ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

ვილი
შენ თავს მიხედო გერჩივნოს,"не надо Ля-Ля"!
ქომაგი
მადლობა ბიჭებს, ყოჩაღ სანიოლს. რომ გაეტანა ხომ ვიტყოდით რომ შეცვლა გამოიცნო.კონტრშეტევის შანსები გვქონდა და იმიტო შემოიყვანა საბა რომელიც გამქცევია და სწრაფია, მხარდაჭერა საბას, ფეხბურთია ხდება.ბუდუსაც მიეცემა შანსი. მამარდას რომ არ ეყოჩაღა ბოლო წუთზე 2 გოლის გატანაც არ გვიშველიდა. ასე რომ შედეგი ლოგიკურია და საამაყო.
ნოდო
საქმეც მაგაშია სხვას რო მოსვლია ჯერ ერთი იმასაც არ უნდა მოსდიოდეს და ეგ რა გამართლებაა იმიტო ხარ ოფიციალური დოკუმენთით შენ პროფესიონალი ფეხბურთელი რო ეგეთ და უფრო რთულ სიტუაციაში არაპროფესიონალისგან განსხვავებით გქონდეს შედეგი ზუსტად კარში ხომ შეიძლება მოარტყა მეკარე რომც არ ყოფილიყო მაინც არ გაბიდოდა არ გვაქ ჩვენ ისეთი ფუფუნება ესეთი მომენტების განიავების და ვიძახოთ მერე რა მოხდა როგორ არ მოხდა პროფესინოლმა დაარტყა ისე როგორც დავარტყამდი მე არაპროფესიონალია
ელგუჯა
ჯერ გარკვევით წერა ისწავლე და მერე გადმოაფრქვიე შენი აზრები.
დავით 67
ესეთი რამ ყველას მოსდის, ამიტომ არაა საჭირო ლობჟანიძის დამუნათება, მაგრამ ბუდუ რატომ არ გამოიყვანა ამას ვერ ვხვდები. არ მინდა დავიჯერო რომ პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა ეს. ფაქტია რომ ბუდუს როცა მომენტი ექმნება ის ამას იყენებს. ვთვლი რომ პორტუგალიასთან შანსი არ გვაქვს. თურქეთთანაც და ჩეხეთთანაც იყო მოგების შანსი, რომ არა უიღბლობა, მაგრამ პორტუგალია სხვა დონე რომ არის ეს ყველამ ვიცით, ამიტომ ბევრი თავს იტყუებს. მეორე შემადგენლობა იყოს თუნდაც...
Გაბო s
რა დომენტი ცუდი იყო?არ ჩამოიყვანა მსოფლიო დონის მწვთნელები? რა კირკიტაძე და გაბაშვილი ცუდი მენეჯერები იყვნენ?
ასეა!
ისე ჩვენში დარჩეს და კაია 26-ში, რო არის თამაში დანიშნული! აბა რატომ თუ მიხვდებით? 26- მარტი ჩვენთვის განსაკუთრებული რიცხვია!!!!!!!!! ვნახოთ, ვნახოთ!
Lasha
რათქმაუნდა ესეთი რამ ბევ დიდ ფეხბურთელს მოსვლია, ასე რომ თავდასახრელია არაფერია საბა, გამაგრდი და გამხნევდი ნამდვილ გულშემატკივარს აუგი არ დაცდება და ისეთები ვისაც მარტო ცუდია დანახვა უნდა მაინც თავისას იტყვიან ფეხბურთის ყურება ამ ევროზე რო დაიწყეს და ბურთი მრგვალი როა ეხლა აღმოაჩინეს
დავითს
ეს უნდა კითხოთ მწვრთნელებს და არა კახის, კობიაშვილს და სხვებს. ძაანაც გინდათ, რო პოლიტიკური განცხადებები მოიყვანოთ მიზეზად, რო უფრო დაძაბოთ მდგომარეობა, მაგრამ როგორც ყოველთვის ეგეც ჩაგეფუშებათ ისევე როგორც დანარჩენი სიყალბეებიც!
გია
მეჯავრება ისეთი "ვაი გულშემსტკივრები" რომლებიც ჯერ ვენებს იგლეჯავენ ვითომ ქომაგობისთვის და მერე მიწასთან, რო ასწორებენ ფეხბურთელებს, ასეთ მოდას აყოლილებს მგონი არაფერი ესაქმებათ ფეხბურთში! მე პირადად ბიჭებს მადლობას ვეუბნები თავდადებისთვის და მონდომებისთვის, ჯერ არაფერია დაკარგული!!!!!!
555
ან გასარკვევად წერეთ ან საერთოდ ნუ დაწერთ.რატომ გვაწვალებთ?
რეალობა
დასვენებული ფეხბურთელები უნდა გამოიყენნოს პორტუგალიასთან: გველესიანი, შენგელია, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, სიგუა.
ar dabloko tu zma xar
როცა მტელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ემზადები კონტრსჰეტევების და აცკობილია ცჰვენი ტამასჰი მომენტისტვის, ტანაც ერტი მომენტისტვის ეს ერტი მომენტი უნდა გამოიკენი ტანაც 100 პროცენტიტ აი ამ ,, ლამზირამ,,ლობჯანიზეს ვგულისხმობ ჯიბიდან ამოგვაცალა მოგება, რაც არასდროს დაავიცკდება გარველ გულსჰემეტკივარს, ისე ცჰვენსჰი დარცჰეს ამ ლამზირას რო ვხედავ ,, მოლოტოვი მახსენდება,,
Lobotka
ამბიციას,ფანტაზიას,სურვილებს,ამ ყველაფერსაც აქვს რაღაც ზღვარი ხო? ჩეხებმა გუშინ დაგვაბრუნეს რეალობაში,რომ დაცვა ოდნავ ორგანიზებულ და სათამაშო დისციპლინის მქონე გუნდთან არის,ნუ ყველაზე რბილად რომ ვთქვა ძალიან სუსტი. დაცვის გადმოგდებულ ბურთზე ჩვენ საჯარიმოსთან ყველა ბურთი თითქმის მათი იყო.ანუ ნახევარმცველებიც შეიძლება საჯარიმოში იდგნენ, მაგრამ ამოტანილ თუ გადმოგდებულ ბურთს ჩვენივე საჯარიმოს ხაზთან სულ მოწინააღმდეგე უნდა იღებდეს? ბურთის ამოტანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.და კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება..... არ მინდა პროფესორობა და დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთ შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა გამოთქვატ აზრი... მაგრამ გუშინდელი თამაში გადაახვიეთ და ეცადეთ ცივ გონებაზე ობიექტური მაყურებლის თვალით ნახოთ. აბსოლუტური კატასტროფააა. იესვ იქ ვართ სადაც ვიყავით ორი თუ ერთი წლის წინათ.... არანორმალური დავდადება ბიჭების დაემატა მხოლოდ.. ვის ბრალია? სანიოლის პირველ რიგში და ბიჭებიც რა თქმა უნდა არ არიან იმ დონის ფეხბურთელები რომ თუნდაც ჩეხეთის დონის ფეხბურთი ვიტამაშოთ ამ ეტაპზე.. მამარდაშვილი რომ არა,ეგ თამაში მინიმუმ 5-1 დამთავრდებოდა... ყველაფერზე შეიძლება ახსნა მოგცეს სანიოლმა,მაგრამ მართლა გთხოვთ ამიხსნათ,ლოჩოშვილს მარცხენა ნახევარმცველად რომ შემოიყვან ეს რა არის? ამ კთხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ,არადა დიდი ხანია ძაან ფეხბურთით ვცხოვრობ მეც უმეტესი თქვენთაგანივით
დავითი
ვინმემ დაასახელოს ერთი მიზეზი მაინც,თუ რატომ არ თამაშობს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატზე,გარდა იმ მიზეზისა რომ ის დაბლოკილია მისი ცნობილი განცხადების გამო.
aburjga
გეთანხმებით, ჩეხები აუცილებლად მოუგებენ თურქებს თანაც მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით! ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე ათლეტური გუნდია!
Რერო
კობიაშვილს და კალაძეს რომ აკრიტიკებთ,თანაც ის ხალხი,ვისაც გახსოვთ რა ხდებოდა ადრე ფედერაციაში ცოტა მაინც არ გცხვენიათ? რა დომენტი სიჭინავა და რეზი არველაძე იყო კარგი? რამხელა წინსვლაა ამ ხალხის დამსახურებით ვერ ხვდებით? ბოლო 10 წელიწადში?
კიდევ თაფლი, მურაბა და ბადაგი
ქარლამა, ბექმეზი და ლუქუმი თქვენს ბაგეთ ამ სასიხარულო უწყებისთვის!
კახის, კობიაშვილს და დანარჩენებს შეეშვით!
მისამართი, როგორც ყოველთვის გეშლებათ!
ჟორა გაბრიჭიძე
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თურქეთის ნაკრები აგებს ჩეხებთან და რჩება ჯგუფში. ასეთი ინფორმაციაა ზემოდან, ვისაც არ ჯგერათ არ იცნობთ ჩეხეთის ნაკრებს და არც თურქების სუსტ დაცვას.
საქართველო
ორივე თამაშში ნაჩვენები თამაშისთვის: მადლობა ბიჭებს! პირველი თამაში: პირველი გატანილი გოლი მეორე თამაში: პირველი მოპოვებული ქულა მესამე თამაში: ??????? ?????????? პორტუგალიასთან მოვიგებთ! (ფრეზე თეორიულად გასვლის შანსი: 0.001%) თქვენ რას ფიქრობთ? მოწონება ნიშნავს: მოვიგებთ არ მოწონება: ვერ მოვიგებთ 05.06.2024, უეფას რეიტინგი: პორტუგალია 7 თურქეთი 9 ჩეხეთი 10 საქართველო 49 ხო, მაგრამ არ გვეშინია!
რეალობა
ჩეხეთი თურქეთს გადაუვლის. ამიტომ თუ ბოლო ადგილზე არ გვსურს დარჩენა, პორტუგალია უნდა დავამარცხოთ.
შენაირ ,სიმართლის მთქმელს რა ვუთხარით?!
ბევრჯერ აუცილებია როლანდოს ბურთი! დავიჯერო შენ გინდოდა და ლობჟანიძეს არა? აბა გილიოტინაზე აიყვანეთ და როგორც იცით შენნაირებმა გადაუარეთ!
Tite
ნაკრების თამაში არ შეესაბამებოდა ევროპის ჩემპიონატის დონეს,ეს იყო ძველი ნაკრები (ბურთის ვერ ამოტანა, უაზრო მოგერიებები, უაზრო დაკარგვები,თამაშის წარმართვის გეგმის უქონლობა) რომელიც მეგონა რომ წარსულს ჩავაბარეთ. არადა ფეხბურთელებს მონდომება არ დაუკლიათ, ვერ ვხსნი ამ ყველაფერს...
odala
ბუდუმ ჯერ ქართულად მოქცევა ისწავლოს და მერე დააყენონ. მე სულ არ გამოვიძახებდი. ენა მამამისს გამოუყოს.
დიოგენე
ერთი მხრივ შესანიშნავია, რომ მადა გავეზარდა და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ანუ "მაზანდა მაღლა წავიდა" მეორე მხრივ აბა სათითაოდ შეადარეთ ჩვენი და სხვების ფეხბურთელები და მერე ვთქვათ რომ ჩვენ გვაქვს მეტი დონე და რესურსი. ხომ ვიცით, რომ ეგრე არ არის და მწვრთელიდან ვიწყებთ, რომელმაც პირველმა დაალაგე მეტ ბაკლებად გუნდი. ვაისამდე საერთოდ ქაოსი იყო, მაგრამ ვაისიც შეშინებული აყენებდა გუნდს. ახლა გაგვეზარდა მადა და მწვრნელს მლანძღავთ, იმაზე, რაც ადრე სიზმარი იყოს> ცოტა რეალობა არ გვაწყენდა
odala
უსაშინლეს თამაშს რომ აჩვენებს გუნდი, ასეთ მომენტებზე საუბარი და ერთ ფეხბურთელზე მატჩის ბედის ჩამოკიდება უნამუსობაა. არანაირი ინტერესი არ მაქვს ლობჟანიძის დაცვის. უბრალოდ, რახან ქულა მოვიპოვეთ, უმალ დაგვავიწყდა თუ რა საზიზღრად ვითამაშეთ. ძველი, ტრადიციული ნაკრები დაგვიბრუნდა. ან ჩეხებმა ითამაშეს ძალიან კარგად. დაგვახიეს ბურთი.
სიმართლე
რონალდუს არასდროს მოსვლია გადამწყვეთ თამაშში ეგეთი მნიშვნელოვანი გოლიი რო ვერ გაეტანოს არავის არ მოსვლია ეგ არისსს გასაგდები გუნდიდან და ვინც ათამაშებს ისიც მისაყოლებელიი...შეიძლება ცარიელ კარში ააცილო უმნიშვნელო თამაშში როცა შენ გიყურებს მთელი ერი და ბერი შენზე ლ9ცულობ შენ არ გაქვს უფლება ეგეთი ბურთი ვერ გაიტანო ხარ მოღალატე!!!!
goga
მოდით არ შევცეთ საბას. როგორ უნდა მოიგო მატჩი სადაც 10 სეივია და 1 კარში დარტყმა? ფრე ჩეხებთან კარგი შედეგია!
დავით-ს
კობიაშვილი და კალაძე ამ კითხვის ადრესატი
gio -os
არაა ნოლი წიტა, კარგი ბიჭია, მარა საქართველოს ჩემპიონატში თამაში მაიცნ ასვამს დაღს
d
რაც ვნახე გამოჩნდა რომ ნაკრებს აკლია მომზადება. როცა ამხელა ფორუმზე მიდიხარ, თან პირველად ასეთ მდოგმარეობაში ეს უკვე დანაშაულია და ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. 1- აზაროვის არ წაყვანა გამართლდა იმ მოტივით რომ შენგელია და წიტაიშვილი უკეთსია. რა ვნახეთ. 3 თვის უთამაშებელი შენგელია ისეთ ფორმაშია საერთოდ ვერ ათამაშებს სანიოლი. ხოლო წიტაიშვილი იღლება და მას ცვლის ლოჩოშვილით მეორე ტაიმში (არანაირი ტაქტიკური სქემა, უბრალოდ იღლება წიტა და ცვლის ლოჩოთი) 2 - ნაკრებში დიდ დროს უთმობს ალთუნაშვილს და მექვაბიშვილს. რომელბიც ფაქტობრივად ნაკრებში გამოჩნდენ ევროზე, მათ არ ენდობოდა და არ იძახებდა უმეტეს შემთხვევაში. თუ საჭირო იყვენენ აქამდე რატომ არ ენდობოდა და არ შეათამაშა ნაკრებს. 3- გველესიანი ძალიან კარგი მცველი, რომელსაც ასევე არ ენდობოდა და პირველად ნაკრებში ითამაშა ევრომდე 1 ამხანაგური. 3 - აზაროვთან ერთად, რომელიც საეჭვოდ არ არის გამოძახებული, ასევე გოჩოლეიშვილი რომელიც გამოიძახა და საერთოდ არ ათამაშებს. არადა აზაროვიც და გოჩოლაც საუკეთესოები არიან შახტარში. 4- ბუდუს საეჭვა იგნორი, როცა წყალივით გჭირდება გოლი. ხსნი ცენტრფორვარდ ჟორჟს (საერთოდ როცა გოლი გჭირდება არათუ უნდა მოხსნა ფორვარდი, პირიქით მეორე ფორვარდი უნდა დაამატო, ფორვარდის მოხსნა და მისის შუახაზელით ჩAნაცვლება არის ნონსენსი) და არ შემოგყავს ბუდუ?! ყველა ვხდებით რომ ლობჟანას ადგილას ჟორჟიც და ბუდუც გაიცლებით უკეთ ითამაშებდენ
ეგრე არ არის საქმე
კარგად იცი, რომ ეგრე არ არის საქმე. ქვილითაია უფრო დაიბლოკებოდა მაგ ლოგიკით, მაგრამ აგერ ათამაშებს. აბა კარგად გაიხსენე - ვაისიც მაგის გამო აიგნორებდა? რატომ მიყავდა შეკრებებზე მაგრამ ძირითადში მაინც არ აყნებდა>? ვაისმა რა თქვა ბუდუზე თუ გაიხსენებ, მიხვდები, რომ პრობლემა სხვაგან არის.
gio
წიტაიშვილი არის ნოლი
რეალობა
მესამე ადგილიდან ვერ გავალთ. ძალიან ბევრ გუნდს ექნება უფრო მეტი ქულა და ბურთების სხვაობაც. მეორეზე უნდა გავიდეთ. ამიტომ თურქებმა უნდა წააგონ პატარა ანგარიშით და ჩვენ უნდა მოვიგოთ. პორტუგალიას არ ეყოლება ლეაო. სხვა ძირითად ფეხბურთელებსაც დაასვენებენ. შეგვიძლია მოგება.
დავითი
ვინმემ დაასახელოს ერთი მიზეზი მაინც,თუ რატომ არ თამაშობს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატზე,გარდა იმ მიზეზისა რომ ის დაბლოკილია მისი ცნობილი განცხადების გამო.
რეალობას
ჩვენ თუ მოვიგეთ პორტუგალიასთან ისეთი სიტოაციაა სხვა ჯგუფებში 99 პროცენტით მესამე ადგილიდანაც გავალთ. კარგია რომ ჩვენი თამაშის წინ გვეცოდინება ზუსტად რა შედეგით გავალთ და რა შედეგით არა.
roni
კვარა და წიტაიშვილი ნაკრებში არიან ძალიან მოუმზადებელი ჩამოსული.. 60 წუთზე ხო პირი აქვს ღია წიტას და ელენთას აგდებს... ასეა კვარაც მოუმზადებელია. კონტე ეხლა იგივე ტაქტიკით ათამაშებს გუნდს როგორც ნაკრები თამაშობს და ასე თუ იბოდიალა კვარამ კარგად ჰქონია საქმე დაჯდება სკამზე
ვითომ ქართველს
ყველგან როგორ წამლავ ყველას აზრს შე ნახვრეტის ჭიავ არ მოგბეზრდა?რა დედამ და მამამ გაგზარდა ესეთი ნაკელი,რახან ესე ფიქრობს აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს?რამდენი ფეხბურთელი ვიცი მარტოს მოუგია თამაში ისევე როგორც ეს თამაში არ წააგო მამარდამ,მაგრამ მაგას ფიქრი უნდა და როდის იყო ნაკელი ფიქრობდა.
ზოლა
გეყოთ რა სხვის პირადში ჩარევა… ის როგორც შენ ეძახი “პერეგავორა” კაცი ფაქტიურად ოჯახის წევრია მათი იმდენხნიანი ახლობლობა აკავშირებთ და დღეს კვარა რაცაა მაგ კაცის დიდი წვლილია მაგაში… ალბათ კმაყოფილი არიან იმ შედეგებით რასაც დებს ეგ “ პერეგავორა” კაცი და თუ რაღაცას თავს ვერ გაართმევს მომავალში როგორმე თვითონ დალაგდებიან და დარწმუნებული ვარ ეგ კაციც ისე მოიქცევა როგორც საქმისთვის იქნება საჭირო.
ლევან მაღლაკელიძე.
რას ერჩით საბას, კაშომ ნაკლები მომენტი გამაზა? უფრო რეალური დაჟე. კაცი 10 წუთით შემოუშვეს. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე უნდა ეთამაშათ ჩაკვეს, ბუდუს, საბას და შენგოლია გველესიანს. ამისთვისაა მწვრთნელი, მარა გვყავს? ან გვეყოლება ამ ფედერაციის ხელში? ისინი არასოდეს არ მოიყვანენ ისეც მწვრთნელს, რომელიც მათ ჭკუაზე არ დააყენებს სასტავს. ალთუნაშვილი და წიტაიშვილი რომ გასაყიდათ ყავთ გამზადებული და წილში უსხედან გასაგებია. კარგები არიან, მარა როცა უკეთესები სკამს ხეხავენ და მოსაგებია თამაშები? ღირსება ხომ უნდა გქონდეს ბოლობოლო. დავითაშვილი კაია, მარა კაცს ვერ ასწრებს და შეიყვანე საბა, სწრაფია, ნავესებს აკეთებს, მაგის გამო, ასე ხელაღებით ვეღარ შემოგიტევს ნეტოქე. ასე რთულია ამის გაგება?
რეალობა
მეორე ადგილზე გასვლის ერთადერთი შანსი: საქართველო 2 - 0 პორტუგალია ჩეხეთი 1 - 0 თურქეთი ვისაც გაინტერესებთ, აი ესდაგუგლეთ: euro 2024 group stage tiebreakers მოკლედ, ჩვენ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ, ვიდრე ჩეხეთი მოიგებს. თურქეთმა აუცილებლად უნდა წააგოს, იმიტომ რომ ჩვენთან პირად შეხვედრაში უპირატესობა აქვს.
იასონას უდარი
კი,ყველამ იცის და მერე რას აკეთებენ? ჩახანოღლუმ რა გააკეთა ან სობოსლაიმ ან კეინმა პირველ და ბელინგემმა მეორე თამაშში? როცა გვერდზე უმაღლესი დონის ფეხბურთელები გყავს და მაინც ვერაფერს აკეთებ თამაშში,ეს უფროა პრობლემა,ვიდრე კვარას თამაში საქართველოს ნაკრებში. რა გააკეთა ლეაომ მთელ ორ თამაშში? პორტუგალიელია და ორი ყვითელი ჩაიხუტა,მის ადგილას ჩასვი კვარა და განახებთ რა შეუძლია. სირცხვილია რა,თუ ხართ ფეხბურთის ფანები,მოიქეცით ფანებივით და უყურედ ხშირად ფეხბურთს,თუ არ ხართ,უყურეთ თუ გნებავთ ამ თამაშს,ოღონ პრაფესორობისგან თავი შეიკავეთ.
ქართველი
მაგ ლოგიკით ამ კაცმა შეიძლება მწვრთნელობა არ იცის))) მაგრამ ამ ფეხბურთელებმა იციან? 10 კაცი დაცვაში იდგა და ჩეხები "გულაობდნენ" ჩვენს საჯარიმოში. მადლობა მამარდას.
ქართველი
ვაა რა ტყუილა გიყურებია ამდენი წელი ფეხბურთზე))) მიხედე ისევ ხელბურთს, იმედია მაგ სპორტის სახეობაში მეტი გაგეგება.
bejo
კი მაგ მომენტს მეც დავაკვირდი ... ადრე გვყავდა ნაკრებში მენთეშაშვილი (ჩამშლელი ნახევარმცველი) , არაფერს არც გააკეთებდა და არც გააფუჭებდა გოლის დროსაც სადღაც იყო კაცმა არ იცის , დღესაც არაა აქტიური სადაა კაცმა არ იცის ))) ზუსტად მასეთი ფეხბურთელია ანზორი , ვერც რო რამეს დაავალებ და ვერც რო რამეს მოსთხოვ ... მარცხნიდან საშინელება ხდება საერთოდ ... კვარაზე ვინ რა უნდა თქვას
მამუკა
იმათთვის ვინც ვერ გაიგო კვარას ნათქვამი და ჯიუტად ამტკიცებს რომ ფლანგზე არ თამაშობს ისედაცო, კვარა ნაპოლიში თამაშობს 4-3-3 სისტემით და ძირითადად უტევს მარცხენა ფლანგიდან, ნაკრები კიდევ თამაშობს 3-5-2 ან 4-4-2 სისტემით, სადაც კვარა მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს, რაც მისთვის არ არის ჩვეული პოზიცია, ცნობისთვის ზუსტად მაგ მიზეზით ვერ ითამაშა ქინქლაძემ აიაქსში, რადგანაც სიტიში ცენტრში თავდამსხმელების უკნიდან თამაშობდა, აიაქსში კიდევ მარჯვენა ფლანგზე დააყენეს, რაც გახდა მიზეზი მისი კარიერის დაღმავლობის
მამუკა
გასაგებია რომ ასაკიანი ბრძანდებით რადგან გუცაევი ახსენეთ, მეც კარგად მახსოვს ვოვას თამაში, მაგრამ სრული აბსურდია კვარასთან შედარება მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ 80 წლების ფეხბურთს შეხედეთ და დღევანდელს, ფაქტიურად მაშინ ფეხბურთელები დადიოდნენ დღევანდელ სისწრაფეებთან შედარებით, მერე ის გაითვალისწინეთ მაშინდელ ფეხბურთელებს კვირაში ერთი თამაში უწევდათ, დღეს კი შეიძლება სამი თამაში მოგიწიოთ კვირაში, ვოვა იყო და არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ისევე როგორც დათო, ბორია, ბასა და სხვები, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გეტყვი 40-50-60 წლის წინანდელ ფეხბურთს ნუ შეადარებთ დღევანდელს, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ ჩართეთ იუტუბიში მაშინდელი ბრაზილიის ნაკრების თამაშები, რომლებიც მსოფლიოს ანგრევდნენ და შეადარეთ დღევანდელ თამაშებს, მეტს ვერაფერს გეტყვით

აი ფედერაციის შაურიანი ტროლი გააქტიურეს..
გეთანხმები, მარა...
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა? იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით. ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა.
C
რამ გაგაბოპროტათ ასე ? :( კვარა მადლობა ჩემო საყვარელო და ძვირფასო ბიჭო!
M
ხვიჩა იმიტომ კი არ გაკრიტიკებთ, რომ რაღაცას ვერ აკეთებ. არა. მარტო იმიტომ რომ ვიცით რა შეგიძლია. დაივიწყე ყველაფერი და აკეთე რაც შეგიძლია. შენ რომ არა და სხვები ჩვენ ევროზე არ ვიქნებოდით. ჩვენ ვიტყვით შენ თუ თამაშს ჩააგდებ მაგრამ ეს რეალობაა და ამახე გული არ უნდა დაგწყდეს. ყველა ქართველს უხარია შენი წარმატება და ნაპილის არც ერთი თამაში არ გამომიტოვია რაც შენ გადახვედი. უფრო მეტი ბიჭებო მამარდა, ჩანკვე, ქოჩორა და სხვები თქვენ შეგიძლიათ ჩვენი გახარება მთავარია მოინდომეთ და ჩვენ თქვენთან ვიქნებით მოგებაშიც და წაგებაშიც. P.ს ისედაც უმაგრესები ხართ რომ გახვედიტ ევროზე
გელა
ვააააა, კაი ერთი.რა პოზიცია გინდა ბარემ ისიც თქვი.შენი პოზიცია ფლანგზე რელსია (ლიანდაგი)ძმობილო.არც მე და ასი ათასობით ქართველს არ უნდა იმ პოზიციაზე მუშაობა სადაც ვართ,მაგრამ თავს არავის ვაძლევთ.ეგრე სადაა ძმაო.თუ ხარ იყავი.თუ არ თქვი და წადი.რას გვაგონებს თუ ძმა ხარ.ისეეეე,შენ რა გიჭირს სექტა გყავს. ჩვენ ვიკითხოთ უბრალო მოკვდავებმა
თაზო
აქ მაინც დაანებეთ თავიბ ამ დედამოტ.... პოლიტიკას თავი მართლა
ამატაკი
ზუსტად ვიცოდი, რომ ამ თამაშის მერე სწორედ კვარაზე აყაყამდებოდნენ და სიტყვას არ დაძრავენ სანიოლის და მთელი "კამანდის" ვაიხრიკებზე. რა კომფორტული პოზაა, გაასხამ კვარა და კიდე ბარეული "უდისციპლინოა" დამნაშავე (აბა ამხელა ფეხბურთელმა არ იცის და თქვენ იცით ვარიანტში). სასწაული გამართლებებითა და მამარდაშვილის დამსახურებით უცებ რომ მოგვეგო, საერთოდ ალიკაპები დასჭირდებოდა ზოგიერთს, ცაში აიყვანდნენ ვილის და ფედერაციას. რა შუაშია აქ კვარა და ზოგადად ფეხბურთელი. რა ამ კაცმა რაც რესურსი გაგვაჩნდა სრულად გამოიყენა? ესაა ქართული ფეხბურთი, რასაც ამდენი ხანია ღაღადებთ: ათი კაცი დაცვაში, მეკარე და გადაგდებულ ბურთზე თოხარიკი ცხენივით სირბილი, ვაი და გაგვიმართლოს. რა სასწაულ ტაქტიკას ხედავთ ამ სამწვრთნელო გუნდის მიერ დანერგილს, იქნება ჩვენც გაგვანათლოთ. კიტეიშვილის შემცვლელად ე.ი. ანზორის გარდა არ მოგვეპოვება არავინ. და ვის უნდა დაეჭირა ცენტრში ბურთი, გაენაწილებინა, რიტმი და შესაბამისი ტემპი ეკონტროლებინა. თუ ესენი არაფერი არ გვჭირდება: ქოჩორა და ანზორა გაარკვევდნენ ყოლისფერს. ან ამ კაკაბაძეს რას ერჩით რომ მოსვენება არ ეძლევა, მხოლოდ სირბილზე თუა საქმე არც გოჩო ჩამოუვარდება სისწრაფეში. შენგელიაზე აღარაფერს ვამბობ. ისე თუ გახსოვთ მისი გულისთვის აზაროვი არ წაიყვანეს. ნუ ალბათ თანხმდებით რომ კიტეს ადგილზე ანზორი ჯობდა ყველას: კვეკვე, შენგელია, იგივე ჭაკვე, თუგინდ წიტაიშვილი (აქ უფრო უთამაშია ვიდრე მარცხენა მცველად). პ.ს. ერთი იქნებ ჩამოყალიბდეთ რას თხოვთ ბოლობოლო ხვიჩას. კაი ერთი ვიცით, რომ მთელი თამაში წინ-უკან უნდა ირბინოს გაუჩერებლად. მერე..კიდევ, კიდევ რა გნებავთ? მოიპოვოს თავად , ნახევარი მოწინააღმდეგე გადათელოს, თუ ფიორესავით შორიდან დააჭედოს. რა ზაკაზი გაქვთ? მოდი ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, საერთო გულისტკივილი და სიამაყე!
Lm
ეგრეა ზუსტად. რომ არა მამარდა ძალიან შევრცხვებოდით. მხოლოდ ერთში ვერ დაგეთანხმები, ტექნიკა არაა მხოლოდ ის რაც ჩვენ გვგონია, ტექნიკაა სწორი გახსნა და ბურთის ამოტანა რასაც ვერ ვაკეთებთ წლებია. ფიზიკური გამძლეობის გამომუშავება უფრო ადვილია იდეაში ვიდრე ტექნიკა და რა გახდა ეს მოძრავი ფეხბურთელები საყრდენ ზონასა და ფლანგებზე? საყრდენიდან იწყება ყველაფერი დაცვაც და შეტევაც. ფლანგებიდან კიდე ყველა ჩაწოდება. დღეს ჩეხებმა ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს დს ჩაგვახედეს სარკეში. საბედნიეროდ გვყავდა ტოპ მეკარე და რიგ მომენტებში მაგრად გაგვიმართლა

ჰო, სანიოლი დაწერს ანონიმურ წერილს და ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნის,ასეთი ტექსტით:საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მუშაობს ისეთი უცოდინარი,უტვინო,არაპროფესიონალი,როგორციაა ვილი სანიოლი,მაშინ როდესაცსაქართველოს ჰყავს ისეთი შესანიშნავი სპეციალისტი და ფეხბურთის დიდი მცოდნე,როგორიცაა ბატონი???.მოაშორეთ ნაკრებიდან სანიოლი და დანიშნეთ ???!ის მოიყვანს საქართველოს ნაკრებში რეალის და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავებს,დაამარცხებს ყველა მეტოქეს და გახდება ევროპის ჩემპიონი.გადადება აღარ შეიძლება./ფეოლა/
Walter White
აქ ბევრი სხვას აბრალებს: ფეხბურთის ყურება როდის დაიწყეო....ხოდა პასუხი უნდა გაგცეთ- ფეხბურთის ყურება დავიწყე მაშინ როცა ალბათ ჯერ თქვენი მშობლები არ იყვნენ გეგმაში. ხოდა როგორც სტაჟიანი ფეხბურთის გულშემატკივარი( თანაც ყოფილი სპორტსმენი - ვთამაშობდი აქტიურად ხელბურთს) გეტყვით: კვარაცხელია თავისი ნიჭითა და ტექნიკით ახლოს ვერ მივა ვოვა გუცაევთან.
გოგა
მექვაბიშვილზე პასი, რო გაკეთა, ნუ პასი გაკეთა ეგონა შეაყოლებდა საჯარიმოში, მაგრამ ვერ მიხვდა ხვიჩას რა უნდოდა და კი უთხრა დარტყმის მერე, და რას მოვყევი ეგ, ხვიჩამ ის ბურთი ჩვენი საჯარიმოდან წამოიღო, უპასა მექვაბიშვილს და საჯარიმოში შევიდა მცველების ზურგსუკან, რო შეყოლებინა მექვაბიშვილს ხვიჩასთვის ეს ბურთი 100% გოლი იყო და რა შედევრი გამოვიდოდა, ესეთი პატარ პატარა დეტალებისგან შედგება ფეხბურთი
ნეიტრალური მოთამაშე
ერთ მხარესაც და მეორესაც, შავსაც და თეთრსაც, ნაცსაც და ქოცსაც მივამართავ, ყოველგვარი მიკორძოებულობის და პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე - დღეს რა თამაშიც ვაჩვენეთ, ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთის რეალობა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. შეგვეძლო უკეთესად მოვსულიყავით დღვანდელ დღემდე? ალბათ...თუმცა ყველაფერი ისე როდია, ჩვენს გულს რომ გაუხარდება და გემოვნებას მოერგება, თუმცა მოდი, მაინც ვეცადოთ ნაკლებად სუბიექტურები ვიყოთ, კომპონენტებათ დავყოთ და ცივსისხლიანად შევაჯამოთ დღვანდელი თამაში: 1) ფიზიკური მომზადება - გამოჩნდა, რომ ჩეხებმა ამ კომპონენტში საგრძნობლად დაგვჩაგრეს და მგონი ამის დანახვას არ ჭირდება გამადიდებელი შუშა. 90 წუთისთვის ჩემი მოკრძალებული აზრით ნაკრების მხოლოდ 2-3 მოთამაშე თუა მზად, რაც ბუნებრივია დიდ პრობლემას წარმოადგენს 2) სისწრაფე - ამ კომპონენტშიც დავიჯაბნეთ, მათ შორის იმიტომაც, რომ ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებთ 3) ორთაბრძოლები - ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით 90% წავაგეთ, როგორც მეორე სართულზე, ასევე პირველზე, რატომ? გადახედეთ შემადგენლობას...წამლად არ გვყავს ისეთი ფეხბურთელი ძირითადში, რომელიც დაეჯახება მოწინააღმდეგეს და გლეხურად რომ ვთქვათ - დააგდებს, ან აუხტება მაღალ ბურთზე და მოუგებს 4) ტაქტიკა - როდესაც შენი კოზირი ძალა არაა, მაქსიმალურად უნდა ეცადო, დაბლა გააგორო ბურთი და მოკლე პასებით ამოხვიდე მეტოქის ნახევრამდე. დაითვალა ვინმემ მამარდაშვილმა და ცენტრალურმა მცველებმა რამდენჯერ ამოიტანეს ბურთი მაღალი გადაცემით და როგორ დასრულდა თითოეული ასეთი ეპიზოდი? მე გეტყვით - ბურთის დაკარგვით ან პირდაპირ მოწინააღმდეგეზე მისი ჩაბარებით. ფეხბურთი განვითარდა და ავიდა იმ დონეზე, რომ ბურთის საჯარიმოდან პასებით ამოტანა, უკვე ყველა თავმოყვარე გუნდისა და ნაკრებისთვის აუცილებელ კომპონენტად იქცა, მიუხედავად იმისა, რა ყაიდის ფეხბურთს თამაშობ და გყავს თუ არა გუნდში ათლეტური ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შენი კოზირი ათლეტურობა და ძალა არაა! რით ვერ დამუშავდა აღნიშნული კომპონენტი 3.5 წელიწადში?! რას უნდა აკეთებდეს მწვრთნელი სხვას, თუ არა იმას, რომ დღესა და ღამეს აღნიშნული კომპონენტის დახვეწაში ასწორებინებდეს მოთამაშეებს? 5) ტექნიკა - ესაა ალბათ ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ჩეხებზე კარგად ვართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დანარჩენ კომპონენტში მოვიკოჭლებთ, აღნიშნული კოზირისგან მიღებული სიკეთე მინიმალურია. და ბოლოს - რა თქმა უნდა შესანიშნავია ის რომ ევროპაზე გავედით, ძალიან კარგია ისიც, რომ 3-4 ევროპული დონის მოთამაშე გვყავს, რაც ამდენი წლები გვაკლდა, თუმცა თამაშის ხარისხი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთში რაღაც ძირეულადაა შესაცვლელი, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში. მცოდნე და კეთილსინდისიერი, მარალკვალიფიციური ხალხი გვჭირდება, რადგან სხვაგვარად თანამედროვეობისთვის ფეხის აბმა გაგვიჭირდება და ერთი ნაბიჯით უკან ვიქნებით დანარჩენ საფეხბურთო ქვეყნებზე. ყველას, ვისაც არ მოგეწონებათ რასაც წაიკითხავთ - ბოდიშს გიხდით, თუმცა გესმოდეთ, რომ უკეთესი მომავალი, აწმყოსთვის ფართოდ გახელილი თვალით ყურების შედეგად მიიღწევა. ბიჭებს მადლობა იმისთვის, რომ ისტორია დაწერეს და წარგვადგინეს იმ ფორუმზე, რომელზე ყოფნას არაერთი თაობა ოცნებობდა. უკეთესი მომავლის იმედით...
მაო
შენგელიაც მაგიტომ "დასაჯეს" ჭკუისკოლოფო?
მამუკა
გოგა რომ წერ კვარა უნდა გარბოდესო, დოღის ცხენი კი არ არის მარტო რომ ირბინოს, რომელი გყავს გუნდში ისეთი რომ ამ სისწრაფეზე მოძრავ კაცს ზუსტ პასს გაუკეთებს ისეთს რომ მოწინააღმდეგეს დაცვას მოტეხავს, თუ იმას ფიქრობ რომ კვარა უნდა ჩამოვიდეს თავის ნახევარზე აიღოს ბურთი და ასე სირბილით ნახევარი გუნდი უნდა მოატყუოს და ფლანგიდან ჩააწოდოს?ხვიჩა კვარაცხელიაა, დევიდ კოპერფილდი კი არ არის, რასაც შენ იძახი ეგრე აკეთებს ვინისიუსი, მაგრამ იმას პასს აძლევს ან კროოსი ან მოდრიჩი, რომელი გყავს ეხლა გუნდში ასეთი ნახევარმცველი? კვარას უწევს უკან ჩამოსვლა რომ ბურთი მიიღოს და იძულებულია მერე თვითონ ავიდეს ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე იმიტომ რომ რეალურდ ვერავინ ვერ ეხსნება თავისუფლ ადგილას, ბევრი შემიძლია კიდევ დავწერო, მაგრამ მაგრად მეზარება, უმეტესობა მხოლოდ უაზრო კრიტიკაზე ხართ გადასული
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მაგ ვთქვი, როგორც ეგ მოხდა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
მაგის დანახვას, ტვინის განძრევა უნდა და მაგდენი სად შეუძლიათ ჯიმა?!

უკანა ხაზს ცეტრამდე ვერ მოავს ბურთი, არადა 5 მცველია და 2 ჩამშლელი და კვარასგამ ითხოვთ რას? - მარტომ წამოიღოს ბურთი, მოატყუოს ყველა და გაიტანოს? ან ჩაკვემ ან მიქაუტაძემ ან სხვა შემტევმა როგორ უნდა გამკავლინოს პოტენციალი? მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად რომ თამაშობდა პსჟ - ში მათ ევალებოდათ ის რაშიც მაგრები იყვნენ და დანარჩენი 7 ასრუებდა "შავ სამუშაოს" ამათთვის. და მათი დონე რომ არ იყო საბოლოოდ შესაბამისი, იმიტომ ვერ მოიგეს ლიგა და ჩვენს ნაკრებში უკანა ხაზში რა ხდება საერთოდ - რამის ორგანიზება კი არა, მადასთან ერთად დგანან მეკარის საჯარიმოში და დაცვის ხაზს ვერ წევენ ოდნავ ზემოთ, არათუ შეტევის წამოწყება სა თამაშის რიტმის დაჭერა. ეს რომ ასეა, სანიოლის დამსახურებაა - არც ტაქტიკაა სწორი და არც შემსრულებლები სანაკრებო. ხოდა შედეგიც ეგ არის - საბამ გააფუჭა, მაგრამ შემთხვავითი პენალტით რომ იგებ და ამდენჯერ გადაგარჩენს მეკარე, შენი 3 დარტყმის და ცალკარას ფონზე, ხომუნდა დავიჯეროთ საბოლოოდ რომ არ იცის ამ კაცმა მწვრთნელობა. პ.ს. აზაროვი, საზანოვი, არაბიძე, გოჩოლა (სკამზეა სულ) ამ გუნდში რას გაუფუჭებდა თუ არ შემატებდა.
ჯონი
დღეს ლობჟანიძემ რომ ააცდინა ხვიჩას რომ გაეკეთებინა ალბათ საქართველოში არ შეუშვებნენ
დ.დ.
ბატონო ამხ. კვარადონა! ქედდადრეკილი გემუდარებით, თუ არ შეწუხდებით, გაგვიზიარეთ თქვენი სურვილი, სად და რომელ მდგომარეობაში გსურთ თმაში.

გუნდის ლიდერი და წამყვანი მოთამაშე ყველამ იცის ვინ რომელია ნებისმიერ გუნდში.
გოგა
კვარა უნდა გარბოდეს თავის ფლანგზე და უწვდიდეს ბურთს შედარებით ტანმაღალ ბუდუს ჩვენ ვიცით ვნახეთ ეს დუო უკვე ასე რომ ათამაშეთ იქ სადაც ძლიერია კვარა იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს, მარა არაა ფუტლიარი აქვს სანიოლს თავში და პლუს პოლიტიკური გავლენების მსხვერპლია ეგ ბოჩოლა კაცი ბუდუს პონტში. თვალებში ნაცარს ნუ იყრით ძალით ხალხო ქართველები არ ხართ მოგწონთ ეგ პონტიი ? ტიპმა ფინალში დუბლის შეგდებით მოგვიყვანა აქამდე და გჯერათ სანიოლის სიტყვების ვარჯისი უნდა გააგრძელოსო რო სჯიან ტიპს რად უნდა ამას საუბარი, შესარჩევში სულ ძირითადში იწყებდა და მიქაუტაძე შემოდიოდა შეცვლაზე. ტეხავს მართლა ჩრდილოეთ კორეა ხო არ ვართ რაღაც კანონის გაკრიტიკების გამო ისტორიულ შანსზე ვამბობთ უარს. ისიც ტეხავთ რომ ძალოთ ისულელებთ თავს და აღიარებაც არ გინდათ რო ნაღდად ასეა. რამდენი ცხვარი ხევს დისლაიქს აბა მიდით უნდა დაგთვალოთ კიდევ ერთხელ.
Რერო
საღოლ ძმაოოო.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ესენი ყოვლად უსარგენო ბიო მასაა, ჩენო ძმაო! სეწტაა, რომელსაც საკუთარის წარმატება არ უზარიათ! ესენი არიან ცხოვრებით არააწორები!

კაცობა გეყოს და თქვი ევროზე მოუმზადებელი ჩამოვედითქო..... შენ და წიტას ერთი თამაში ვერ მიგყავთ ბოლომდე 60 წუთზე ფილტვებს ყრით....ვინც მომზადებულია და ვარჯიშებზე თავს აკლავდა ის სკამზე გყავთ........ ბუდუ ხალხის რჩეულია და ათამაშეთ ნორმალური დრო გამოუყავით თქვე არასწორებო!!! პატარა ბერიებო!!!!!
იასონას უდარი
ისევ ვერაფერი ვერ გაიგეს,ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობო და კუდი გამოაბეს უკვე. ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ და ისეთ დავალებებს მაძლევენ,შეუძლებელია შეთავსებაო. თან რას გაუხურეთ საქმე,მშვენივრად თამაშობს. რა მისი ბრალია თუ გუნდს მეტი კრეატივი არ აქვს და მას აჩეჩებენ ყველა ბურთს? კვარას ყოფნა მინდორზე უკვე საქმის აკეთებს,რით ვერ მიხვდით? ან როდის დაიწყეთ ფეხბურთის ყურება? შენ თუ იცი რო მთავარი შემქნელია გუნდში,მეტოქეს არ ეცოდინება? მე შევნიშნე დიდი სივრცე,რასაც კვარას მოედანზე ყოფნა ქმნის,მარა მაგას გამოყენება უნდა. გასაგებია რო მეტი გინდათ მისგან,მასაც უნდა და ფიქრობს ამაზე,მარა რეალობას არ უნდა მოწყდეთ. მეტი რა გინდათ,ქულა მოვიპოვეთ და გოლები შევაგდეთ სადებიუტო ევროზე. 2002 წლის მსოფლიოზე,მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ისე ჩარჩა ჯგუფში რო გოლი ვერ გაიტანა,ბევრი დებიუტანტი გუნდი ოცნებობს და ვერ აღწევს ამ შედეგს,ამიტომ იამაყეთ ამ ბიჭებით.მე თუ მკითხავთ,კიდევ კარგად თამაშობენ,2-3 თვე პოლიტიკოსობა დააწყებინეთ ფეხბურთელებს და კატეგორიულად სთხოვდნენ მხარე აერჩიათ. კვარა შეიძულეთ იმიტო რო მხარე არ აირჩია,ხოლო ბუდულია გააღმერთეთ იმის გამო რო მხარე აირჩია. ტვინში მოკლე ჩართვა გაქვთ და ელემენტარული აზროვნების უნარი გაქვთ დაკარგული.

შენ თუ კვარას თამაში მართლა მოგწონს მაგ სიმართლით გაგიმარჯოს. წადი სექტანტები იკრიბებიან შეუერთდი...
მამუკა
კომენტარებს გადახედავ და რწმუნდები რომ უმრავლესობამ ფეხბურთის ყურება მას შემდეგ დაიწყო რაც ჩვენ ნაკრებს ევროზე გასვლის შანსი გაუჩნდათ, აქამდე ალბათ თურქულ სერიალებს უყურებდნენ. კვარაზე რომ იტყვი უსარგებლო იყოო, ერთ რჩევას მოგცემ შედი სამზარეულოში და კარტოფილი შეწვი, გინდა კაცი იყო გინდა ქალი, შენი საქმე ფეხბურთი არ არის. საიტი არ იძლევა იმის საშუალებას რომ პირადად ასეთი კომენტარის ავტორებს დაუმტკიცო რომ დილეტანტები არიან ფეხბურთში, ალბათ თვითონაც იციან, მაგრამ დავალება აქვთ რომ კვარაზე რამე ნეგატიური დაწერონ. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ ერთ დღეს, საქართველოს გაუმარჯოს ერთიანს და მთლიანს.
Გიო
კვარა ტიპიურ ქოცად ჩამოყალიბდა .სულ სხვისი ბრალია
ლაშა
მარცხენა გარემარბზე დგას და პერიოდულად ცენტრში იწევს, რანაირად არ თამშობს საკუთარ პოზიციაზე?
გიო
პოლიტიკურად რომ გააჭუჭყიანეს იმიტომ ვეღარ თამაშობს
ვანჩოპე
უფრო კონკრეტულად მითხარი. ვერ გავიგეო კვარამ
ბს
რას ქვია იქ არ თამაშობ? მარცხენა გარემარბის ადგილზე ვინ თამაშობს თუ არა შენ? თურქეთთან ორივე გოლისას პასიური იყავი არ იბრძოლე და იმათაც დაარტყეს. დღეს ერთხელ გაექეცი მეურვეს და ორი ყვითელი აკიდე ტიპებს, კარგი იყო მაგრამ ცოტაა შენგან, ერთიც საშინლად აცილებუოი დარტყმა, ეგ არი სულ კვარა შენი მონაგარი. მეტს ვითხოვთ და თვითონაც მეტზე გაქვს პრეტენზია.
დავით 67
კვარა შენ რო შიგ ევროპელებს დაგვდგომოდი გვერდით დღეს ასე ცუდათ არ ითამაშებდი
ზოლა
იმხელა ზეწოლაა ამ ბიჭზე არც მიკვირს რომ თამაში არ გამოსდის… გუნდს ნეტა ფსიქოლოგი არ ყავს ასეთ დროს რომ საჭირო განწყობაზე მოიყვანოს ფეხბურთელი? თუ ყავს აშკარად ვერაა კარგი პროფესიონალი, კვარას რაც შეუძლია ნანახი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამ უდიდესი წნეხის მოხსნის შემთხვევაში ისევ ისეთი ლაღ და გუნდისთვის პროდიქტიულ ფეხბურთს ითამაშებს რითაც მოგვხიბლა და შეგვაყვარა თავი… აშკარად დახმარება ჭირდება ფსიქოლოგიური კუთხით და ეს პრობლემა რომ არსებობს იმ ვაიგულშემატკივრების დამსახურებაცაა ვისაც ფეხბურთი საერთოდ კიდიათ და ყველაფერს აპოლიტიზირებენ, რა დღეში ჩააგდეს ბიჭი ბულინგით და შეურაცყოფებით, თან ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ და ამ ყველაფერმა რომ ეს შედეგი გამოიღო კი ვხედავთ აგერ… და კიდევ ზოგიერთები რომ წერთ ფეხებს უფრთხილდებაო, ნეტავ კვარასნაირი პატრიოტი და სამშობლოს მოყვარული ბევრი გვყავდეს, ბოლომდე რომ იხარჯება მხოლოდ დაუნახავი ვერ დაინახავს
nika
ხვიჩა თავის ადგილზე არ თამაშობს და ამ ადგილზე მოთხოვო ის რასაც როგორც წესი ახერხებს, ძალიან უსამართლობაა, როდის იყო ხვიჩა ბურთის ამომტანის პოზიციაზე? ან რა უნდა ჩაკვეს მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე? ან რა შუაში იყო 4 ბოლო ნაკრების თამაშში უთამაშებელი ლობჟანიძე? ან ვინ იტყვის რომ ლოჩოშვილი აზაროვზე უკეთესი იქნებოდა რომელიმე კომპონენტში? ვილის აქვს ახირებები და ძალიან გაუგებარი. დისციპლინა 10 და 9 მაგრამ სამწვრთვნელო უნარები 10 დან 6-7 მაქს.
არა და
ამ დროისათვის უკვე სამი მოწონება -ლაიქი გაქვს , მარა ... მომწონებლებმა, ალბათ გაიგეს და ამიტომაც მოიწონეს, მარა მე პირადად ვერ გავიგე რა წერია, რის დაწერა გინდოდა ამ კომენტარში ! ანუ რა, კვარა დაბალი დონეა და "რაც არი, ეგ არი" ? კვარა ძალიან ნიჭიერი და მაგარი ფეხბურთელია და კიდე ბევრს "იტყვის" და გააკეთებს !
jordan beli
კვარა თუ გინდა რო ფეხბურთს დაუბრუნდე ან ფეხბურთი დაგიბრუნდეს,სასწრაფოდ(როგორც დავით ბანანაშვილი იტყვის ხოლმე ,,ჩაეხსენი") მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამაშენის მაგივრად მოძებნე ვინმე სერიოზული, ფეხბურთის მცოდნე მრჩეველი.
ზურა
გოიმი კალაძის ამბებია კვარას ბუდუთი რომ არ ცვლი სანიოლ??
dato
ბუდუ რატომ არ შემოიყვანე ვილი ორივე თამაშში კვარას ნაცვლად, აკრძალული გაქვს???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
ადამიანი
შენს წინააღმდეგ ყველა მცველმა ისწავლა და განვითარდა ფეხი არ გაგანძრევიეს....შენ საერთოდ ვერ განვითარდი 2 დამცველის წინააღმდეგ
ადამიანი
შენი თამაში აქ არის და ნაპოლი რაც შეგიძლია ეგ არის
G.LA
ჩამო ფოთის კოლხეთში.შენი ადგილი აქ არის ჯიმა
ლევანი
ეჰ, კიტე ჰაერივით გვჭირდება ცენტრში, იმედია პორტუგალიასთან გვეყოლება. დიდება საქართველოს!
ალესიო
გავალებენ კი არა გუნდური თამაში ისწავლე და შეტევაში 2-4 შეხებას არავინ გაცლის ნუ ხარ დაბნეული....გუნდმა რომ კონტრშეტევის შესრულება არ იცის შორს ვერ წავა
გიო
კვარა გულში ხარ ყველა საქართველოს ფეხბურთელი ჩვენს გულებში ხართ
gogi
დიდი პრესია ამ ბიჭზე ყველა მხრიდან და უჭირს ამიტომ ძაან. პროფესიონალების დახმარება ჭირდება აშკარად
გიორგი
შენს ერთგულებასა და უნარებში ეჭვი არც გვეპარება.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ