ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი მსოფლიო რეიტინგის ათეულში - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

სანიოლი მსოფლიო რეიტინგის ათეულში - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დაასახელა, სადაც ვილი სანიოლმა მე-9 ადგილი დაიკავა...

კარიერის სტარტი

დევიდ ფრედერიკ (ნამდვილი სახელი) სანიოლი 1977 წლის 18 მარტს, სენტ-ეტიენში დაიბადა. ვილი ფრანგს ნიდერლანდელი ფეხბურთელისგან, ვილი ვან დერ კერჰოფისგან ეწოდა, რომელიც 70-იან წლებში მუნდიალის ფინალში ორჯერ დამარცხდა.

სანიოლმა კარიერა მონფიკონში (1207 მცხოვრები), "ოტ-ლუარში" დაიწყო, სადაც მამამისი, ჯეკი მოღვაწეობდა. ვილი იქ როგორც მარჯვენა მცველად, ასევე ნახევარმცველად თამაშობდა. ამას რეგიონის ფლაგმან კლუბში, "სენტ ეტიენში" გადასვლა მოჰყვა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია (ამჟამად ზურიკო დავითაშვილის გუნდი).

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა "სტ. ეტიენში" ორი შთამბეჭდავი სეზონი გაატარა და 1997 წელს "მონაკოში" გადავიდა. ვილის პირველი სერიოზული წარმატება 2000 წელს, მონაკოელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იყო.

"ჩემი ბავშვობის ოცნებები ფეხბურთს არ უკავშირდებოდა, ძალიან მინდოდა, პოლიციის ოფიცერი ვყოფილიყავი" - გაიხსენა ვილიმ 2006 წელს.

"ბაიერნი"

სანიოლის პროგრესი აშკარა გახდა. ის მიუნხენის "ბაიერნში" წავიდა, სადაც მეგობარი ბიქსენტ ლიზარაზუ ელოდებოდა. ვილიმ აქ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცველის რეპუტაცია მიიღო, გერმანიის ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. მიუნხენელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების ექსდამრიგებლის, ექტორ რაულ კუპერის "ვალენსიას" პენალტების სერიაში აჯობეს. სანიოლი პირველი ტაიმის მერე იანკერმა შეცვალა. "ბაიერნს" თამაშის გადარჩენა სჭირდებოდა.

ამ პერიოდში ვილიმ მინდორზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა გაიცნო. კობიშვილთან და იაშვილთან ურთიერთობას საფუძველი სწორედ აქ ჩაეყარა.

"ბაიერნი" ჩვენი წერილის გმირის ბოლო გუნდი იყო. აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2009 წლის პირველ თებერვალს იძულებული გახდა, კარიერა დაესრულებინა.

სანაკრებო კრიზისი

ვილი სანიოლი ნაკრებში იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ფრანგებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ზედიზედ მოგების შემდეგ კრიზისი ედგათ. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2000 წლის 15 ნოემბერს, თურქეთში შედგა. თავდაპირველად, მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევდა, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლეგენდარული ლილიან ტურამი თამაშობდა.

ვილის 1997 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. მოქმედი გამარჯვებული ფრანგები 2002 წელს მსოფლიო თასის ჯგუფში ჩარჩნენ. სენეგალთან გახსნით მატჩში წაგება მართლაც დიდი სენსაცია იყო. საფრანგეთის ნაკრებმა წარმატებას ვერც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც საბერძნეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. ვილი სანიოლი და მისი ვარსკვლავური თანაგუნდელები საკუთარ შანსს ელოდნენ...

ტიტულები

2001 და 2003 წლებში ფრანგებმა კონფედერაციათა თასი, რომელიც ახლა აღარ ტარდება, ორჯერ მოიგეს. აქ სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონი (მასპინძელთან ერთად) ასპარეზობდნენ. ფეხბურთელის უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 2003 წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ საფრანგეთში სწორედ კონფედერაციათა თასი იმართებოდა. ნახევარფინალში კამერუნის ნაკრები კოლუმბიასთან თამაშობდა. მარკ-ვივიენ ფოე, რომელიც აფრიკაში თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მოულოდნელად, მინდორზე დაეცა...

2003 წლის კონფედერაციის თასზე ვილი სანიოლი ჯგუფური ეტაპის მატჩში, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, 90-ე წუთზე გააძევეს. ის დაბრუნდა, ფინალშიც ითამაშა და ეს ტურნირი ზედიზედ მეორედაც მოიგო.

ვილის მთავარი სანაკრებო იმედგაცრუება 2006 წელს უკავშირდება. იტალიასთან ფინალი, ზიდანის ინციდენტი მატერაცისთან და პენალტების სერიაში დამარცხებული ფრანგები - მათ მხოლოდ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანაკრებო კარიერა 2008 წელს, ნიდერლანდებთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ დაასრულა. "სიკვდილის ჯგუფში" მყოფმა "მამლებმა" აუტსაიდერ რუმინეთსაც კი ვერ აჯობა.

გაბრაზება ზიდანთან...

ვილი სანიოლმა ზიდანის გაძევება და მარცხი ძალიან მძიმედ განიცადა. "სააბაზანოში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ ზიდანთან 2 წელი არ მილაპარაკია. 2008 წელს ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ზიზუ დამეპატიჟებინა. დავურეკე, ერთად ვისაუზმეთ და კარგი საუბარი გვქონდა" - იხსენებს ვილი.

სამწვრთნელო კარიერა და სკანდალი

სანიოლი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა, ასევე, საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. ვილი 2014-16 წლებში "ბორდოს" ხელმძღვანელობდა. აქ მისმა ნათქვამმა, რომელიც ბევრმა არასწორად გაიგო, სკანდალური სახე მიიღო და რასიზმის კვალიფიკაციად ჩათვალეს.

ვილი "ბაიერნს" კარლო ანჩელოტის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, იტალიელის გუნდიდან წასვლის შემდეგ კი მცირე ხნით მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა. ამის შემდეგ ვილის სამწვრთნელო შესვენების აღება პირადი პრობლემების გამო მოუხდა, რასაც საქართველოს ნაკრები და ჯერჯერობით მთავარი წარმატება, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა მოჰყვა.

ოჯახი

სანიოლს 4 შვილი ჰყავს, ორი ლეტიცია რუსელთან და ორი ამჟამინდელ მეუღლესთან, შარლოტა-გვენდოლინთან.

სანიოლის ფოტო შვილებთან ერთად მისი კარიერის განმავლობაში გვინახავს, როცა ამა თუ იმ გამარჯვებას ოჯახთან ერთად ზეიმობდა. ცოტა ხნის წინ ვილის შვილის, სემის კომენტარი ვნახეთ, რომელმაც თქვა, რომ მამის ცრემლები პირველად იხილა. ფოტოებიდან ვიგებთ, რომ ვილის შვილი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია.

დაბოლოს, სანიოლის ოცნების გუნდსაც წარმოგიდგენთ:

კანი;

ლამი, ტურამი, კუფური, ლიზარაზუ;

მაკელელე, ვიეირა, ეფენბერგი, ზიდანი;

ელბერი, ანრი.

• ამატაკი

რა თქმა უნდა არ ვარ დიდი სპეციალისტი, რიგითი გულშემატკივარი ვარ,ერთერთ კომენტატორს თუ დავესესხები, ალბათ ვისაც ვილი არ მოგვწონს ალბათ იმ "ექსპერტებს" მივეკუთვნები. ეს სია მათლაც მოიძებნება სტატიაში ნახსენებ ორგანიზაციის საიტზე, სადაც მართლაც ვილი მე-9 ადგილზეა და მიკუთვნებული აქვს 6 ქულა. აი ეს ქულები საიდან და როგორ ენიჭებათ სიმართლე გითხრათ მე ვერ გავარკვიე. ისე ცნობისათვის ათეულზე სულ 551 ქულაა გადანაწილებული, სადანაც 6 ქულა ვილის ერგო. საინტერესოა თუ მოხვდა2024 წლის ერთა ლიგის შედეგები. ალბანეთის ფასი მაგალითად (თბილისში რომ მოგვიგო) ტრანსფერმარკეტზე თითქმის ჩვენი კვარას ფასია - 89 მლნ ევრო, ხოლო ჩეხეთი რომელიც 1 ადგილზე გავიდა - 135 მლნ ევრო, როცა საქართველო ტრანსფერმარკეტით - 196 მლნ ევრო. უკრაინას არ ვეხებით გასაგები მიზეზების გამო. მთელი ჩვენი ნაკრების ისტორიის მანძილზე, არცერთ ტრენერს არ ღირსებია გუნდი 50 მლნ ევროს ღირებულებისაც კი. ეხლა ვინმემ არ დაიწყოთ კვარას და მამარდას ან კიდე რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის წარმატებაში რაიმე წვლილი ვილის მიუძღვის. ღმერთი გიყურებთ ზევიდან და იმის მაინც გეშინოდეთ. დასკვნების გამოტანა არ არის რთული. მიუხედავად ყველაფრისა შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ვილის არ მიუძღვის წვლილი წარმატებაში, ცხადია მიუძღვის. თავისი წილი აგური საერთო საქმეში მანაც დააშენა, ისე როგორც მისმა წინამორბედებმა. ოღონდ ესაა, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით უკეთესი თაობა შეხვდა. თორემ ჩვენ მასზე ბევრად მაგარი და სახელოვანი მწვრთნელები გვყოლია. ნუთუ სადაოა ის , რომ ვილის ჰქონდა და თან საკმაოდ უხეში შეცდომები ჩვენ ნაკრებთან მიმართებით. ბოლო პერიოდში ძალიან გაიჭიმა თაობათა ცვლის პროცესი, აშკარად არასამართლიანი მიდგომა კონკრეტულ ფეხბურთელებთან. და ბოლოს, რაც არ უნდა ხოტბა მივუძღვნათ, არ არის ვილის ხედვა ქართული ფეხბურთისათვის საუკეთესო, მიუხედავად სხვადასხვა რეიტინგებისა.ვისაც მართლა გიყვართ ქართული ფეხბურთი,რაღაც მომენტში აუცილებლად გაგივლიდათ გულში ეს აზრი.

• დავით 67

საუკეთესო ნაკრებების მწვრთნელთა ათეული სად ვნახო? ვერ ვიპოვე ვერსად

• არჩი

სანიოლი რომ ძალიან არ მოსწონთ და მწვრთნელის შეცვლას ითხოვენ, იმ "ექსპერტებს" ალბათ პირველი რვიდან უნდათ რომელიმე მწვრთნელის ჩამოყვანა

• ჩემი აზრით

ასე მგონია არველაძეების დროინდელ ნაკრებს მწვრვთვნელი სანიოლი რომ ყოლოდა სულ სხვა შედეგები იქნებოდა.

• ბესო შიოშვილი

"კობი"-ს მადლობაო და მოღალატეთა სიას გაგრძელება მოუხდებოდა: კალაძე, სანიკიძე, ბიძინა და ა.შ...

• სიმართლე

პირველი ფოტო ძალიან შთამბეჭდავია - ადამიანურ განცდებს გამოხატავს, სიხარულით გამოწვეულ ცრემლებს. მადლობა ვილის, მადლობა კობის და რაც მთავარია, უდიდესი მადლობა ჩვენს ოქროს ბიჭებს რომლებმაც ჩვენთან (ქომაგებთან) ერთად ეს შეძლეს!

• ზვიადი

რომ წუწუნებთ აქ, სპორტულ საიტზე ამდენი ჭორი რატომ იწერებაო, აგერ გრძელდება სანაკრებო სტატიები, ძაან აკადემიურად, მეტოქეებსაც გაგაცნობთო და კომენტარენზე ეტყობა, როგორ მაგრად არ გაინტეტესებთ. ხოდა დაელოდეთ ისევ ბასილაშვილის სკანდალს

• buba

ხოო, ეგაა რა, რასაც ფიქრობ...

• ჯარისკაცის მამა

გოდერძი შვილოოო, რამხელა გაზრდილხარ შე მამაძაღლო შენა, ჰაააა...)))))

• გიას

მისი ენაა უნდა გამოყოფს უნდა შეყოფს, ამათ თამაშები მოიგონ უნდა ენა გამოყონ და უნდა კიდე რაც გინდა ის.დდდდდ რაზეც არ დაადისკვალიფიცირებენ რათქმა უნდა.დდდდდ

• ზაურ

საუკეთესო სტატიების საუკეთესო ავტორი ღვთისავარ ანთაძე

• გია

ვაახ? ეს ენის გამოყოფა რა პონტია?

• იური

კალაძისნაირად მოუგია ვილის ლიგა, თვითონ შეცვალეს და მერე

• Pele

Rogor gvanan ertmanets vilu da kobi.ar vici ra vipikro

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება

სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას

სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება

სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო - სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია