გაორებული გრძნობა დამრჩა თურქეთთან საქართველოს ნაკრების მატჩის შემდეგ: პირველი - სიამაყისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა; მეორე კი უქულოდ დარჩენაა, რამაც ჯგუფიდან გასვლის შანსები შეგვიმცირა. თუმცა იქნებ მაინც მოახერხონ „ჯვაროსნებმა“ პლეი-ოფში გაღწევა და გულშემატკივრების გახარება.

ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია, ხოლო უშუალოდ მატჩის მიმოხილვის დასაწყისში ხაზი გავუსვი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ადვილია ფეხბურთელების განსჯა, რომლებსაც გამოუცდელობის გამო თავიდან ნერვიულობა დაეტყოთ. შეხვედრის დასაწყისი ვერ გამოუვიდათ კარგი: მეტოქეს პირველ 25 წუთში ბურთის ფლობა 70% ჰქონდა და როდესაც ამდენი ხანი დაცვაში დგახარ, ადრე თუ გვიან გოლს გაუშვებ. ჯერ აიჰანის დარტყმული ბურთი მამარდაშვილის კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი მიულდურმა და ილდიზმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაგვიტანეს, რომელთაგან მეორე თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ერთი სიტყვით, სანიოლის კრებულმა სასტარტო მღელვარებას ვერ გაუძლო და გლაზგოში შოტლანდიასთან წაგებული შეხვედრა (0:2) გამახსენდა, სადაც ანალოგიური პრობლემა შეგვექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთგვარი შიშია, მაგრამ რეიტინგით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოწინაღმდეგეებთან სტუმრად თამაშისას რაღაც კომპლექსი ჩამოყალიბდა.

თურქეთმა ჩვენთან დაპირისპირებამდე ხუთიდან სამი მატჩი წააგო და ორი ფრედ დაასრულა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც D ჯგუფში მისი ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია იყო, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ჩვენს თამაშზე, რა თქმა უნდა, იმანაც იმოქმედა, რომ სტადიონზე მოწინააღმდეგეს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავდა (გერმანიაში თურქეთის 1.3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ეთნიკური თურქი კი იქ გაცილებით მეტია). ამიტომ ითვლება, რომ ისინი ევრო 2024-ზე, ფაქტობრივად, სახლში გამოდიან, ხოლო ჩვენს გუნდს გასვლაზე მოუწია თამაში.

ძალიან იმოქმედა კიტეიშვილის არყოფნამაც, თუმცა ყოველთვის ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება მწყობრში და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სანიოლს შემადგენლობის მხრივ დიდი სიღრმე არ გააჩნია. საბედნიეროდ, ადრე შეტევაში თუ მარტო კვარაცხელიაზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვყავს. მაინც მოახერხა მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება და იქვე დუბლის შესრულების შანსი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის დასასრული ჩვენი იყო, ვიზავი საკუთარ კარს მოვაჯაჭვეთ. წესით, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაცვაში ჩავჯექით. ჩავჯექით და მეორე გოლიც მივიღეთ. ბოლოს საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, დიდებულად მოთამაშე ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კაშიამ - ძელს, მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას სწრაფი კონტრშეტევისას აქტიუროღლუს გოლი მოჰყვა და წავაგეთ. ემოციები და აზარტი ყოველთვის არაა საუკეთესო მოკავშირე და არაა გამორიცხული, მესამე გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ ცუდი სამსახური გაგვიწიოს. ალთუნაშვილის შეცვლაზე შეყვანა, შესაძლოა, სწორედ მამარდაშვილის შეტევაში ჩართვის განზრახვით იყო ნაკარნახევი, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა და ლოგიკური ფრისთვის მიგვეღწია, ყველა სანიოლის გამართლებულ რისკზე და ბრძნულ გადაწყვეტილებაზე დაიწყებდა საუბარს.

სანიოლს, ალბათ, შეეძლო უკეთესი სასტარტო შემადგენლობის დაყენება და ცვლილებების უფრო ადრე განხორციელება, მაგრამ ეს მისი პრეროგატივაა. ნამატჩევს თურქეთის ნაკრების თავკაცმა მონტელამ განაცხადა, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. მან კარგად გათვალა ყველაფერი, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია და შედეგსაც მიაღწია. მოკლედ, სანიოლს პირადი დუელი მოუგო. გაუმართლა კიდეც.

ბუნებრივია, მეტს ველოდით კვარაცხელიასგან, რომელსაც საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა და მასზე აშკარად იმოქმედა სატრანსფერო ამბებმა. თუ გახსოვთ, „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩა ემოციურია და ნერვიულობისას ხარისხს კარგავს. ალბათ, დროა, „კვარამ“ ემოციების მართვა ისწავლოს და დარწმუნებული ვარ, ისევ ძველებურად გაგვახარებს. ისე, ბოლოს შექმნილი მომენტების უმეტესობა მის აქტიურ მოქმედებებს მოჰყვა.

წინ ორი ფინალი გველის - ჩეხეთთან და პორტუგალიასთან და ვნახავთ, როგორ დასკვებს გამოიტანს სანიოლი და როგორ აისახება ეს შედეგზე. ეს მხოლოდ ამ ტურნირს არ ეხება - აუცილებელია დასრულდეს ის დაუსრულებელი ეპოქა, როდესაც შესარჩევ ტურნირებზე მეოთხეზე უკეთეს ადგილს ვერ ვიკავებდით. ეს ჩვენს გუნდს რომ შეუძლია, თურქეთთან პირველი ტაიმის ბოლო ნაწილმა და მეტადრე კომპენსირებულმა დრომ დაგვანახა, როდესაც მეტოქე სასოწარკვეთილი იცავდა თავს. გასაგებია, მთელი 90 წუთი ასეთი ტემპით ვერ შეუტევ, მაგრამ როდესაც მთელ რიგ ეპიზოდებში ასე სჯაბნი, გამოდის, გაგაჩნია ვიზავის ძლევის უნარი, რაც უნდა ირწმუნო და შენი ეს უპირატესობა შედეგში ასახო. შედეგი კი მხოლოდ ერთი ჩაითვლება დადებითად - ჩეხეთთან მოგება, რადგან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში პორტუგალიის დამარცხება დაგვჭირდება. თურქეთთან ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო რომანტიზმი გვაჩვენა და ყველა მოხიბლა, მაგრამ ახლა მეტი პრაგმატიზმი და 3 ქულის მოპოვებაა აუცილებელი.

მიმომხილველი

კიეზა
თურქეთს ღირსეულად ვეთამაშეთ..ფაქტია კიტეს არყოფნა დიდი დანაკლისია ცენტრი წავაგეთ ..ჩემი აზრით კვარა უნდა შეეცვალა..არ წაუვიდა თამაში და არც ფორმაში არაა..პლუს ზივზივაძე ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა..დიდი მწვრთნელებიც ცდებიან შემადგენლობოს დაყენებაში თუ შეცლებში..ფრეს ვიმსახურებდით ..მაგრამ არაუშავს..ჩეხებს მოვუგებთ და ეს დიდ სტიმულს მოგვცემს..წინ გამერჯვებისკენ..
ოდალას
შენი აზროვნების რო იყოს ყველა ჩვენი საშველი არ იქნებოდა...ალბანეთი როგორ ეთამაშა ხორვატიას? ათეულის გუნდს...ალბანეთი დიდი ვინმეა? მაგრამ თავი შეაკლეს და შედეგიც დადეს!შეშინებულები რომ გამოდიან თავიდანვე მაგიტოა რო გოლს ვუშვებთ. მოედნის თითეული მონაკვეთისთვის ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს ცეცხლი უნდა სცვიოდეთ თვალებიდან აი მაშინ მოვა შედეგი.. რო გაუჭირდა საქართველოს ბოლოს ხო დააჯდა თავზე იმ მძინარამაც რომ გამოიღვიძა ბოლოსკენ...თუ კმაყოფილდებით ევროზე გასვლით და წაგებებს შეგუებული ხართ წინასწარ არვიცი ეგ თქვენი პრობლემაა
gio gio
რათქმაუნდა ყველა გულშემატკივარს არ მოეთხოვება ფეხბურთის მაღალ დონეზე ცოდნა,მაგრამ ზრდილობა ყველას მოეთხოვება,მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას,ხოლო კატეკორიულად მიუღებლად მიმაჩნია საკუთარი ნაკრების ფეხბურთელების და მწვრთნელების უხამსი სიტყვებით მოხსენიება, ასევე სიძულვილით,ზიზღით და ბოროტებით აღსავსე კომენტარების კეთება.ნაკრების სიძლიერე ერთობაშია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
გიორგი IV
ჩაკვეტაძე რატო შეცვალა?ან წიტაიშვილი რატო შეცვალა ლოჩოშვილით როცა გოჩოლეიშვილი გყავს?!მამარდას აკოიტიკებენ რატო წავიდა წინო და ამ დროს ალთუნაშვილი უშვებს უხეშ შეცდომას!!!იქ ბურთის გაჩერება როგორ წეიძლებოდა?!!!!ელემენტარული წვრილმანი შეცდომებით წაგებული უკვე მერამდენე თამაში!!!
parfiumer
სპორტულ გვერდზე რომ კომენტარს აკეთებ, მინიმუმ სპორტის მოყვარული ხო ხარ? რა კვარაცხელია ვერ თამაშობს და რა ჩეხეთს შემტევი ფეხბურთით ვაჯობოთ? შექმნილი მომენტების გამოყენება და დაცვაში კარგი თამაში, სხვანაირად არაფერი გამოვა. რატო გავიწყდებათ, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა ესპანეთის ან ბრაზილიის. 80%-ტი მოწყვეტილია რეალობას და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, დაჯექით და ისიამოვნეთ, მთავარია გუნდმა იბრძოლოს და როცა იბრძვის, სისულელეების ლაპარაკს თავი დავანებოთ და ვუგულშემატკივროთ.
odala
შავი ღორისა არ გინდათ 3 ქულის ნაცვლად? ბიჯო, ჩვენც ბევრი რამე გვინდა, მაგრამ შეეშვით ამ ბიჭებს. ითამაშონ თავისუფლად და წნეხის გარეშე. თქვენნაირი უაზრო მოლოდინების მქონე ტიპების გამო იყო, რომ საწყისი ნახევარი საათი აზრზე ვერ მოვიდნენ. ჩეხეთი არ არის ლუქსემბურგი და არც მონტერენგრო. ურთულესი მეტოქეა და ნუ გგონიათ რომ წარმატების კარგი შანსი გვაქვს. გაგვარღვევენ ჩეხები და მერე დაიწყებთ მოთქმას და თქვენი უაზრო მოლოდინების გამო, ფეხბურთის აზრზე არმყოფი შტერები შედგებიან ბიჭებს. მოგება და გასვლა ყველას გვინდა, მაგრამ ცოტა რეალისტები ვიყოთ.
roni
აქ ზოგიერთებს გწყინთ რამეს რომ იძახიან ნაკრებზე და მწვრთნელზე თუნდაც ფედერაციაზე.. ბატონ ყმობა ხო არაა? ნაკრები ყველასია..... სანიოლის თავში ჩამახედა რას მოელოდა როცა 2თვის უთამაშებელი ტრამვა ახალი მოშუშებული შენგელია რომ მიყავდა ევროზე და აზაროვს ტოვებდა? რომ ყოფილიყო რობერტო კარლოსი ან მალდინი ნესტა კიდევ მესმის მაგრამ არ არის შენგელია იმ სტატუსის და წონის ცალფეხა იყოს მაინც ნაკრებში რომ ამყოფო.. გადაღლილ თურქეთან ბოლო 10-15 წუთი მარჯვნიდან რომ შეეტიათ ზურიკოს და ლობჟანიძეს რამე დაშავდებოდა? კაკაბა ყავს უალტერნატივოდ.. თუ სუნთქავს ვსიო ბოლომდე წურავს მაგდანას ლურჯასავით..ან გოჩოლეიშვილმა რა დაუშავა? ესპანეთან კი ჩააგდო თამაში მაგრამ ესპანეთან სანიოლმაც მაგრად ჩაისვარა და ეგეც აღარ გავაკაროთ ნაკრებს???? ნაკრები და კლუბი სხვა არის არაბიძესთვის რომ მიეცა შანსი და არაბასაც რომ ესეირნა მოედანზე ჯერ ერთი რომ სტადიონიდან დავასაჩუქრებდით ლამაზი სიტყვებით მაგის გამო მაგრამ გამორიცხული იყო თავს დადებდა არაბა და ბოლომდე დაიხარჯებოდა, რომ იძახდნენ აქ ვიღაცეები არაბა მარტო აქ იტანს მასეთ გოლებს ევროზე მასე ვინ დაარტყმეინებსომ..არდას ვინ დაარტყმეინა? მთელი მარჯვენა ფლანგი ჩამკვდარი გვყავს აქა იქ თუ გადავა ხოლმე ხვიჩა და ვერც ამწვავებს კაკაბას გამწვავებული კი არ გაიშვას..მე ჰომნზე სისხლი მეყინება და ასე მეგონა საბერძნეთანაც და ეხლაც ხვიჩა იფრენდა ან თვალებში ცეცხლს დავინახავდი ბიჭებს მოსაგებად შემოუძახებდა.. სტუმარი ქალიშვილით ჩუმად დაცუცუნობდა მოედანზე.. ეს არის ის რაც წლები შეალიეთ? ხვიჩა ბოლოში რომ გამოცოცხლდა ესეიგი შეეძლო ადრეც გაღვიძება რატო არ გაიღვიძა? წიტას და კაკაბას ბევრს ვერ მოვთხოვთ რაც შეეძლოთ ითამაშეს მეტი არც შეუძლიათ მაგრამ მათ ადგილზე სხვები უნდა შემოეყვანა სანიოლს. ჩეხებთან შეუტიეთ ბიჭებო დაცვა თქვენ არ გივარგათ რაც იცით შეტევაა და შეუტიეთ ლამაზი ფეხბურთი ითამაშეთ ისე მიდის საქმე შეიძლება 3 ქულითაც გავიდეთ ჯგუფიდან
ამატაკი
ეს პლატფორმა იმისთვის იქმნება, რომ მათ შორის გულშემატკივარმა თავისი შეხედულება თამაშზე, შემადგენლობაზე თავისუფლად გამოხატოს. რამდენად მიამიტურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს პროფესიონალური თვალსაზრისით, ნებისმიერ მოსაზრებას აქვს გამოთქმის უფლება და სასურველია არ იქცეს ზედმეტი თავდასხმებისა და "ყველაფერჩიკი" მოკლავიატურეების ქილიკის საბაბად. ცხადია ამ საბედისწერო თამაშს მთლად გულდამჯდარად თუ ვერ ვხვდებით, ბევრი რამ გვაფიქრებინებს. პირველ რიგში აღსანიშნავია სანიოლის საკითხი. თქვენი არ ვიცი , მაგრამ ძალიან არ მინდა პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში ჩამდგარებმა, მხოლოდ თვალი გავაყოლოთ ცენტრამდე უპრობლემოდ მოგულავე ჩეხებს(დასაწყისში თურქების მსგავსად). აქაც ყველა თანხმდება, რომ ჩეხების ძალა მათ ათლეტიზმში, დისციპლინასა და სისწრაფეებშია. თუ ისევ ბურთს დავთმობთ და დაცვას გავამაგრებთ, კინკილა კონტრიერიშების იმედად, დიდი შანსია უმოწყალოდ გადაგვთელონ. რატომღაც მუდმივი აქცენტირება კეთდება კვარასა და შეტევის ხაზზე, მაშინ როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ნაკრებისთვის ნახევარდაცვა და მისი ცენტრია. თუ მასზე კონტროლი დავთმეთ, სხვა სერიოზული ალტერნატივები უბრალოდ არ გვაქვს. არ გვაქვს გადამწყვეტი უპირატესობა ფრთებზე და არც მაღალი ფორვარდები გვყავს, რომ რაიმე ალტერნატიული გზები ვეძიოთ. ჩვენი შანსი არის ჭაკვე-კიტე-ქოჩორას ღერძის მოქმედებაში. დაცვამ დროულად და უსაფრთხოდ უნდა მოახერხოს ბურთის ამ ტრიომდე ამოტანა. ფრთებზეც იქნება რათქმაუნდა უზარმაზარი დაწოლა ორივე ფაზაში, მაგრამ აქ ოდენ ინტენსივობას თუ შევინარჩუნებთ,სამწუხაროდ გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მოვიპოვებთ. შეტევაში პრობლემა ნაკლებად გვექნება, თუ ხსენებული ტრიო ცენტრში შეძლებს ბურთის კონტროლს.ბურთი მინდორზე და ვერტიკალური პასები, ჭაკვესა და კიტეს კრეატივი, ფრთებზე მუდმივი ინტენსივობით არის ჩვენი შანსი. სხვაგვარად სრულად ვერ გამოვიყენებთ შეტევაში ჩვენ უზარმაზარ პოტენციალს (კვარა-ჟორჟი-ბუდუ-ზურა) ჩვენი ძალა არის ნიჭსა და არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებში. სულაც არ მგონია ეს ფეხბურთი ძველმოდური. სწორედ ასეთი თანამედროვე რომანტიზმი ამშვენებს სიტისა და რეალის ფეხბურთს. ამ ყბადაღებულმა პრაგმატიზმმა მათი ხელწერა ვერ გადააგვარა და ჩვენც მანდ ვართ ( შეიძლება არა მაგ სიმაღლეზე, მაგრამ მაგ მხარეს).
მდაა
ვაი თქვენს პატრონს სანამ ეგ კაშია იქნება მანდ იქნებით ეგეთ დღეში …ჩეხებთან 0:2 და პორტუგალიასთან 0:4 ზეც მადლობა უთხარით ღმერთს კაშია თამაშობს სოსტავში და საზონოვი ტრიბუნაზე ზის ( გვყავს ახალგაზრდა მაღალი სწრაფი ცენტრ.მცველი ჩვენ კი მაგივრად დაბალ მსუქან ნელ და ბებერ მცველს ვათამაშებთ …არის მეორე ეგეთიც გელაშვილი ვიღაც ალთუნაშვილი მინდორზეა და არაბა ქუთაისში ეგ პოზიციებით მარცხენა მცველი აზაროვი სახლში დავტოვეთ და მის მაგივრად ორი შემტევი უნდა ვათამაშოვო და მის კვარას თავის ადგილზე არ ათამაშებენ და მერე პრეტენზიები გაქვთ ( როდესაც იყო თავის ფრთაზე ხომ გაქონდა) …ამას ქვია ღრუსების ენაზე “ ვსიო ჩერეზ ჟოპუ” და ამ მწვრთნელთა სოსტავით რისი იმედი გაქვთ ნეტავ ….მე უბრალოდ ადრე ის ხალხი მეცოდებოდა 20 ლარს რომ იხდიდნენ ბილეთში და 1:7-ს უყურებდნენ მერე ისინი მეცოდებოდნენ ვინც ამდენი ევროები გადაყარა და გერმანიაში წავიდნენ …მაგრამ ბევრი კომენტების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ახია თქვენზე ვინც დაგოიმდით და სანიოლის დაიჯერეთ … უბრალოდ ბიჭებს მითუმეტეს კვარას შეეშვით რაც ითამაშენ იყო ძაან მაგარი მსოფლიო აალაპარაკეს მამარდას დღეს ორმა მეკარემ წახედა ეგეთი ჯიგარით პირველ ტურში არავის და არასდროს არ უთამაშია საქართველოს ნაკრები გახდა ყველაზე პოპულარული დ საყვარელი გუნდი აი იმ ბიჭების გამო ჩაკვე კვარა მიქა მექვაბი ქოჩორა წიტა კაკაბა ბოლოს მიემატენ ზურიკო და მამარდა …ამათი შეტევებით გაგიჟდა მსოფლიო ჩაკვეს ბურთთან ფერებას ( თამაშის სტილს ) კითხულობენ საიდან ჯიშში გაქვთო …თქვენ კი ბიჭებს ლანძღვთ ვინც არ ჩაჯდნენ დაცვაში და არ ითამაშეს ისე როგორც საბერძნეთთან
მე არ ვარ ბოროტი
ნუ ნერვიულობ ძმაო, მაგ სასტავმა დიდი ფულები წააგო და იმიტომ აკრიტიკებენ კვარას. საქართველოს მოგებაზე ქონდათ დადებული და კვარას აბრალიან წაგებულ თამაშს.
qopako
მშვიდად იყავი მეგობარო და გული დაიწყნარე, ნამდვილად გელანდება ეგ ყველაფერი. კვარა ისევ ის კვარაა და ამ სეზონში კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, დახვეწილი და ჩამოყალიბებული. წინა სეზონში არავინ იცნობდა და ახლა როცა 4 კაცი ფეხზე აზის თან გუნდიც უკბე წყალწაღებული ყავს ნაპოლის სახით მაინც ახოხა მცველები ასე რო სჯობს ჰალუცინაციების აქ წერას მოეშვა
aburjga
გველესიანი ძალიან მაგარია! საჭიროა სასტარტოში! დაცვაში უნდა დაბრუნდეს "ჩისტილშიკი" ანუ თავისუფალი მცველი სიტემა 4+1+3+2
გოგა
ახლა დავწერ და გამოვთქვამ ვარაუდს ტანმაღალი ჩეხების წინააღმდეგ ჩემი აზრით როგორი შემადგენლობა იქნებოდა ოპტიმალური. მოკლედ კარში მამარდა მცველები ფლანგზე დვალი შუაში კაშია ლოჩოშვილი და მათ გვერდზე კვირკველია კაკაბაძის ნაცვლად, ფაქტიურად ოთხივე მაღალია და სიმაღლე ძალიან მნიშვნელივანი კომპონენტი იქნება ამ ოთხ მცველს მივცემდი დავალებას რომ იყვნენ ნომინალური დამცველები და ავუკრძალავდი შეტევაში ჩართვას ფლანგებს. ცენტრში ჩაკვეტაძე დვალის დამზღევვად შუაში ქოჩორა და მის გვერდზე კიტე კვირკველიას დამზღვევად შეტევა მარცხნივ თავის ფლანგზე კვარაცხელია მარჯვნივ საბა ლობჟანიძე ან შენგელია რომელიც ადრე მარჯვენა გარემარბი იყო და ფორვარდად შედარებით ტანმაღალი ბუდუ აანუ 4:3:3 შეცვლებზე დავითაშვილი მიქაუტაძე და ბოლოს შეილება კვირკველია გაიყვანო და დასვენებული კაკაბაძე ადნ გოჩოლეიშვილი შემოიყვანო. მოკლედ ჩაკვე და კვარა მარცხენა ფლანგზე იაქტიურებენ და კიტე და საბა მარჯვენა, ცენტრში ქოჩორა შედარებით ახლოს ფორვარდთან, ჩვენ ვნახეთ როგორ შეუძლია ბურთის გათამაშება და შეტევაში ჩართვა ქოჩორას. არ შეიძლება დაბალი ფეხბურთელები დავაყენოთ დაცვაში მე ასე ვფიქრობ იმენა ახმახები არიან
სიმართლე
სიგუა ათამაშეთ....
Tazo
:))):))) პირველ ნომრად?:)):)) რა გაძლევს მაგის საფუძველს?:)) ან თუ შეგვიძლია პირველ ნომრად,სანიოლი რატომ არ იზამს,რუსეთის აგენტია?:)):))
გურულო
1970 წლიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ.რომანტიკული ფეხბურთის ერა 30 წელზე მეტია რაც დამთავრდა,ყველა პრაგმატულ ფეხბურთზე გადავიდა და არა მარტო ფეხბურთი,ზოგადად სპორტი ძირითადად ფიზიკურ გამძლეობას ეყრდნობა.ფიზიკა,ტაქტიკა და პრაგმატიზმი სპორტის ქვაკუთხედი გახდა.ჩეხეთი ათლეტური,ფიზიკურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია,ყოველ შემთხვევაში პირველი თამაშით ასე დავინახე,ამიტომ მგონია რომ საკმაოდ რთული თამაში გვექნება.ვნახოთ როგორ აღიდგინეს ჩვენმა ბიჭებმა ძალები.კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს წარმატებას,სპორტულ იღბალსა და უტრავმო კარიერას.ღმერთი თქვენთან!ზღაპრის ბოლო კეთილია!:)
პატივისცემით
"უკვე აღარ ვიცი,ეს ხალხი დაბრმავდა თუ ჰიპნოზის ქვეშ არიან"- არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ დაქლევდნენ.
ბებიკომ
შენ ძმაო ჩეხეთის აგენტი ხომ არ ხარ?? ჩეხებსაც ეგ უნდათ, რომ შენ შეუტიო. მოდი რა ხან შევუტიოთ, ხან თავი დავიცვათ.
პორტუგალია
ნეტა ჩეხებთან უფრო ამაყები გამოვჩნდებით ვიდრე თურქებთან გამოვჩნდით?
ბს
მაგ გადმოვარდნილ ბურთზე დაასწრეს სწორედ კვარას და გაგვიტანა გულერმა, მანამდე კვარას თავის საჯარიმოში პატარა ბავშვებივით დაატოვებანა ადგილზე ბურთი, არადა თვითონ არის მხოლოდ 19 წლის. ტყუილად არ არის ეგ ბიჭი რეალში. ზოგადად გეთანხმებით , გადმოვარდნილ ბურთებზე თამაში საერთოდ არ ვიცით, აი საერთოდ.
მირო
ხვიჩას აკრიტიკებენ ან ნაცები,ან ფეხბურთის უცოდინრები.ნაცები ვიცით რატომაც,მაგრამ ფეხბურთის უცოდინრებს მინდა უთხრა,ნაპოლიში წელსაც ხვიჩა ყველაზე უკეთესი იყო,მიუხედავად იმისა,რომ არავინ არ თამაშობდა სათანადო დონეზე,არავინ უწყობდა ხელს და ყოველ მეორე მესამე თვეს ახლი მწვრთნელი მოდიოდა ახალი მოთხოვნებით,გუნდი არეული იყო.აბა ათამაშეთ მესი ასეთ გუნდში რას შეძლებს???თან არბენინეთ იმ ხელფასზე,რასაც კვარას უხდიან წუწურაქები,როცა დამლაგებელს მეტი ხელფასი აქ ვიდრე წამყვან ფეხბურთელს.მესისაც კი ჰქონია ჩავარდნები არგენტინის ნაკრებში,ეს ხდება.ნუ ცდილობთ კვარას ავტორიტეტის შერყევას,ნუ მონაწილეობთ ნაცების ბინძურ თამაშში.
ჰაჰა
თუ კითხულობს ჩვენ წერილებს ვინმე, გადაეცით რომ ნახევარდაცვამ დაცვიდან გადმოგდებულ ბურთებზე იბრძოლოს. ჩეხებმა ეგრე გაიტანეს. პირველი გოლი ეგრე გავუშვით.
Ustabashi
ერთი ადგილი დააყენეთ თორე დაგაყენებთ როგორც საჭიროა თქვენ
tqveni Ustabashi
კარგ ფოტოს განახებთ თქვენ.. მაგაზე უარესად იქნებით ხვიჩას წინაშე დაყენებული
555
უკვე აღარ ვიცი,ეს ხალხი დაბრმავდა თუ ჰიპნოზის ქვეშ არიან.თურქეთთან წაგებულ თამაშს წარმატებად თვლიან და ეიფორიაში არიან ჩავარდნილები.ახლა ჩეხების "განადგურებას" აპირებენ.
ამო
პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ, რასაც სანიოლი არ იზამს.
aburjga
ნაპოლიში პირველი სეზონის დასაწყისში, ასე ვთქვათ პირველ წრეში რომ იყო ეს ის კვარაცხელია აღარ არის! ის ბიჭი იყო სწრაფი, სხარტი, ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მომტყუებელი, ზუსტი-გააზრებული პასები ჰქონდა. მე კი მინდა რომ ახლანდელი კვარაცხელია იმ კვარაცხელიათი შევცვალო მთელი ლივერპული რომ ათრია მოედანზე, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ის ბიჭი ვეღარ არის. ეს არის ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი, ტლანქი, მოუხეშავი, დრიბლინგი არ უვარგა, დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გადის, კარშიც ვერ ურტყამს... ნეტა ყველაფერი ეს მელანდებოდეს!
ვასია
კარგი ფოტოა ეგრე უნდა იყოს ხვიჩა დაყენებული...საჯარიმოსთან 3-4 შეხებას ვინ გაცლის საქართველოს ჩემპიონატი კი არაა ევროპისაა
ირაკლი
მგონი ძალიან ზედმეტ მოლოდინებს ვიქმნით. თურქებს უამრავი მომენტი შევაქმნევინეთ, ძელი, გოლი თამაშგარედან (ბეწვის ხიდზე გავიარეთ), მამარდას მოგერიებული 100% საგოლე დარტყმა თურქის თავურის შემდეგ, ასევე მეორე ტაიმში ჩვენს საჯარიმოში თურქები ვერ გაერკვნენ კარგად, ბურთს ვერ მოარტყა წესივრად, პლიუს დვალის მიერ საგოლე პასის ჩაჭრა. კი ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ობიექტურად დაგვჯაბნეს, თან მაინც ვფიქრობ თურქეთი დიდი ვერაფერი გუნდია და ეს მერვედფინალშივე დამტკიცდება. ჩვენს ნაკრებს სწორედ ჩეხეთის მსგავს ძალისმიერ და ორგანიზებულ გუნდებთან უფრო უჭირს თამაში ვიდრე საკმაოდ ემოციურ თურქებთან. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
დდდ
უკეთეს ხვიჩას მშვენივრად ათამაშებული აზაროვი სჭირდება, მაგრამ იმას თურმე ვერ გაურკვევია - მცველია თუ თავდამსხმელი ( შახტარში აუხსნეს როგორღაც, მაგრამ ნაკრებში ერთი კაცი არ გამოჩნდა მაგის ენაზე მოსაუბრე) და რა გინდა, რომ ქნა?!...
ტოტტი
ანზორ მექვაბიშვილი და თვეების უთამაშებელი კვირკველია საუდის არაბეთის ბოლო ადგილოსანი გუნდის წევრი რომელიც უკვე ასაკშია და ბათუმის დინამოს ფეხბურთელი რომელიც მცველი საერთოდ არ არის მგონი ჯობდა გველესიანი აზაროვი და არაბიძე ყოფილიყვნენ ამ სამი ფეხბურთელის ნაცვლად. ნუ გამოხტებით ეხლა სანიოლზე უკეთ იცი ფეხბურთიო? ვიცი ქართული ფეხბურთი სანიოლზე უკეთ და დარწმუნებული ვარ სანიოლზე ნეტ თამაშებს ვუყურებ ქართველების მონაწილეობით .
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა