ხვალ, გამთენიისას, საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, მიუნხენში მიემგზავრება, სადაც 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

შეხვედრები 18-19 მაისს გაიმართება. საქართველო "ა" ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. "ბ" ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა ითამაშებენ, "გ" ჯგუფში კი - კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.

5-დღიანი დასკვნითი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ 12 მოთამაშე დაასახელეს. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება ლევან ნარიმანიძე. მონტევიდეოში არ უთამაშიათ და მიუნხენში მიდიან ლუკა ალიბეგაშვილი და იოსებ გუშარაშვილი.

გერმანიიდან გუნდი ესპანეთში, ბენიდორმში გადაინაცვლებს, სადაც 20-იდან 27 მაისამდე გაჩერდება და მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განვითარებადი ნაკრებები და კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

ივნისში 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატი ელის. პირველ ეტაპს 7-9 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, ხოლო მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია