სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს სამი ერის გათამაშებაში, შინ, დურბანში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება
სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს სამი ერის გათამაშებაში, შინ, დურბანში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა "ვოლაბების" დასახვედრად გუნდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააბრუნა.

ტრავმები მოიშუშეს და წლევანდელ შეჯიბრებაში პირველი გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძოლებენ მეორეხაზელები ვიქტორ მეტფილდი და ბაკის ბოთა, ასევე მესამეხაზელი, მსოფლის ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი პიერ სპისი.

მათ გარდა დაშავებულთაგან ნაკრებს დაუბრუნდენენ ჰაინრიხ ბროსუ, რაიან კანკოვსკი და ეშლი ჯონსონი. აღსანიშნავია ასევე, საფრანგეთში მოთამაშე უკანახაზელის ფრანსუა სტეინის გამოძახება. მწყობრს უბრუნდება ძირთადი ცხრა ნომერიც ფური დუ პრიც.

მიუხედავდ ამისა, სამხრეთაფრიკელთა ლაზარეთში მაინც ხალხმრავლობაა. მორკინალები სხლაკ ბურხერი, ჟუან სმითი და ვილემ ალბერტსი რეაბილიტაციის კურსს გადიან. ამ უკანასკნელმა შესაძლოა, 20 აგვისტოს ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში ითამაშოს კიდეც.

ჯერჯერობით ისევ რთულად აქვთ ჯანმრთელობის მდგოამარეობა ანდრიას ბეკერს, იონან მულერს და დუეინ ვერმულენს. დე ფილიერსის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა შუამარბი ვინანდ ულიფიე.

"დაშავებულები ჯერ ისევ მრავლად გვყავს, თუმცა მდგოამრეობა ისეთი საგანგაშო არ არის, თუნდაც ორიოდ კვირის წინათ რომ იყო. გუნდის ძრითად მოთამაშეთა დიდი ნაწილი უკვე მწყობრშია და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა, მანამდე უახლოესი გეგმები გვაქვს განსახორციელებელი" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.

სამხრეთ აფრიკა

შერკნება: პიერ სპისი, იან დეისელი, დენი როსუ, ბაკის ბოთა, ვიქტორ მეტფილდი, გერჰარდ მოსტერტი, ჯონ სმიტი, ბისმარკ დუ პლესი, თენდაი მთავარირა, იან დი პლესი, ხუთრო სტენკამპი, სი ჯეი ფან დერ ლინდე.

უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, ფრასუა სტეინი, ჯეი პი პიტერსენი, ბრაიან ჰაბანა, ჟაკ ფური, იან დე იონგი, იან დე ფილიერსი, მორნი სტეინი, ბუჩ ჯეიმზი, რუან პინარი, ფური დუ პრი, ფრანსუა ჰუგარი.

დაშავებულები: სხალკ ბურხერი, ჟუან სმითი, ანდრის ბეკერი, ვილემ ალბერტსი, იონან მულერი, დუეინ ვერმულენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა