტენსიურობით თამაში,ესე იგი ცოტა სირბილი აღნიშნა.ბერძნებთან თამაშმა გვიჩვენა,რომ არათუ არაბიძე,კიტეიშვილმა,კვარამ და ჩაკვეტაძემაც ვერ გაუძლეს ამხელა დატვირთვებს.მათაც მოსამატებელი აქვთ,ფიზიკურად და არაბიძემ,სულაც თავი უნდა მოიკლას,ფიზიკაში ვარჯიშით.თუ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა უნდა,ეს არის.მთლიანად,ყველა ფეხბურთელს აქვს ფიზიკაში მოსამატებელი.სხვანაირად,ვერც თურქებს დავუდგებით,ვერც ჩეხებს და პორტუგალია ხომ სულ სხვა პლანეტაა.ძალიან მინდა,ხოჭოლავამ მოასწროს,მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს და ძალიან მეძნელება,ფორმის აკრეფა და სათამაშო პრაქტიკის დაგროვება მოასწროს.ვიცი ბევრს აღიზიანებს,მაგრამ გარკვეუ; ტაქტიკურ მომენტებში,სანიოლს,ქვილითაიას თავიც დასჭირდება და ვფიქრობ განაცხადში დატოვებს.სამი შემტევის ამარა,ნაკრების დატოვება არ შეიძლება.ერთი ტრავმა,ან დისკვალიფიკაცია,ჩვენ შემტევ პოტენციალს ძალიან შეამცირებს.

• The

გველესიანი რატონ არ ჩასვით სიაში???

• რობი

• ლევანი

დიდი ბოდიში, ვიცი რომ ეს ვარაუდებია, მაგრამ მაინც, ხოჭოლავას ხილვას ნაკრებში, არანაირად არ მივიღებ. ეს ადამიანი ამბობდა: ჩემი ქვეყნის მრცხვენიაო, მრცხვენიაო. დიდება საქართველოს!

• ნაპოლეონი

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,ჩაკვეტაძე დღეს მაქსიმუმზეა გასული. . .და ეს მაქსიმუმი იმის მეასედი არაა რასაც ველოდით რეალურად. . .ლიდერობა ამ ბიჭის საქმე არაა .ფსიქოლოგიურად არაა მზად და ალბათ არც არასდროს არ იქნება. . . შეცსომას იშვიათად უშვებს მაგრამ თუ უშვებს აუცილებლად საკვანძო მომენტებში. . .

• MAXO

და,არაბიძე?

• ნიკა

ყველაფერი გამოცდილებასთან მოდის და ამ დონის თამაშმა დაგვანახა, რომ ცალკე აღებული კვარა, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე . . . ვერ მოიგებს თამაშს, ვნახეთ რომ თითქოს ნაკლები მნიშვნელობის ფეხბურთელებმა უფრო დიდი წვლილი შეასრულეს გამარჯვებისთვის - ქოჩორაშვილმა, დვალმა, კვირკველიამ, კვეკვესკირმა . . . , რაც ნიშნავს რომ ყველა ფეხბურთელი უნდა დავაფასოთ ისე როგორც ვთქვათ კავარა. ყოველთვის უნდა გვჯეროდეს ნაკრების ყველა წევრის და გავამხნევოთ ისინი.

• მათე

დაიწყება ეხლა გაუთავებელი კრიტილა ვისაც არ ეზარება და აზრზე რომ არ არიან, დაიწყება არაბიძე როგორ არ გამოიძახა… ვილიმ დაამტკიცა რომ კარგი მწვრთნელია და ამხელა შედეგი დადო. უშეცდომო არავინაა მაგრამ ვფიქრობ მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, მიუხედავათ იმისა ყველას რაღაც მოსაზრება გააჩნია, მაგრამ სანიოლმა დაიმსახურა პატივისცემა და სრული ნდობა, მჯერა საუკეთესობი წავლენ ევრო 2024. უმადურობა საშინელი თბისებაა ასე რომ მადლობა ბილი სანიოლს ყველაფრისთვის და სრული თავისუფლება და პატივისცემა მის გადაწყვეტილებას ევრო 2024 შემადგელობის შერჩევაში. წარმატებები..

• კ ო მ ბ ლ ე

ქვილითაიასგან რა გინდათ?რას ერჩით? როგორ ლამაზად დგას მინდორზე ბრმები ხართ და ვერ ხედავთ? ვერ დარბისო? რომელი დარბის, აან რომელმა იცის სირბილი? მაშინ მთელი ნაკრებია გასაყრელი და ვინ ითამაშებს, ხვიჩია მელია, თუ მიშა დავამატოთ კურორტიდან? ქვილითაია იქნება გუნდის სახე, ორი ტაიმი ხელაწეული იდგება ცენტრში, მოწინააღმდეგის დასაბნევად, მარა ორი ტაიმი გაძლებს? ზოგჯერ ზურიკო შეცვლის. ვერც ზურიკო წყვეტს ვარსკვლავებს, მარა რაფრა ლამაზად შედის ხედავთ? ორივე ერთად არ გამოვა ორი ხელებაწეული მოთამაშე უკვე პლენად ჩაბარებას ნიშნავს..

• ერთი უბრალო ბალღი

ვერ ნახეს შემცვლელი თუ არ ნახეს , მაგრამ იქ სხვა დონის გუნდებთან გაუჭირდება ძალიან , გოჩო მე მგონი ჯობია

• ქუთაისელი

ქვილითაიას გარდა, ყველაფერში ვეთანხმები სტატიის ავტორს. ფეხბურთელი თუ არ გაიხსნა, კაცი თუ არ მოატყუა, პასი თუ არ გააკეთა, მარტო ბრძოლა თუ გინდათ, გავუშვათ მაშინ ილია თოფურია. ქვილითაიას ნაცვლად - არაბიძე.

• რრრ

თუ ფორმაში შევაო გასაგებად უწერია ადამიანს, ფორმაში შესული ხოჭო ყველას აღემატება მანდ, მონაცემებითაც და ასაკითაც საუკეთესო წლებშია.

• პროფესორობო

ქვილითაია კარგად შევიდა. მინიმუმ, სამი თამაში უნდა გვქონდეს, ბუდუს ამდენი არ შეუძლია, ხან ქვილითაია დაღლის მცველებს. ზურიკო აშკარად ჩაკვეტაძის დამსვენებლად ყალიბდება

• nika

რა წაიღეთ ტვინი ამ არაბიძით თითქოს მესი იყოს

• უცნაური ხალხი ვართ

დაცვას აგინებდით და ახლა ისე დაფრინავს, ხოჭოლავას ადგილი არაა? თან აქ წერია, თუ ფორმაში შევიდაი. ლოჩოშვილი მაინც სკამზე იყო ეს თამაშები

• ბერძენი

მოგვეცით უფლება უფეხბურთოდ ვიცხოვროდ. ნუ შეგვჭამეთ. ვისაც არ გვიყვარს ფეხბურთი გაგვიწიეთ შეღავათი

• kesha

და კიდევ ხოჭოლავა არაფრით არ უნდა იყოს, ამდენი დრო გაუცდა რა ხოჭოლავა ფრინავენ ბიჭები დაცვაში.

• ზაზა

არაბიძე უნდა გამოიძახოს, შეტევა გასაძლიერებელია.

• kesha

წინ ქვილითაიას ამოაგდებს და ნახევარდაცვაში დაამატებს ფეხბურთელს და სრულიად ლოგიკურიც იქნება რადგან კვარა ბუდუ მიქაუტაძე სრულიად საკმარისი იქნება ეგეთი ტურნირისთვის.

• ზვიადი

ვინც ამინუსებს, იმას ჩვენი გასვლა არ უხარია თუ ბოლო 26 ფეხბურთელიდან უფრო მეტ ცვლილებას ელის?

• toti

არაბიძე ნაკრებში, ნუ აბრალებენ მის ხასიათს რაღაცეებს

• რატი

ხვიჩამ უნდა ითამაშოს იქ და ისეთი ვერ ფორმით, როგორც ,,ნაპოლის" შემადგენლობაში თამაშობს. ამ თამაშმაც დაამტკიცა, რომ ეს ყველაზე სწორი არჩევანი იქნება (გაიხსენეთ კვარას სახიფათო შეტევები). კვარას და ჩაკვეს ერთ ფლანგზე და ზემონახსენები ფორმით თამაში ძალიან დიდ შანსებს შეუქმნის ზივზივაძესაც და მიქაუტაძესაც (არაფერს ვამბობ კვარას და ჩაკვეს პიროვნულ საფეხბურთო უნარებზე, რითაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის მეკარეს ემუქრებიან).

• q

კაკაბაძე ძალიან სუსტია და ყველაზე უსუსურად გამოიყურებოდა იმ დღეს.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია

მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება