ქუთაისის "აიამ" დიდი 10-ის ფინალში თბილისის "ლელო" 19:3 დაამარცხა და საქართველოს ჩემიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.

"აიამ" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა პირველ ორ გათამაშებაში – 1990 და 1991 წლებში; მესამედ ჯილდო 1995 წელს შემართა; ბოლოს კი ოქროს მედლებს 2021 წელს დაეუფლა და სამიწლის შემდეგ იგივე მიღწევა გაიმეორა. ქუთაისელებმა რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულეს, შესარჩევ ფინალში "ლელო" დიდ დიღომში, "ლელო არენაზე" 27:10 დაამარცხეს, ფინალში კი იმავე ‘ლელოს’ "ავჭალაზე" დამსახურებულად, 19:3 სძლიეს.

თამაშს როგორც ორივე გუნდის, ასევე ნეიტრალური მაყურებელი მრავალად დაესწრო და მათ ტრიბუნებზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. ანგარიშის გახსნა ირაკლი ყიასაშვილს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. თავის მხრივ "აიამ" მე-9 წუთზე მოიპოვა ჯარიმის უფლება და ის გიორგი ბაბუნაშვილმა 3 ქულად აქცია, რაზეც ყიასაშვილმა ჯარიმითვე 21-ე წუთზე უპასუხა. ეს იყო "ლელოს" ერთადერთი შედეგიანი შეტევა ფინალურ მატჩში.

ამის შემდეგ ქუთაისელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, 27-ე წუთზე გიორგი ნიკოლაძემ მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და გიორგი ქიმუცაძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა, მაგრამ "აია" ინიციატივას ფლობდა და მალე სანდრო ქოიავა სინბინით დაისაჯა, ტაიმის ბოლოს კი ქუთაისელთა უპირატესობა ჯარიმით ბაბუნაშვილმა გაზარდა – 11:3.

მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. პირველი 20 წუთი გუნდებმა უქულოდ გალიეს, რის შემდეგაც "აია" იერიშზე გადავიდა და რადგან ლელოსთვის საჭირო წინსვლა ვერ მოხერხდა, ბაბუნაშვილმა კარის წინ 20 მეტრიდან არეკნი გაიტანა. ქუთაისელები არ მოეშვნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, 76-ე წუთზე კი საკუთარი შესაძლებლობა კიდევ ერთხელლ გამოიყენეს და ამირან შვანგირაძემ ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:3 და "აია" საქართველოს 5-გზის ჩემპიონია.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ დოლიძე გახდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშილმა ჩემპიონები და ფინალისტები შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს.

Rugby.ge

სოსო
ვულოცავ აიას!კარგი იქნებოდა,ფინალში გუნდების შემადგენლობებიც მოგეწოდებინათ.ფინალი,მაინც ფინალია და ...
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10: "ბათუმი" და "აია" დაზავდნენ
დიდი 10: ჯიქი-ყოჩები, ლელო-ლოკომოტივი
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]