19 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფელბერტის ბაზაზე ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც თურქეთთან შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მოედანზე მცირე დრო გაატარეს. მოთამაშეებს, რომლებმაც ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ.

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი გველესიანმა და გიორგი ქვილითაიამ, უპასუხეს.

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი, რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებენ. ჩვენ კი ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში".

გიორგი ქვილითაია (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "მიუხედავად კარგი თამაშისა, დავმარცხდით და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის დონის გუნდთან მარცხის შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა და ბევრი მომენტი შექმენი, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ყველა ვთანხმდებით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ წამოსულები და გვსურს შედეგის მიღწევა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება დღეს დავიწყეთ.

ბევრად ნაკლები იყო ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. ჩვენც იმავეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით - ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან".

20 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 21 ივნისს ჩვენი გუნდი ჩეხეთთან მატჩისწინა ვარჯიშს კვლავ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიშის შემდეგ ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.

21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

10:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

18:30 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი)

nakrebi.ge

იბრუხ მართალი
თურქეთი უკვე წარსულია და ჩეხეთზე ვიფიქროთ. კიტე და შენგელია იქნებიან ძირითადში იმედია. ჩეხეთს მოსაგები აქვს და შემოგვიტევენ ასე რომ კონტრ იერიში ჩვენი კოზირია ამ თამაშში. რამდენად ეფექტურები ვართ თურქეთთანაც გამოჩნდა, უბრალოდ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მომენტები. კვარა ამ თამაშში მაქსიმალური ენერგია უნდა ჩადო რა
რეალობა
თურქებმა მესამე გოლი რომ გაიტანეს, ერთი წამით ადრე სათადარიგო თურქმა და მათი ჯგუფის ვიღაც ტიპებმა უკვე მოედანის ხაზზს გადააბიჯეს. გააპროტესტოს ფედერაციამ. გააუქმონ მესამე გოლი.
რეალობა
თურქებთან ბოლო წუთზე ხვიჩას ჩაწოდების შემდეგ ქოჩორაშვილი დაეჯახა მიქაუტაძეს და ხელი შეუშალა. ბურთი ისე კარგად აჯდებოდა ფეხზე მიქაუტაძეს, რომ აუცილებლად გაიტანდა.
რეალობა
ამინდის პროგნოზი კარგია. მატჩის დროს იქნება 21 °C და არავითარი წვიმა.
გიორგი IV
გულშემატკივარი კი იხარჯება ბოლომდე მარა ზოგიერთი ფეხბურთელი საჩკაობს აშკარად!ძლევაი საკვირველი არ შედგა და წავაგეთ დიდგორი მარა ახლა ოხროხინე მაინც მიიყვანეთ ბაზაზე რო შემოულაწუნოს ზოგიერთებს!!!

კიტეიშვილზე იტყვის ვინმე როგორ არის? ჟურნალისტები კიარა ასტროლოგები ხართ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ