იტალიური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების კარგ ასპარეზობას აღნიშნავენ და ამასთან, წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დიდ ზემოქმედებას მის მიმართ პსჟ-ის დაინტერესება იწვევს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და ფეხბურთელს დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს დაეთანხმა და პარიზელთა შეთავაზება უარყო. მალე კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და "ნაპოლის" შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მხარეებს შორის ძნელი იქნება კონსესუსის მიღწევა, რამეთუ აგენტი თავისი კლიენტისთვის 6-7-მილიონიან ხელფასს, ბონუსებს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას ითხოვს.

დე ლაურენტისი თანახმაა, 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ გამოსყიდვის უფლების კატეგორიული წინააღმდეგია და გერმანიაში მოსალაპარაკებლად სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას გაუშვებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ "კვარას" აურელიო არაადეკვატურ ფასს ადებს და ეს მაშინ, როდესაც მისი ანაზღაურება თვით დიეგო დემეზე ნაკლები იყო, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა.

Il Mattino-ს ცნობით, აგენტისა და ხვიჩას მამის ნათქვამი მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, ვინაიდან "კლანის" ზეწოლის სტრატეგია მცდარია, ამან დე ლაურენტისი მხოლოდ გააღიზიანა, მანას "დიპლომატიური მისია" შეაჩერა და საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე კვირით გადაიდო. ერთი სიტყვით, მან მანას გერმანიაში გამგზავრება აუკრძალა:

"კონტრაქტის განახლება განიხილება, თუმცა იტალიურ კლუბს სურს, საკუთარი პირობები უკარნახოს. დე ლაურენტისს და კონტეს გაცნობიერებული აქვთ, რომ ქართული მხარის მიერ თეატრალური გადატრიალების მცდელობით კლუბის იმიჯს ზიანი მიადგება".

"ტუტოსპორტის" ჟურნალისტის, რაფაელე აურიემას აზრით, 10 მილიონად შეძენილ "კვარაში" როდესაც 80-90 მილიონს სთავაზობენ, დაუყოვნებლივ უნდა გაყიდონ, არ შეიძლება კლუბს სატრანსფერო პოლიტიკა გულშემატკივრებმა უკარნახონ, რადგან ფეხბურთი დიდი ბიზნესია, როცა ამხელა თანხას გაძლევენ და ფეხბურთელსაც წასვლა უნდა, დათანხმებაა საჭირო.

berg
კვარას უნდა ესპანური გუნდი..შეხედეთ მამარდას,ქოჩორას,კაკაბაძეს.. ვისაც ესპანური სკოლა აქვს გავლილი რა დონეზე თამაშობენ..კვარასგან ზიდანის დონის ფეხბურთელს შექმნიან..

რა შეიყეთ ამ ხალხმა ესეიგი ვინც კვარას თამაში არ მოსწონს ნაცია? ქოცი არ ლანძღავს? ერთიც მკიდია მეორეც და მესამეც მაგრამ თქვენ თუ ბრმები ხართ და თვალები ახელილი არ გაქვთ თქვენი ბრალია... აბა ვის მოვთხოვო საბერძნეთის მერე თურქეთანაც ჩაგდებული თამაში ჩემს მეზობელ 60 წლის ფელიქსას??? რეალობის შეგრძნება დაკარგული გაქვთ ხალხნო რა გჭირთ? ალბანეთის თამაშს არ უყურეთ? ტრაკში წიწაკა ამოსმულებივით რომ დარბოდნენ 11 კაცი წინ და უკან... მაგას ვთხოვთ კვარას ირბინოს დაცვას მიეხმაროს წინ თუ ვერ აკეთებს საქმეს უკან გააკეთოს საქმე მაგრამ არ ისეირნოს მოედაზე ეგ იმ ფეხბურთელების შეურაწყოფაც არის ვინც თავს აკლავს და მის გვერდით მდგომი ფეხბურთელი დალასლასებს! ან თამაშის წინა დღეებში რა აუცილებელი იყო აგენტის და მამამისის განცხადებები? ხვიჩას არ აქვს როგორც ჩანს ის ფსიქიკა რომ გაუძლოს ასეთ ზეწოლას მშობელი რომ ხარ არუნდა იცოდე???
დათა თუთაშხია
კვარას შეუძლია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არსად არ წავიდეს, თავისუფალი აგენტი გახდეს და მთელი ამ პერიოდში დაკლებული ხელფასი ე.წ. პადიომნებით ამოიღოს. ეს ლავრენტას არ აწყობს, ვინაიდან კაპიკს ვერ მიიღებს და ზუსტად ამიტომ ამ ვერსიას უნდა მიაწვეს კვარას მხარე. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ლავრენტა გეთამაშება ორი ჯოკრით და ვერაფერს ვერ უზამ. მხოლოდ იმის პრესაში ძახილი, ხვიჩას წასვლა ჯობია, უბრალოდ საქმეს აფუჭებს და კიდევ ორი წლით არსებული პირობებით ხვიჩას ჩატოვებას, ან მაქსიმუმ ახალ ხელშეკრულებას გამოიწვევს, რომლითაც ხვიჩას წასვლის ვადა კიდევ უფრო გადაიწევს.
გოგა
ხო კვარას ვერ შევადარებ მაგას ნაღდად მაგრამ გუნდური თამაშია ფეხბურთი
გიორგი
და კიდევ სხვადასხვა ფერის "ნასკები" ეცვა.... კარგი რა
გიორგი
კვარამ თუ ისე ითამაშა, რომ მომავალ წელს ისევ 10 მლნ. ღირდეს, ეგ იქნება თვითმკვლელობა. ჯინაზე თუ წავა, კლუბს შეუძლია "გააფუჭოს" - არ ათამაშებს, არც კონტრაქტის ვადამდე გაყიდის და არამგონია ამით კვარა მოგებული დარჩეს.
მირო
ლაურენტისი ცდილობს აშენდეს კვარათი,100 მილიონი სუფთა მოგება არ ჰყოფნის.შეიხები უნდა მაქსიმალურად გაატყავოს,მაგრამ თუ ბევრს გაატრაკებს,არც გაყიდვა გამოუვა და არც კვარა გამოადგება მომავალ სეზონში და მომავლ წელს მოუწევს ბევრად დაბალ ფსში გაყიდვა.
აბო
თუ ერთმანეთს გაუგებენ ორივე მოგებული დარჩება, თუ არა და ორივეს კარგი კოზირები აქვთ ერთმანეთს ზიანი, რომ მიაყენონ. კვარას შეუძლია ისევ 10 მილიონი ღირდეს, ხოლო ლავრენტის შეუძლია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არსადაც არ გაუშვას.
სოსო
მამუკა,შენი პოსტის წმინდა საფეხბურთო ნაწილში,ვერავინ შეგედავება.გამოდის რომ ამდენი დისლაიქი,იმ ხალხის მიერაა დაწერილი,რომლებიც აზრზე არ არიან,მაგრამ ამბიციები აქვთ და რომელთა კატეგორიებიც, შენ ჩამოთვალე.ყოჩაღ ძმაო,უცბად გამოარჩიე!
მამუკა-s
თუ ქოჩორა და მიქაუტაძე უგებენ ერთმანეთს ამას ვერ გაუგო ვერავინ? რა სისულელეს აბრეხვებთ
საბურთალო
გარემოცვა და განსაკუთრებით აგენტი გაუფუჭებს კვარას საქმეს. როგორ შეიძლება მოთამაშე და კაზინოს მონა გყავდეს აგენტად????????//
გოგა-ს
ძალიან ვიხალისე, გაიხარე! რამ გაგახსენა? სამაგიეროდ ბურთის ფლობა როგორი ჰქონდა?
gogi
ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ამ ბიჭს და ჭირდება პროფესული დახმარება. მისი გარემოცვა არაა მზად მის დასახმარებლად რბილად რომ ვთქვათ. ეგრეა ნაპოლიშიც და აქაც ნაკრებში. ეს აჟიოტაჟი მის გარშემო როგორც ჩანს მაგრა მოქმედებს და კალაპოტიდან აგდებს
k
გაქებენ გწყინთ, გაგინებენ გწყინთ. რატომ არის მნიშვნელოვანი მათი აზრი თქვენთვის, ლომებო და დიდგორელებო... უაზრო ცანცარს თავი დაანებეთ და მტერი მტრულად მიიჩნიეთ და მოყვარე მოყვრად. უკვირს...ტურმე რუსები გვაგინებენო...
გოგა
მაჩაიძეს ბურთს ვერავინ ართმევდა და სულ ათრევდა პასებს არ იძლეოდა...რაც ახალკაცმა სკამზე დასვა მერე ათამაშდა დინამო.....ეგრეა კვარადონა:))
!!_ს
ნეტავ მუქთახორა ვინ არის ვინც საქართველო საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა თუ ჩასაფრებული დაბოღმილი ადამიანი რომელიც სპორტულ გვერდზე ასეთ პიროვნებას ლანძღავს?? ვინ გამოდის მუქთახორა ხალხო თქვენ გადაწყვიტეთ
ss-ს
პირადად შენთვის და ვინც შენნაირად ფიქრობს, როგორიც გინდა არასტაბილური ყოფილიყო მწვრთნელი არასდროს არ ცვლიდა მესის, მბაპეს, ბენზემას, ჰარი კეინს, ვინისიუსს, ლევანდოვსკის, რონალდუს, კიჭას, აგიხსნა რატომაც? თუ ფეხბურთი ოდნავ მაინც გესმის მიხვდები თავად
საინტერესოა
გერმანია- საქართველო ითამაშებს ფინალს და გერმანია მოიგებს
ss
შენ გეტყობა დიდი გამოცდილების მქონე ხარ. თუ ქოცი? რა შუაშია ნაცი ან პოლიტიკა თუ ფეხბურთელმა კრიტიკა დაიმსახურა. დიახ შესაცვლელია და ჯობია შეცვლაზე შემოვიდეს ხოლმე. არასტაბილურია. ეხლა ჯობია ბუდუ იყოს ვიდრე კვარა. მაგრამ შენთვის ალბათ ეს მიუღებელია ფეხბურთის დიდო მცოდნევ :)
მამუკა
უბრალოდ გადავხედოთ რა ხალხი ლანძღავს კვარას დღეს: 1. ნაციონალების სექტა 2. ვინც ფეხბურთის ყურება დაიწყო მას შემდეგ რაც კვარა ნაპოლიში გადავიდა 3: ვინც პირველად უყურებს ევროპის ჩემპიონატს და აქამდე ფეხბურთისთვის საერთოდ არ უყურებია ამიტომ ასეთ უცოდინარ ხალხს ვერც გააგებინებ კვარას როლს ნაკრებში, ვისაც ფეხბურთი გითამაშიათ ან გესმით რეალურად, მიხვდებით რამდენად რთულია როცა შენს გვერდით პარტნიორი ვერ გიგებს რა უნდა გააკეთოს მოცემულ მომენტში, სად უნდა გაგეხსნას ან სად უნდა მოგცეს პასი. კვარას მესის ვერ შევადარებ, მაგრამ ისე შედარებისთვის გაიხსენეთ როგორ გაუჭირდა მესის პირველ წელს პარიზში, პარტნიორები ფაქტიურად ვერ უგებდნენ და არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ერთადერთი ნეიმარი იყო გამონაკლისი, იგივე პრობლემა აქვს კვარას დღეს, წამითაც რომ დაუგვიანო პასი, მორჩა მისი მოქმედება ხდება უკვე არაეფექტური და ისე ჩანს რომ კვარა ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს არის და ეს
სანი
მართალი ხართ! ბოღმა და ღვარძლი ერი! ამაზრზენები არიან! როგორ უნდა გინდოდეს ღრუსი?
ვასო
თურქ ფეხბურთელს 4 ნომერი მაისური ეცვა შორტი 14 ეგ დარღვევა არ არის?
ლუკა
1 წელი მაგრად ითამაშა ბელოტიმ და ტორინოს პრეზიდენტი 100 მილიონზე ნაკლებად არ ყიდდა, გავიდა 2 წელი და ბელოტის ერთი გუნდიდან მეორეში უწევს იჯარით სიარული, აღარავინ იტოვებს, კონტრაქტს არავინ უფორმებს. ისე დაემართება ამასაც, გაუვარდა კვარაცხელიას და 1 კარგი სეზონი ჩაატარა, 10 მილიონად ნაყიდი კაცი გაუშვი თუ 80-ს გაძლევენ, ცოტა ხანში ეგრე თუ გააგრძელა 20-ად დაიწყებ ხვეწნას მაგრამ გვიანი იქნება
მანფრედ კალცი
ეხლა ვათვალიერებდი რუსების ფორუმებს, სადაც ამ მატჩსაც განიხილავდნენ. მერუსეებო, ნეტავ განახათ, რა საზიზღრობებს წერენ თქვენი რუსები ქართველებზე.
მანფრედ კალცი
ცხოვრებისეული პრობლემები ცუდად ისახება ხოლმე მის თამაშზე. მაგრამ ის მაინც დიდი ტალანტია და მჯერა, რომ კვლავ მიაღწევს დიდ წარმატებას.

თუ ეს მუქთახორა შემდეგ თამაშზე ძირითადში იქნება წავაგებთ ერთით ნაკლები ვიქნებით როგორც თურქეთან.დავითაშვილი ან ლობჟანიძე ძირითადში
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა