თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის, ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში გორის "ივერიონი" 92:81 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობის შემდეგ რანგით მეორე ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასი შარშანაც მოიგო და ტიტულის შენარჩუნება წლეულს მოახერხა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეორედ მოხდა. თავის დროზე თასის გათამაშება ზედიზედ ორჯერ "დინამო თბილისს" მოუგია. უნივერსიტეტელებისგან ფინალში ძლეული გორის "ივერიონისთვის" სატიტულო მატჩში გასვლა უკვე სოლიდური წარმატებაა. შიდაქართლურმა გუნდმა ნახევარფინალიდან სუპერლიგის ლიდერი და ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი – "ქუთაისი" გამოაგდო.

გორელებმა ღირსეულად ითამაშეს ფინალიც. მომავალ თასის მფლობელ თსუ-ს ტოლი არ დაუდეს და პირველ პერიოდში სოლიდური ჩამორჩენა მეორე ათწუთეულში აღმოფხვრეს. გორელები მესამე პერიოდში ისევ ჩამორჩნენ მეტოქეს, რომელსაც ეროვნული ნაკრების კალათბურთელები ლიდერობდნენ. აღსანიშნავია ნაკრებში კარიერადასრულებული გიორგი ცინცაძის თამაში, რომელმაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართული კალათბურთის ლეგენდარულ გამთამაშებელს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 17 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი. ორმაგი დუბლი შეასრულა ვილი ისიანმა, რომელმაც თსუ-ში გადმოსვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ითამაშა – 15 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი.

ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 31 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ჯინჭარაძეს გადაეცა თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც ნაკრებისა და თსუ-ს შემტევ უკანახაზელს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა გამყრელიძემ გადასცა. მატჩის ბოლო პერიოდში თსუ-ს ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და გორელებმა ვერაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლაშა გამყრელიძემ და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა თსუ-ს წევრებს მედლები გადასცეს. მთავარი პრიზის ჩასაბარებლად გენერალურ მდივანთან თსუ-ს ვეტერანი წევრი, ნოდარ გოგოძე მივიდა, რომელმაც საქართველოს გარდამავალი თასი გამარჯვების აღსანიშნავად თანაგუნდელებთან ერთად აღმართა.

GBF.GE

gio
გილოცავთ და წარმატებები თსუ-ს!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
რიკარდო ლინჩის ლიდერობით გორის "ივერიონმა" გაუ ბრძოლაში დაამარცხა