ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა, არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა ფოთელები დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, „ტორპედომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს შეუტია და რიაბენკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სწრაფი კონტრშეტევისას მელქაძემ ოდნავ ააცილა კლიაიჩის კარს ბურთი. ქუთაისელები შტურმზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - არაბიძის დარტყმული ბურთი რიაბენკომ მოიგერია, ხოლო დამატებაზე შერგელაშვილმა ყველას დაასწრო. 79-ე წუთზე არაბიძემ ისევ შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ბოლოს კვირკველიას შეგირდებმა იერიშის იერიშზე მიტანა დაიწყეს, კლიმოვს კლიაიჩმა არ გაატანინა და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

„ტორპედო“ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 7 აპრილს „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 8 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 6 აპრილს „იბერია 1999“-ს ქობულეთში უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - კოლხეთი 3:2

გოლები: 1:0 არაბიძე (27), 1:1 ფირანაშვილი (33), 1:2 კლიმოვი (45+2), 2:2 შერგელაშვილი 69), 3:2 არაბიძე (79)

გაძევება: ნადარაია (35, ტორპედო)

სიმართლე უნდა ითქვას
ნიკა-ს შედარებები არ მიყვარს არც კვარასთან და არც სხვებთან. ყველას თავის ინდივიდუალიზმი აქვს. უბრალოდ ერთ რაიმეში ვერ დაგეთანხმები. ასეთ გოლებს და საჯარიმო დარტყმებს სერია ა-ში, საქართველოში თუ პარაგვაიში, ყველგან შესრულება და კლასი სჭირდება. ამ დარტყმულს ვერც სერია ა-ს მცველი და ვერც ლა ლიგის ვერ დაბლოკავდა. არც მეკარეს მიუქარია ამ შემთხვევაში. უბრალოდ წავიდა იმ ტრაექტორიით სადაც ფიზიკურად ვერ აიღებდა.
სიმართლე უნდა ითქვას
თეორიულად ნებისმიერი ბურთის აღება შესაძლებელია მაგრამ რატომ აკნინებთ ამ გოლებს ძალიან მაინტერესებს. რატომ აიღებდა ნებისმიერი კარგი მეკარე? ძლიერი დარტყმული არ იყო? მაქსიმალურ კუთხეში არ წავიდა? მეორე გოლზე მეკარე მიწვდომოდა ბურთს შეუძლებელი იყო. ნებისმიერი სიმაღლის მეკარეს გადაუტარდებოდა ეგ ბურთი. მოიჭრა და ზემოდან ჩაეშვა მაღალ მაქსიმალურ კუთხეში. პირველი გოლის შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთელს შემოატარა და ისე მოიჭრა მეკარე ბოლო მომენტამდე ვერ ხედავდა ბურთს და ისიც მაქსიმალურ კუთხეში წავიდა. აბა დამისახელეთ რატომ იყო უეჭველად ასაღები ბურთები რა აკლდა იმისათვის რომ გასულიყო? გულწრფელად მაინტერესებს როგორ დაასაბუთებთ.
სიმართლე უნდა ითქვას
ყველანაირად გეთანხმები. აბსოლუტურად სწორი შეფასება იყო. უბრალოდ ერთს დავამატებდი. როგორც გამოჩნდა ბუღრიძე უნდა შეენარჩუნებიათ მაგრამ, ტორპედოს პრობლემას არ მგონია რომ ეგ გადაწყვეტდა. ტორპედო არის გუნდი რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი, ანუ შეტევა მუშაობს მაგრამ, ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მეტი აქვს გაშვებული რაც მიუთითებს რომ უსუსტესია დაცვა. აგებენ როგორც პოზიციურად, ასევე სისწრაფეში. და კიდევ ორი პრობლემა, მოკლე სათადარიგოთა სკამი. ასე მთელი სეზონი ვერ გაგრძელდება. ასევე რექპიზების პრობლემა აქვს ლეგიონერებს ხშირად. ბევრს ქმნიან მაგრამ პროცენტულობა გატანის გასაუმჯობესებელია აშკარად. იმაშიც აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ძლიერი ტორპედოს, დინამოების და სხვა გუნდების გარეშე არაფერი გამოვა. აქ უხარიათ ზოგ-ზოგიერთებს მეტოქე გუნდის დასუსტება და ეგრე გალიდერება, რაც სრული მარაზმია. საკუთარი თავის მტრობაა ეგ მიდგომა. პირიქით ბევრი ძლიერი გუნდი გვჭირდება ჩემპიონატში და ყველა გუნდის დასუსტება უნდა გვწყინდეს.
Zura
ბოლოს როდის უყურე ფეხბურთს ჯიმა???
goga
დაბალი ინტენსიობაო, სანიოლმა, თან დააყოლა კლოპმა ამის უფლება მხოლოდ მესის აქვსო. კი, ბატონო ორივე ხელით ვეთანხმები, მაგრამ ისიც ეთქვა, ამ დალოცვილს, რომ ე.ი. შეიძლება ერთ ფეხბურთელს, თერთმეტში იმის უფლება მისცე, რაც უნდა ის აკეთოს მინდორზე. არაბიძე მესი არაა, მაგრამ ჩევინში ვერც კარში ურტყამს ვერავინ მისნაირად და ვერც პასს აკეთებს ასეთ გემრიელს და გამოდის საქართველოს ნაკრების დონისათვის შესაფერისი "მესიც" ყოფილა და უფრო მეტიც. ახლა მეორე- რეალურად შევაფასოთ ჩვენი ნაკრების ფიზიკური კონდიციები, თანაც არ დაგვავიწყდეს ჯგუფურ ეტაპზე, ცხრა დღეში, სამი თამაში გვაქვს ჯგუფში და სანიოლი ფიქრობს ჩვენი თავდასხმა-ნახევარდაცვა სამივეში მაღალი ინტენსივობით ათამაშოს? ვილი და საქართველოს ნაკრები კი არა, ლობანოვსკი რომ გააცოცხლო და 70-80-იანი წლების კიევის "დინამო" დააბრუნო, ის ვერ შეძლებს 9 დღეში, სამ თამაშს მაღალი ინტენსივობით. ასე რომ, თუ უნდა მაღალი დონის მწვრთნელებში ისიც მოიხსენიონ, რაღაც უნდა მოიფიქროს, მარჯვენა ფლაგზე.
ძამბროტა
მეც ეგრე ვფიქრობ რო ეგ ბურთები კარგმა მეკარემ არ უნდა გაუშვას. ჩემი აზრით ნაკრების ტემპს არაბიძე ვერ აყვება, მაგრამ ერთ-ორ ამხანაგურ თამაშზე უნდა დაუძახოს და მოსინჯოს რას იზამს. ისე მე მგონია რო ამ ეტაპზე არ გამოგვადგება ვერ გაქაჩავს, უნდა მოუმატოს და გუნდიც გამოუცვალოს თუ ევროპის საშუალო გუნდმა წაიყვანა უნდა წავიდეს და მერე იქნებ დაუძახონ!
ქუთაისელი
კარგი თამაში იყო. არაფერს ვიტყვი არაბიძისა და ნაკრების შესახებ ისედაც ბევრი რამ დაიწერა. მეც ვთვლი, რომ ქვეყნის ინტერესებზე თუ ფიქრობ ერთ ამხანაგურ თამაშში მაინც უნდა გამოცადო ფეხბურთელი. თუმცა მაინც თავის "ჭკუაზე" გააკეთებენ ყველაფერს. ამიტომ უშუალოდ ტორპედოზე 1. ხუმრობით. თუ არ ვცდები 1981 წელს დინამომ გასვლაზე კაცნაკლულმა მოუგო არარატს (4:1). იმ თამაშში სულაქველიძე გააძევეს და ამის შემდეგ გაიტანა დინამომ 2 თუ 3 გოლო არ მახსოვს. ჰოდა როგორც ბატონმა თენგიზმა გაიხსენა, თამაშის მერე ახალკაცს უთხრა "ფარსადანოვიჩ ხელს ვუშლიდი ბიჭებს და ამიტომ გავაგდებინე თავიო", ისე დაემართა ტორპედოს. თუ მასე თამაში შეგეძლოთ ნადარია გიშლიდათ ხელს? :) აბა ამიერიდან 11 ნუ გამოხვალთ პირდაპირ 10 კაცით გამოდით მოედანზე :) 2. სერიოზულად რაც ავანსები გაიცა ტორპედოზე, აშკარად არ მართლდება ტორპედოს გამოვაკლოთ არაბიძე და ფაქტიურად საშუალო დონის გუნდიც აღარ გრჩება ხელში. გასაგებია, რომ გუშინდელ თამაშში ყველამ იომა, რაც შეეძლოთ გააკეთეს (სხვაგვარად თამაშს ვერც მოიგებდნენ), მაგრამ განსხვავებას მოედანზე მხოლოდ არაბიძე ქმნის. არადა მახსოვს გუნდის ხელმძრვანელობის ორი საინტერესო გამონათქვამი: თურმე ბუღრიძის ადგილი არ იყო ძირითადში და ამიტომ მისცეს წასვლის უფლება (თავადაც ხედავთ რამდენად არ ჭირდება გუნდს სწრაფი და ტექნიკური ბუღრიძე) და მეორე ჟუნიორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა, მაშინ არაბიძეს წასვლის უფლებას მივცემთო. კიდევ კარგი არაბიძე არ წავიდა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჩემპიონატი, რომელიც ძლიერი ტორპედოს, ორივე დინამოს, გორის და ა.შ. გარეშე ვერ იქნება. ამ ეტაპზე ჩემთვის მხოლოდ საბურთალოს/იბერიას თამშია მეტნაკლებად მისაღები დანარჩენებმა გამოფხიზლდით და თუ შეიძლება დროზე. მეც მინდა მოვესწრო დამოუკიდებელი საქართველოს კლუბების ევროთასებზე წარმატებულ თამაშებს (გაზაფხულზე თუ ვერ გადახვალთ შემოდგომაზე მაინც).
დო მაჟორი
ფედერაციაში, ისევე როგორც მთავრობაში არის ფეოდალური ტიპის კლანური მმართველობა! კლანი არ მიაქცევს ყურადღებას არაბიძეს და აგრეთვე სხვა ფეხბურთელებს, რადგან გადაწყვიტა, რომ რაღაც მიზეზის გამო დასასჯელია! სულ მართლა მესივით რომ ითამაშოს!
კახი
გაუგებარია რატომ არ ათამაშებენ არაბიძეს ნაკრებში, მეტი რა ქნას ბიჭმა, გააგებინეთ მაინც.რა ხდება. ევროპაზე კი გავედით მაგრამ ...რამდენი სალაპარაკო დავუტოვეთ ლუქსებს და ბერძნებსაც, ხომ აშკარაა-ვერც ერთი ვერ დავჯაბნეთ აშკარა უპირატესობით...იღბალმაც არ მიგვატოვა.... თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდის მიმართ რამე სასაყვედურო გვაქვს, პირიქით ქება და ქება მთელ ნაკრებს, მის თითოეულ წევრს,ქომაგებს ხომ საერთოდ... მაგრამ ვინა გვყავს საჯარიმოების და მითუმეტეს შორი მანძილებიდან შემსრულებლები, საერთოდ არ გვჭირდება? უცნაურია, ისევ ქომაგთა აქტიურობაა ალბათ საჭირო, თანაც დროულად....
გოგა
კაით რა ხაალხო მაგ ბურთებს, რომელი ნორმალური მეკარე გაუშვებდა?ართმევაზე ეგ არ ვარგა, პასს ეგ ვერ აკეთებს თუ არ აკეთებს ერთადერთი დარტყმა უვარგა, მარა მაგ დარტყმებსაც თუნდაც ვლახოდიმოსის დონის მეკარე არ გაუშვებს.
შოთა
რა ბანძი ტიპი ხარ ნიკო, აი შენისთანა ლოგიკით ვინცაა ფეხბურთზე მისვლა უნდა აუკრძალო! ანუ ეროვნული ჩემპჯონატი ქაქი უნდა იყოს შენი აზრით და აქ ნორმალურმა არავინ უდნა იკადროს ხო თამაში! ფუ შენი!
იაშვილი
ახლა რომ ზრდილობიანად გთხოვო საკონტაქტიები მოიწერე თქო ან ჩემი საკონტაქტოები დაგიწერო ან საიტი დაბლოკავს და არ გაუშვებს ან შენ გადახვალ ერევანში საცხოვრებლად :)))))))))))) გამოვიდეს ეს არაბიძე და თქვას თუ რამე მოხდა თუარადა შენც მშვიდად იყავი და იაშვილსაც დაანებე თავი :)))
საქართველო
დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ეს არის ნიკა სტივ კინის სიტყვები
ტიპი
ჯერ ერთი მესის არავინ ადარებს და მეორე, რომელ გოლს არ მოაწერდა მესი ხელს, პირველს თუ მეორეს?
Zura
მსგავსი დარტყმა არცერთ ჩვენს ფეხბურთელს არა აქვს! რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, მსგავსად ვერც კვარაცხელია ურტყამს კარში - მსგავსი სიძლიერითა და სიზუსტით. ასევე არაბიძეს აქვს დიდებული პასი და მოტყუებაც შესანიშნავად შეუძლია. ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვაში რეალურად ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილის გარდა ადგილებს ავსებს დანარჩენი!!! აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ კაკაბაძ მარჯვნიდან მარტოა და არც მცველად წყვეტს ვარსკვლავებს და წინ ხომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! ასე რომ, თუ კი რაიმე პირადი არ ხდება - არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობა არის მთელი ფედერაციის სირცხვილი!!!!!!!!
nika
არაადეკვატური შედარებაა სერია აში გოლების გადატა და ფოთის კოლხეთთან
nika
ხალხს რომ კითხო არაბიძე ლამის მესის ჯობია და საინტერესოა რატომ თამაშობს დღემდე საქართველოს ჩემპიონატში?
ტფილისელი
იფხუკუნეთ და იყავით. არაფერი გამოვა მაინც. ფედერაციასთანაა წაჩხუბებული.
papai
ფაქტია ძაან კლასნია, ეგეთი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს დაამშვენებდა... არ ვიცი რა ხასიათის ტიპია, მაგრამ უნდა დალაგდეს სანიოლთან და ფედერაციასთან
რეზი
შანსი არა გვაქ ხალხო, ვიდრე ეს სასტავია ფეხბურთის ფედერაციაში გამორიცხულია არაბიძე ნაკრებში ათამაშონ, არადა ეს სასტავი ძალიან მყარად ზის ფედერაციაში, ისევე როგორც ქოცები ქვეყნის სათავეში. ასე რომ არაფერი არ შეიცვლება.
korsava-s
რამდენიხართ ეს ფედერაციის და ენა ბლუ იაშვილის ტროლები
შოთა
ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ამაში დიდი წვლილი გულშემატკივარმა შეიტანა! თუ ხალხი მივა სტადიონზე, ფეხბურთელებს სხვა ხალისი და მოტივაცია ექნებათ! სამარისებულ სიჩუმეში ის იქნება რაც დინამომ ქნა სამტრედიასთან! მერე ევროთასებზე რო დაინახავენ ხალხს მიუჩვეველზე ფეხები უკანკალებთ! პ.ს. არაბიძე ნაკრებშიიიიი! თუ სასტავში არ დააყენებენ, შეცვლაზე მაინც ოქროს კადრია!!!!
სოსო
გოლები გავიდა,ნებისმიერი გრანდების შეხვედრებს რომ დაამშვენებდა.
გელა
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ ნათქვამია და კიბატონო ვენახები.სანიოლმა მიიღო გადაწყვეტილება ფაქტი სახეზეა.შედეგი დადო და ევროპაზე გავედით.ისეთი ლეგენდები როგორებიც გუცაევი,ჩელე და ჩივაძე ამბობენ მწვრთნელმა იცის ვინ გამოიძახოს და ვინ არა და მე ვინ ვარ,რო ამათ ჭკუა დავარიგო და ვთქვა ფეხბურთი ამათზე მეტად მესმის მეთქი,მაგრამ ერთი ის მაინტერესებს რა დააშავა ამ ბიჭმა ესეთი,რომ თუნდაც,პირობითად ვამბობ ტაილანდთან მაინც არ ათამაშეს.კიდევ ერთხელ ვამბობ არავის არ ვასწავლი ჭკუას,მაგრამ ფიზიკურად თუ არაა მზად მთელი თამაშისთვის,ბოლო 10 და 20 წუთი რო ითამაშოს ჯოკერი იქნება სათადარიგოდან.ჩემი პირადი აზრია და თქვენ აზრსაც სიამოვნებით მოვისმენ და წავიკითხავ ჩემო მეგობრებო
ქუთაისელი
იმედია ამხანაგურებში არაბიძეს მისცემს შანსს ვილი, თორემ, მონა ლიზას შევასხამთ იმერულ ტყემალს, და ვინ დარჩება გაღიმებული, აი, ვნახავთ! :დ
ირაკლი
არაბიძეს ცოტა მეტი სირბილი მოედანზე, ცოტა მეტი თამაში ორთაბრძოლებში ართმევებზე და ბადალი არ ეყოლება. ფაქტია რომ ამ წუთისთვის როგორც მინიმუმ შეცვლაზე შემოყვანისთვის კარგი ვარიანტია ნაკრებისთვის, შეუძლია მოულოდნელად გაისროლოს და გოლი დადოს. აუცილებლად გამოსაძახებელია და მონტენეგროსთან ამხანაგურში სანახავი.
pablo
არ ვიცი ვინ და რა მიზეზით ერჩის , თუმცა ფაქტია შეტევის მარჯვენა ფლანგზე ნაკრები კაკაბაძის ამარაა, რომელიც არამც თუ გარემარბი, არამედ ნახევარმცველიც არაა თვისებების მიხედვით. როცა ასეთი დეფიციტი გაქვს შეტევის მარჯვენა ფლანგზე, როგორც მინიმუმ გაფართოებულ შემადგენლობაში უნდა იძახებდე არაბიძის ყაიდის ფეხბურთელს, შესაძლოა უკან იმდენს ვერ მუშაობს, რამდენსაც სხვები, თუმცა, როგორც მინიმუმ 15-20 წუთიც რომ მისცე კრიტიკულ მომენტში, შესაძლოა ერთი დარტყვმით თამაში შემოატრიალოს. პირდად ჩემი აზრია, რომ მისი ყოფნა სასტარტო შემადგენლობაში გაცილებით სახიფათოს და მრავალფეროვანს გახდიდა ჩვენი ნაკრების თამაშს, გარდა ამისა გარკვეულწილად კვარასა და სხვა შემტევებსაც გამოუთავისუფლდებოდა სივრცეები. არ ვიცი რა ხასიათი აქვს ამისთა, რომ ვერ პატიობენ, თუმცა აშკარაა, რომ დღვანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეტევის მარჯვენა ფლანგზე ეს კაცი უკონკურენციოა.
55555
სანიოლმა გარკვევით თქვა, რომ არაბიძეს ინტენსივობა აკლიაო, მასეთ კაცს კი ნაკრებში საქმე არა აქვსოოოო. მწვრთნელი ისაა და შესაბამისად მან უკეთ იცის ვინ არის ნაკრებისთვის მზად და ვინ არა.ასე რომ ...
ნიკა
გამოიძახეთ ნაკრებში !!! ასეთი გოლის გამტანი ფეხბურთელი არ გვყავს !!!
დინამოელი
გასაგები და არახალია, რომ არაბიძეს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ..... ხასიათი ხასიათად და საინტერესოა, რამე პრინციპს აქვს ადგილი, როდესაც ასეთი იგნორირება ხდება ამ ბიჭის ნაკრების მხრიდან თუნდაც განაცხადში შეყვანის და სქემაში გამიცდისას?
Korsava
ფოთის კოლხეთს გაუტანა! კოლხეთს! ცოტა აფრებს დაუშვით. არაბიძეს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. წარმატებები გიოს და მთელ ქართულ ფეხბურთს.

ჩხეტიანი და თავის ჯოგი სად არიან ეხლა
Bs
მართლა მაგარი დარტყმა აქვს, მაგრამ მგონი მართლა ნელა გადაადგილდება, არა მგონია სანიკიძე რამეს იგონებდეს. ევროპაზე წასგკა თუ უნდა უნდა სირბილს მოუმატოს, სხვა შემთხვევაში ვერც ჩასვეს ამოაგდებს შემადგენლობიდან და მით უმეტეს ვერც კიტეიშვილს, ლატერალად მისი თამაში ხომ აბსოლუტურად გამორიცხულია. რავი, უნდა მოვიდეს ტორპედოს თამაშზე, ხაინტერესოა მართლა რას წარმოადგენს ეს ბიჭი, აი გოლებს კი საოცარი იტანს ულაპარაკოდ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
ხო წარმოგიდგენიათ კვარაცხელიას როგაეტანა მსგავსი გოლი რა მოხდებოდა საქართველოში-პელეს და მარადონას ერთად შეადარებდა სექტა.
გეგი
მიხედეთ ამ ბიჭს (არაბიძეს) არ შეიძლება ასე დაიგნორება ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის.

მართლა უნამუსობაა ასეთი დონის ფეხბურთელი გყავდეს და არ ეძახდე ხო ყველამ ვიცით რომ არაბას ნაკრებში მაინც დაუძახებენ სანიოლის მერე მაგრამ ეხლა რამხელა სტიმული იქნება მისი ევროზე წასვლა და იქიდან კარგ კლუბში გადასვლა ხო ისევ ჩვენ გამოგვადგება?! ასე იყო ბუდუზეც ხალხი ითხოვდა და ვაისი შეუვალი იყო ბოლოს ხო გამოჩნდა რომ ხალხი მართალი იყო???? არაბიძის ნაირ დარტყმას არც ჩაკვე არც დავითაშვილი და არც კვარა არ ფლობს ჯარიმის დამრტყმელიც არ გვყავს მაგისნაირი და რას ვერჩით ამ ჩია ბიჭს რატომ ვჩაგრით სამართალი არ არის????? გთხოვთ სფფ წაიყვანეთ ეს ბიჭი ევროპაზე ქართველი ხალხი ითხოვს ამ ერთ ფეხბურთელს!!!
სიმართლე უნდა ითქვას
მაქსიმალურად ვცდილობ არ გავაკეთო არანაირი კომენტარი, უბრალოდ ინფორმაციებს გადავხედო და არც არავის კომენტარი ვნახო. მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს ის ბედნიერი წუთები რასაც ერთიანობა ჰქვია. თუმცა ვერაფრით ვერ ავუარე გვერდი აქ რამოდენიმე კომენტარს. სირცხვილია უბრალოდ იმ გოლების არ აღიარება და მეკარეებზე გადაბრალება რაც დღეს და არამარტო დღეს ვიხილეთ. მის მიერ ადრე გატანილ შორეულ გოლებზეც ანალოგიურად დაიწყეს მეკარეებზე გადაბრალება. ერთ დავწერ რა. შორეულ დარტყმას ან ჯარიმის შესრულებას სჭირდება ცოდნა და კლასი, საშემსრულებლო ოსტატობა ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ეს. მეკარეს დააბრალო მაქსიმალურ კუთხეში წასული ბურთი, რომელიც საკმაოდ ძლიერი დარტყმული იყო და დააკნინო ფეხბურთელის შესრულების დონე, უბრალოდ სამარცხვინოა. საბერძნეთთანაც გვაკლდა შორიდან დამრტყმელები. როდესაც მეტოქის საჯარიმოში ვერ შედიხარ, შორეული დარტყმები და სტანდარტულები გადამწყვეტია. გამოიძახებენ არ გამოიძახებენ არ ვიცი მაგრამ, სირცხვილია თვალები დაიბრმაო და ასეთ შესრულებაზე თქვა დიდი ვერაფერი მეკარეების ბრალი იყოო. არც ის დაავიწყდეს ვინმეს რომ ცხოვრება ბუმერანგია და ხვალ თუ ზეგ ამ ბიჭის მდგომარეობაში სხვა შეიძლება ჩავარდეს.
suxumchanin
იაშკას აწყენია და ძმანი მისნი ბლოკავენ
ცდები მეგობარო
არაბიძის პრობლემა ისაა რომ მოედანზე საკმარისს არ დარბის და დაცვას არ ეხმარებაო (სანიოლის სიტყვებს თუ “ვენდობით” და მოვიშველიებთ). სხვა მხრივ ეს ორი გოლი ორივე აუღებელი იყო ნებისმიერი მეკარისთვის. მითამაშია ფეხბურთი რაღაც დონეზე და გამოცდილებით გეუბნები. პირველი ბურთი დაფარული იყო მეკარესთვის. თუ დააკვირდები მცველს შემოატარა მოჭრილი ბურთი. დარწმუნებული ვარ ვერც ხედავდა მეკარე წესიერად, მცველი უშლიდა და ვერც იმას წარმოიდგენდა რომ საკმარისად მოჭრიდა. მეორე ბურთიც აუღებლების კატეგორიიდან არის. ეგრედ წოდებული პარაშუტი წავიდა, ზემოდან ჩაეშვა მეკარის უკან, თუ საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო. ნებისმიერი სიმაღლის მეკარეს გადაცდებოდა ეგ ბურთი. არ იყო ისე რომ ცოტა დააკლდა მეკარეს. იდეალურად შეასრულა ორივე დარტყმა. ვიტყოდი გამოუვიდაო მაგრამ ისეთი სიხშირით იტანს ესეთ გოლებს ამ ბოლო დროს, ენა არ მიბრუნდება
იკა
არაბიძე რომ არ გამოიძახა ნაკრებში, ეს იმაზე მიუთითებს რომ სანიოლი ძაან ნიჭიერია და საერთოდ აზრზე არ არის შიდა შემპიონატში რა ხდება. ნაკრების პროგრესი ისევ ფეხბურთელების და გულშემატკივრების დამსახურებაა, დრო იყო ცვლილებების მენტალიტეტში - ყველა შევთანხმდით რომ ისე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამიტომაც დღეს ევროპაზე ვართ
Fygaro
რამდენი ფეხბურთელი ვიცით ნაკრებში ვისაც 2 ასეთი ბურთი 1 თამაშში კიარა კარიერაში აქვს გატანილი? გულწრფელები იყავით საკუთარ თავებთან.
გუსანი
არაბიძე რომ ნიჭიერია არახალია, არც პირველია და სამწუხაროდ არც უკანასკნელი, ბევრი ნიჭიერი დაკარგულა და მარტო ჩვენთან არა... ვილიც გარკვეულწილად მართალია, სტაბილურობა აკლია, თუმცა არც სხვები გამოირჩევიან მაგმხრივ, ეტყობა არის კიდევ რაღაცეები,რაც არ ჟღერდება, ამ თამაში გოლები კი მეკარეების დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია, არაბიძემ ნეკრების მეტოქეებს არ მგონია ასე ადვილად გაუტანოს ამ მანძილებიდან...
შახრუდინი
მართლა კარგით რა გამოოძახეთ ეს ბიჭი თქვე კაი ხალხო და თუ ვერაფერი ვერ ქნა 1 ადამიანიც არ გაგაკრიტიკებთ მაგის გამო პირიქით ქომაგები ჩვენს თავს დავაბრალებთ აი შევუკიკინეთ გამოიძახეს და ვერაფერი ქნაო.მართლა იმსახურებს რა.ისიც გვესმის რომ ჩეხეთი თურქეთი ან პორტუგალია ფოთის კოლხეთი და წყალტუბოს სამგურალი არარის და შეიძლება არ დაუტოვონ სივრცე ასე შორიდან რო ურახუნებს კარისკენ მაგრამ თუნდაც ბოლო 10 წუთით დაღლილ მეტოქესთან რომ შემოიყვან და რო არ ელოდებიან ჩვენგან ისე რობენის სტილში ვიღაც პატარა ბიჭი რო გლიჯავს ცხრიანში ხომ კარგი იქნება ?გამოიძახეთ რა გთხოვთ მთელი ერი….ხიზან შენ ქართველი ხარ კითხულობ ამ კომენტარებს უეჭველი და თხოვე რა სანიოლს ეს არის მთელი ერის ქვეყნის თხოვნა რომ ეს ბიჭი გამოიძახოთ!
ბექა
არაბიძე რომ მართლა გამორჩეული ფეხურთელია ამაზე ორი აზრი არ არსებობს!! აქ მე მინდა გავამახვილო სხვა რამეზე ყურადღება დღეს ორი თამაში იყო და ორივეს თავიდან ბოლომდე ვუყურე. მინდა გითხრათ,რომ ორივე ძალიან კარგი თამაში იყო. განსაკუთრებით ტორპედოს თამაში.ასე რომ ხალხო იარეთ სტადიონებზე.უბრალოდ სირცხვილია მე ყველა თამაშზე დავდივარ ჩემი ქალაქის გუნდის თამაშზე თუ არ ვმუშაობ.მე ვარ ხაშურის ივერის გულშემატკივარ და პროსტა ტეხავს მეხუთე ლიგის თამაშებზე უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრება ვიდრე უმაღლესის.
ავთო 1964
ერთ თამაშში სამი გენიალური მოჭრილი დარტყმა!!!
M-33
მე მარტო კვარას, ჩაკვეს და არაბას გუნდების თამაშებს ვუყურებ. თამაშიდან ისეთი ძლიერი, ზუსტი და ტექნიკური დარტყმა როგორც არაბას აქვს რომელიმე ქართველისგან არ მახსენდება, გინდა მოქმედი ფეხბურთელი იყოს, გინდა ვეტერანი. ფენომენალურად ურტყამს ტიპი , წაიყვანეთ ეს კაცი ევროზე და მინიმუმ ჯგუფიდან გავალთ და ნახევარფინალსაც წავეთამაშებით. კვარა და ეს ერთად??? ხო არ ღადაობთ პროსტა რომელ ერთს უნდა სდიონ მცველებმა? ან გიოს გრძელი პასი და კვარას გაქცევა? ან არაბა რო მარჯვენათი ოდნავ გვერდზე გაიგდებს ბურთს და 40 მეტრიდან "ზარბაზანს" რო გაისვრის და შეურხევს მეტოქეს კარის ბადეს სიამოვნების პიკი იქნება ამათი ერთად ხილვა. მწვრთნელი რო ამას ვერ ხვდები არ ვიცი ასეთს რა უნდა უწოდო. ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა და შენ ქვეყანას ყავდეს ასეთი ესთეტი განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელი რომელსაც ერთი შორეული გასროლით შეუძლია შედეგი დაგიდოს სულ რო კატასტროფული თამაში მიგდიოდეს მთელი შეხვედრა, და ესე დემონტსტრაციულად აიგნორებდე ალბათ მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს ესეთი! გრძელ პასს რომ თავი დავანებოთ, რანაირად ასრიალებს ბურთს მოკლე პასის დროს, რანაირად ეპყრობა ბურთს. ამას თუ ვერ გრძნობთ და აღიქვამთ რავი სხვა სპორტი გვყვარებიათ და ფეხბურთის სილამაზეს ელეგანტურობას არ იცნობთ რით ფასდება ეს სპორტი საეეთოდ.

ვაუ
თენგაბი
არაბიძის არ წაყვანა ევროპის ჩემპიონატზე შურის, ბოღმის და საბოლოოდ ღალატის ტოლფასია. ამ ბიჭს აქვს განუმეორებელი, ფანტასტიური დარტყმები. დარწმუნებული ვარ არაბიძეს 1-2 ამხანაგური თამაში ეყოფა ნაკრების ფეხბურთელებთან შესათამაშებლად და ასეთ გოლებს ევროპაზეც დახატავს.
Pepelu
გიორგი არაბიძე ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელია!!!! ფანტასტიური და არარეალური დარტყმით!!!! ამაზე უბრალოდ დავაც კი არ ღირს და ყველა ჩემს კომენტარში ვამბობ, სავარაუდოდ ევროპაზეც წაიყვანენ თქო. სანიოლმა პლეიოფებში სათამაშოდ არ გამოიძახა, რადგან თამაშის დროს უბრალოდ ეთიშება ეპიზოდებს და ინტენსიურ თამაშშიც იკარგება, რაც ჩვენი ჩემპიონატის ძლიერ გუნდებთან აშკარად გამოჩნდა ორივე დინამოსთანნუბრალოდ იდგა 4 ტაიმი! თუმცა რადგან ევროპაზე შესაძლოა მისი მთავარი უნარი დაგვჭირდეს, შორიდან ერთი დარტყმით თამაშის მოგება. ამიტომ მგონია არაბიძეს წაიყვანს ევროპაზე, რაც ძალიან გამიხარდება!!! თუმცა ნაკრებში მის არგამოძახებაზე მიტინგების გამართვა და სანიოლის გინება სრულ სიბრიყვედ და კლავიატურის ვირთხობად მიმაჩნია!!!!!!
ემი
ბერძნებ ერთი ასეთი რო ჰყოლოდათ წავაგებდით. ჩვენ გვყავს და არ ვათამაშებთ.
ტოტტი
სანიოლი და ფედერაცია ისე უდგება ჯიბრში ქართველ ხალხს თითქოსთავიანთვის კარგი არ იქნება ასეთი კარგი ფეხბურთელის გუნდში ყოლა . ასეთი დარტყმა კვრას და ჩაკვესაც კი შეშურდებოდათ
გიო...
არაბიძის ნაკრებში არ გამოძახება ჩემი აზრით დანაშაულია....
საბა
იმდენს იზამს ამას წაიყვანენ ევროპაზე :)
tobo
ეჰ ხალხო მარტო დარტყმა, რომ იყოს ფეხბურთი.
ტოტტი
ვინ ურტყამს ნაკრებში არაბაზე უკეთ? ვერც ვერავინ გამოიძახე სანიოლოოოო
მწვრთნელი
ვილი მამუჩაშვილს მაინც აღარ ჯობია შე კაი კაცო!? შანს მაინც ხომ იმსახურებს ამხანაგურებში! "ზამენიდან" მაინც შემოუშვი ბოლოს და ბოლოს, 20 წუთი მაინც ათამაშე! არ შეიძლება ასეთი მოთამაშის თანაც ცაცია ფეხით დამრტყმელის იგნორი! ბევრ მოთამაშეს არ აქვს ასეთი ალღო დარტყმის! სუფთა შემტევი მარცხენა გარემარბია! კი დაცვას ვერ თამაშობს, მაგრამ დარტყმა ხომ აქვს და დაიჯერე და გაიგონე ხალხის!
კახა
ამ ბიჭის არწაყვანა ევროპაზე, უსამართლო ბა და უნამუსობა იქნება. თან მითუმეტეს შორიდან კარში დამრტყმელი არა გვყავს. იმედია კობი ურჩევს სანიოლის. წინ საქართველოოოოოოოოო.
გიორგი
არ მინდა ეხლა გვარები დავასახელო ნაკრების სულ მცირე სამ ნახევარმცველზე მაღლა დგას თანაც სპეციკური მოთამაშეა როდესაც გუნდი ვერქმნის მომენტებს მეტოქის კართან ერთი შორეული დარტყმით შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი.
გიო
ეხლაღა გადავიკითხე: დამრტყმელი, ევროპამდე
ARABIDZE
გვიყვარხარ გიორგ, შე კვარზე ბევრად მაგარო )
გიო
ეიფორიას არ უნდა ავყვეთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ. არაბიძე ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას და თუ სასტარტოს არა, რახან "აწყობილია" უკვე გუნდი (და არაბიძესაც აქვს თავისი მინუსები), როგორც მინიმუმ ბოლო მეოთხედს მაინც, მით უმეტეს თუ გამოსასწორებელია ანგარიში. ასეთი არაპროგნოზირებადი და შორიდან დამრტყმელული თუ ზუსტი პასის მიმცემი, მართლა არ გვყავს არავინ. საღი აზრი იქნება, რომ ამხანაგურებში მაინც მოისინჯოს ევროპაზე და შემდეგ გადაწყდეს დანარჩენი.
რიგითი
გამახსენეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთაგან ,ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასეთი დარტყმებით გატანილი თუნდაც ერთი გოლი და თანახმა ვარ აღარ დავუძახოთ არაბიძეს ნაკრებში. გუნდს და საქმეს ჭირდება ასეთი შემტევი შედეგის მისაღწევად .
Gio
Qvilitaias ro gamoidzaxeb da arabidzes ara unamusobaa
rezi
მაგარი გოლები გაიტანა არაბიძემ. ეხლაც არ ათამასებთ ნაკრებში!!!!!!!!
bejo
ვილი მაიტა დაუძახე ამხანაგურებზე ცადე ... ისეFი ნახევარმცხველები გვყავს ხოლმე პროსტა განაცხადს რო ავსებენ და ეს გამოგადგება რამეში თან არ იცნობენ ამის თამაშს მოწინააღმდეგეები ...
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა