საქართველოს 7-კაცა, რომელიც 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება, დღეს ქუთაისში 5-დღიან შეკრებაზე შევიდა.

მესამე ეტაპს 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს. საქართველო ა ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა ითამაშებენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.

„მოსამზადებლად ყველანაირი პირობები გვაქვს და ქუთაისში 12 მაისამდე ვივარჯიშებთ. ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეები უკეთეს ფორმაში შევიდნენ და მიუნხენში დამატებითი გამოცდილება შევიძინოთ, რათა მომზადებული შევხვდეთ რაგბის ევროპის ჩემპიონატის სერიას. მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვითამაშოთ და მოვიპოვოთ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ 7-კაცას თამაში შეგვიძლია, რამდენიმე კარგი გუნდიც დავამარცხეთ, მაგრამ სტაბილურობა გვაკლია“ – განაცხადა 7-კაცას მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ.

„მიუნხენში ვეთამაშებით სერიის ლიდერ ურუგვაის, რომელიც წინა სერიის გამარჯვებული გახდა, თუმცა წელს მას დუბაის ეტაპზე მოვუგეთ. გერმანია ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ სამშობლოში თამაშობს, ოთხეულში შესვლის შანსი აქვს და მაქსიმუმს გაიღებს მიზნის მისაღწევად. პაპუა ახალი გვინეა ფიჯის სტილის გუნდია, კარგი შემსრულებლებით და ნაკლები დისციპლინით. ჩვენ წნეხის გარეშე ვითამაშებთ, რადგან ოთხეულში გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ გვაქვს და ვეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“ – დაამატა 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

გერმანიიდან გუნდი ესპანეთში, ბენიდორმში გადაინაცვლებს, სადაც 20-იდან 27 მაისამდე გაჩერდება და მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გავითარებადი ნაკრებები და კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

ამჟამად 7-კაცას შეკრებაზე 16 მოთამაშეა. ტრავმის გამო გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს სოსო მათიაშვილი. სამაგიეროდ ტრავმები მოიშუშეს ლევან ნარიმანიძემ და თემურ ჭიჭინაძემ. 7-კაცას ‘შავი ლომიდან’ დაუბრუნდნენ გიორგი ჯობავა და იოსებ გუშარაშვილი.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, პირველ ეტაპს 7-9 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, ხოლო მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპისთვის

ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, გიორგი ჭუაძე, იოსებ გუშარაშვილი, რომან მახათაძე, საბა არჩვაძე, გიორგი კოშაძე, დავით იმნაძე, სერგი ჩხაიძე, თემურ ჭიჭინაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კენჭოშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, ალექსანდრე ტატიშვილი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"