CalcioMercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ჟერვაზიომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

გოლების მანქანა და "კვარაცხელიას ტყუპისცალი" საქართველოსა და საფრანგეთის შემდეგ ევროპის დასაპყრობად

"Dzmao" ქართულად ძმას ნიშნავს და ეს სიტყვა კარგადაა დაკავშირებული ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფილთან, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის დიდ ფეხბურთში მოსახვედრად ტრამპლინად გამოყენება შეუძლია. ეს ერთი წლის წინ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოპოვებით უკვე მოახერხა კრისტიან ჯუნტოლის მიერ აღმოჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველს ძმა ჰყავს. ის პოპულარულია სოციალურ ქსელებში თავისი ვიდეორგოლებით (ხვიჩასავით მოძრაობს, თამაშობს და შესაძლოა, მასსავით წარმატებული კარიერა გაიკეთოს). მიზნის მიღწევის მიზანდასახულობით "კვარას" ტყუპისცალია და ერთმანეთს მოედანზე შესანიშნავად უგებენ. ეს გიორგი მიქაუტაძეა. როგორც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებმა აჩვენა, ორ შემტევს შორის დიდებული ურთიერთმოქმედებაა. ვნახეთ მონტენეგროსთან ერთის საგოლე პასი და მეორის გოლი. ამ მეგობრული ურთიერთობით მოხვდა საქართველო თავის პირველ დიდ ევროპულ ტურნირზე.

თუ "ნაპოლის" წევრის შესახებ მეტ-ნაკლებად ყველაფერი ვიცით, "მიკას" თაობაზე ბევრი რამ არაა ცნობილი. რამდენჯერმე სერია A-ში გადასვლასთან ახლოს იყო: სხვადასხვა ინტენსივობით ფიქრობდნენ იგივე "ნაპოლი", ასევე "ლაციო", "მილანი", "რომა" და "იუვენტუსი", მაგრამ კარიერა "აიაქსში" გააგრძელა, სადაც ნდობა არ გამოუცხადეს და, ცოტა არ იყოს, არ დააფასეს. ამსტერდამულმა კლუბმა თავიდან მართლაც ირწმუნა მისი შესაძლებლობები და გასულ სეზონში შეიძინა, რაც ორივე მხარისთვის ცუდად დასრულდა, განსაკუთრებით, კლუბისთვის, რომელმაც თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი სეზონი ჩაატარა. თუმცა გიორგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, 23 წლისაა, ფეხზე დასადგომად დრო აქვს და ეს უკვე გააკეთა", - წერს ავტორი, მიქაუტაძეების საფრანგეთში გადაბარგების და გიორგის "ლიონიდან" "მეცში" გადასვლის ისტორიას უყვება მკითხველს, აგრეთვე - "სერენში" გამოვლენილ ბომბარდირულ თვისებებზე, რისი წყალობითაც გუნდი ბელგიის უმაღლეს ლიგაში აღზევდა და"მეცში" დაბრუნებაზე, რომელიც "მეფე ჟორჟმა" ლიგა 2-ში ფენომენალური შედეგიანობით ლიგა 1-ში გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებშიც უხმეს.

სიმონე ჟერვაზიო "მიკას" ლიგა 1-ში 13 გატანილ გოლსა და 4 საგოლე გადაცემას აღნიშნავს და "მეცის" მიერ ფეხბურთელის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვას: "ახლა კლუბი მოლოდინშია და ევროპის ჩემპიონატზე მისმა წარმატებულმა თამაშმა შეიძლება ფასი გაზარდოს (ამჟამად 16-20 მილიონად აფასებენ). ვინ ჩადგება რიგში? ქართველით "ბარნლი" და "ვულვერჰემპტონი" (უკვე ორი წელია) არიან დაინტერესებული. "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას მოსწონს მისი თამაში და ვინ იცის, იქნებ ნეაპოლში ჩაყვანას შეეცადოს. განსაკუთრებით ფრანგული კლუბები აქტიურობენ. "მონაკო" ვისამ ბენ იედერის, ხოლო "ლიონი" ალეკსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ მიიჩნევს. გიორგის აგენტს, ალენ მილიაჩოს, "მარსელისა" და "რენის" წარმომადგენლებმა დაურეკეს და ტელეფონი ახალი ზარების მოლოდინშია. გიორგი მოედანზე იყო, როდესაც საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპირველობის საგზური. მან ნაკრებში 25 მატჩში 10 გოლი გაიტანა და სანიოლი მისით აღფრთოვანებულია.

მიქაუტაძე მობილური და ტექნიკური ფორვარდია, შეუძლია როგორც პირველ, აგრეთვე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე, ასევე მარცხენა პლეიმეიკერად და "ცრუ ცხრიანზე" თამაში. მრავალმხრივ არატიპური ფეხბურთელია: 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იერიშს მოედნის სიღრმიდან იწყებს და გოლების გატანა ორივე ფეხით შორიდანაც კი ეხერხება. საუკეთესო უნარები გააჩნია - არაპროგნოზირებადია, დრიბლინგისას მარჯვეა და საგოლე ალღოს მქონეა. მის ანგარიშზე უამრავი გოლი და საგოლე გადაცემაა და ტოპია. თამაშს მარცხენა თავდამსხმელად იწყებს და ვიდრე ცენტრში შევა, "კვარასავით" მარჯვნივ გადაიწევს. გოლის გატანისას ხშირად "სათვალეს იხსნის", რათა აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია. საფრანგეთში ლაკაზეტსა და ჟან-პიერ პაპენს ადარებენ. მისი კერპები ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რონალდო არიან. პირველს გოლის აღნიშვნით ხშირად მიბაძავდა: "აღფრთოვანებული ვარ კრიშტიანოთი, რომელიც ასაკის მიუხედავად, პროგრესირებისთვის თავდაუზოგავად შრომობს". მეორესთან ცოტა ხნით თამაში მოუწია. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სადებიუტო მატჩში, 2021 წლის 25 მარტს მოხდა და დღემდე ინახავს ზლატანის მაისურს. თუ კვარაცხელიამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძეს ამ საქმის დაგვირგვინება სურს".

Badiri
ობიექტური და სამართლიანი შეფასება გააკეთა ექსპერტმა, ჟორჟი ძალიან პროგრესირებს და ლიდერ გუნდში უფრო შედეგიანი იქნება ტოპ ფორვარდათ ყალიბდება, ამ ევროზე უფლის წყალობით თუ სენსაციები გამოაცხეს მან და კვარამა უკვე ტოპი იქნება. წარმატებები ბიჭებს ყველას ნაკრებში თამაში ორმაგ მოტივაციას იძენს.. აბა თქვენ იცით
ჟორა
გიორგი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჰგონიათ. არა მგონია 30 მილიონზე ნაკლები ღირდეს. ნაპოლი თუ დაიმატებს, ნაპოლიც ბევრს მოიგებს და საქართველოს ნაკრებიც, რადგან ხვიჩასთან კარგად შეთამაშდება.
გიორგი მიქაუტაძეს!
გიო შენ ხარ საქართველო! ჩვენ ვართ საქართველო! შეგეწიოს წმინდა გიორგი! წარმატებები შენ და საქართველოს! გვეიმედები!
ვატო
საინტერესო სტატიაა
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ