"არსენალმა" კიდევ ერთი ამხანაგური თამაში წააგო - ლისაბონში "ბენფიკასთან" 2:1 დამარცხდა
"არსენალმა" კიდევ ერთი ამხანაგური თამაში წააგო - ლისაბონში "ბენფიკასთან" 2:1 დამარცხდა. და როგორც ჩანს, "მეთოფეთა" გუნდში ბევრს ნერვები მართლა ცუდ დღეში აქვს: რობინ ვან პერსიმ იჩხუბა.

28 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელს 24 წლის არგენტინელი მცველი ეზეკიელ გარაი პირველი ტაიმის მე-40 წუთზე უეხეშა. ვან პერსიმ წყენა გულში ჩაიდო და როდესაც მსაჯმა შესვენება გამოაცხადა, ბენფიკელს გინებით მივარდა. გინებაზე გარაიმ ჰოლანდიელს ხელი ჰკრა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გაოცებული

თანაგუნდელები იძულებულები გახდნენ ინციდენტში ჩარეულიყვნენ.

გაშველების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ ვან პერსისთან ლისაბონელთა სხვა არგენტინელი ფეხბურთელი, 25 წლის ნახევარმცველი ენცო პერესი მივიდა. ვან პერსიმ და პერესმა ერთმანეთს ხელი არ შეახეს, მაგრამ ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ. მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი თავდამსხმელი, რომელსაც ადგილზე ექიმების დახმარება დასჭირდა, მეორე ტაიმში აღარ ათამაშა.

უნდა ითქვას, რომ სანამ ვან პერსი მოედანზე იყო უპირატესობა "არსენალს" ჰქონდა - მომენტები "ბენფიკას" კართან იქმნებოდა. 31-ე წუთზე ჰოლანდიელმა ალექს სონგის პასით ანგარიში გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში თავი "მეთოფეთა" დაცვის პრობლემებმა იჩინა და შეცვლაზე შესულებმა, პაბლო აიმარმა და ნოლიტომ გამარჯვება პორტუგალიის გუნდს მოუტანეს.

"არსენალი" "ბენფიკას" სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის გარეშე ეწვია. მოგეხსენებათ, ესპანელ და ფრანგ ნახევარმცველებს სხვა გუნდებში უნდათ გადასვლა. განსაკუთრებით აღელვებული 24 წლის ფაბრეგასი გახლავთ. მას იმდენად მობეზრდა თავისი მდგომარეობა, რომ მზად არის 4 მილიონი ფუნტის პრემიებზე თქვას უარი ოღონდ კი "ბარსელონაში" გაუშვან - როგორც ირკვევა "მეთოფეთა" კაპიტანს, კონტრაქტის თანახმად, დარჩენილ 4 წელიწადში ხელფასის გარდა სხვა გვარიანი თანხაც ერგება, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მზად არის ეს ფული ლონდონელებს დაუტოვოს. ვენგერმა კი მისი ლისაბონში არყოფნა კვლავ ისეთი მიზეზით ახსნა, რომელიც ტრანსფერსა და დაძაბულ ურთიერთობებთან არ არის დაკავშირებული:

"სესკი ტრავმირებული არ არის, ის ჩვეულებრივ ვარჯიშობს, უბრალოდ, ბოლოს ორთვენახევრის წინ, "ბოლტონთან" ითამაშა და ამიტომ დღეს მოედანზე გასასვლელად მზად არ იყო. რაც შეეხება მისი წასვლა-დარჩენის საკითხს, ეს გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა".

ცნობისთვის: 4 მილიონ ფუნტს, რომელიც "არსენალმა" ფაბრეგასს კლუბიდან წასვლის შემთხვევაში უნდა გაატანოს, ლონდონელი ფანების ერთ-ერთმა გაერთიანებამ მიაქცია ყურადღება. როგორც კი ეს თემა წინა პლანზე წამოვიდა, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა "მეთოფეებს" გადაწყვეტილების მიღება გაუადვილოს და კონტრაქტის იმ პუნქტს, სადაც ზემოხსენებული თანხის ამბავი წერია, გააუქმებს.

შეგახსენებთ, რომ რაც ზაფხული დაიწყო, "არსენალი" ჯიუტად აცხადებს, რომ "ბარსელონასგან" 40 მილიონი ფუნტი უნდა. "მეთოფეები" თავიანთ კაპიტანს ამაზე ნაკლებად არ გაყიდიან. კატალონიელებს ლონდონში ბოლო დღეებშიც ჰყავდათ მივლინებული ორი კაცი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოსეპ-მარია ბარტომეუ და რაულ სანლეჰი, ერთ-ერთი დირექტორი, რომელთაც ინგლისის დედაქალაქი პარასკვეს მორიგი უარით დატოვეს.

როგორც მიმომხილველები წერენ, ფაბრეგასისა და ნასრის ამბის გაწელვა უკვე თავად ვენგერის სატრანსფერო გეგმებზეც მოქმედებს ცუდად. სანამ ასეთი გაუგებრობაა, "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი "ვალენსიას" 23 წლის ხუან მატას სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს ანუ 23 მილიონ ევროზე ცოტა მეტს ვერ სთავაზობს.

დააკვირდით, როგორ ჩაიხლართა ვითარება: არავინ იცის, რას იზამს "ბარსელონა", გაიმეტებს ფაბრეგასში იმდენს, რამდენსაც "არსენალი" სთხოვს თუ არა? თუ არა, მაშინ, იქნებ "მანჩესტერ სიტისთვის" ნასრის 25 მილიონ ფუნტად მიყიდვას ჰქონდეს აზრი? ასე ვენგერი მატას შესაძენად საკმარის თანხას იშოვნიდა, მაგრამ როდის გაირკვევა, რას აპირებს "ბარსა"? შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტოს იხურება და სრულიად შესაძლებელია კატალონიელებმა ბოლო წუთებამდე ხმა აღარ ამოიღონ.

და კიდევ ერთი: "არსენალი" კოსტა რიკის "დეპორტივო საპრისასგან" 19 წლის თავდამსხმელ ხოელ კემპბელს ყიდულობს. კემპბელი "მეთოფეებს" 900 ათასი ფუნტი უჯდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა