ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები

უპირატესობას ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაეუფლა ინიციატივას, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“

საქართველო - ჩეხეთი 1:1

გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,

ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)

• გიოს,

კარგი რა, ლობჟანიძეს როგორ ადრი თმაშეღებილ მესის ან რონალდოს? ამ ორიდან რომელიმე მაინც რომ ყოფილიყო ჩვენს გუნდში, ლობჟანიძის ბოლო დარტყმამდე საქმე არ მივიდოდა, თამაში მოგებული გვექნებოდა.

• ზაკო

ბედი არ გინდა? მარტო საბას დაემართაეგრე, აბა მესის ხომ არ დაემართებოდა ბარსაში ერთი პერიოდი ქერად რომ ჰქონდა შეღებილი ან რონალდუ მელირებიანი რომ დარბოდა.

• დიოგენე

დიდება აქ დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მოღვაწე ფეხბურმცოდნეობის სამეცნიერო აკადამიას, მის პროფესურას, მეცნიერ-მუშაკებს, ლაბორანტებსა და სტუდენტებს, ყველას ვინ ასე სარკესავით ამხილა ფესვდოსლეციალისტი სანიოლი, მის პალგიატურ და ტავტოლოგიურ მიდგემებში. დიდება, დიდება დიდება, ძირს სანიოლი მაგრამ, აქამდე - ფინალურ ეტაპამდე სად იყავით ? თავიდანვე ჯობდა დმისი დაგმობა და გაგდება!

• გიო

ლობჟანიძე ს რაც დაემართა ეგრე თმების შეღებამ და პიჟონიბამ რაც ადამიანის ფსიქოლოგიაზე აისახება

• ირაკლი ქუთაისელი

გველესიანი ძირითადში

• პორტუ-ს

ის კი ნუ გიხარია,რომ სახელმწიფო ბილეთებს გისუბსიდირებს,არამედ იმაზედ იდარდე,რომ ბილეთის საყიდელი ფული არ აქვს მასას!

• ჟორას

შენი ჯიბიდან არა "მზე" ))) რატო წინა ფედარაციები არ გიღებდნენ ჯობიდან? თუ მაშინ ღარიბი იყავი და ეხლა გამდიდრდი? გაა....თ ამ ვაი გულშემატკივრებმა.((( რავა ყველგან პოლიტიკას აკვეხებთ, თქვენი პოლიტიკანი .....

• სოსო

მერა,საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა ფიზიკური მომზადების ასეთ დონესთან ახლოსაც კი.სხვა საქმეა,ევროპის მაღალი დონის ნაკრებებს რომ ჩამოვრჩებით.ჩეხები,ყოველთვის განსაკუთრებული ფიზიკური მომზადებით გამოირჩეოდნენ და ტექნიკაში შედარებით ნაკლებს სირბილეს,სისწრაფით,სიმაღლით და ფიზიკური ძალით ანაზღაურებენ.ყველა ეს ნაკრები,ჩვენზე გაცილებით მაღლაა რეიტინგში და რეიტინგს დამსახურების გარეშე,ვერავინ მოგიმატებს.26 მარტს,მთელი საქართველო ზეიმობდა,ევროპის ჩემპიონატზე გაღწევას და დღეს ევროპის ყოფილ ჩემპიონთან და ვიცე ჩემპიონთან,უპირობოდ მოგების მოთხოვნა,რამდენად სამართლიანია?ფიზიკურად ძალიან დაგვჩაგრეს და წაგებას გადავურჩით,თუმცა მოგებაც შეგვეძლო.ჩვენი დღევანდელი დონე,საამისოდ ალბათ მაქსიმალურია.კვარა ყოფილიყო საუკეთესო ფორმაში და კიტეიშვილი მოედანზე,ეს იყო ის,რისი მომატების თეორიული შესაძლებლობაც ჩვენ გვქონდა.იკმარებდა ეს გამარჯვებისათვის?ალბათ ამ შემთხვევისათვის ,ჩვენ კარზე წნეხი შემცირდებოდა,მაგრამ მაღალ ბურთებზე და ფიზიკურ ორთაბრძოლებში იმხელა უპირატესობა ჰქონდათ,გოლის გატანის შანსები,მათაც აუცილებლად შეექმნებოდათ.თანაც საკმარისზე მეტი.ამ რეალობას ვერსად წავუვალთ.რაც შეეხება გულშემატკივრების სუბსიდირებას,სახელმწიფომ ნახა,რამხელა სიხარული განიცადა ქვეყანამ,ფინალურ ეტაპზე მოხვედრით და რაკი მოედანზე ვერაფრით დაეხმარება,სტადიონზე გულშემატკივრების რაოდენობის გაზრდით,ფეხბურთელების დახმარება მოიფიქრა.მათ სხვა არაფერი შეუძლიათ.ეს ქულა,სტადიონზე ქართველი გულშემატკივრების დიდი ძალისხმევითაცაა მოპოვებული.ასე რომ დავუფასოთ ფეხბურთელებს და სახელმწიფოს,გარჯა. საქართველოს ნაკრები,დღეისათვის ერთა ლიგის ბ დონეზეა გადასული და ძალიან ძნელი იქნება,ჯგუფში გამარჯვება.შესაბამისად ევროპის ჩემპიონატზე აქედან გასვლაც ალბათ ვეღარ მოხერხდება.ჩვეულებრივ შესარჩევ ჯგუფშიც რომ დიდი არაფრის იმედი არ უნდა გვქონოდა,ისიც უკვე ვნახეთ,ერთი წლის წინ.ასე რომ ახლო მომავალში,თუ კიდევ ერთი დიდი ნახტომი არ მოვახდინეთ ჩვენი ნაკრების სიძლიერის მატებაში,ევროპულ თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკლებად მოსალოდნელია.ჩვენ ორჯერ მოგვეცა შანსი,გავსულიყავით დიდ ტურნირზე და მეორე შემთხვევაში ეს შანსი გამოვიყენეთ.დავტკბეთ ამ ყველაფრით და დავაფასოთ დღევანდელობა,თორემ მალე,ეს სავარაუდოდ სანატრელი გაგვიხდება.

• sonigi

მართალი ხარ , მაგრამ აქ ტაკტიკის, სტრატეგიის და კიდევ რაღაც უფრო დიდი უბედურობის ზედმიწევნით მცოდნეების არმიაა და არავის აინტერესებს დილეტანტების მოსაზრებები :D ამიტომ ვარ ჩუმად :)

• აკაკი

ნაცობა და კოლექტიური ნაცობა არ შეიძლება, მაგრამ ბუდუ შესაყვანი იყო აუცილებლად.

• მაგრად მიკვირს.

ვინც წერს ამ დისლაიქებს, იმათ ტვინში ჩამახედა...

• გიორგი

ერთი გზაა შენნაირი ჭკვიანი რაც ნაკლები გვეყოლება უკეთესი იქნება.

• kkk

რომელ საათზე იკრიბება, ხო არ იცი?

• უშია-ს

სირცხვილია! თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება? რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა? იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით. ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა. ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!

• A

უმართლებთ ჩვენ მოწინააღმდეგებს რომ მწვრთნელი გვყავს ფიზმასწავლებელი, უკეთესი ნაკრები გვყავს, ვიდრე ვიყენებთ, წაყვანილ და დატოვებულ ფეხბურთელებზეც ეტყობოდა გონიერება, არც ევროზე არ გავსულვართ მაგის პროფესორობით, კიდევ კარგი თამაში თბილსში იყო,ლოჩო და ქვილითაია ტაქტიკა სტრატეგიის მწვერვალია

• პორტო

ჯორა ბიუჯეტის ფული რიმ არის გასაგებია მაგრამ მსოფლიოში გულშემატკივრებისთვის ავია ბილეთების სუბსიდირების ერთი მაგალითი მაინც მოიყვანე და კი ბატონო თუ არადა დაუბრუნდი შენს მარჯვენა ხელით საკეთებელ საკანცელრიო საქმიანობას :))))))))

• Walter White

და ამ ნაკრებმა დემოგრაფიული საკითხი დადებითად როგორ უნდა გადაწყვიტოს? კობიაშვილი და კობახიძე უბრძანებენ ყველა ფეხბურთელს რომ თითო ქართველ ქალს ორ-ორი ბავშვი გააჩენინონ? იქნედა დემოგრაფიული პრობლემა სხვა სიბრტყეში უნდა გადაწყდეს? თუნდაც ეკონომიკური? თუ აგუგუნებულ ქვეყანაში თავისი 100 ახალი ქარხნით და ქუთაისის ელექტრული ავტომანქანების წარმოებებით? ალბათ უხვად მომრავლებული პოლიტიკოსების ცოლი დიზაინერები თუ უშველის ეხლა ამ საკითხს

• პროფესიონალებს!

სირცხვილია! თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება? რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა? იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით. ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!

• miro

ცხადია,რომ სანიოლი ყველაზე სუსტი რგოლია ჩვენს ნაკრებში.ზურიკო კი რ უნდა გაეყვანა,არამედ ჩაკვესთნ ერტად ეთმაშებინა,ორივეს შეუძლია სხვადასხვა ფლანგებზე თამაში.მიქაუტაძეს დიდი მადლობა,მაგრამ მეორე ტაიმში თითქმის არაფერი გამოსდიოდა.გაქვს არჩევანი,რატომ არ ცვლი სხვა,არანკლებ ნიჭიერზე???რტომ არ მისცა დავალება გუნდს,რომ ჩაწოდებების საშუალება არ მიეცათ ჩეხებისთვის,ეთამაშათ ახლოს,მჭიდროდ,როცა მათი ასეთი ტაქტიკა აშკარად მოსალოდნელი იყო???სხვა კიდევ არაფერს ვიტყვი,ლოჩოშვილი რომ წაიყვანა,სერია ბ-შიც რომ შეცვლაზე შეჰყავთ დ აზაროვი,ბრსელონას დონის გუნდებთნ ძირითადში თამაშობს,დატოვა...და ა.შ.

• უშია

გავიდა ხვიჩა და დაგვაჯდა ჩეხეთი კისერზე, როგორც ნაპოლიში ხდება. მარტო ერთი შეტევა გვქონდა, ლობჟანიძის შეტევა...რა, ეგრე არ იყო,?!

• ჟორა

რამდენი გაუნათლებელი "ვაიპატრიოტი" არსებობს საქართველოში.... ბილეთების "სუფსიდირება" რომ ისევ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ხდება,ამას ოდნავ აზროვნება სჭირდება. ნუ გაატ...ეთ ამ "უდიდესი მიღწევაა" და ა.შ. ფიფას და უეფას უნდა ვუმადლოდეთ რომ ასეთი სისტემა შექმნა,სადაც სეზონში სამთამაშმოგებული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე დაიშვება.

• მამუკას

თუ ძმა ხარ, ტყუილად უხსნი, ამისთანა ბოღმებს, სხვადასხვა ნიკებით რომ ცდილობს ხვიჩას ლანძღვას, ფეხბურთი არც აინტერესებს და ალბათ არც თამაშზე უყურებია.

• ზოლა

სანამ მასის ცნობიერება ასეთ დონეზე იქნება რაც კომენტარებში ჩანს არც იოცნებოთ სერიოზულ მიღწევებზე… 26 მარტს თუ ყველა ფეხბურთელი და ყველაზე მეტად სანიოლი გმირებათ შევრაცხეთ დღეს მიუხედავად ბრწყინვალე დებიუტის და შემთხვევითი მარცხის, მერე კიდე ევროპის ჩემპიონატების სტაჟიან მონაწილესთან ,( რომელიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა) ქულის აღებას მარცხად ვუთვლით და იმის მაგივრად რომ ვიამაყოთ და ჩვენი მხარდაჭერით სტიმული მივცეთ, პირიქით პოლიტიზირებას ახდენს ეს ვაიპატრიოტები და ორ მხარედ ყოფენ ფეხბურთელებს… ყველა ამნაირი ჩასაფრებული ხალხის საყურადღებოდ ვიძახი დაგუგლეთ მეხუთე კოლონა და ნახავთ რომ განმარტება გაკვდებათ ზედ… ნებსით თუ უნებლიედ ქვეყნის ღალატში რომ ღებულობთ მონაწილეობას, მიხვდეთ დროა ვინც შეუგნებლად არის ამ დიდი პროპაგანდის მსხვერპლი, ელემენტარულს გკითხავთ ბუდუს რომ თქვენდა მისაღები კომენტარები არ გაეკეთებინა, მაინც ასე გააპროტესტებდით რომ მიქაუტაძე ( რომელუც მართლა ბრწყინვალე ფორმაშია) ამჯობინა სანიოლმა? დარწმუნებული ვარ არა და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ არა თქვენი ზღვარგადასულუ ბულინგი და შეურაცყოფები კვარაც უკეთეს შედეგებს დადებდა და მთლიანად გუნდიც…

• იასონას უდარი

წაკითხულის გააზრებაზე იმუშავეთ,ელემენტარულს ვერ გებულობთ და სირცხვილია. განვმარტავ:ყველა დარტყმული თუ გავა ან გავიდოდა ამ თამაშში,მაშინ წავაგებდით 11-2 ან უფრო უარესი შედეგი იქნებოდა,თუ კარისკენ დარტყმებს დავითვლით. არ წაგვადგებოდა,იმიტო რო ჩეხებსაც ბევრი მომენტი ქონდათ და ვერ გაიტანეს. საბამაც ვერ გაიტანა და ამ მომენტზე არ უნდა გამოვეკიდოთქო. თუ მარტო მაგ მომენტით იმსჯელებ,თამაშს მოვიგებდით და კარგი იქნებოდა,მარა მოხდა ის რაც მოხდა,ყველაფერი არ გადის

• პორტუ

ფეხბურთელებს და მთელ სტაფს უღრმესი მადლობა თავდადებისთვის და რასაც ქვია სისხლის და ოფლის ბოლო წვეთამდე ბრძოლისთვის!!!! ვამაყობთ თქვენით!!!!! იმ ხალხს მინდა გემევეხმაურო ევროზე წამსვლელი ავია და სტადიონის ბილეთების სიმცირეზე და სიძვირეზე ვინ აპელირებდა ფედერაციას და სახეკმწიფოს ვინც ადანაშაულებდა ჩეხებს ორჯერ მეტი გულშემატკივარი იყო დღეს სტადიონზე!!!! ორჯერ მეტი ევროზე ჩეხებთან!!!!!!!!! არავის ადვოკატი არ ვარ არც გულზე მეხატებიან თუმცა უსამართლობის გატარება არ შეიძლება!!! დამოიკიდებელი საქართველოს აბსოლუტურად საუკეთესო ფეხბურთის ფედერაცია გვყავს მაგათზე ცუდის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება!!!! ბრავო და ყოჩაღ ფედერაციას რომ სახელმწიფოს დახმარებით ასეთი დღეები აჩუქეს გულშემატკივრებს ვგულიწხმობ ბილეთების დასუბსიდირებას და სხვა ხელისშემწყობ ღონისძიებებს!!!

სექტასგან რა პასუხს ელი? დამცველები არ ჰქვია მაგათ ეგენი არიან სექტაში.. ვინც მაგათ აზრზე არ არიან მათი მტერია... კაკაბაძე ალბათ სასიძოდ უნდა ვილის.. დავითაშვილმა გასაგებად თქვა დავიღალეთო ვეღარ ვუძლებდით ტემპსო და სანიოლი 2მეტრში იდგა და ვერ შეიგრძნო ხო? ბუდუზე აღარ ვიძახი არაფერს. არც ლოჩოვილის ფლანგზე დაყენებაზე.. არც ბიჭების არ წაყვანაზე. ეს არის ქვეყნის ღალატი მეტი არაფერი

• Pepelu

მთელი საქართველო მთელი სერიოზულობით მსჯელობს ზივზივაძის პოლიტიკურ უთამაშებლობაზე!! არც საკუთარ თავს არ სცემენ ოატივს და არც ჩვენს მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს!! რა პოლიტიკა რა კრიტიკა!! მოქმედი ფეხბურთელი რომ ბინძურ პოლიტიკოსებს უჯდება გადაცემაში უკვე მეტყველებს მის ინტელექტზე!!! თუმცა მიქაუტაძე რომ ბეეევრად ჯობია ამაზე კამათიც აღარ ღირს!!! თუმცა ამდენი კლავიატურის ვირთხა და კანცელარიის ჩრჩილი იშვიათია!! განათლებაზე მისახედია რამდენი “გენიოსას” იტევს ეს ინტერნეტ სივრცე!!!

რა ათამაშა? მაგას თამაშს ეძახი 85წუთზე რომ შეუშვებ კაცს???? წადი სექტა იკრიბება არ დაგაგვიანდეს

• mera

ბიჭებს მადლობა თავდადებისთვის,კარგი თამაშისთვის.ბოლომდე იხარჯებიან,რც შეუძლიათ ყველაფერს ტოვებენ მოედანზე.მეორე ტაიმში ფისიკურად დაგვჯაბნეს სანიოლი ამბობდა ფიზიკურად მოვემზდეთ კარგადო.ფაქტი სხვაა,ფიზიკურდ მეორე ტაიმი ვერ გავქაჩეთ,ძლივს გავუძელით ჩეხების ზეწოლას.ფიზიკა მოიკოჭლებს და მწვრთნელი მოიკოჭლებს,ვერ იყენებს სწორად ამდენ ნიჭიერ ფეხბურთელებს,ვერ უნაწილებს როლებს და დროს სწორად.

• zura222

ხოო მართალი ხარ უნდა წაგვეგო ! სადაური ქართველობა და ვაჟკაცობაა ჩვენ "სტრატეგიულ პარტნიორ ჩეხებს ქულები რომ წავართვით DDD

• გიორგი

პირველი აზრი ბუდუს უთამაშებლობაზე მეც ეგ პოლიტირი შეუტქავსებლობის აზრი გავივლე მაგრამ ეგრე არ არის, წინა თამაშში ხო ათამაშა, ფაქტია. მოკლედ, ტყული ვნებათაღელვაა!

• zura222

კიდე კაი ლობჟანამ რომ არ გაიტანა გოლი თორემ მერე ნახავდით ლიბერალი ახალი "საფეხბურთო ქსპერტების" (განსაკუთრებით ქალების 1 თვის წინ რომ დაიწყეს ფეხბურთის ყურება) წყევლა კრულვებს და შეჩვენებებს--როგორ იკადრეს ქართველებმა სამნი რომ გავიდნენ კარებზე და რიცხობრივად ნაკლებ მეტოქეს გოლი როგორ გაუტანე ეს სადაური ვაჟკაცობა და ქართველობააო DDD

• სიმართლე უნდა ითქვას

ისევ მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის. სამწვრთნელო შტაბი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სანიოლის დამცველებო მოდით აბა ძალიან გთხოვთ აგვიხსენით რამოდენიმე დეტალი. რა შეცვალა თურქეთთან დაშვებული შეცდომების შემდეგ? რატომ არ იყო ჩაკვე თავიდანვე? ისევ წიტაიშვილი მარჯვენა მცველად რატომ? შეცვლების დაგვიანება ისევ რატომ? დავითაშვილის გაყვანა და მექვაბიშვილის დატოვება რატომ? რატომ არა შენგელია ან გოჩოლეიშვილი თავიდანვე? რატომ არ შეიცვალა კაკაბაძე რომელიც დაიღალა? საერთოდ რა ტაქტიკით ვითამაშეთ? რატომ ვეთამაშეთ ორ მეტრიან ჩეხებს საჯარიმოში ჩამჯდარი და რატომ არ ვათამაშეთ გუნდი იმ ტაქტიკით რაც კარგად გამოგვდის? გულწრფელად გთხოვთ გაგვეცით პასუხები ამ კითხვებზე, მართლა გვაინტერესებს. იქნებ და ჩვენ ვცდებით. ფაქტია, ეს ორივე თამაში წააგო სანიოლმა. შეცვლებით, შემადგენლობით და ტაქტიკით. რეალურად არც ჩეხეთი და არც თურქეთი არ იყო აუღებელი ციხე-სიმაგრე და დაუმარცხებელი გუნდი. დღევანდელი მოგება ძაან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს მაშინ როდესაც, ბევრ ჯგუფში ერთ-ერთ ქულიანი გუნდებია მესამე მეოთხე ადგილზე და ისეთი თამაშები უწევთ, დიდია შანსი მეტი ქულა ვერც აიღონ. ამ დროს ნაკრების მწვრთნელი ამბობს რომ, რა მნიშვნელობა აქვს 2:1-ს წავაგებით თუ 3:1-სო. როდესაც სწორედ ის ერთი ბურთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ეს არა მამარდას, არამედ სანიოლის ბრალია. მამარდა რომ არა დღეს გავნადგურდებოდით. მადლობა ბიჭებს. ნამდვილად ბევრად მეტს იმსახურებენ. სანიოლს რაც შეეხება, ზოგჯერ არის დრო ორი სიტყვის თქმის: მადლობა და ნახვამდის. წარმატებები საქართველოს.

• zura222

აბააა ! თუთიყუშებად გასდაიქცნენ ვირთხები და "ბუდუ დაგვიჩაგრესო"გაიკივიან D არადა მაგათ დროს ფეხბურთელს მიშაზე ან ნაცებზე რამე რომ ეთქვა ნაკრებში კი არა მინიმუმ გლდანის ციხეში აღმოჩდებოდა ოჯახის წევრებთან ერთად !

• გიორგი

თურქეთის საქმე გავაკეთეთ.))) ადრეც ეგრე იყო, იმპერიებს ვემსახურებოდით. არა უშავს, მაგრად ვიომეთ ისევ.

• გიორგი

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ალბათობით, დასრულდა, თუ გასვლაზეა ლაპარაკი. პორტუგალიის კლასი თავისას იზავს. ეგ არაა მთავარი. ფეხბურთი ფეხბურთია, თამაში. რაც ჩვენებმა აჩვვენეს გუნდური ბრძოლისუნარიანობის უნარია, უკვე ფეხბურთშიც. ლობჟანიძის მომენტი ბოლო წამებზე, თამაშის მშრალი სტატისტიკით 'წაგებული' თამაში კინაღამ რომ არ მოვიგეთ (ისე, რო გაეტანა უსამართლობა იქნებოდა ჩეხების ნაკრების მიმართ იგივე თამაშის სტატისტიკიდან გამომდინარე) სწორედ ქართველების ამ ნების უტეხობის მაჩვენებელი იყო, რაც ყველაზე მეტად მისასალმებელია. ფეხბურთი თამაშია ბოლო-ბოლო, და სხვა უფრო რეალური საფრთხეები არსებობენ. არსებობდა გაეროს მონაცემები, თუ არაფერი შეიცვალებოდა ჩვენი სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში 2050 წლისთვის ქართველები საკუთარ ტერიტორიაზე უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ. ბოლო მონაცემებით (დემურ გიორხელიძის ცნობით) გაერომ ეს პროგნოზი უკვე 2035 წელზე გადაიტანა. მომავალში რისი ჩემპიონები გავხდევით, თუ არ ვიარსებებთ?! ჩემთვის ნაკრების ეს ნებისყოფა გამარჯვებისკენ სწორედ იმის მაჩვენებელია რომ გვაქვს რეალური შანსი ეს ცუდი პროგნოზი უკეთესობისკენ შევცვალოთ უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. მომავალ თაობებზე რო არაფერი ვთვათ, წინაპრებს რა პასუხს ვაძლეძვთ?!

• zura222

მე უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე რომ ბურთი აუხტა და ეტყობა ბოლომდე არ წაიკითხე ჩემი კომენტარი იქაც ვთქვი მაინც რომ უნდა გაეტანა !

• გოგა

ჰაჰაჰააა გამაცინე მთლად ასეც ვერ დაეცემიან ჯიგარო ქოჩორას გარეშე იციან რომ სახე ვაბშე აეხევათ მთელ ფედერაციას სამარცხვინო გამოსვლისთვის. ნუთუ ასეთი ფუტლიარია შენს თავში კიდე რო ეჭვი გეპარება ზემოდან როა დარეკილი

• zura222

რა მოიგონონ აღარ იციან D ქვილითაიას დამონათქვამები ყველას ახსოვს ჭიჭე ვაშაძესაც კი შეშურდებოდა DD უმწარესი ნაცი ყოფილა და თუ პოლიტიკურობა ეგ საერთოდ უნდა გაეგდოთ ნაკრებიდან D

• Gia

მამარდა რომ არა არვიცი როგორ დამთავრდებოდა ჩვენი თამაში, მაინტერესებს მეკარის გარდა დაცვა გვყავდა საერთოდ?! ლობჟანიძის იმედი მქონდა ძალიან ...ნეტა არ დაეცილა:(

• zura222

რას ქვია არ "წაგვადგებოდა" ? გასვლა თუ გვინდა 4 ქულიანი გადის და 3 ქულა რომ გვექნებოდა პორტუგალიასთან ფრეზე ვითამასებდით და იმათთან მოგებაზე და ფრეზე თამაში ერთია ??

• გია

შედეგით კმაყოფილი ვარ ხარისხით არა. ასეთი თამაშით რომ შედეგს დადებ ეს უფრო გამართლებას გავს. სტატისტიკა და კლასი აშკარად ჩეხების მხარეს იყო. ჩვენ ერთი შანსი გვქონდა ბოლოს და რომ გამოგვეყენებინა თამაშსაც მოვიგებდით. ეს სამათლიანი იქნებოდა თუ არა ამას აღარ ექნებოდა მნიშვნელობა. ფაქტია ჩვენი გუნდი იღებს გამოცდილებას, მაგრამ კლასი მაინც დაბალი გვაქვს მარტო ხვიჩა და მამარდა ვერ გვიშველიან თუ სხვა ფეხბურთელებიც არ გაიზარდნენ. არ ვიცი ბუდუს გამოყვანით რას მივაღწევდით, მაგრამ ფაქტია ჩვენი გუნდი მთელი თამაში უკან იყო დახეული და მეტოქის ნახევარზეც ვერ გადადიოდა. ასეთ დროს გამარჯვების მიღწევა ძალიან ძნელია.

• არ დამიწყოთ ეხლა!!!

კარგით ეხლა რა... მარტო ჩვენთვის არ ვარგა მოედნები და ბურთი? ფეხბურთი ბალეტი ხო არ არი პარკეტზე ითამაშო!!! პროფესიონალი თუ ხარ ყველაფერი უნდა გააკეთო და შეძლო, ეგაა შენი საქმე!!! კაფელის გსკვეას სა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარებას არავინ გთხოვს, ფეხბურთელი რომ ხარ ნაკრების და ბოლო წამზე ეგეთი მომენტი გაქვს და ეგრე რომ ჭირდება ქვეყანას გოლი კეთილი უნდა ინებო და თუნდაც ტრუსიდან უნდა ამოძვრე და მაინც გაიტანო გასატანი!!!

• ქიტესა

ბუდუ პოლიტიკური მოსაზრებებით არ ათამაშესო, მაშინ ქოჩორაშვილი რატომ ათამაშეს ? ისე რომ ინტრიგანობას შეეშვით.

• გიო

საუკუნის გამაზვა იყო ბოლოს

• ნოდო

ბუდუს თუ რამე აქ სათქმელი იმდენი წლისაა რომ თავად შეუძლია თქვას მიტუმეტეს ერთხელ უკვე თქვა და არ შეშინებია ხელისუფლების არ ვართ ისეთი ქვეყანა მთავრობის გაკრიტიკებას ვერ ვბედავდეთ 18 ივნისს თუ ათამაშა დღეს თუ არ ათამაშა რატო ნიშნავს იმას რასაც ამტკიცებთ? კაშია რო არ ათამაშოს იტყვით ელგებეტე თემის ამბავიაო ენას ძვალი ხომ არ აქვს მწვრთნელი იმისია ვისაც მოუნდება იმას შეიყვანს და გაიყვანს ისე ხო იყო კაშიაზე ეგ ამბები იმ სამკლაურის გამო არ ათამაშოვო :D

• zura222

მერე კიდევ პოლიტიკას რომ რევთ ოცნება არ ათამაშებსო რატომ ქვილითაია და არა ბუდუო რა გინდათ საშუალო ნაცი არ გამოიყვანეს და სამაგიეროდ უფრო მწარე ნაცი ქვილითაია გამოიყვანეს DD

• ქუთაისი

მადლობა თავდადებული თამაშისათვის. მადლობა ფანტასტიურ მამარდაშვილს. სანიოლს კი პირიქით... აბსოლიტური უაზრო შეცვლები, როგორც თურქეთთან, ასევე დღეს... განსაკუთრებით კი ქვილითაიას შემთხვევა... ჯერ საერთოდ რა უნდა ქვილითაიას ნაკრებში...და ამას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ჩეხები გვიტევდნენ ბოლო წუთებზე და მცირე, მაგრამ მაინც შანსი გვქონდა ჩეხების კონტრშეტევაზე დაჭერის, ამ დროს გჭირდება წინ სწრაფი და სხარტი თავდამსხმელი... სანიოლმა კი მიქაუტაძე მოხსნა და მის ნაცვლად შეუშვა ქვილითაია...ტლანქი და ტექნიკის არ მქონე თავდამსხმელი... ნუ, რა უნდა ილაპარაკო ამ დროს არც ვიცი...ან გოჩოლეიშვილს რას ერჩის...მართალია, ის მარჯვენა მცველია, მაგრამ ნუთუ ლოჩიშვილზე უკეთესი არ იქნება მარცხენა ფლანგზე...მითუმეტეს, რომ არც ლოჩოშვილია ფლანგის მცველი...მიქაუტაძე არ უნდა გაეყვანა საერთოდ... და თუ ცვლი, ვისით ცვლი...ქვილითაიათი?!... იმედია, რომ ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ, ასევე დასრულდება სანიოლის პრაქტიკანტობა საქართველოს ნაკრებში.

• zura222

რომ გაჰკივიან ბუდუ ძირითადშიო მერე მიქაუტაძე ? კაცს ორივე გოლი აქვს გატანილი და ის დასვან სკამზე და სხვა ათამაშონ ? თუ ორი ცენტრალური თავდამსხმელით ითამაშონ ???

• ზურა

რას ნიშნავს არ წაგვადგებოდა, რა სისულელეა ...

• zura222

როგორ ვიქნებოდით მერვედფინალში ? საქმე ისე მიდის რომ ყველა მესამეადგილოსანი მინიმუმ 3 ქულას აგროვებს და ჩვენ ეხლა უარყოფითი ბალანსი გვაქვს და პორტუებმა თავი რომ გაიგიჟონ და მთელი ძალით ითამაშონ იმათი მომგებები ვაართ ?? 3 ქულით ნაღდად ვერ გავიდოდით ! სამი 4 ქულიანი გადის მერვედფინალში და ალბათ 1 სამქულიანიც

• ქობულეთიდან

არის პირველი ისტორიული ქულა! გილოცავთ მეგობრებო. 2 თამაშში გავიტანეთ 2 გოლი, დებიუტანტის კვალობაზე ეს არაა ცოტა. კიდევ გვიწევს იმის აღნიშვნა რომ არ გაგვიმართლა ბოლო წამებზე. დღეს იმედია პირტუგალია მოუგებს თურქეთს და ბოლო ტურში არ გაიგიჟებს ჩვენთან თავს, ვნახოთ. სწორი თამაშით და თავდადებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წარმატებები საქართველო!

• Hsh

მე შთაბეჭდილება დამრჩა რო ფეხბურთელებს ლობისტები ყავთ და ესე ხვდებიან ძირითადში, თან აშკარად პოლიტიკაც ჩარეულია

• zura222

ანუ იმის თქმა გინდა რომ ქვილითაია ოცნების მხარდამჭერია ?? DD ეგ ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა არა რუსულ კანონს არა რუსულ მთავრობასო DDD

• იბრუხ მართალი

მოვითხოვთ პასუხს ფედერაციიდან რატო დაიჩაგრა ბუდუ.

• gel-100

ბიჭო გკიდიათ ხალხის აზრიო რო წერ ჯერ ესერთი ხალხის ენით ნუ ლაპარაკობ მერე მეორე კიდე ხალხის არა თქვენი აზრი კიდიათ და ვინაიდან თქვენც ხალხად ითვლებით ეგრე გამოდის,,

• S.K.K.

ლობჟანიძეს რომ გაეტანა სავარაუდოდ მერვედფინალში ვიქნებოდით. მაგრამ, თამაშიდან გამომდინარე ეს იქნებოდა დიდი საფეხბურთო უსამართლობა. ... კიდევ ერთი მაგრამ, ნამდვილად არ ვისურვებდი პლეი-ოფში საფრანგეთთან შეხვედრას. ჰო, კიდევ ერთი რამ - 1973 წელს ინგლისმა ვერ მოუგო პოლონეთს საკვალიფიკაციო და მსოფლიოზე ვერ გავიდა (1-1) იმ მატჩს უწოდეს ინგლისი vs ტომაშევსკი (პოლონელთა მეკარე). ეს კი იყო ჩეხეთი vs მამარდაშვილი.

• zura222

ბოლო მომენტი 5 ჯერ გადავახვიე და ლობჟანას ბოლო მომენტში ცუდად აუხტა ბურთი @(ესეც თქვენი "იდეალური მოედნები") თუმცა ასეთი დონის ფეხბურთელმა ყველანაირი ბურთი უნდა დაარტყას ისე რომ გაიტანოს ! ყველაფერი მის ხელში იყო შეეძლო ფეხებშუა დაერტყა შეეცლო ახლო კუთხეშიც საერთოდ ღია იყო მინიმუმ 2 მეტრი ! შეეძლო ოდნავ შეხებოდა ბურთს მიყოლოდა მარჯვნივა და მერე ცარიელ კარში შეეგორებინა იმიტომ რომ მეკარე უკვე ძირს იქნებოდა დავარდნილი.......

• ალექს

ეს მამარდაშვილი რომ ასე მარდი არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ეს კვარაცხელია რას ეტენება საცა ბევრი მცველია, რა ტარანზე მიდის ?! მცველს თავის ან სხვის საჯარიმოში ბურთი ფეხებში უნდა ებლანდებოდეს ? თავდამსხმელი კარის ჩარჩოში ბურთს ვერ უნდა ახვედრებდეს , ახლოდან, შორიდან, სხვა რა იცის და რა მოეთხოვება , ვაზი უნდა გამისხლას !?

• მამუკა

გადაახვიე თამაში და ნახე, კვარაცხელიას ჩაწოდებულს მოჰყვა პენალტი და კიდევ კვარას ბურთი როცა ჰქონდა ფაქტიურად ვერავინ ვერ ეხსნებოდა და მარტოს უწევდა მთელ ჩეხეთის დაცვასთან გამკლავება, ეს ხდება მაშინ როცა ერთი ფეხბურთელის დონე სხვა ფეხბურთელებზე მაღლა დგას, ვერც პასის მიმცემი ჰყავს კვარას, რასაც პასი ჰქვია და ვერც ვერავინ ვერ ეხსნება იქ სადაც უნდა გაეხსნას ბოლო დარტყმისთვის.

• ქომაგი

ეს ფედერაცია და მწვრთნელები დაგვცინიან. წინა თამაშზე რომ გავაპროტესტეთ სანიოლმა თურქეთთან ბუდუ მხოლოდ 5 წუთი ათამაშაო, ახლა საერთოდ არ ათამაშეს. დღეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე რომ თამაშობს ეს ბუდუს დიდი დამსახურებაა. ფედერაციიდან და სამწვრთნელო შტაბიდან ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ბუდუმ გაიტანა 2 გოლი და საქართველო გაიყვანა ფინალში. ყველას გვახსოვს ფინალში ბუდუს მიერ თავით თავგანწირული თამაში, როცა წაქცეული იყო, ფეხით ბურთს ვერ წვდებოდა და თავგანწირულმა თავით ითამაშა. დღეს ლობჟანიძის ადგილას ბუდუ რომ ყოფილიყო უეჭველი გოლს გაიტანდა და ვინ იცის იქნებ დღევანდელი 3 ქულით გავსულიყავით ჯგუფიდან. მეგობრებო ყველამ ერთად მოვსთხოვოთ ფედერაციას, სანიოლს რომ პორტუგალიასთან თამაშში ბუდუ იყოს სასტარტოში, დარწმუნებული ვარ ბუდუს მიეცემა შანსი და გოლსაც გაიტანს. შანსი კიდევ არის, თუ პორტუგალიასთან ბუდუს არ ათამაშებენ ეს ქვეყნის ღალატი იქნება, იცოდეთ ამას ხალხი არ გაპატიებთ.

• იასონას უდარი

რასაც მოველოდი ის შედეგი დავდეთ უკვე,ქულა და გოლი.პირველი ევროპა არის და ეს დადებითი შედეგია. რაც შეეხება ბოლო მომენტს ხდება ხოლმე,ყველაფერი გადიოდეს,საბას გოლი არაფერში წაგვადგებოდა.11 კარში და 26ჯერ კარისკენ დაგვირტყეს,ობიექტურად ფრე გამართლება იყო ჩვენთვის

• მამუკა

ყველამ თავდაუზოგავად ითამაშა, მადლობა ბიჭებს, პირველი ევროა და ემოციური ფონი ახლავს გასაგებია, მაგრამ ერთი რამე ვერ გავიგე ჩეხეთის ნაკრების 16 მოთამაშე შიდა ჩემპიონატიდან არის, აქედან 9 სლავიადან, ასეთი ძლიერია დავიჯერო ჩეხეთის ჩემპიონატი რომ ფაქტიურად ცალკარა ეთამაშნენ ჩვენ ნაკრებს, როცა ჩვენ კიდევ სულ ლეგიონერები გვყვავს, რა ვიცი ეს სლავია ევროთასებზე სულ დიდი ანგარიშით აგებს ხოლმე და ასევე სხვა ჩეხური გუნდებიც

• გია

ძალიან კარგი შეფასებაა ამით ყველაფერია ნათქვამი. გოლსაც მამარდაშვილი ხომ არ გაიტანს

• ნიკა

ლოჩოშვილი ფლანგზე - აზაროვი არ წაიყვანეს ქვილითაია შეცვლაზე - ბუდუ დაბლოკილია ბოლო წუთებზე შეტევის გაძლიერება და გადამწყვეტი დარტყმა გვინდა - არაბიძე არ წაიყვანეს ცენტრში სტაბილურობა გვინდა - კანკავამ გარკვეული მიზეზებით თამაშზე უარი თქვა ამ ყველაფერს დამატებული უიღბლობა

• ზაალი

ზოგი ამ ფედერაციას რომ აგინებს, ის დაავიწყდა ალბათ, წინა ფედერაციამ 1 ბავშვთა მოედანი რომ არ დატოვა თბილისში.. ფედერაციის შენობაც ბანკში რომ იყო ჩადებული...

დავიჯეროთ ქვილითაიას გამოყვანა მოედანზე და ბუდუს არა სანიოლმა გადაწყვიტა?! ქვეყნის მუწუკებო, ოქტომბერში ყველაფერი ერთიანად მოგეკითხებათ! ფუი თქვენს კაცობას! კალაძე, შე ხალხის გამრჯულებელო, ეგ არის შენი სამართალი?!

• ჯამბულ მალანია

მაგარი ამბიციური ერი ვართ.კომენტარებს ვკითხულობ და ხალხის რეაქცია მომწონს.ჯგუფიდან გასვლაზე მიდის საუბარი და ესეც უნდა იყოს.რეალურად ზღვა გამოცდილებას მიიღებს ნაკრები ამ ევროზე რომლის პირველ შედეგებს მომავალ შესარჩევში ვნახავთ.თურმე შეგვძლებია...

• Pele

Ro vtqvi skamis xexva naxet metqi budus damcines

• David

ეგ იცის ერთდროულად ფედერაციის პრეზიდენტობამ და ,,პალამენტარობამ'' ქვილითაიას რა უნდოდა საერთოდ ევროპაზე? პორტუგალიასთან ძირითადში იქნება და დაღუპავს პორტუგალიას

• ბოკინიო

მადლობა ბიჭებს. უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფრეზე ვიგინებით! ყველა მაგარია! პორტუგალიამ დღეს თუ მოიგო ჩვენთან თავს არ მოიკლავს. დაგვავიწყდა იორდანია ყაზახეთი და ასე შემდეგ პირველ გოლებს ჩვენ რო გვიტანდა? დაგვავიწყდა ანდორას რო ვერ ვუგებდით. ან რომელს გინდოდათ ლობჟანიძეზე მეტად მაგ გოლის გატანა? კრიტიკა ჩემპიონატის მერე!!! ვილიც ეხლა სწავლობს. ევროპაზე ვართ!!!!

• ზაკო

ყველაზე მაგარი ისა არის რომ ამხელა საფეხბურტო ფორუმზე საქარტველოს კიდევ ერთხელ ეყოლება სიმბოლურში ღირსეული კანდიდატი არ მგონია დონარუმამ გიორგის კონკურეცია გაუჭიოს ამ ტურში, მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვისღირსეული ქართველები არიან ნამდვილად

• ალექს

მოკლედ, მოდით ახლა ცოტა დამშვიდებულ გონებაზე ვთქვათ და პირველ რიგში ერთმანეთს მივულოცოთ ისტორიული ქულა ევროპაზე. გადასარევი იქნებოდა პირველი გამარჯვება,თუმცა რეალურად შევხედოთ, რომ ამ შეხვედრაში ქულის აღება, ჩეხების ასეთი უპირატესობის ფონზე, ძალიან კარგი შედეგია. ბუდუს არშემოყვანა უნამუსობის პიკი იყო უბრალოდ და სამარცხვინო გადაწყვეტილება,არადა ბევრი საერთოდ ძირითადში ველოდით ან მიქაუტაძესთან ერთად ჩეხების ათლეტურობის გათვალისწინებით. ჩვენი შანსები ნოლს ქვემოთ არ უნდა იყოს, თუ დღეს პორტუგალიამ მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა. შეგვიძლია სენსაციის გამოცხობა ბოლო ტურში.

• Walter White

არ ატეხოთ ეხლა ლ9ბჟან8ძეზე ქილიკი. კვარაცხელია - მოედანზე 170 წუთი,მარგი ქმედების კოეფიციენტი 0.ლობჟანიძე 8 წუთი - მეტოქის კარზე შეტევა და დარტყმა. სამაგიეროდ, დღეს ალბათ კობახიძეს შეხვდება და გაიხარებს.

• გეგი

კარგით ბიჭოოო კარგიიით ამოვიდა ეს პოლიტიკა ყელში არ დაიღალეთ?ყველგან და ყველაფრში პოლიტიკას რატომ თხრით და რატომ უწყობთ პოლიტიკოსებს ყელას ამით ხელს?დაანებეთ ამ პოლიტიკას თავი და უფრო მეტი ვიზრუნოთ მაგის გარესე ჩვენს ქვეყანაზე და ერთმანეტზე ხალხოოოო მართლა მოდით აზრზე ნუ გვაზიზღებთ ყველაფერს გეყოთ მართლა რააა.

• დდდ

ისევ მხოლოდ შიშველი თავდადება და თავგანწირვა, მაგრამ თამაშის ხარისხი, თუ თავს არ მოვიტყუებთ, უარესი იყო... რატომღაც მგონია, რომ ქერად რომ არ ყოფილიყო გადაღებილი, იმ გოლს ლობჟანიძეც გაიტანდა, ზივზივაძეც და გელა ნუგზარაშვილიც... ახლა კი, როგორც თვალაბეიშვილმა უსწრაფესად გამოთვალა, ისღა დაგვრჩენია, პორტუგალია დავამარცხოთ... ასე, რომ მაგრად არ გაუმართლა პორტუგალიას, - ამიტომ ახლა თურქებს უნდა მოუგონ, თორემ ჩავტოვებთ ჯგუფში და მერე საკუთარ თავებს დააბრალონ...

• M

მადლობა ბიჭებს, ყველაფერი ჩადეს და ჩანდა. პირველი ევროა შემდეგი უკეთესი იქნება.

• კიეზა

ეს პირველი ქულა ბიჭების თავდადების შედეგია..თუმცა როგორ არ ვთქვა..მერამდენე შეცდომაა სანიოლოს ოპტიმალური შემადგენლობის არჩევაში..ჩაკვეს ძირითადში უნდა დაეწყო ლომივით იბრძოდა ორივე თამაშში..კვარა რომ ფორმაში არაა მე.ფეხბურთის არმცოდნემაც ვიცი..და კოდევ ბუდუს მაგივრად რა თვალსაზრისით ქვილითია ლოგიკაში არ ჯდება..მადლობა ..ორივე თამაშში გოლი გავიტანეთ..ეს დიდი ამბავია..არ ვართ ასეთი დიდი ტურნირებისთვის ბოლომდე მზად ფაქტია..მაგრამ წინ მივიწევთ..მადლობა ..მაინც ამაყი ვარ...პორტუგალიასთან ქულაც რომ ავიღოთ ღირსეული თამაშით კარებს გავიჯახუნებთ კაცურად..მადლობა და წარმატება ნაკრებს..დიდება საქართველოს..

• 555

კობიაშვილს კითხეთ სად არის ბუდუ.

• ემიგრანტი

ის პოპულისტი ქართველები: ,,იიმე შენ რა გულშემატკივაროი ხარ,,. ,,ვინც კვარას აკრიტიკებს იმის...,, თქვენ ხართ ქვეყნის და ფეხბურთის მტრები, ჩვენს ვიჭებს მილიარდ მადლობას ვუხდი არავინ აკრიტიკებს, მაგრამ ფედერაციის დანაშაულს თუ ვერ ხედავთ აქამდე მაშინ არვიცი... სანიოლოს თითოეულ გადაწყვეტილებაში უვიცობა და ფედერაციის საძმოს მაამებლობა დევს მეტი არაფერი.

• გიო

შენ ვისი შვილი ხარ? ვინ მოგცა ესე სხვაზე ლაპარაკისას უფლება?კვარაცხელიას ხო გაუბედეს რაც მთავარია

• ლაშა

მოკლედ ბიჭებს მადლობა! მაგრამ ცვლილებები იყო სისულელე. ამ ბუდუს რატომ არ ათამაშებენ ყოვლად გაურკვეველი სიგიჟეა. გოჩოლეიშვილის ნაცვლად უნდა შემოეყვანათ ჩაკვე, ქვილითაიას ნაცვლად, ზურიკოს ადგილზე უნდა შემოეყვანათ ბუდუ. ბოლო გოლი გავიდოდა მინდორზე რომ ყოფილიყო კვარაც და ბუდუც. განატანი აქვთ მსგავს სიტუაციაში გოლი და გავიდოდით შემდეგ ეტაპზე!!!!!!

• გოგა

ის მწვრთნელი და ის ნაკრები ვერასდროს ვერაფერს ვეღარ მიაღწევს როცა შემადგენლობასაც ოოლიგარქი გიკარნახებს ზემოდან დარეკვებით. იმენა ტიპზე თითი დაუქნიეს. თურქებთან რომ ბოლო 5 წუთი შემოიყვანა მაშინ დავწერე რომ პოლიტიკური მსხვერპლია თქო და მომაყარეთ დიასლაიქები ხოო ბაზარი არაა არ დაგეკარგოთ ეგ ქვილითაია შორს წახვალთ. უბრალოდ სულელი უნდა იყო რომ ვერ ხვდებოდე ფედერაციაში გავლენებს

• გიორგი

მწვრთელის მორიგი შეცდომა! ხედავს რომ ფიზიკურად გაცილებით ძლიერები არიან კაკაბაძე კინაღამ მოკვდა ხვიჩას თავი დაანებეთ რაც შეეძლო ყვეკაფერი გააკეთა ბუდუს არ შემოყვანა უბრალოდ ღალატია ეს თმაშეღებილი ლობჟანიძე რამ შემოაყვანინა ტიპი ბურთს საერთოდ არ უყურებს ესეთი შანსი როგორ არ უნდა გამოიყენო უკვე ვეტერანმა

• გივი

გამოცვივდნენ, მარადონები, ანჩელოტები და თავის საქმეში ჩემპიონები, აბა მიდით იპუტეთ და აფრქვიეთ ბოღმა და ფილოსოფია... ))

• giorgi 3

მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ასეთი კარგი გუნდი გვყავს.ცოტა იღბალი და მართლა გავიდოდით ამ ჯგუფიდან

• ქომაგი

ან ეს ანზორა ვინ ოხრის შვილია, შეცვლასაც რომ ვერ უბედავენ. ან საუკეთესო ფეხბურთელის პირველ რიგში შეცვლა (ადრე ჩაკვე, ახლა ზურიკო) რა ჯანდაბაა?! ამ ნაკრებს ისეთი პოტენციალი ჰქონდა, ამდენს უმწვრთნელოდაც ითამაშებდნენ, ან იქნებ მეტიც ექნათ ხელის შემშლელის გარეშე!

სად არის ბუდუ?! ეს რა უნამუსობაა?!!!

• Rezo

მადლობა სანიოლ ამ ჯიგარი ბიჭებით ევროპაზე რომ გავედით . ახლა შენ დედიკოს გადაეცი მოკითხვა თურქებთან შენ წაგვაგებინე ახლაც შენი ბრალია ! რანუნდა ქვილითაიას და ლობჟანიძეს მინდორზე სად იყო ბუდუ რატომ არ გამოუშვი !უნამუსო გლიჯავენ ბიჭები ყველაფერს ტემპი არ დაუგდიათ 95 წუთი და მეორე ტაიმი შენიტაქტიკის გამო ჩეხებს გადაულოცე! მადლობა ბიჭებო გეხუტეთ გულში !

• Lobotka

ამ თამაშის კომენტარი მოკლედ..... მამარდაშვილი -ჩეხეთი 1:1 გამგები,გაიგებს...

• ქომაგი

რა ქვილითაია, ბიჭო? როგორ არ გრცხვენიათ, ეეეე, სულ არა გაქვთ შუბლის ძარღვი? ბარემ ნაკრების მაისური გახადეთ ბიჭებს და ოცნებისა ჩააცვით. აი, სამარცხვინო ერი ვართ, ბუდუს სამაგალითო დასჯას თუ ასე კრინტამოუღებლად ვუყურეთ!

• გეგი

მადლობა ბიჭებს ყველაფრისათვის და განსაკუთრებული მადლობა მამარდას! P.S ზოგზოგიერთები მაგარი უმადურები ხართ.

• გია

სანიოლის ფრანგი ცოლი...

• Gio

ხალხი კომენტარს არ წერს იმიტო რო არ იციან რა დაწერონ

სანიოლი აღარ დაგვანახოთ!!!!! კაკაბაძე სასიძოდ უნდა ლიმონივით რომ წურავს? სანამ გოლს არ გავუშვებთ იქამდე ვერ გრძნობს ტიპი რომ გაძლებაზე ვართ და ახალი სისხლი გვინდა...... საიდან მოათრიეთ ფედერაციავ სად იპოვეთ რაც თქვენ ხართ ის მწვრთნელი დილედანტი სამწვრთნელო საქმიანობაში!!!! ბუდუ ხალხს როგორ უყვარს და იმენა გკიდიათ ხალხის აზრი ხო????? ტექნიკურად დაამწნილეთ ვინც არ გევასებათ მიდით....... კვარაცხელია პორტუგალიასთან სკამზე უნდა დასვან ბიჭები უფრო გახსნილად ითამაშებენ!!!!! 100 მილიონიანი ფეხბურთელი კურდღელივით დახტის მოედანზე ფუ ჩემი

• Rezo

მადლობა სანიოლ ამ ჯიგარი ბიჭებით ევროპაზე რომ გავედით . ახლა შენ დედიკოს გადაეცი მოკითხვა თურქებთან შენ წაგვაგებინე ახლაც შენი ბრალია ! რანუნდა ქვილითაიას და ლობჟანიძეს მინდორზე სად იყო ბუდუ რატომ არ გამოუშვი !უნამუსო გლიჯავენ ბიჭები ყველაფერს ტემპი არ დაუგდიათ 95 წუთი და მეორე ტაიმი შენიტაქტიკის გამო ჩეხებს გადაულოცე! მადლობა ბიჭებო გეხუტეთ გულში !

• ლევანი

მაინც ყოჩარ ბიჭებო! ეხლა დაიწყება, ბუდუ როტომ არ გამოიყვანა, ის რატომ არ ქნა? ეს რატომ არ ქნა? ფეხბურთის ხიბლიც ხომ ეს არის, ლობჟანიძეს კი არა, ისეტებს აუცილებიათ ცარიელი კარისთვის, რომ ვინ წარმოიდგენდა, ცუდ დღეშია ეხლა ეგ ბიჭი და არ ჩაქოლოთ, არა უშავს. მთლიანობაში, სიზმარში მგონია თავი. დიდება საქართველოს!

• beeq.777

ბუდუ ძირითადში...!!! მამარდას მადლობა! პორტებთან ან ყველაფერი ან არაფერი სხვა გზა არდაგვჩა. სანიოლთან ბევრი ??????

• მამუკა

რავიცი მესის გუნდს ნიუ იორკიდან გაუტანა ორი გოლი და აქ ელემენტარული ვერ შეასრულა, ვიღაც-ვიღაცეები რომ გაიძახიან ხვიჩა თუ ვერ თამაშობს შეცვალეთო, აი ზუსტად ამიტომ უნდ იყოს ხვიჩა 90 წუთი მოედანზე, სულ რომ არაფერს აკეთებდეს, გასატან შანსს მაინც გამოიყენებს

• David

ქვილითაიაააააააააააა ვაი თქვენს პატრონს

• გიგა

ეეეჰ? ლობჟანიძემ რა შანსი გაუშვა ხელიდან?! ბედი არ გინდა?

• გიო

ბუდუ რატო არ გამოყავს ვერ გავიგე კვარა უკეთეს ფორმაშია,?

• ლაშა

ბოლო შეხების ფორვარდი ბუდუ გვინდოდა საბას ადგილას.მწვრთვნელის გარდა თუ ვინმეს ხელი ურევია მის არ გამოყვანაში ღმერთმა სიხარული არ ანახოს მთელი ცხივრება

• ალექს

ლობჯანიძეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

ჰაშეკი