"Tv პირველზე" "ნოდარ მელაძის შაბათში" საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც ფეხბურთელის დედამ საინტერესო ისტორიები გაიხსენა.

"4 წლის იყო ჭადრაკზე, რომ შევიყვანე, რადგან მეგონა, რომ სწავლაში ხელს შეუწყობდა ჭადრაკი. ეზო გვაქვს წინ ისეთი, რომ სტადიონია და მთელი უბნის ბავშვები იქ მოდიოდნენ სათამაშოდ და ბუდუც გაკვეთილებს მოამზადებოდა და ჩადიოდა ხოლმე. მერე იქ დიდი ბავშვები ვინც იყვნენ, ჩემს მეუღლეს უთხრეს, რომ ნიჭი აქვს და ფეხბურთზე შეიყვანეო.

გავიდა დრო და ბუდუმ მითხრა, დედა აღარ მინდა ჭადრაკი, ფეხბურთი შემიყვარდა ძალიანო. თან ბურთით კი არ თამაშობდნენ?! - ან ქვას აიღებდნენ ან რაიმე სხვა... მოკლედ, საშინელ პირობებში.

მამიდაშვილი ცხოვრობს ჩვენთან ახლოს და რო გადმოვიდოდა რაღაცისგან ბურთს შექმნიდნენ, როდესაც ბურთს ვუმალავდი და იმით თამაშობდნენ ბინაშიც. შეუყვარდა ასე ეს სპორტი და მერე ასე წავიდა საქმე...

კვირაში 3-4 დღე ვარჯიშებზე დამყავდა. ცალ ხელში შეშა მეკავა და ცალ ხელში ბუდუ, რომ მივსულიყავით იქ... მერე მშობლებმა და მწვრთნელის ძალისხმევით მოხერხდა, რომ გასახდელი აშენებულიყო. გასახდელში ფეჩი იდგა და იმ შეშის ფეჩზე თბებოდნენ ბავშვები. რამდენჯერ სანამ გასახდელი აშენდებოდა, გარეთ ვიდექი ქარში და ველოდებოდი... ასეთი პერიოდი გვაქვს გამოვლილი.

არ შევუშალე ხელი, რომ მისი ბავშვური ოცნება აეხდინა და არასდროს მიფიქრია, რომ ასეთ პროფესიონალურ დონეზე მიაღწევდა.

საერთოდ არ შემიძლია ბუდუს თამაშების ყურება. პირველად უნგრეთში, რომ ჩავაკითხე, სამი ბილეთი მოიტანა და რაღაცნაირად გავხედე და მეკითხება, დედა, შენ რა არ წამოხვალო?!

მეთქი, როგორ ვუთხრა უარი... ამდენი კილომეტრი გამოვიარეთ და წამოვალ-მეთქი... მაგრამ მთელი თამაში თვალებზე ხელს ვიფარებდი, ვერ ვუყურებდი და გოლი გავიდა, ჩემი მეუღლე წამოხტა ვინ გაიტანა-მეთქი და ბუდუმო!

საბერძნეთთან მატჩში პენალტებს საერთოდ ვერ ვუყურე, გარეთ გავედი და ლოცვა დავიწყე. ხალხის სირბილი რომ დავინახე შევეკითხე მოვიგეთ-მეთქი და კიი დეიდაო... არავინ იცოდა ბუდუს დედა, რომ ვიყავი, არ მიყვარს ხოლმე ესე საუბარი... ახლაც ისე უხერხულად ვარ ინტერვიუს დროს. ახლა რომ მირეკავენ ახლობლები და სხვა ადამიანები, მგონია, რომ ჩემს მიღმა ხდება ეს ყველაფერი და მე არა ვარ ამაში... ამავე დროს ძალიან ამაყი და გახარებული ვარ", - განაცხადა ფეხბურთელის დედამ.

Pepelu
დავაზუსტებ ჩემს წინა კომენტარს! ბუდუზე და კონკრეტულ ამბავზე არანაირი სიტყვა!!! პირიქით უდიდესი პატივისცემა და სიყვარული!!!! უბრალოდ ნაცებს და მათ ტელევიზიებს მგონია, რომ არაფერი ქართული არც მოწონთ არც უხარიათ!!!!!!!! არაერთგზის დაუმტკიცებიათ!!!!!!!
გიგას
ქართველი
მადლობა დედი ასეთი კაცის გაზრდისთვის.
გიგა
არგენტინის ნაკრებს ხომ ყავთ პოზიტივი დე პაული, ხოდა ჩვენი ბუდუც საქართველოს ნაკრების პოზიტივია!
G.LA
ყოჩაღ ბუდუ გოლა. შენი იმედი გვაქს ევროზე. ❤️
კოსტავას
გენაცვალე, ჯიგარი ხარ! შენნაირი ქართველები გვიმრავლოს!!!!!!!!!!!!!
გია_544
ჯიგარი ხარ ბუდუუუ! მშობლებისთვის საამაყო! საქართველო მადლობელია შენით!
გია
ბუდუმ, გერმანიაშიც უნდა იცეკვოს!
ლაშა
დედი! ბუდუ მართლა კაი თბილი გულიანი ბიჭი გაგიზრდიათ! მადლობა დიდი!!!!!!!!!!!!!
ქართველი
ადამიანს თვალებში ეტყობა ყველაფერი,მართლა არიტყუება თვალები. შეხედეთ ამ ბიჭს თვალებში და არც ინტერვიუს მოსმენა დაგჭირდებათ და არც არაფერი რო მიხვდეთ რა კარგი პიროვნებაა. ღმერთი გფარავდეთ მადლობა ღირსეული ქართველობისთვის
Kostava
ყველაფერი გასაგებია არაფერი პირადული უბრალოდ ჩემი პოზიციაა - არანაირი ნაცები, ტვ პირველი, ფორმულა და მთავარი!!! ბოდიში ყველასთან მაგრამ ამას ვერ გადავაბიჯებ!!!!!
ლადო
ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადაო - უთქვამს ვაჟას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
ბუდუს ახალი გუნდის ამბები - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნის" მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს
ოფიციალურად - ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია
Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება
კვლავ საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგი" ფსკერზე
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"