ზუგდიდში გამართულ შეხვედრაში "ბაიამ" ბოლნისის "სიონი" 3:0 დაამარცხა
ჩემპიონატის პირველ ტურში პრობლემებით დამძიმებული კლუბები შეხვდნენ ერთმანეთს.

"სიონი" სეზონის დაწყებამდე 18-მა ფეხბურთელმა დატოვა, ჩემპიონატამდე მცირე ხნით ადრე შეიკრიბა და ერთადერთი გუნდია, რომელმაც შეკრებაც ვერ გაიარა. ცხადია, ამან მთავარ მწვრთნელად დანიშნულ ჯონი ჯაგიდისს თავსატეხი გაუჩინა.

აკი მან მატჩის შემდეგ გვითხრა კიდეც, 4-5 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდებაო. ძნელია, არ დაეთანხმო - "სიონი" ზუგდიდში მეორე მეკარის გარეშე, მხოლოდ 16 მოთამაშის ამარა ჩავიდა და ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ თუ ვითარება დროულად არ შეიცვალა, "სიონის" მთავარი საზრუნავი უმაღლესში დარჩენა იქნება.

შედარებით უკეთეს პირობებში ემზადებოდა "ბაია", რომელმაც ევროპის ლიგაზე რუსთავის "ოლიმპში" გამოცდილებამიღებული ირაკლი ქობალია, აზერბაიჯანულ "თურანში" გასინჯვიდან დაბრუნებული მეკარე გიორგი სომხიშვილი და ქუთაისის "ტორპედოში" იჯარადასრულებული ლუკა გუგუჩია დაიბრუნა.

საერთოდ, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ არასრული მოსამზადებელი ეტაპიც დაეტყო - გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. "ბაიას" გამარჯვებაში ლომის წილი დაბრუნებულებმა დაიდეს: მე-8 წუთზე კარისკენ გუგუჩია დაიძრა, საჯარიმოს ხაზთან მცველს დაუსხლტა და მეკარეს ცხრიანში დაურტყა - 1:0.

21-ე წუთზე დათა რიგვავამ საჯარიმოში გახსნილი ქობალია მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 2:0.

მალე მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ლევან წურწუმიას გადაცემით ლობჟანიძესთან პირისპირ დარჩენილმა მას ვერ აჯობა.

73-ე წუთზე ქობალიამ საჯარიმოში შოთა ლომია მოძებნა და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა