რომელუ ლაკაკუ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა - ვარსკვლავბიჭუნამ "სტემფორდ ბრიჯზე" სამედიცინო შემოწმებაც გაიარა
რომელუ ლაკაკუ "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა. "ანდერლეხტი" 18 წლის თავდამსხმელს 20 მილიონ ფუნტს ანუ 23 მილიონ ევროს აფასებდა. "ლურჯებმა" ვაჭრობაში ლონდონისავე "არსენალს" აჯობეს და გუშინ ვარსკვლავბიჭუნამ "სტემფორდ ბრიჯზე" სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის გუნდებს ლაკაკუმ თვალი ჯერ კიდევ 16 წლისამ მოჭრა, როდესაც ბელგიის ჩემპიონატში გოლების გატანა დაიწყო.

დასავლეთლონდონელთა პრეს-მდივანმა თქვა: "ჩვენს კლუბსა და "ანდერლეხტს" შორის მიღწეულია შეთანხმება რომელუ ლაკაკუს ტრანსფერთან დაკავშირებით".

"ანდერლეხტის" მწვრთნელმა ჰერმან ვან ჰოლსბეეკმა დასძინა: "რომელუს წასვლამ ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ, მეორე მხრივ ეს ისეთი ტრანსფერია, რომელიც ორივე მხარეს სარგებელს აძლევს. ახლა, ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ყველა ღონეს იხმარენ, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში ლაკალუს შემცვლელი იპოვნონ. რაც შეეხება თავად რომელუს, ჩვენ მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ".

რაც შეეხება "ჩელსიდან" მიმავალთ, ასეთი 27 წლის იური ჟირკოვი გახლავთ. მას მახაჩკალის "ანჟი" ყიდულობს. "ლურჯების" მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა: "მართალია, ჟირკოვთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ მდგომარეობა ასეთია, იურიმ მყიდველ მხარესთან თავად უნდა გაარკვიოს ურთიერთობა. ჩვენ ხელს ვერ შევუშლით, რადგან მას "ანჟი" ძალიან დიდ ფულს სთავაზობს და თან, სამშობლოში, რუსეთში აბრუნებს".

ამასობაში "ჩელსიმ" "რეინჯერსთან" ითამაშა და 3:1 გაიმარჯვა. ანგარიში გლაზგოელთა ხორვატმა თავდამსხმელმა, 25 წლის ნიკიცა იელავიჩმა გახსნა, მაგრამ პირველსავე ტაიმში ამ გოლს ორით 21 წლის დენიელ სტარიჯმა უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ სტარიჯი "ჩელსის" გასული სეზონის მეორე ნახევარში "ბოლტონში" ჰყავდა იჯარით გაშვებული, მაგრამ ახალგაზრდა "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდა და დიდიე დროგბას, ფერნანდო ტორესს, ნიკოლა ანელკას და სალომონ კალუს კონკურენციას უწევს. სტარიჯის მიერ "რეინჯირსთან" შესრულებული დუბლი ვილაშ-ბოაშს თავსატეხის წინაშე სტოვებს - მაინც როგორი იქნება "ლურჯების" თავდასხმა ახალ სეზონში? ყოველ შეხვედრაში ხომ არ შეცვლის შემადგენლობას?

გლაზგოელთა კარში მესამე გოლი ფლირენ მალუდამ გაიტანა, შეხვედრის ბოლოს კი მსაჯმა დროგბას წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, რომელიც ფრენკ ლემპარდმა მიზანს ააცილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა