ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში ორი მატჩი გაიმართა.
„დილამ“ სტუმრად 2:0 დაამარცხა ბათუმის „დინამო“ და ლიდერობა განიმტკიცა. დუბლი ვაუტერმა შეასრულა, რომელსაც ისევე, როგორ „ტორპედოს“ თავდამსხმელ იონსენს, 9 გოლი აქვს გატანილი და ისინი ჩემპიონატის ბომბარდირები არიან.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოისწრაფიშვილის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით ფრეს მიაღწია „კოლხეთთან“. ორივე გუნდი 19-19 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. ფოთელთა გუნდის ნახევარმცველმა მელქაძემ საჯარიმოდან დალაშქრა დედაქალაქელთა კარი. მან ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
27.05.24. კოლხეთი 1913 2:2 დინამო (თბ)
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დილა 0:2
გოლები: 0:1 ვაუტერი (71), 0:2 ვაუტერი (78)
ქობულეთი. „საფეხბურთო ცენტრი“
კოლხეთი - დინამო (თბ) 2:2
გოლები: 0:1 სანტისი (3), 1:1 ხარებავა (20), 2:1 მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2)
28 მაისს დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება:
სამგურალი - ტორპედო
გაგრა - იბერია 1999
თელავი - სამტრედია
ზურა
არ გამოვა ესე ყველა გუნდი რომ გვიყვარდეს და მარტო დამსახურებულს ვგულშემატკივრობდეთ, უნდა იყოს ჯახი, დაპირისპირება, დაძაბულობა, პრინციპული მეტოქეობა. სხვანაირად ხალხის ინტერესი ვერ გაიღვიძებს და თუ ხალხი არ მივიდა ვერც განვითარდება ფეხბურთი. ეს ემოციააა მაგის გარეშე სტადიონზე წასვლას რა აზრი აქვს?! რავიცი სადაც ფეხბურთი განვითარებულია ყველგან ჯახია და სერიოზული დაპირისპირება
levani-ს
ნოდარა და დიმა შენ მართლა კომენტატორები გგონია,მართლა მოგწონს მაგათი სისულელეების ბრახა ბრუხი?
მოვერიდოთ ერთმანეთს
რადგან არც საკუთარ სახელს წერთ და ვერც ის ვნახე ვის უპასუხეთ და რით გაგაბრაზათ. ვეცდები ზოგადადი თხოვნა შენიშვნა დაგიწეროთ. საქართველოს ისტორიაზე თუ მსჯელობთ არც ქუთაისით დაწყებულა და მითუმეტეს არც თბილისით (მინიმუმ 2-ჯერ უმცროსია ასაკით ქუთაისზე) და თუ აქამდე მოვიდა გმირი ხალხის ბრძოლით მოვიდა. ერთმანეთის გატანა ბოლომდე და კარგად რომ გვცოდნოდა უკეთესად ვიქნებოდით და ეგებ ახლა მაინც დავუდგეთ გვერდში ერთურთს და საერთო ტკივილის საძირკველს ერთად მოვუაროთ. ფეხბურთის ისტორია თუ არ მოგწონთ რომელიმეს, მაშინ ქართული ფეხბურთის აკვანი ფოთია და ის გენიალური პაიჭაძეც ფოთელია. ასე რომ რომელი მეტია ფეხბურთისათვის თბილისი თუ ქუთაისი აქაც უადგილო მგონია. შიდა ომებმა და სეპარატისტულმა განწყობებმა გამოიწვის ყველაფერი ცუდი საქართველოში და მათ შორის ფეხბურთშიც და დავანებოთ თავი ამ ურთიერთ შეფასებებს. მე და ჩემნაერებმა რა ვქნათ ყველა ქართული გუნდი ერთნაერად რომ გვტკივა, მითუმეტეს ევროსარბიელზე. ქუთაისელი ვარ მაგრამ დინამო, რომ ასე გაფუჭდა ძალიანაც მტკივა და არ მომწონს. მინდა რომ იმ რეალს თუ ბარსელონას და სხვასაც ვინც არ უნდა იყოს ჩვენი ბიჭები მაგრად ეომონ დამანახონ, რომ სულს და გულს დებენ თამაშში ისე როგორც რაგბისტები თამაშობენ ნაკრებში, როგორც საბერძნეთთან იბრძოლეს (ბუდუს მიწაზე თავით ბრძოლას რა დამავიწყებს) და მერე წაგებითაც აღარ წააგებენ და სიამაყის საფუძველსაც აღარ მოგვაკლებენ. ასე, რომ ნუ იდავებთ ვინ ვისი და რამდენი პური, ღვინო და ნავთი :) დალია/შეჭამა, ეგ კარგს არ მოგვიტანს. ურთიერთ გაგება კი გაცილებით წინ წაგვწევს პატივისცემით ოთარი
შულაია-ს
მერე რა რომ ის მუტრუკი (11) ქართველია? შეგნებულად ჩეხავდა "დილას" ქართველ მეკარეს! რახან ეროვნების მეტს ვერაფერს ხედავ, შულაია.
xxx
ლევან ეგ კომენტატორი შეთავსებით თან არის ბათუმის პრეს ატაშე, შესაბამისად ბათუმის კარში გასული არც ერთი გოლი არ უხარია და ყოველთვის ტენდენციურია. ამიტომ კარგი იქნება თუ ფედერაცია გაითვალისწინებს და საკუთარი გუნდის თამაშებს აღარ წააყვაინებს.
გელა
გუშინ ვიყავი ექიმთან ჩემო ძმაო და ჯანმრთელობის საერთო ცნობა,იგივე ფორმა 100 ავიღე სრულიად დამსახურებულად.ეხლა შენი ჯერია და რას გეტყვიან გამაგებინე აუცილებლად.გენაცვალე გულში კეთილი რჩევისთვის
Levani
კიდევ ერთხელ შევეხები კომენტატორის თემას. სად პოულობთ ამ დაკომპლექსებული დარბაისელ ტიპებს? ნოდარ სიმსივესგან ისწავლეთ,დიმა ობოლაძისგან ისწავლეთ. ან აიღეთ "გამა" რა იქნებოდა რომ არა წამყვანი რო ყვირის "მზააად ხაააართ" მძღნერისგან ოქროს აკეთებს ტიპი თავისი აზარტული წაყვანით და ეს ფეხბურთის კომენტატორები პირიქით. გორმა ისეთი ტემპი და პრესინგი ითამაშა რო ბათუმს უჭირდა დაწევა და ამ დროს კომენტატორი რაღაცას ბჟუტურობდა იმის მაგიერ აზარტულად წაეყვანა თამაში. მოაშორეთ ეს ფეხბურთის მკვლელი კომენტატორები საერთოდ უნდა აუკრძალო ფეხბურთთან შეხება
შულაია
გორის დილას სასტარტო შემადგენლობაში სულ სამი ქართველი ფეხბურთელი იყო, პლიუს უცხოელი სამწრთვნელო შტაბი და.......გიხაროდენ იმერ -ამიერ, ავშენდით და დავცხოთ მრავალჟამიერ.....
თემო-ს
ყოველ შემთხვევაში ასეთი პორნოგრაფია არავის გაუკეთეს როგორც დინამოს ბოლო ხუთ წელში.
თემო
მაგ ლოგიკით არცერთი გუნდი არ უნდა გადიოდეს...რომელმა გვასახელა ბოლო 10 წელიწადში?1 საკვაპილიკაციო რაუნდის დაძლევა გვიხარია..
ლაშა
საიდან აქვს ფული?სულ მაინტერესებდა..არაფერი მსმენია მის ბიზნეს საქმიანობაზე.
Ბაბუაწვერა
ვიღაც მარას ტრანსფერზე ვკაიფობდით და მგონი ეგ მარა ყველაზე კარგი ფეხბურთელია მაგ გაუგებრობაში. და წიტაიშვილი რით სჯობია აზაროვს ვერ ვიგებ-უკეთეს გუნდში თამაშობს თუ მაგ გაუგებრობაში სადაც არი უკეთესია? არაბიძეს რო ინტესივობა დაუწუნა სანიოლმა,წიტაიშვილის ინტესივობა მოსწონს? რავი ეგ დემჩენკო გეგონათ ანჩელოტი,მაგრამ მამუჩაშვილის ცენტრში დაყენებით მგონი საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი კვალიფიკაცია. თუ კიდევ იგივე გაიმეორა შეიძლება მამუჩაშვილს კარიერა დაურულოს კიდეც.
Გელა-ს
მაშ მაგაზე მეტი სანატრელი მართლა არაფერი გაქ??? წადი მაშინ ძმაო და ექიმს ეჩვენე
55555
ბათუმის დინამოს პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს ნამდვილად უყვარს ფეხბურთი და ბათუმის დინამო, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული არ ნიშნავს ამ საქმის სწორ მართვას. მენეჯმენტი არის -0. სამაგიეროდ ბატონ არჩილს უყვარს კაზინოებში სიარული, ბათუმელებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს გუნდში ყველაფერი, ძირეულად და ტრიბუნებიც შეივსება და ყველაფერი კარგად იქნება.
გელა
ოღონდ დინამო თბილისი არ გავიდეს ევროტურნირებზე და მეტი არაფერი მინდა.გული შემტკივა ამ კლუბზე,სახელზე და ისტორიაზე და მაგიტო ვამბობ. შარშან-შარშანწინ თუ მეთევზეებთან და მონადირეებთან გაბახდნენ ეხლა რომელიღაც ქვეყნის "კაფელშჩიკები" და "მალიარები" დააფარებენ 4-0 და 5-0_ს თავზე
ემზარი
როგორც ერთ ქართულ ფილმშია; "ჩვენ რამ გაგვყო ბერიკაცოო" ასე უნდა იყოს ჩვენ ჩემპიონატშიც, ქართველი გულშემატკივარისთვის რაარის გამყოფი, ან რომელიმე ქართული კლუბის მიმართ როგორ იქნება რაიმე ანტიპათია, ჩვენ ყველას უნდა გვიყვარდეს და ვქომაგობდეთ, ჩვენი ქართული ჟესტი მხოლოდ დადებითი სულის უნდა იყოს ჩვენი გუნდების მიმართ! მხოლოდ დადებითი ემოციები ჩვენი გუნდების მიმართ და არა პასიურობას, შურს, არამეგობრულ შუღლს! აი ეს მოგვიტანს ნამდვილ სიხარულს და ერთიანობას! რაც შეეხება დილა გორს, ბევრი წელია იგრძნობა, რომ გუნდი ნამდვილად იმსახურებს მეტ ქომაგობას, უკეთეს სტადიონს და მეტ ხელშეწყობას! წარმატებები ჩვენს "დილას"და წარმატებები ჩვენს ყველა ქართულ კლუბებს!
ემზარი
როგორც ერთ ქართულ ფილმშია; "ჩვენ რამ გაგვყო ბერიკაცოო" ასე უნდა იყოს ჩვენ ჩემპიონატშიც, ქართველი გულშემატკივარისთვის რაარის გამყოფი, ან რომელიმე ქართული კლუბის მიმართ როგორ იქნება რაიმე ანტიპათია, ჩვენ ყველას უნდა გვიყვარდეს და ვქომაგობდეთ, ჩვენი ქართული ჟესტი მხოლოდ დადებითი სულის უნდა იყოს ჩვენი გუნდების მიმართ! მხოლოდ დადებითი ემოციები ჩვენი გუნდების მიმართ და არა პასიურობას, შურს, არამეგობრულ შუღლს! აი ეს მოგვიტანს ნამდვილ სიხარულს და ერთიანობას! რაც შეეხება დილა გორს, ბევრი წელია იგრძნობა, რომ გუნდი ნამდვილად იმსახურებს მეტ ქომაგობას, უკეთეს სტადიონს და მეტ ხელშეწყობას! წარმატებები ჩვენს "დილას"და წარმატებები ჩვენს ყველა ქართულ კლუბებს!
Ბათუმს ქათქათას
სადა ხართ აბა რატო ხმას არ იღებთ? იმდენი შეცდომა დაუშვით თქვენ-კაცური,სპორტული,დაწერილი და დაუწერავი რო თქვენ მეტის ღირსები ხართ. სად არის თქვენი გადაჭედილი ტრიბუნები ტვინი რო გქონდათ წაღებული?თქვენ და ფეხბურთი?როდის იყო?სად იყო? კუპატა რო გამოაგდეთ რა საქციელი იყო ეს?ჯერ ერთი სად წერია მსგავსი მოქცევა ფეხბურთელის მიმართ?ისეთ დროს გამოაგდეთ რო კაცს კარიერა დაუნგრიეთ. ეს ერთი და კუპატაზე უკეთესი რომელი მიიყვანეთ? მერე რაც თქვენ გეგუჩაძეს გაუკეთეთ ხო საერთოდ მსგავსი უმადურობა არ მინახია. მერე რაც თქვენ გორის დილას გაუკეთეთ... და ამიტომაც გაგიკეთათ გორის დილამ ორი უპასუხო ,,გოლი"! წიტაიშვილი არსად დაგეკარგოთ გაუფრთხილდით.მაგას აზაროვი ხო ასი თავით სჯობია და ეგ წიტაიშვილი სადაც არი ზუსტად მაგის დონეა და ადგილი.
......-ს
გასაგებია ქუთაისელი ხარ და დინამო თბილისზე ალერგია გაქ მაგრამ მოკლედ გეტყვი ჩემ სათქმელს.ერთი მესხი,ყიფიანი,ჩივაძე,ქინქლაძე,არველაძე სჯობია მთლიანი ქუთაისის წარსულს არა მარტო ტორბედოსი.რაც შეეხება აწმყოს-ქართული ფეხბურთელების 70%დინამო თბილისის აღზრდილია.რომ არა დინამო თბილისის აღზრდილი ფეხბურთელები ვის უნდა ეთამაშა ნაკრებში-როინას და მისნაირებს?ერთი ფეხბურთელი დამისახელე რომელიც თქვენი აღზრდილია-ერთი.გადახედე ყველა ნაკრების შემადგენლობას ვისი აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ და შენ მიერ ირონიულად დაწერილ სიტყვის აზრს მიხვდები. რაც შეეხება მომავალს-დინამო თბილისი მსგავსი აკადემია თქვენ არც კი დაგესიზმრებათ.რა უყოთ ეხლა თუ ავღანელი ფეხბურთელები ვერ ჩამოყავს დინამოს.მფლობელმა აირჩია ასეთი სტრატეგია -აზრი არა აქ ჩემპიონობას(მითხარით რა აზრი აქ საქართველოს ჩემპიონობა),გუნდი გადასულია მომავალი თაობის აღზრდაზე და ბიჭები იზრდებიან იქ ისეთები თქვენ რო ვერც კი იოცნებებთ.
ტოტტი
ხაშურს რო პატარა ლამაზი სტადიონი აქვთ ხო შეიძლება გააკეთონ ისეთი სტადიონი
ბათუმის დინამო
როგორც გაიგეთ ვარ დინამო ბათუმის ფანი, ( მაშასადამე ყველა გუნდის ევროსარბიელზე) სეზონის დაწყების წინ რომელიღაცა სოც ქსელის პლატფორმაზე გავაკრიტიკე გუნდის ხელმძღვანელობა სატრანაფერო პოლიტიკის გამო, ამ დროს პირად ჩატში შემოდის და მწერს არჩილ ბერიძე, ისაო და ტრანსფერ მარკეტის მიხედვით ყველაზე პირველები ვართო შესაბამისად დარწმუნებული იყო დინა ბათუმი გახდებოდა ჩემპიონი, რის თქმა მინხა ამით ხალხო ფეხბურთის სიყვარული არ არის აპრიორი რო ფეხბურთი იცით, თუ არ გამოგდის ეს საქმე რაც გიკეთებია ის უნდა აკეთო. მარტო მწვრთნელს ვერ დავადანაშაულებთ მიმდინარე პროცესებში, წყალი სათავეშია ამღვრეული ფეხბურთელებზე დაგროვილი დავალიანებები, ნიკა მალის და მსგავსი ჭ კლასის ფეხბურთელების მოყვანა, გაუმართავი პოლიტიკა, დვალიშვილის სასაცილო ტრანსფერები, კაცს სიფათზე ეტყობა რო დიპლომატიის ნიშან წყალი არ აქვს. ეს ყველაფერი განაპირობებს საერთო სურათს. არაპროფესიონალებიის ზენიტია დინამო ბათუმში. არჩილ ბერიძე, დვალიშვილი, ასლან ბალაძე. ამ ხალხით ვერასოდეს ვერ შევალთ სადმე ჯგუფში. პ. ს მჯერა ტორბედოს და გორის დილას ყოჩაღ მათ ბოსებს მიზანმიმართულად მიდიან ევროტურნირების ჯგუფისკენ.
ვაი რომ წელსაც მწარედ გააბახებენ დინამოებს განსაკუთრებით ფლაგმანს, საკითხავი მხოლოდ ისაა ეხლა რომელი პროფესიის წარმომადგენლებს მოუწიათ რიგი თუ ისევ მეცხვარეები და ფერმერები წამოვლენ მეორე კრუგზე, ალბათ მაინც აჯობებს თუ წელს სხვა ხელობის წარმომადგენლები შეგვხდებიან თორემ ზემოდხსენებულმა "ბიჭებმა" არ დაგვინდეს და იქნებ შერიფებმა ან "მოიჩიკებმა" ოდნავ მაინც შეგვიცოდონ და ისევ თავზარდამცემი ანგარიშით არ დაგვიქნიონ ევროტურნირებიდან დდ:
გორის დილა
გაფრინდაშვილი, ანდრონიკაშვილი, ბოჭორიშვილი, არაუჟო, ფარულავა და ჩვენი გული და სული ნიკა გაგნიძე. ნახევარი გუნდი არ გვყავდა დღეს, გასულ ზაფხულს რო დავწერე რაც მუშაობს გორში ვერ იმუშავებს ბათუმში თქო ბათუმის ფანებმა გადამიარეს ისეთები მიკომენტარეს, ეხლა სად ხართ აბა? ან პირატები როდის იბუტებით? პირატებმა ხო აზრზე არ არინ ფეხბურთის, ტიპებმა ორი წაგების მერე საქართველოს პირობაზე საუკეთესო მწვრთნელი გააშვებინეს და გუნდი სულ არიეს. ანეგდოტია რა. პ.ს. ტორპედოს წარმატებები ევრო თასებზე გორიდან
Psx
დილა და ტორპედო არიან რეალურად რამის გამკეთებლები ევროტურნირწბზე, დანარჩენი უბრალოდ საცოდაობაა. დინამო თბილისი რომელმაც 6-1 წააგო ფარერების გუნდთან, დღეს უარესი შემადგენლობა ყავს და კონფერენს ლიგაზე უნდა ითამაშოს...ბათუმის დინამომ კიდე თუ ნორმალური სელექციონერი მაინც არ მოიყვანა, ალბანელებზე უფრო სუსტები მოუგებენ, ეს ფაქტია. მაგრამ ვერც მოითხოვ ადამიანი მეტს, ბიზნესი არ შემოდის ფეხბურთში, ეკონომიკა იძირება უფროდაუფრო ქვეყანაში და ასეთ პირობებში რაცაა ესაა რა. ორივეს გაჩემპიონება გამიხარდება და დინამოების ცოტა გამოცოცხლება. წარმატებები ყველას
გელა
ქება და ქება გორის დილას.ვქომაგობ ჯიგრიანი თამაშის გამო,მაგრამ 40 წლის ვარ და ქართული ფეხბურთი დინამო თბილისთან ასოცირდება ჩემთვის.მწყინს მისი უსუსურობა.ფიფიააა,შე გაქნილო საქმოსანო ნუ გააბახე კლუბის ისტორია და სახელი...მე როგორც ქართველი კაცი ევროტურნირებზე მინდა ვნახო ჩვენი კლუბ(ებ)ი.გორელებს კი ის ჯიგარი აქვთ რაც ესე გვინდა. წარმატებები ყველა კლუბს.წარმატება ევროზე და ევროსარბიელზე ბიჭებო.p.s.ბათუმის დინამოს კარგია და მასზეც გული მწყდება.
რაბუ
ყველა ეგეთი გუნდი უნდა დაქვეითდეს ქვედა ლიგაში ვიდრე არ მოწესრიგდება საფარი და განათება მოედანზე. მართლა რომელი საუკუნეა
ცოტნე
მადლობა გორს. მადლობა ქუთაისს რომ რაღაც კარგს აკეთებენ… დარწმუნებული ვარ შემდეგ სეზონში ეს ორი გუნდი ევროტურნირებზე არ შეგვარცხვენენ.. რაც შეეხება ბათუმს გეგუჩაძის გაშვებას ეგ დვალიშვილი , ასლანა და კამანდა რომ გიზით ეგენი გაგეშვათ…მგონია რომ ამ ბათუმის პრეზიდენტს მაგრად ატყუებენ და მაყუთს ახევენ.. პირველ რიგში ეგ ასლანა და დვაკიშვილი მოაშორეთ…ჯოვინოს უშვებ და კუტალია მოგყავთ… რას ვიშლი ნერვებს…
ტოტტი
იმერელი ვარ და წყალტუბო და სამტრედია მიყვარს მაგრამ ისეთი საშინელი სტადიონები აქვთ არ შეიძლება 2024 წელს ასეთ სტადიონზე გუნდი თამაშობდეს მაგას ჯობია თანამედროვე ხელოვნური სტადიონი გააკეთონ ჰოლანდიის ერედივიზიონში ყაზახეთში და ბევრგან არის ეგ ხელოვნური სტადიონები ჩვენზე უკეთეს ჩემპიონატებში და ამათ რატომ არ უნდათ ხელოვნუტზე თამაში ვერ ვხდები არ ჯობია ასეთ ყანასავით სტაფიონებზე თამაშს? მითუმეტეს განაყებაც არ აქვთ და ეხლა მთელი ზაფხული 40 გრადუს სიცხეში მოუწევთ ფეხბურთელებს თამაში
რაბუ
დილას და ტორპედოს ჭიდილი იქნება საბოლოოდ მგონია, ტორპედომაც დაიწყო ქულების დაგროვება და გამარჯვებულიც ამ ორიდან ერთერთი იქნება. ბათუმის დინამოზე იმის თქმა შემიძლია რომ ლამაზი ქალაქი და სტადიონი აქვთ, ფეხბურთი ჭე კლასი, ასე უთავბოლოდ როდემდე უნდა ირბინონ, არანაირი მონახაზი, არანაირი მწვრთნელის ხელი. მოკლედ წელს ღირსეული ჩემპიონი გვეყოლება რომელიც ფეხბურთს ითამაშებს და არ შერცხვება მომდევნო საკვალიფიკაციოზე, ეს იქნება გორი ან ქუთაისი. დინამო თბილისი უკომენტაროდ.
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]
ეროვნული ლიგა. III ტური. "სამგურალი" - "გარეჯი" [LIVE]
გიორგი ტაბატაძე დანიის სუპერლიგის გუნდის ფეხბურთელი გახდა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
ისტორია დაიწერა - თბილისის "დინამომ" მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს