ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ მატჩში ალექს გარსიას გუნდმა ცხინვალელებს 2:1 სძლია
საქართველოს ჩემპიონატი

სპარტაკი-დინამო 1:2

07.08. თბილისი. ბასა. 200 მაყურებელი

0:1 კოტო (7, ჩისკოს პასით), 0:2 ჩისკო (26), 1:2 შალამბერიძე (30, კილასონიას პასით)

სპარტაკი (4-4-2) დინამო (4-4-1-1)

ზარქუა ლორია

ციმაკურიძე ოდიკაძე

კვარაცხელია თომაშვილი

ბოიომო კაკუბავა

ტეტუნაშვილი რეხვიაშვილი

ალავიძე კვეკვესკირი

თ.შონია კოშკაძე

კილასონია ჩისკო

შალამბერიძე კოტო

ჯიქია იაგუე

მეტრეველი კახელიშვილი

მწვრთნელი: ბ.კვარაცხელია მწვრთნელი: ა.გარსია

სპარტაკი

59.მამუჩიშვილი-თ.შონია

60.ბურძენაძე-ალავიძე

85.ბუზალაძე-მეტრეველი

სათადარიგოები: ძაგანია, სეფიაშვილი, მაისურაძე, კაკაშვილი.

დინამო

46.ჰომოლა-ოდიკაძე

66.ლექვთაძე-კოტო

74.რობერტინიო-კახელიშვილი

სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, ჯიღაური, თექთურმანიძე, ბერაია.

გაფრთხილება: კვარაცხელია (19), ოდიკაძე (43), ჯიქია (44), კვეკვესკირი (49), ციმაკურიძე (47), შალამბერიძე (52), ბოიომო (69)

არბიტრი: ლ.სილაგავა (თბილისი)

"გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ხუთშაბათს საკმაოდ დამღლელი თამაში გვქონდა და მიზეზად, ალბათ, ეს უნდა დავასახელოთ. მოწინააღმდეგე ძალიან მომეწონა, ბოლომდე, ჟინიანად ითამაშა", - თქვა ნამატჩევს თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ.

ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი მრავალგზის ჩემპიონსა და ცხინვალის "სპარტაკს" შორის უჩვეულო გარემოში, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მოედანზე გაიმართა. გახსნის ცერემონიალი არ ჩატარებულა, არც ჰიმნი აჟღერებულა და, კაცმა რომ თქვას, არც დროშის აღსამართი ადგილი იყო სადმე.

ცხადია, ამას გუნდებისთვის ხელი არ შეუშლია, საინტერესოდ და უშეღავათოდ ებრძოლათ. ერთადერთი, რაც იქაურობას "სრული ბედნიერებისთვის" აკლდა, ხმაურიანი ქომაგი იყო.

არ შეიძლება, არ დაეთანხმო "დინამოს" თავკაცს. სპარტაკელებმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და წლეულს საგრძნობლად მოღონიერებულ თბილისელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, მინიმუმ ფრეს გამოჰკრავდნენ ხელს.

არადა, "დინამოს" ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლო. მე-7 წუთზე ცხინვალელებმა მარცხენა ფრთაზე წამოიწყეს იერიში, თუმცა ზედ საჯარიმოს მისადგომებთან ალექსანდრე კოშკაძემ კობა შალამბერიძის გადაცემა ჩაჭრა და ბურთი ჩისკოს გაატანა, მან კი ოდნავ წაიწია და გამჭოლი გადაცემით კარის წინ მარჯვენა ნახევარმცველი კოტო დატოვა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაბალ კუთხეში გაგზავნა - 1:0.

კოტოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ფლანგზე ძალიან აქტიური იყო და ვიზავი ბადრი ტეტუნაშვილს თითქმის ყველა დუელი მოუგო. შესაბამისად, ხიფათი სპარტაკელთა კართან სწორედ მარჯვენა ფრთიდან, კოტოს გარღვევებით იქმნებოდა. ამას ვერაფრით ვიტყვით მარცხენაფლანგელ გიორგი კახელიშვილზე და, როგორც ჩანს, გარსიამ ფლანგის ნახევარმცველთა თამაშში ეს კონტრასტი დროულად შენიშნა და მე-20 წუთზე მათ ადგილები გააცვლევინა.

ამ ტაქტიკურმა გადაადგილებამ შედეგი მალევე გამოიღო. 26-ე წუთზე კოტომ უკვე მარცხენა ფრთაზე წამოიწყო შეტევა. მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთის თავით გამოტანა გიორგი ალავიძემ სცადა, მაგრამ საჯარიმოშივე ის ჩისკოს ნადავლი შეიქნა. ესპანელმა ბურთი სწრაფად დაამუშავეს და თორნიკე ზარქუას აუღებელი დაურტყა - 2:0.

ცხადია, უსაქმოდ არც "სპარტაკის" წინახაზელები იყვნენ. ისინი მეორე გოლის შემდეგ უფრო გააქტიურდნენ, მით უფრო, რომ მეტოქის თამაშს ალღო აუღეს. პირველი საგოლე სიტაუცია "დინამოს" კართან 28-ე წუთზე შეიქმნა, როცა რეზო ჯიქიამ თავით ხუთი მეტრიდან კარს გადააცილა ბურთი.

ორ წუთში კი გოლიც გამოცხვა. ვარლამ კილასონიამ მოედნის შუაგულში ბურთი ბრძოლით მოიპოვა და შესანიშნავი გადაცემით შალამბერიძე თბილისელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა. შემტევმა გიორგი ლორიას გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 1:2.

ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "სპარტაკს" ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. ლორიასთან პირისპირ ამჯერად ჯიქია დარჩა. ამ ეპიზოდში "დინამოს" მეკარემ დიდოსტაურად ითამაშა. მან ჯერ დაბალი დარტყმული ჯიქიას აუღო, მისგან ასხლეტილ ბურთს შალამბერიძემ მიუსწრო, მაგრამ ლორიამ მასაც აჯობა.

მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა. გატანის რეალური შანსი "სპარტაკს" ჰქონდა: გივი კვარაცხელიამ ხუთიოდე მეტრიდან თავით გატანა სცადა, ლორიამ კვლავ ივარგა, მოგერიებული ბურთი კი ბოიომომ მიზანს ააცილა...

თამაშს ევროპის ლიგის გათამაშებაში "დინამოს" მომდევნო მეტოქის, ათენის "აეკის" ემისრები ესწრებოდნენ.

მატჩის შემდეგ:

ალექს გარსია (დინამო): "არა მგონია, რომ ჩვენი გუნდის ცუდი თამაში დაცვის ხაზის ბრალია. მოთამაშეებს კონცენტრაცია აკლდათ და ეს გავლენას მცველთა მოქმედებაზეც ახდენდა."

ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "შედეგით კმაყოფლი არ ვარ, რასაც ვერაფრით ვიტყვი გუნდის თამაშზე. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. სამწუხაროდ, მათი გამოყენება ვერ შევძელით.

ამჟამად მოლაპარაკება გვაქვს ოთხ ფეხბურთელთან, რომლებსაც, ალბათ, მალე დავიმატებთ. ამისა და გუნდის დღევანდელი თამაშის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანი მოწინავე ხუთეულში დამკვიდრებაა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tregu
ვააახ, ამ დაცვას რა ვუყოთ კაცოოო ...
zuxusha
ქართველები ქაჯების როლს თამაშობდნენ? ლომაიას კიდევ მაკრატელათი შეჰყავდა ბურთი თამაშში?
dato
ხმაურიანი ქომაგებიც ვიყავით დინამიტები მაგრამ ნაკრებს ძინავსო და არ იხმაუროთო ეგრე გვითხრეს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა