ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა UEFA-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"ჩვენ ერთად რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიეთ და მოთამაშეები ამას მიხვდებიან, როცა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად გარე სამყაროში დაბრუნდებიან. რაც მთავარია, ეს ამ ფედერაციის ჯილდოდ უნდა მივიღოთ. ეს არ არის ყველაზე დიდი ევროპული ფედერაცია, მაგრამ ისინი ცდილობენ იმუშაონ და კარგად გააკეთონ საქმეები. ისინი ცდილობენ განავითარონ ახალგაზრდა თაობები.

ვიმედოვნებ, რომ ევროზე მონაწილეობა, როგორც ფედერაციას, ასევე ქართველ ერს, მოუტანს გამოცდილებას, რომელიც მომავალში ახალ წარმატებებზე გაგვიყვანს. ჩვენი მიზანია ყველამ - მოთამაშეებმა, პერსონალმა და ფედერაციამ მიიღონ გამოცდილება ამ შესანიშნავ ტურნირზე.

როდესაც მე ჩავიბარე ნაკრები, ეს იყო რთული პერიოდი, რადგან ჩვენ ვიყავით COVID-19 პანდემიის შუაგულში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს სულ ახალი წაგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გამყვანი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ასე რომ, ჩვენ უნდა დაგვეწყო ხელახლა აშენება და გვემუშავა ფეხბურთელებზე, რომ დაევიწყებინათ ეს დიდი წარუმატებლობა და ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნოდათ. ქართველებისთვის მაკედონიასთან მარცხის შემდეგ თითქოს სიზმარი დასრულდა, ამ ყველაფრის დავიწყებას დრო დასჭირდა.

ჩვენ გვჭირდებოდა ცოტა რამ შეგვეცვალა, რომ ყველაფერი ოდნავ შესაბამებოდა უმაღლესი დონის მოთხოვნებს. ფეხბურთელები ამ მხრივ ფანტასტიურები იყვნენ. 2-3 წლის წინანდელთან შედარებით ისინი განვითარების აბსოლიტურად სხვა ეტაპზე გადავიდნენ.

ზოგიერთმა მათგანმა კი ყველაფერი შეცვალა ფეხბურთისადმი მიდგომის გზაზე. ეს არის ჯილდო იმ ბიჭებისთვისაც, რადგან მათ უკვე დიდი ხანია სჯეროდათ ამ წარმატების.

მგონია, რომ ჩემი ერთ-ერთი ვაჟი, კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე დიდი გულშემატკივარია დედამიწაზე. მას პორტუგალიასთან ჩვენი შეხვედრა ძალიან ახარებს, თუმცა თუმცა, ეს ძალიან რთული ჯგუფი იქნება, რადგან პორტუგალია დიდი ევროპული ძალაა.

თურქეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია, მოდიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი არიან. რაც შეეხება ჩეხეთს, მათ ისტორიის მანძილზე დიდი ფეხბურთელები ჰყავდათ და ბევრ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

ბოლოს, ჩვენზე, საქართველოზეც ვთქვათ... ხალხი ისე გვიყურებს, რომ ევროზე wildcard-ით (ველური ბარათით) და შეუმჩნევლად მოვხვდით.

ჩვენი მიზანი ერთია, ნებისმიერ მეტოქესთან არასდროს დავნებდეთ, მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ და წარმატების მისაღწევად თავის მაქსიმუმზე გავლენ", - თქვა სანიოლმა.

ნინი
რუსულად ჩერნოგორიას ეძახიან
კკ-ს
მერე რუსული თუ იცი, მაგ ქვეყანას ადრე საქართველო ჩერნოგორიეს სახელით იცნობდა, როცა გავნათლდით მერე ვეძახით მონტენეგროს...
კკ
რუსებმა შემიყვანეს შეცდომაში ასე უწერიათ გოგლში რომ შავ ტყეს ნიშნავსო
ლაშა
მონტე (ინგ. მონტაინ) - მთას, ხოლო ნეგრო - შავს ნიშნავს!
რობი
მეკარეები, ნახევარდაცვა და შეტევა ასე თუ ისე კარგი გვყავს, მაგრამ ახლა მთავარია დაცვის გაძლიერება და გაახალგაზრდავება.
გიო
შავი ტყე არა, ალბათ უფრო შავი მთიანეთი.
ნაპოლეონი
სხვა რას ელოდები. . . პრესინგი ამათ საერთოდ არ გამოსდით და შემტევი ფეხბურთი მოედნის ცენტრის კონტროლის გარეშე ჯერ არავის გამოსვლია
სიმენონი
შავმთას
მურმანი
მონტენეგრო იგივე შავი_ტყე არარის ხელწამოსაკრავი გუნდი შესაბამისად რთული იქნება იმ ფეხბურთის ჩვენება როგორსაც ჩვენი ნაკრები წარმოადგენს
გიო
ჩემი მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაგვიცნოს (ან გაგვიხსენოს) ჩვენი ლაღი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთით!!! იმედია - არწაგებაზე, საყრდენებით უკანა ხაზის ჩაბეტონებაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე წვალების ყურება არ მოგვიწევს... წარმატებები საქართველოს!
მურმანი
დღეს უგებთ შავ_ტყეს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს