4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩავერთვებით. ვინჩენცო მონტელას გუნდში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთან დაპირისპირების შემდეგ, ფაქტობრივად, არავინ შეცვლილა. ახალი მხოლოდ მეკარე იქნება, გუნოკს "ლილის" კიპერი ოზერი ან "მანჩესტერელი" ბაინდირი შეცვლის. ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2024 წლის 19 ივნისს, დორტმუნდში (1:3) მარცხის შემდეგ გამოვაქვეყნეთ. მაშინ ასეთი სათაური გვქონდა - რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? - ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს.

ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, ბურთის შენარჩუნება, გადაბმულად პასების გაკეთება და იერიშების განხორციელება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ახლა ეს დილემა უნდა ჰქონდეს, წარმატების მისაღწევად რამდენად უნდა გარისკოს და დაცვაში ყურადღებამ გარკვეულწილად არ მოიკლოს. მეორეა, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაგეგმვით ვერაფერს მიაღწევ.

ტაქტიკური სქემის შეცვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის კუთხით სასიკეთო ცვლილებები ისევ არ ჩანს. თუკი გარისკვაზე ვსაუბრობთ, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელსაც ერთ დროს ნაკრებში მოწინააღმდეგების იერიშების ჩაშლაც და საყრდენებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ევალებოდა, რასაც წარმატებითაც უმკლავდებოდა. აღსანიშნავია, ამით შეტევაში მისი რესურსი იკლებდა.

სანიოლი გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზეც იფიქრებს. ეს როცა დატესტა, საკმაო წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისევ პოზიციის ცვლილება უნდა მოხდეს და გუნდური ბალანსიც ცოტათი დაიკარგოს. "კვარამ" თავად იცის, კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია, ვიდრე თურქეთთან ვიხილეთ და ამ ფაქტორს ჩეხები უნდა უფრთხოდნენ, ხვიჩას ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ძალუძს.

ველოდით, რომ საბა ლობჟანიძის სისწრაფის გამოყენებას მეტად ვეცდებოდით, ჩვენი გუნდის რიგებში კი ერთით ნაკლები შეცვლა გაკეთდა. ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, ლობჟანიძის გამოყენება კი შეტევაშიცაა შესაძლებელი.

შეცდომებზე ბევრი საუბრის დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა იგრძნოს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია, რომ მათ აქვთ უნარი, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა გააგრძელონ!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

ირმა
იღბლის მეტი არაფერი უშველით ჩვენებს.
ილია
უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი,რაც თურქეთთან.ოღონდ ინდივიდუალური გმირობისკენ მიდრეკილება,უნდა შეიცვალოს კოლექტიური გმირობისკენ მიდრეკილებით,იმ უნარების შენარჩუნებით,რაც გაგვაჩნია.
ემიგრანტი
დაცვაში ჩაჯდომას აზრი არ აქვს, არ გვყავს იმდენად საიმედო დაცვა რომ ავტობუსი ჩავაყენოთ. რაც შეიძლება მეტი უნდა შევუტიოთ ეგაა ჩვენი შანსი თან მითუმეტეს შეგვიძლია მსოფლიოს თუარა ევროპის დონის შემტევები გვყავს და რატომ არ ვენდობით ვერ ვხვდები. ყველა მწვრთნელი იმას ლაპარაკობს თუ როგორი მაგარია კვარა მამარდა ჩაკვე მიქაუტა ბუდუ მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება არ ენდობიან ბიჭებს და მაინც დაცვიდან ათამაშებენ, ეს უაზრო ქება რადუნდათ თუ საქმით არ ანახე რომ ენდობი!
მამუკა
ჩეხეთს ადრე უფრო ძლიერი ნაკრები ჰყავდა, გვაქვს შანსი
სოსო
სანიოლმა დიდი ხნის წინ იცოდა ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა და მათ წინააღმდეგ თამაშის გეგმა,დიდი ხნის წინ ექნება დამუშავებული.ახლა მხოლოდ ჩვენი ნაკრების მდგომარეობით და ჩეხეთის ნაკრების ნათამაშები მატჩის მიხედვით კორექტივების შეტანა დასჭირდება.თურქეთი და ჩეხეთი,მხოლოდ ფიზიკური მომზადებით გვჭარბობს და 6-7 ფეხბურთელი მაინც რომ გვყავდეს,ვისაც ქოჩორაშვილის მსგავსი დატვირთვების გაძლება შეეძლება,ამ ორივე ნაკრებს,შავ დღეს დავაყრიდით.კარგი პოსტი დაგიწერია და ინტერესით წავიკითხე.
silovan DZGERIA
,,მცოდნეს " ისე მოგი..ან პატრონი , რაც შენ ფეხბურთის მცოდნე არ იყო !
geo
ჩეხეთი თურქებზე ძლიერი გუნდია. ასეთ გერმანული სტილის გუნდებთან ყოველთვის გვიჭირდა
ონორე
ჩეხებთან კვარა ორ საგოლე მოქმედებას შასრულებს - 2 გოლი, ამ გოლი და საგოლე პასი
ლექსო
ვინც სანიოლის დაბალ დონეზე ლაპარაკობსმაგარი სულელია!სანიოლი შესაძლოა დიდი ტაქტიკოსი არაა,მაგრამ ქართულ ხასიათში მაგრად გაერკვა და მაგარი ფსიქოლოგიც აღმოჩნდა.ანჩელოტი და გვარდიოლა აქ არ მოვლენ და ვინ უნდა დანიშნოთ?სანიოლის წასვლა და გუნდის ჩამოშლა ერთი იქნება ამ ეტაპზე თუ ისევ მაგრად არ გაგვიმართლა როგორც სანიოლმა.
Jora-giorgi
კარგით რაა!! რა ტაქტიკის შეცვალა,ღმერთმა ნუ ქნას სანიოლი ასე გაგიჟდეს და იგივე ტაქტიკით არ ითამაშოს, რამაც პრინციპში მიგვიყვანა ამ ტურნირამდე, მოგვწონს თუ არა ჩვენი ნაკრები დღეს არ არის იმ დონის გუნდი ტოლ- სწორად ეთამაშოს ისეთ გამოცდილ თურქეთის და ჩეხეთის დონის გუდებს, აღარაფერს ვამბობ პორტუგალიისა და მისი ყალიბრის გუნდებზე, საჭიროა უკნიდან თამაში და კონტრშეტევებზე შანსის გამოყენება, დაგავიწყდათ თურქეთანაც კი როგორ ბეწვის ხიდზე გავიარეთ,პირველი გოლის შემდეგ,როგორ ჩამოიშალა გუნდი და ეგრევე მეორე გოლი მივიღეთ, ხოდა რომ არ ჰქონოდა იმ თურქს ტერფი აფსაიტში უკვე 2-0 იქნებოდა და თბილისში ესპენეთან კოშმარი სანატრელი გაგვიხდებოდა, სხვათა შორის მაშინაც ასეთი ზეწოლით აიძულეს სანიოლი ტაქტიკა შეეცვალა და რაც მივიღეთ აღარ შეგახსენებთ. ჩემი მოკრძალებული აზრით მგონია ნაკრები-ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით იდეალური ტაქტიკით თამაშობს,განსაკუთრებით როცა გუნდში კვარაა, რომელიც მიუხედავათ იმისა რომ მაიდამაინც ვერც დაცვას ეხმარება სათანაოთ, ვერც ნახევარდაცვაში ბრწყინავს და ვერც მომენტების რელიზაციით გამოირჩევა ისეთი დონის ინდივიდიალისტია ნებისმიერ დროს შეუძლია სასწაული ჩაიდინოს და მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი, ამიტომ ის შეუცვლელი ფიგურაა გუნდისთვის და გოიმობაა მისი გინება. რას იზავ საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდეს რეალის ამ მან-სიტის დონის ფეხბურთელები მაშინ გენახათ მაგის თამაში, მაგრამ რას იზავს--ეს არის რაც არის...მე მგონია უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ, ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე, იომა და ყველაზე სანახაობრივი თამაში ითამაშა ჯერ-ჯერობით ამ ტურნირზე, ისე როგორც თურქეთის ნაკრებმა...თავს ზემოდ ძალა არ არისო...ბოლოსკენ არც გაგვიმართლა და როგორც იტყვიან ღირსეულად წავაგეთ,ოღონდ კარგი გაგებით..
hhhh
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02KfYGw4peaEPpG8omNCcjs1r5uAUVkuq5mSb8USMcY97Xh6XvAVB52Ye6uw82nyM2l&id=100087734808070
მეზღვაური
მეგობრებო ნუ შევიქმნით ზედმედ ამბიციებს და მოლოდინებს,მერე უფრო გვეტკინება გული!ევროზე თამაში უკვე გამოცდილებაა ჩვენთვის! თურქეთი ჩვენზე კლასით უკეთესი გუნდი იყო,უკეთესი ინდივიდუალისტებით და ეს 2 გოლში გამოჩნდა.ჩეხეთი თურქეთზე ძლიერი გუნდია,და სავარაუდოდ ისინიც მოგვიგებენ.რატომღაც თავიდანვე ჯგუფიდან გასვლა დავუწესეთ ბიჭებს და ახლა როცა შანსები შემცირდა მარცხის მერე,ყველა გულნატკენი ვართ.ეს ევრო გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ და იმისთვის რომ კლასი აიმაღლონ ჩვენმა ფეხბურთელებმა.იგივე ალბანეთი 2016ში პირწმინდად ჩარჩა ჯგუფში 0 ქულით,მაშინაც არ ყავდა ამდენი ფეხბურთელი ტოპ 5ში.ხომ ხედავთ მათ პროგრესს,წინა ევროზე მოსახვედრათაც ცოტა დააკლდათ,როგორც ჩვენ.ასე რომ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და წინ გავიხესოთ.პირველ რიგში ახალი მწვრთლენია საჭირო რომ ამ ბიჭების პოტენციალი და რესურსი სწორად გამოიყენოს.ლუზერის მენტალიტეტი საბოლოოდ ჩამოვირეცხეთ,ახლა ნელ-ნელა კლასიც მოვა.აღარავის არ აქვს გარანტირებული ნაკრების წევრობა შრომის გარეშე!
ZIZ
პირველ ბურთში ვერავის ვერ დაადანაშაულებ, მოგერიებული დააჯდა ტიპს ფეხზე- ეგეთი რამე ათასში ერთხელ ხდება. მეორე ბურთი წიტაიშვილმა დაკარგა, 2 კაცზე წავიდა ბურთით საჯარიმოსთან ახლოს... მესამეზე (თუ აქვს მაგას რამე მნიშვნელობა) ალთუნაშვილმა ვერ დაამუშავა გადმოვარდნილი ბურთი
გურულო
ვერ გავიგე, რატომ გგონიათ რომ ჩეხეთზე ძლიერი ვართ და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ?ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ ცოტა ფეხბურთის აზრზე თუ ხართ,რეალურად შეხედეთ სიტუაციას.წარმეტებები და სპორტული იღბალი ბიჭებს!ღმერთი თქვენთან!
რობი
ძალიან არ მომწონს ჩვენი ნაკრების პასიური დაცვის სტილი და საკუთარ საჯარიმოში ჩაჯდომა! არადა თურქეთან თამაშმა გვაჩვენა რომ ძალიანაც კარგად შეგვიძლია აგრესიულად და ტექნიკურად თამაში! ნახევარი წლის უკან ვუყურე სვანაძეს ბიჭები როგორ თავდაუზიგავად ეთამაშობდნენ პრესინგს რომელიღაც ევროპელ თანატოლებს, დაუღალავად 90 წუთის განმავლობაში და ამას აკეტებდნენ მოწინააღმდეგის კართან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მოკლედ ჩვენმა მთავარმა გუნდმაც უნდა იტამაშოს ესე!მეტოქის პრესინგი, ლამაზი ტექნიკური ფეხბურთი აგრესიულად და სწრაფად!
მწარე
ფაქტია, თუ ჩაყვებით ქვემოთ ნახავთ რომ უმრავლესობა აკრიტიკებს მწვრთნელს და აკრიტიკებს არასწორად. აზაროვი რატომ არ წაიყვანა? მწვრთნელმა არასწორად ათამაშა, მაგრამ ეხლა ალაბათ დაინახა (მწვრთნელმა დაინახა????) რომ გუნდს თურმე შეუძლია წინ თამაში. ტაქტიკურად აზრზე არ არი მწვრთნელი, მაგრამ ბიჭებმა ითამაშეს. და სხვა მარგალიტები. ამიტომ უნდა დაწეროს, ბატონმა ღვთისავარმა, რომ ნახევარდაცვა ვერ თუ არ იღებდა დაცვის მოგერიებულ ბურთება, სუყველა თურქების იყო. ეგრე გავიდა ორი გოლი. ნახევარდაცვას არ ამოჰქონდა ან ვერ ამოჰქონდა ბურთი დაცვიდან. ვერ ამზადებდა კონტრშეტევას. დააკვირდით არავის არ ვლანძღავ, თავიდან დავიცავი ტრენერი და მერე ავღნიშნე ჩემს მიერ დანახული შეცდომები. რაც თუ არ გამოსწორდა, ჩეხებიც მოგვიგებენ. და მერე ვიძახოთ ამაყნი ვართო. პ.ს. ჩემი ტელევიზორით გამოტანილი დასკვნები, შეიძლება არასწორი იყო. მაგალითად მეორე გოლი. მაგალითად კონტრშეტევები. მაგრამ მთავარია ითქვას, რომ გუნდს ქონდა შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. აქ კიდევ მიდის ლაპარაკი, ამან უნდა ითამაშოს, ის უნდა წაეყვანათ.
ამო
პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ!
01-07
საქართველო - ჩეხეთი 2:0 საქართველო - პორტუგალია 1:1
giorgi 3
კვარას მეორე ტაიმში გამოვიყვანდი. ის აშკარად არ არის ფორმაში თავდასხმა: ბუდუ, ჟორჟი და დავითაშვილი
არჩი
ექტორ რაულ კუპერი და კლაუს ტოპმიულერი ქაჩავდნენ? ტოპ მწვრთნელები იყვნენ და რას მიაღწიეს? სანიოლმა გუნდი გაგვიკეთა, სათამაშო დისციპლინა დანერგა, ერთა ლიგის ც ჯგუფი მოიგო და ბოლო-ბოლო ევროპაზე გაგვიყვანა. რითი ვერ მოიგო თქვენი გული?! უმადურობაზე ცუდი თვისეა არ არსებობს
არჩი
იმიტომ არა აზაროვი, რომ რამდენიმე თამაშში სადაც დააყენა სანიოლმა, უბრალოდ გადათელეს მეტოქეებმა ფიზიკურად. ვილის თამაში ვისაც ახსოვს, უძლიერესი, ჯეჯგვი მცველი იყო.
ტ
გველესიანი რატომ არ ათამაშა? ახალ მორჩენილი კვერკველია ძლიბს დარბოდა. წიტაიშვილი მზად არ არის ეგეთ დონეზე სათამაშოდ.

კვარაცხელია თუ იწყებს წავაგებთ
სვანსკი
მართალი ხარ მამუკა, მწვრთნელი ვინ ყავდათ თუ გახსოვთ მე არ მახსოვს,მაგრამ ჩვენსავით ჭ კლასის მწვრთნელი არ ეყოლებოდათ,საქართველოს ნაკრები დღესდღეობით თუ რამეს აღწევს ჩემი აზრით ინდივიდუალურობის ხარჯზე,აშკარაა რომ სანიოლი საქართველოს ნაკრების დონეს ვერ ქაჩავს,რადგან არანაირი ტაქტიკური გადანაცვლება არ ჩანს როცა გვიჭირს.
მწარეს
ამ ავტორიდან კრიტიკა სად არ გინახავს? დღესაცაა. უბრალოდ წერია, რომ ახლა მასზე ბევრი საუბრის დრო არაა, ორ დღეშია თამაში და ფსიქოლოგიური ამბავია
Asea
Kinkladze jnr
სვანსკი
ყოველთვის არა არასდროს არ უნდა დადგე ასეთ პოზიციაში,რომ მეტოქემ მთელი მატჩი შტურმი მოგიწყოს. საქართველოს ნაკრები ძალიან ტექნიკური გუნდია,მაგრამ ფიზიკური კონდიციები აშკარად და მუდამ გვიჭირდა,ამიტომ ბევრად უფრო განათლებული მწვრთნელი გვჭირდება თუნდაც ისეთი როგორიც მონტელაა,არავის ეწყინოს,მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ამ დონეს უკვე ვეღარ ქაჩავს,რადგან პირველი ტაიმის 10 წუთი სრულად გასაგები იყო ყველასთვის,რომ თურქეთი საქართველოს კარში გოლს გაიტანდა ყველა ხვდებოდა ბავშვის კი, სანიოლი კი უყურებდა და არაფერი მოიმოქმედა,პირველი ტაიმის შემდეგ იგივე გაგრძელდა.ბატონო ვილი დიდი მადლობა ყველაფრისათვის,მაგრამ საქართველოს ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებთ.
რეზზ
და ვერც გავიგეთ რატომ არა აზაროვი როცა რეალურად თავის კონკურენტებზე ორი თავით მაღლა დგას
მწარე
შეცდომებზე უნდა ისწავლო და გაამახვილო ყურადღება, თუ გინდა შედეგი გქონდეს. აბა, ვაშა და სადღეგრძელოები ყველას შეუძლია.
რერო
წიტაიშვილი საერთოდ არაა მარცხენა მცველი და უფრო მეტიც,არც ნახევარმცველია. გაიხსენეთ 20 წლამდელთა მუნდიალზე რა პოზიციაზე იყო? თავდასხმაში და ამიტომ არ ჯობდა აზაროვი რომ დაეყენებია მაცხნივ თავის ადვილზე? ეს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სანიოლმა.შენგელიას 2 თვეა არ უთამაშია კლუბში და დავრჩით ამხელა ტურნირზე მარცხენა მცველის გარეშე .
მამუკა
ჩვენი ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია მეორე ლიგის ფეხბურთელებით, ვინც პირველი ლიგაშია ისიც ჭ კლასის გუნდშია, ერთადერთი კვარა არის საშუალო დონის ევროპულ გუნდში. კითხვა: მესის არგენტინის ნაკრებში რომ ჰყოლოდა მეორე ლიგის ფეხბურთელები თუ გახდებოდა არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი? ბიჭები აკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს, ნუღარ ლანძღავთ და ნუღარ აბულინგებთ, დააცადეთ ისიამოვნონ ევროპის ჩემპიონატით
მცოდნე
კვარა მაგარია როცა ნაკრები გურჯანის “ გაუმარჯოს” ეთამაშება. და ვინ როგორ თამაშობს შეხედეთ ტაბლოზე რა ციფრები წერია. ნუ აღმერთებთ არა ღმერთებს….. ეს ისე ცხოვრებაშიც გამოგადგებათ არაბული ციფრების ცოდნა…
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
თავაზიანობა და ერთმანეთის პატივისცემა - კლუბი ზაბარნის და საფონოვის ურთიერთობის საკითხში ფხიზლად იქნება
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
ლამაზი გოლები და წითლებიც
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
Geo Team: იური ტაბატაძე ესპანურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
პსჟ-მ ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გაანათხოვრა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ნიკო პაზი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანს" სავარაუდოდ, ორი ფეხბურთელი კიდევ დატოვებს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია