საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები 6 ივნისს,, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით, ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს, უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის.

პარალელურ რეჟიმში, თბილისში ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც შეიკრიბება, რომელიც 8 ივნისს, ასევე ყაზახ თანატოლებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. გუნდებს შორის შეთანხმების თანახმად, ორივე ნაკრებს 21-წლამდელთა გუნდიდან 3 მოთამაშის დამატების უფლება ექნება.

21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან, ფიზ. მომზადების მწვრთნელთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად, 6 ივნისს, თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ავსტრიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ეტაპს შეუერთდება.

20-წლამდელთა ნაკრებს 8 ივნისს რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.

6 ივნისს გასამართი მატჩი, 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო 8 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა 17:00 საათზე - ორივე მატჩს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ალექსანდრე იაშვილი: “რამაზ სვანაძე მისი გუნდის წევრთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად 2022 წელს, ერთა ლიგის მატჩების პერიოდშიც ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა - ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ევროპის ჩემპიონატზეც ვილის სამწვრთნელო შტაბს გააძლიერებს.

ჩვენი საშეჯიბრო პროცესის და ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ მწვრთნელებს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რაც ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის დიდი გამოცდილებაა და გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბებს შორის ასეთი დამოკიდებულება, ერთი ასაკობრივიდან მეორეში, ან ახალგაზრდულიდან ეროვნულ გუნდში მოთამაშეთა ტრანზიციის პროცესს ძალიან ხელს უწყობს, რაც საბოლოოდ იმ წარმატებულ მაგალითებში აისახება რისი ტენდენციაც გვაქვს ბოლო წლებში ამ მიმართულებით.”

nakrebi.ge

სოსო
ძალიან კარგი პრაქტიკაა და ყველას წაადგება.
Gia
Svanazes amzadeben mtavar mwvrtnelad. Tumca sul tyuilad, qartveli nakrebs shedegs ver daadebiebs. Vilis saqmes hi erevian svanadzes vinme rames she ekitxeba? Svanadze avtoriteti araa. Ase ro vili midis da amas achveven.
ოკ
მშვენიერიც იქნება …სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო!!!ეგ ბევრად უკეთეს ნაკრებს გააკეთევს და უფრო სამართლიანსაც და მთავარი უკეთეს ფეხბურთსაც ათამაშებს !!!
Master
ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს რომ შემოდგომოდან სვანაძე იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია